მე ერთი კვირით მივდივარ ზღვაზე
მე ერთი კვირით, შენგან შორს წავალ
იქნებ ამ დროში გამცვალო სხვაზე
თორემ ანბანის კოშკზე არ ავალ
მე ერთი კვირით არ ჩავრთავ ეკრანს
შენს ახალ პოსტს ვერ დავალაიკებ
მე გამოვიცვლი, გამომხმარ მერქანს
გავირუჯები _ შენ ვერ გაიგებ
მე ერთი კვირით შენგან შორს წავალ
მოვივლი ბათუმს, ვნახავ პიაცას
ძალიან ადრე, ნაპირზე ჩავალ
მივეფიცხები ზღვასთან ღია ცას
მე და ჩემ გარდა ალი და ნინო
არ მოგეჩვენოს ახლა, რომ გთხოვ ბევრს
ოღონდ უჩემოდ არ მოიწყინო
მე დავბრუნდები, პირველ ოქტომბერს!
http://gergauli.blogspot.com/2012/03/blog-post.html
ReplyDeleteეს ლექსი გამახსენდა რომ ვკითხულობდი.. :))
ვაა, გიო? არ ვიცოდი ლექსებს თუ წერდი :) მშვენიერია
ReplyDeleteგაიხარე, რამდენი ხანია უკვე.. :))
ReplyDeleteჰეჰ )
ReplyDelete