Saturday, January 12, 2013
***
ნუ შეგეშინდებათ ყველაზე აბსურდული ვარაუდების - ეს ჩაკეტილი წრეების გარღვევის და პასუხების პოვნის საუკეთესო საშუალებაა
***
კრიტიკა თუ სამართლიანია - სასარგებლოა, თუ უსამართლო - უვნებელი
Friday, January 11, 2013
ქალაქი VS სოფელი
მეტალოპლასტმასი, ასფალტი, ტროტუარები
ბეტონის კედლები...
ფიქრები, მორეული ყავაში.
სახლთან მდინარე, ბუხარი,
ეზოში მოფანტული დედლები
ჭყინტი ყველი და ლავაში
ბეტონის კედლები...
ფიქრები, მორეული ყავაში.
სახლთან მდინარე, ბუხარი,
ეზოში მოფანტული დედლები
ჭყინტი ყველი და ლავაში
Monday, January 7, 2013
მე < 3 იმერეთი
მე ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტი და რა გასაკვირია მშობლიური - იმერული დიალექტიც მიყვარდეს.
დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
რატომღაც ბოლო დროს თავშ მიტრიალებს სხვადასხვა სიტყვები, ფრაზები თუ იდიომები, რომლებიც ბავშვობიდან გესმის და შეუმჩნევლად ილექება გონებაში.
ასე რომ გადავწყვიტე ერთად მოვუყარო თავი:
დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
"ცუდი ფეხბურთელია თორე რასამბობ - დანარჩენები ხომ გრიმავენ ყველაფერს"
გაქიქინებული - თხლად ჩაცმული.
"გაცივდებოდი ბებია, აბა რა იქნება ასე გაქიქინებული რო გავარდი სახლიდან".
გუქა და მამუსტალა - მისტიური პერსონაჟები (რომელთა წარმომავლობაც პირადად მე ვერ დავადგინე) რომელთაგანაც პირველი ყოველთვის გააკეთებს რაიმეს შენს ნაცვლად, ხოლო მეორე კი შეაკეთებს, გაამთლებს ნებისმიერ ნივთს რომელიც გააფუჭე.
"- პური გინდა? მოგიტანს გუქა"
"ველოსიპედი გატეხე? - გაგიკეთებს მამუსტალა"
ზმუკი - უბრუნებენ პასუხად, გაურკვეველ "ზმუკუნზე" (სლუკუნზე) ბავშვს ან შესაძლოა ცხოველსაც.
ბებია: ჭამე საჭმელი
ბავშვი: მმმ (პროტესტის ნიშნად - გულისხმობს რომ არ შეჭამს)
ბებია: მმმ და ზმუკი შენ
ტრაშანი - "გულავი", დროის ტარება, დროის ფუჭად ფლანგვა
"რას დატრაშანობ ბებია მთელი დღეა?"
"რაც მაგი ახალგაზრდობაშია ნატრაშანები"
ხანხალი, გახანხალებული - იდეალურად სუფთა, ელვარე, დაბანილი, დასუფთავებული.
"მიდი ახლა, გახანხალდი ბებია და ჭამე მერე"
პელენწუკა - ბინძური, ფეთხუმი
"მაგისთანა პელენწუკა ქალი მეორე არ დადის"
ბრიშტი - "ბუს კვერცხები", "ჩემი ფეხები"
"რა მიცა და ბრიშტი"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
ჯერჯერობით სულ ეს არის რაც გამახსენდა, თუმცა გუმანი მკარნახობს რომ კიდევ უამრავი სიტყვა-თქმა ინახება ჩემი ტვინის ნეირონებში, ასე რომ ნელნელა შევავსებ არქივს, ახლა კი ისევ ვიტყვი, რომ მე უფრო "მცხავს" ვიდრე "მცხელა".
Thursday, January 3, 2013
დედებზე, შვილებზე, ჩამოსულებზე და სხვა
ვისაც არ უნდა ეძებს მიზეზს
ვისაც უნდა - გამოსავალს
სოკრატე
რა საჭიროა გზა რომელიც ტაძართან არ მიგიყვანს? რა საჭიროა პოსტი, რომელიც რაიმეს არ მოგცემს?
არც სამასის წლის ვარ და არც ბრძენი კინალოკო, მაგრამ მინდა ჩემი მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც ჯერ დამოუკიდებლად ცხოვრება არ დაუწყია.
დარწმუნებული ვარ, ჩემ თითეულ გამოთქმულ მოსაზრებაზე თქვენ გაგიჩნდებათ უამრავი არგუმენტი თუ კონტრ-არგუმენტი, გაგახსენდებათ უამრავი "აუ, ეგრე არ არის" და "აუ, შენ არ იცი" სტილში მოსაზრება, მაგრამ ყოველ ჯერზე პოსტის დასაწყისში მოყვანილ (ვიღაც ლაშარელას კი არა - სოკრატეს!) სიტყვებით გიპასუხებთ.
დღეს მე პასუხისმგებლობაზე მინდა გესაუბროთ. პასუხისმგებლობაზე, რომელსაც დამოუკიდებლობა გვაკისრებს.
ის, რომ მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ როგორ გაიზარდა მისი შვილი - არახალია.
