Sunday, May 20, 2012

დრო

ოდესმე კაცობრიობა თუ გადაწყვეტს ისეთი რესურსების პრობლემას როგორებიც არიან "წყალი, ჰაერი, საკვები", დღისწესრიგში აუცილებლად დადგება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - დროის პრობლემა.

ვინაიდან ადამიანები, ფიქსირებული ვარგისიანობის ვადით ვიბადებით, დრო ალბათ ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ინდივიდუალურად, შეზღუდული რაოდენობით გვეძლევა თითეულ ჩვენგანს და რომელსაც ალბათ ყველაზე უდიერად ვხარჯავთ.

ადრე თუ გვიან, კაცობრიობა მთელი სერიოზულობით მოეკიდება აღნიშნულ რესურს, მისი გამოზოგვისა თუ მოპოვების გზებს. თეორიულად შემდეგი მიმართულებები შეიძლება არსებობდეს:

  • ბიოლოგიური პროცესების შეჩერების გზით, ადამიანის ვარგისიანობის ვადის განზრდა

  • ტვინის ნეორონული ქსელისა და ენზიმების აჩქარების ხარჯზე, აზროვნების პროცესის დასწრაფება (ანუ რის მოსაფიქრებლადაც გჭირდებოდათ 1 წუთი გეყოფათ 1 წამი, ასეთ დროს წესით მოძრაობებსაც კი შენებულად დაინახავთ )

  • ინფორმაციის ტვინში ჩაწერისა და წაკითხვის შესაძლებლობა (ინფორმაციის, კერძოდ ცოდნის მიღებაზე ბევრ დროს ვხარჯავთ, მაგრამ პირდაპირ ჩაწერილი ინფორმაცია, საშუალებას არ იძლევა ის გაანალიზო, რაც აზროვნების პრინციპებს აყალიბებს - ასე რომ შესაძლოა დიდი შეღავათი არც იყოს)

  • ტელეპორტირება - ისევე როგორც კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა, ტელეპორტი დააჩქარებდა უამრავ პროცესს. ეს ცალკე და დიდი თემაა, რომელზეც ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ვფიქრობ მარტივად მოაგვარებდა ნავთობის პრობლემას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნების უვიზოდ გადაკვეთა-გადმოკვეთის შესაძლებლობაზე, რაც გეოპოლიტიკას ალბათ თავდაყირა დააყენებდა)

  • დროის შენელება - პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან თუ სწორად მახსოვს დრო ფარდობითი ცნებაა, ანუ გარკვეულწილად მისის შენელება შესაძლებელია (სინათლის სისწრაფის შემთხვევაში, მგონი ნელა გადის)

  • ხელოვნური ინტელექტის შექმნით - უამრავ დროს ვკარგავთ, სოციალურ ქსელებში, ინტერნეტსა თუ ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებში, საჭირო ინფორმაციის გამორჩევის, დამუშავებისა და შექმნისთვის. წარმოიდგინეთ პერსონალური ბოტი, რომელმაც მშვენივრად იცის რა დაგაინტერესებთ, რა არა და შესაბამისად გადარჩეულ მასალებს გაწვდით სურვილისამებრ. არც საუკეთესო ინფორმაციის მოძიებაში იკლავთ საიტების ქექვით თავს - ყველაფერს თქვენი ბოტი გააკეთებს, თქვენს ნაცვლად. რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვადასხვა სამუშაოებზე, რომელთა შესრულება გარკვეული მითითებების და დაზუსტებების შემთხვევაში ბოტს შეეძლებოდ - თქვენი პირადი ასისტენტი.

  • ტვინის ხელოვნური დაყოფა ბირთვებად - მოგეხსენებათ ჩვენ ტვინის მხოლოდ მცირედ ნაწილს ვიყენებთ. რატომაც არ უნდა იყოს შესაძლებელი რომ ტვინის აუთვისებელმა ნაწილმა იმუშაოს, მაშინ როცა მეორე ნაწილი დაისვენებდა - ანუ ის რასაც ზვიგენი აკეთებს ძილის დროს. ამგვარად ძილის აუცილებლობა მოგვეხსნებოდა, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ვკარგავთ (ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერის გენერირებული, უნიჭო რეჟისურით გადაღებული სიზმრების ყურებაში)


 

მოკლედ, მე არ ვიცი როგორი იქნება მომავალი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მომდევნო მსოფლიო გიგანტი, მსგავსად Google-სა და Microsoft-ისა, აუცილებლად იქნება კომპანია, რომელიც ადამიანებს ყველაზე მთავარ რესურს - დროს აჩუქებს... თუმცა აჩუქებს პირობითათ, ალბათ უფრო პაკეტებად გაყიდის:

სტანდარტ პაკეტი - 2 წელი  - უფასო
პროფესიონალი - 10 წელი - 300.99$
უკვდავი - შეუზღუდავი - 999 999.99$

დრო ხომ ფულია. ფული, რომლითაც დროს (ახლა) ნამდვილად ვერ იყიდი.

9 comments:

  1. ნოოსფეროთი დაინტერესდი? :))

    ReplyDelete
  2. აბსოლუტურად გეთანხმები - და მშვენიერი იდეაა.

    ოღონდ ძალიან ძვირს ამბობ, მგონი გუგლი-მუგლი საკაიფო პაკეტს შემოგვთავაზებს უფასოდ (და თან, სულ რაღაც ოფციებს დაამატებს ხოლმე, ჯიმეილის გიგაბაიტებივით) :)

    ReplyDelete
  3. tik-tak,
    tik-tak,
    tik-tak...

    ReplyDelete
  4. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა გამახსენდა

    ReplyDelete
  5. au moment, sul ar minda ukvdaveba, rodesac chemi sheyvarebuli tavisi chkviani shavi tvalebit miyurebs, ukvdavebaze metia. me ukacravad sxvagan movxvdi, saitzec shemtxvevit shemovedi da tu rame ise veraa gaataret :D

    ReplyDelete
  6. უდიერად ვხარჯავთ,მართალია. ეგ არი ხო მიზეზი,პოსტიდან პოსტამდე,რომ დიდი დრო გადის?(ან წერა არ გინდათ)
    ბოლო პუნქტი მომეწონა,კარგი იქნებოდა ნამდვილად ტვინის აუთვისებელმა ნაწილებმაც "შეგვაშველონ ხელი".))

    ReplyDelete
  7. fulit dros rogor ver vikidi :D :D
    fuli rom mqondes saxlis saqmeebs sxvas gavketebinebdi da im droit me chems saameebs gavaketebdi, tan sindisic ar shemacuxebda rom samzareuloshi 4 dgis gasarecxi churcheli mdievs :D :D

    ReplyDelete
  8. ეს იდეა უკვე არსებობს :DDD
    http://www.imdb.com/title/tt1637688/

    ReplyDelete