უამრავი ბლოგ სისტემა ვცადე, მაგრამ აღმოვჩინე რომ blogger გუგლისგან საუკეთესო მათგანია.
ასე რომ ისევ და ისევ ავდეექი და უბრალოდ ახალი დომენი გამოვიყენე ბლოგროლისთვის.
ყველაფერი ნაცნობია, ყველაფერი ახლოს არის...შეკითხვები არ მაქვს :)
Sunday, May 23, 2010
Friday, May 21, 2010
დილა მშვიდობის
დილამშვიდობის მზეო
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისე
და ყველას თვალებს უხელ
დილამშვიდობის სახლო
მადლობ რომ ღამით მიცავდი
ვეცდები მოგიარო
ვეცდები ბოლო ფიცრამდე
დილამშვიდობის პატარა
აღარ აპირებ ადგომას?
ყვავილებს ცოტა სწყურიათ
მორწყე – გეტყვიან მადლობას
დილამშვიდობის დეე
დილამშვიდობის მაა
დღეს თბილი არის დღე
ტყეს დაუბრუნდა ხმა
დილამშვიდობის მზეო
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისევ
და ყველას თვალებს უხელ
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისე
და ყველას თვალებს უხელ
დილამშვიდობის სახლო
მადლობ რომ ღამით მიცავდი
ვეცდები მოგიარო
ვეცდები ბოლო ფიცრამდე
დილამშვიდობის პატარა
აღარ აპირებ ადგომას?
ყვავილებს ცოტა სწყურიათ
მორწყე – გეტყვიან მადლობას
დილამშვიდობის დეე
დილამშვიდობის მაა
დღეს თბილი არის დღე
ტყეს დაუბრუნდა ხმა
დილამშვიდობის მზეო
მშვიდად გეძინა წუხელ?
ადრე ამდგარხარ ისევ
და ყველას თვალებს უხელ
Wednesday, May 19, 2010
***
იმისთვის რომ პროექტი წარმატებული იყოს, რამე ისეთი უნდა გააკეთო რაც ჯერ არავის გაუკეთებია მაგრამ ყველას ჭირდება
Saturday, May 15, 2010
ღამე მშვიდობისა
ღამემშვიდობის მზეო
მე უკვე დავწექი და ვიძინებ
დილით გავიღვიძებ ადრე
და შენთან ერთად ვიცინებ
ღამემშვიდობის სახლო
ვწუხვარ, არავინ გალაგებს
როცა შენთან ვარ ახლოს
ვნატრობ შორეულ ქალაქებს
ღამემშვიდობის პატარა
ხომ იცი...მიყვარხარ ძალიან
ოცნებამ შენსკენ მატარა
სულ ამ სიზმრების ბრალია
ღამემშვიდობისა დეე
მამა მომენატრა უცებ
ვიცი გეგრძელბა დღე
ვიცი რომ მაინც უძლებ
ღამე მშვიდობისა მზეო
მოგეფერები დაბლიდან
მთხოვა არ გამექცეო
შენი გამთბარი საბნიდან
მე უკვე დავწექი და ვიძინებ
დილით გავიღვიძებ ადრე
და შენთან ერთად ვიცინებ
ღამემშვიდობის სახლო
ვწუხვარ, არავინ გალაგებს
როცა შენთან ვარ ახლოს
ვნატრობ შორეულ ქალაქებს
ღამემშვიდობის პატარა
ხომ იცი...მიყვარხარ ძალიან
ოცნებამ შენსკენ მატარა
სულ ამ სიზმრების ბრალია
ღამემშვიდობისა დეე
მამა მომენატრა უცებ
ვიცი გეგრძელბა დღე
ვიცი რომ მაინც უძლებ
ღამე მშვიდობისა მზეო
მოგეფერები დაბლიდან
მთხოვა არ გამექცეო
შენი გამთბარი საბნიდან
Subscribe to:
Posts (Atom)