შენ ხარ ჩემი კამელია
ხან მტრედი და ხან მელია
და მიყვარხარ როგორც მინდორს
პეპლები და ქამელიონს
ფერები და შემოდგომას
ფოთოლცვენა...
და ჩემს ტუჩებს
შენი ენა
შენ ხარ ჩემი კამელია
რითმებიც არ დამელია
და ვაგრძელებ როგორ ძლიერ
მიყვარხარ და როგორ მძლიე
როგორ მინდა შენი სითბო
როგორ მინდა ვიყოთ მთაში
შენ ქსოვო და მე რომ ვთიბო
და რომ შენ ხარ კამელია
სწორედაც ეგ სადღეგრძელოდ
მინდოდა რომ დამელია
ჭიქით ხელში, ხელის გულზე
გული რომ გადამერია
აღარც ვიცი რით ვუშველო
სიტყვებიც კი ამერია
შენ კი ჩუმად ჩამჩურჩულებ:
“კამელია...კამელია...”
ხან მტრედი და ხან მელია
ReplyDeleteსამტრედია და მელია...
არც რითმები დაგველია
ღამეც თავზე დაგვეთია
ნეტა რა მჭირს,
რა ლექსები, რის ლექსები?
რაღა დროის მელია და რაღა დროის კამელია?
ღამისთევის წამებია
სიტყვებიც კი ამერია,
კამელია... რა მელია? რა მტრედი
და სამტრედია...
ხან მტრედი და ხან მელია
ReplyDeleteსამტრედია და მელია...
არც რითმები დაგველია
ღამეც თავზე დაგვეთია
ნეტა რა მჭირს,
რა ლექსები, რის ლექსები?
რაღა დროის მელია და რაღა დროის კამელია?
ღამისთევის წამებია
სიტყვებიც კი ამერია,
კამელია... რა მელია? რა მტრედი
და სამტრედია...