გამო–ზაფხულდა
გოგოებმა გამოაჩინეს მკერდი
რემბოს მოუნდა წერა და გამოცოცხლდა ვერდი
გამო–ანათა
და გოგოებმა დაიმოკლეს კაბა
კვრიტმა წამოყო თავი, გრძნობით ამღერდა ABBA
გამო–იდარა
მახარებს მოკლე ღამე, მომატებული დღე მას
ნეტა რა უხარია უკან ეზოში ტყემალს?
გამო–ზაფხულდა
და გოგოებმა გამოამზეურეს მკერდი
რემბომ დაიწყო წერა და გამოცოცხლდა ვერდი...
აუუუუუუ, როგორ მოხდა, რომ პირველი მეკომენტარე ვარ:)
ReplyDeleteგავიგე რატომ გიხარია გამოზაფხულება, თუმცა კი ამა თუ იმ ადგილების გამომზიურებას რაც შეხება რა ამ სეზონზე არ იყო?!:))რავი მე კი მინახავს, შუა ზამთარში, ყინვა - სიცივისგან გალურჯებულ მკერდ-მუხლები და:)) ქუდი აიწიე ხოლმე ზემოთ, ნუ იფხატავ თვალებზე:)
გამო -იმასიზამს კარგია:))
ReplyDeleteგამო - უჩნდება:)
გამო - შტერდები:)
გამო - ყვები:)
და გამოგივა ყველაფერიიიიიიიი:))))))))