ქალაქში ჯიპები მოძრაობდნენ -
დინჯად და ამაყად.
მათ კარგად ქონდათ გათავისებული
საკუთარი მედიდურობა.
ქალაქში ჯიპები მოძრაობდნენ -
დიდი ბორბლებით.
შუქნიშნებზე ნერვიულად ღრნიდნენ ძრავიდან:
"რა უნდა ჩემ წინ ამ ოპელ-ვექტრას"
და ჯიპები - რომლებიც მრავალდ მოძრაობდნენ სავსე ქალაქში
შუქნიშნებზე და საცობებში პირველობას ცდილობდნენ მუდამ
რადგან საცობი, არაფრით გავს სასუფეველს:
აქ პირველი იქნება პირველი, ხოლო უკანასკნელი უკანასკნელი
ქალაქში ჯიპებს ერთმანეთი ენატრებოდათ...
მართალია ვერაფერი ვერ გავიგე ამ ნიჭიერის ხმაურში, მაგრამ მაინც მიხარია, რომ გამოჩნდი!.. :))
ReplyDeleteრიდერში შენი პოსტი რომ ვნახე გადავამოწმე მართლა ლაშარელაზე იყო დაპოსტილი თუ არა :დ
ReplyDeletesiyvarulovna
ReplyDeleteამის ქვემოთ უფრო კარგი ლექსია :) ისიც ნახე :)