Thursday, July 5, 2007

დრო

დრო რომ გაიყინოს, ირგვლივ რომ ყველაფერი გაჩერდეს და მხოლოდ მე დავრჩე მოძრავი (ოღონდ არა დროში, არამედ სივრცეში) და ეს ყველაფერი რომ იყოს სამუდამო-მარადიული, მაშინ, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოს საოცრებები ვათვალიერო, მოგძებნი შენ, შენს წინ დავდგები და დავაკვირდები შენს ლამაზ სახეს რადგან ეს ყველაზე დიდი საოცრებაა მთელს დედამიწაზე და მაშინ ამ საოცრების წყალობით დრო ჩემთვისაც გაიყინება და გაიყინება სამუდამოდ, რადგან მშვენიერების აღსაქმელად მარადისობაა საჭირო.

შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
სამარადისოდ დავაკვირდები...
დავაკვირდები და გავკვირდები
ამ საოცრებით
ამ სილამაზით...
შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
დავაკვირდები
ისევ და ისევ
სამარადისოდ
სანამ გადის დრო
ამ საოცრებას
არსად ოცნება
ქვეყანაზე
არ შეედრება
გთხოვ შეისმინე შენ
სიყვარულო
ეს განწირული
და საოცრად უსუსური
ჩემი ვედრება

2 comments:

  1. მაგარი რამეა დრო... ყოვლისშემძლეა... დრო გაივლის და ისიც გამიკვირდება ალბათ, რამ გადამრია და რა მაწერინებს ამ სტრიქონებს ამ შუაღამისას...

    ამ საღამოს ჩემთვის დრო გაიყინა....

    ReplyDelete
  2. RA SAOCARI SITYVEBIA... MINDA ROM CHMI IYOS :)

    ReplyDelete