ის, რომ ეს ძალაინ დამღუპველია შვილისთვის, არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. მაგრამ მე არ მსურს მშობლებზე ვისაუბრო. მე მტკიცეთ მწამს რომ "რაც მოგივა დავითაო" ანდაზის შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა და პრობლემის მიზეზის სხვაზე გადაბრალება, უბრალოდ სისუსტეა და საბაბი - კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პოსტის ეპიგრაფად წამძღვარებული ათენელი ფილოსოფისის ბრძნული სიტყვები.
მოემზადე დამოუკიდებლობისთვის
როგორც უახლოესი მეგობარი, თოკა ჩემზე ამბობს "შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, აღდგომას დედაქალაქში ადგილს რომ ანთავისუფლებენო". თოკასეული მიმართვა - "ჩამოთრეული" ცოტათი რომ დავარბილო, სტუდენტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
ჩამოსულებად - რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სტუდენტურ ცხოვრებას და
ადგილობრივებად - რომლებიც სტუდენტობას მშობლებთან ერთად აგრძელებენ.
სტუდენტობის ეს პერიოდი, ერთგვარი პრელუდიაა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინ.
დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობაა - უფროსწორად ბევრი მცირე პასუხისმგებლობები. დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობებიც მატულობს და მძიმდება. დამოუკიდებლობას კი სწავლა სჭირდება - სწავლა კი ხშირად მარტივიდან ჯობია დაიწყო.
ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ "ჩამოსულები" გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და დამოუკიდებლობას ნელნელა ეჩვევიან: სწავლობენ როგორ გაანაწილონ და ეკონომიურად ხარჯონ მშობლების "გამოგზავნილი" ფული, დროულად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე (არ დარჩნენ გვიან ღამით სხვაგან, მოერიდონ არასასურველ გარემოს და ა.შ.)
მე ბედნიერი ვარ რომ "ჩამოსულთა" რიგებს მივეკუთვნები. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც პირველივე კურსიდან მომიწია ზრუნვა შეთავსებით მემუშავა, რათა მშობლებისთვის ჩემი წილი ხარჯი ჩამომეშორებინა.
ადგილობრივებს, კი შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ თოკას მსგავსად საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად - მართალია ინგლისურად "ჩამოთრეულს" ვერავინ დაგიძახებთ და ვერც სააღდგომოდ გაათავისუფლებთ უცხო მხარეს, მაგრამ დამოუკიდებლობის შესავალ კურს ნამდვილად მიიღებთ, კარგ განათლებასთან ერთად.
იმუშავე
დამოუკიდებლობა თუ ვინმეს ღამის 3 საათამდე კლუბში ყოფნა და მეგობართან დარჩენის უფლება გონია, ძალიან ცდება.
დამოუკიდებელი ადამიანი თვითმყოფადი სისტემაა. მას გარე წყაროსგან დამატებითი რესურსების (იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საჭმელი თუ პირდაპირ ფინანსები) მიღების გარეშე შეუძლია ფუნქციონირება.
ხო, ვიცი, ვიცი - "თუ გამოცდილება არ გაქვს", "იცი რა რთულია მუშაობის დაწყება პატრონის გარეშე" და სხვა "ბლა ბლა ბლა".
არც ჩემთვის იყო მარტი, თვეში 30 ლარად, სარდაფში მდებარე ინტერნეტ კლუბში ღამისთევით პროგრამების დაყენება.
არც ბანკში იყო მარტივი 150 ლარად, პიჯაკით და ჰალსტუხით სტამბიდან ბუკლეტებით სავსე მტვერდადებული ყუთების თრევა და საწყობში დაბინავება.
არც მაღლივის კიბეებზე, ლექციებს შორის თოკას ახსნილი ვებდიზაინის პრინციპების გაგება და შემდეგ სახლში (ხშირად ღამის გათევის ხარჯზე) მეცადინეობა იყო ბამბის ნაყინი.
ასე რომ ვერც აქ მოვისმენ წუწუნს და სხვა სისულეებს. ხომ გახსოვთ - ვისაც უნდა... დიახ დიახ...
ისწავლე
როგორც დავადგინეთ, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თქვენ უნდა იმუშავოთ. იმისათვის რომ თქვენ იმუშავოთ, რაიმე უნდა შეგეძლოთ ისეთი, რასაც თქვენგან იყიდიან. ხოლო იმისათვის რომ ძვირად იყიდონ, ეს "რაღაც", ძალიან კარგად უნდა შეგეძლოთ.
შესაბამისად უნდა ისწავლოთ რაიმე კონკრეტული, რომ დედამიწაზე დაუზარებლად მღოღავ 6 მილიარდ ადამიანს შორის, რაიმეთი გამორჩეული გახდე, პროფესიონალი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხით, ყოველლთვის გამორჩეული იქნება. რომელშიც ყოველთვის კარგად გადაიხდიან.
სწავლისგან გამოწვეული ტანჯვა დროებითია, უცოდინრობით -სამუდამომოკლედ, იმუშავეთ, მოიპოვეთ სრული დამოუკიდებლობა და ყოველ ჯერზე როდესაც მშობლების გამო დაიწუწუნებთ ერთ შეკითხვას გაეცით პასუხი - თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ დამოუკიდებელი იყოთ?
(c) ჰარვარდის სტუდენტების ერთერთი მოტივატორი
Subscribe to:
Posts (Atom)