Sunday, February 28, 2010

გამოზაფხულდა...

გამო–ზაფხულდა
გოგოებმა გამოაჩინეს მკერდი
რემბოს მოუნდა წერა და გამოცოცხლდა ვერდი

გამო–ანათა
და გოგოებმა დაიმოკლეს კაბა
კვრიტმა წამოყო თავი, გრძნობით ამღერდა ABBA

გამო–იდარა
მახარებს მოკლე ღამე, მომატებული დღე მას
ნეტა რა უხარია უკან ეზოში ტყემალს?

გამო–ზაფხულდა
და გოგოებმა გამოამზეურეს მკერდი
რემბომ დაიწყო წერა და გამოცოცხლდა ვერდი...

Wednesday, February 24, 2010

პარfიუმ

ამდენი დრო უჩემოდ
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი

შენი შავი თავშალი და
შერჩენილი შანელი
შენი კოცნა
თან სველი და
თან მშრალი და
თან ნელი...

მაგრამ შენი სურნელი...
შენი კანის სურნელი
შენი თმების, თვალების
შენზე ფიქრის, ოცნების
როგორ მელამუნება
ეს სურნელი ბალიშის
ღამით თავს რომ დადებ და
დალალებს რომ დაგიშლის...

ამდენი დრო უჩემოდ
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი

სიყვარული გარდაუვალი

თეორემა: სიყვარული გარდაუვალია

დამტკიცება:

რას შვება? - უყვარს მას ის.
რა ქნა? - შეუყვარდა მას ის.

შეწყობილმა პირებმა ბრუნვა არ შეიცვალა ანუ სიყვარული გარდაუვალია. რისი დამტკიცებაც გვინდოდა.

***

ზოგჯერ ჰაერის ჩასუნთქვასავით, მინდა ამოვისუნთქო "მიყვარხარ"...

ცც ხხ

ცხოვრება მრავალ ფეროვანია
ზოგჯერ უბრალო ფენოვანია
ზოგჯერ ცირკია, ზოგჯერ პიესა
მგონი ჯობდა რომ სულ არ მიეცა
ზოგჯერ ცრემლია, ზოგჯერ ღიმილი
სხვადასხვაგვარი აღქმაა ფილმის
მისი კანი და ვაშლის ჩილიმი
აღარ ჩანს კადრში აკოცა ვინ ვის
ცხოვრება მრავალ ფეროვანია
ზოგჯერ კი ცივი ფენოვანია

Friday, February 19, 2010

***

ქალი ლამაზია, რაღაც სხვანაირად
თითქოს მოელვარი სხივია ზღვაზე
ნეტა აირჩიო უნდა რანაირად
თუ ყველა ქალი, კარგია სხვაზე
ქალი შეიძლება იყოს წარმოსახვა
მკრთალი გაღიმება, ჭრელი გაზაფხული,
ქალი შეიძლება იყოს - ერთი ნახვა
ანდა სევდიანი ფილმი... დასასრული...

ქალი ესკიზია უცებ დახატული
ზოგჯერ ამოსვლაა მზის
ქალი შეიძლება იყოს აბსტრაქტული
შეიძლება იყოს - ის

Friday, February 12, 2010

ვივა ლა ორგაზმე

ოხ ეს ორგაზმი რა იყო და...ოხ ეს სტატისტიკა რა არის :)

საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე...ამასწინათ რომელიღაც ლექს (თუ არ ვცდები) სახელად ორგაზმი დავარქვი.

თქვენი აზრით დღეისათვის ყველაზე რეიტინგული სიტყვა, რომლის დასერჩვის შედეგადაც ხვდებიან ჩემს ბლოგზე რომელია? დიახ, სწორად გამოიცანით...და ლათინურად... ასე მგონია თითქოს, СССР ახალი დაშლილია და "პორნო კარტზე" და სამგვერდიან პორნო გაზეთებზე უზომო მოთხოვნაა.




Thursday, February 11, 2010

მხოლოდ...

ალბათ შეამჩნიე... ლექსებს ვეღარ ვწერ... მეშინია... მეშინია, რომ ლექსებით ვერ ვიტყვი იმას რასაც ვგრძნობ...

გიყურებ და ვიცი... ასე ზუსტად... ასე ბოლომდე...ასე დარწმუნებით...არასოდეს არაფერი არ მცოდნია...

გიყურებ და ვიცი...შენ ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის... მე შენ მიყვარხარ...

Колготки

твои блядские колгодки,
как корабли, как лодки,
плывут по асфальту тихо.
все спят с тобою, но ты
не спишь, не днем, не ночью.
и вечно чего то хочешь.
еще чуть и за-кончу...
и этот стих порочный...

твои блядские колготки
как корабли, как лодки

Saturday, February 6, 2010

Сушняк

ჩამოგისხამ მანგოს წვენს
ვიცი პირი გაგიშრა
ოღონდ ერთი მაკოცე
და არავისთან გამიშვა

я женщина

трудно нам женщинам
приходиться жить
заниматься сексом
и посуду мыть

пользоваться феном
мужом-суперменом
потом первым делом
моей строенным телом

держа в руке метлу
собирать все сплетни
покупая жетон
помечтать о Бентли

трудно нам женщинам
приходиться жить
заниматься сексом
и посуду мыть

Friday, February 5, 2010

რომა და ნათო

ეს არის დეიდაჩემის - ლიას ქორწილი.
კადრჩი ჩანს მამაჩემი, დედა - ნათო და ნათლიაჩემი - ყურშა :)

Thursday, February 4, 2010

ჰენრი ფორდი

ეს ადამიანი ჩემთვის სამაგალითოა უამრავ სფეროში. ის აზროვნებდა და ნამდვილად აზროვნებდა განსხვავებულად. ყველაფრის პარალელურად ის იყო ენამახვილი და ძალიან ლაკონურად აყალიბებდა გენიალურ აზრებს.

გთავაზობთ რამდენიმეს:

— Неудачи дают только повод начать снова и более умно. Честная неудача не позорна. Позорен страх перед неудачей.

— Я никогда не стою, если имею возможность сидеть, и никогда не сижу, если имею возможность лежать.

— Человек имеет два мотива поведения — один настоящий и второй, который красиво звучит.

— Когда ты думаешь, что можешь и когда думаешь, что не можешь — в обоих случаях ты прав.

— Не позволяйте жить слишком спокойно тем, кто у вас работает. Не давайте им прочно обосноваться. Всегда поступайте противоположно тому, чего они от вас ожидают. Пусть все время тревожатся и оглядываются через плечо. (აქ ბიძია ფორდს მე არ ვეთანხმები ბოლომდე :) )

— Спрашивать: «Кто должен быть боссом?» — все равно, что спрашивать: «Кто должен быть тенором в этом квартете?» Конечно, тот, кто может петь тенором.

— Мой секрет успеха заключается в умении понять точку зрения другого человека и смотреть на вещи и с его и со своей точек зрения.

Tuesday, February 2, 2010

ჩმორი

გამოვიდა სულხან-საბა-ორბელიანის, სიტყვის კონის, ახალი რედაქცია.
განახლებულ რედაქციაში შეტანილია შემდეგი ცვლილება:

ჩმორი - ანუ ჩუკენი იგი ანუ ჯაბანი. შიშსა შინა მყოფი, ომში მოშიშარი. თქვას რა პრეზიდენტმა სიტყვა იგი, ერი გამხნევდეს და გათამამდეს.

იყო დრო, ვიყავი პატარა და თხელი :)

მე და ჩემი დეიდაშვილები.... :)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=-GjCoXvU0sQ&hl=en_US&fs=1&]