Wednesday, April 28, 2010

შენ მე არ გიყვარვარ :(

მე მიყვარს შენი დარკული ტანგო
და მიყვარს შენზე დაკრული ტანგა
შენი წვნიანი ტუჩები – მანგო
ფორთოხლის კოცნით რომ დაითანგა

მე მიყვარს შენი გაკრული ხელი
მუცელთან ხალი და მშრალი ხველა
შენთან შეხვედრას ყოველთვის ველი
და "შენ" მგონიხარ რატომღაც "ყველა"

მე მიყვარს შენი სამაგრი თმების
პატარა სარკე, ძველი მაგიდა
შენი სიმღერა და გაშლა ხმების
და ჩემთან ყოფნა რომ აღარ გინდა...

მე მიყვარს შენი დარკული ტანგო
და მიყვარს შენზე დაკრული ტანგა
შენი წვნიანი ტუჩები – მანგო
ფორთოხლის კოცნით რომ დაითანგა

Friday, April 16, 2010

***

როგორ მინდა გიწილადო ჩემი კმაყოფა
მაგრამ რავქნა, არ მოსულა ნულზე გაყოფა...

უშენოდ ვხმები...

უშენოდ ვხმები
ნელნელა უხმოდ
როგორც ყვავილი
უწყოლ, უმზეოდ
მოდი ჩვენს წარსულს
ერთხელაც ვუხმოდ
ვაშლის კვირტები გაზაფხულზე რომ
აყვავილდება
როდესაც მთვარე გადაფარავს
მზის სამ მეოთხედს
გახსოვს მე რომ ხედს
(ხიდს ხეებს მიღმა)
გაჩვენებდი
წითელი მზის ჩამავალ ფონზე
და ღამის ორზე
ვარსკვლავების ჩუმი ჩურჩული...

ვხმები უშენოდ...

Tuesday, April 6, 2010

***

აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
ლოცვით სავსე ვაგონი
აქაური ცისკარი
უცნაური დარია
უცნაურად ცრის ქარი
და თითქოს გიხარია
აქ ორივეს გიღებენ
მიწისა და ცის კარებს
რწმენით თუ არ იგემებ
ახლოს არ გაგიკარებს

აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
დატვირთული ვაგონი