დილამშვიდობის მზეო
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისე
და ყველას თვალებს უხელ
დილამშვიდობის სახლო
მადლობ რომ ღამით მიცავდი
ვეცდები მოგიარო
ვეცდები ბოლო ფიცრამდე
დილამშვიდობის პატარა
აღარ აპირებ ადგომას?
ყვავილებს ცოტა სწყურიათ
მორწყე – გეტყვიან მადლობას
დილამშვიდობის დეე
დილამშვიდობის მაა
დღეს თბილი არის დღე
ტყეს დაუბრუნდა ხმა
დილამშვიდობის მზეო
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისევ
და ყველას თვალებს უხელ
ნუ აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა :)
ReplyDelete:)
მმმ მომეწონა, რაღაც თბილი ლექსი იყო :>
ReplyDeleteნუ აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა :)
ReplyDelete:)