რატომღაც ბოლო დროს თავშ მიტრიალებს სხვადასხვა სიტყვები, ფრაზები თუ იდიომები, რომლებიც ბავშვობიდან გესმის და შეუმჩნევლად ილექება გონებაში.
ასე რომ გადავწყვიტე ერთად მოვუყარო თავი:
დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
"ცუდი ფეხბურთელია თორე რასამბობ - დანარჩენები ხომ გრიმავენ ყველაფერს"
გაქიქინებული - თხლად ჩაცმული.
"გაცივდებოდი ბებია, აბა რა იქნება ასე გაქიქინებული რო გავარდი სახლიდან".
გუქა და მამუსტალა - მისტიური პერსონაჟები (რომელთა წარმომავლობაც პირადად მე ვერ დავადგინე) რომელთაგანაც პირველი ყოველთვის გააკეთებს რაიმეს შენს ნაცვლად, ხოლო მეორე კი შეაკეთებს, გაამთლებს ნებისმიერ ნივთს რომელიც გააფუჭე.
"- პური გინდა? მოგიტანს გუქა"
"ველოსიპედი გატეხე? - გაგიკეთებს მამუსტალა"
ზმუკი - უბრუნებენ პასუხად, გაურკვეველ "ზმუკუნზე" (სლუკუნზე) ბავშვს ან შესაძლოა ცხოველსაც.
ბებია: ჭამე საჭმელი
ბავშვი: მმმ (პროტესტის ნიშნად - გულისხმობს რომ არ შეჭამს)
ბებია: მმმ და ზმუკი შენ
ტრაშანი - "გულავი", დროის ტარება, დროის ფუჭად ფლანგვა
"რას დატრაშანობ ბებია მთელი დღეა?"
"რაც მაგი ახალგაზრდობაშია ნატრაშანები"
ხანხალი, გახანხალებული - იდეალურად სუფთა, ელვარე, დაბანილი, დასუფთავებული.
"მიდი ახლა, გახანხალდი ბებია და ჭამე მერე"
პელენწუკა - ბინძური, ფეთხუმი
"მაგისთანა პელენწუკა ქალი მეორე არ დადის"
ბრიშტი - "ბუს კვერცხები", "ჩემი ფეხები"
"რა მიცა და ბრიშტი"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
ჯერჯერობით სულ ეს არის რაც გამახსენდა, თუმცა გუმანი მკარნახობს რომ კიდევ უამრავი სიტყვა-თქმა ინახება ჩემი ტვინის ნეირონებში, ასე რომ ნელნელა შევავსებ არქივს, ახლა კი ისევ ვიტყვი, რომ მე უფრო "მცხავს" ვიდრე "მცხელა".
მე ხვანხვალი მახსოვს.. :)) ოღონდ ეს ჩემი ნეირონების არქივიდანაა.. )))
ReplyDeleteშვილო ლაშა, რავა დამაპრაწიე თვალები
ReplyDeleteთქვენის ნებართვით დავამატებ :)
Deleteჰაჰა. თურმე მამაჩემს ჰქონია იმერული აქცენტი, მე კიდევ ეგ ყველა სიტყვა ჩვეულებრივი ამბავი მეგონა :)
ReplyDeleteაჰა, შენ ხოფილხარ ნატურალი იმერელი :)
Deleteთუ ეს ყველაფერი შენთვის ბუნებრივია :))