შენ ბოტიჩელის არ ხარ ვენერა
არც ოცნებახარ წმინდა
უბრალოდ შენზე ფიქრი მერევა
და შენთან მინდა...
მე შენზე ფიქრში არ ვათევ ღამეს
მე შენზე ფიქრით მიტყდება ძილი
მომაგონდება და მომინდება
შენი სხეული... და მიწის თხილი...
შენ ბოტიჩელის არ ხარ ვენერა
არც მინდა იყო
შენ მიწიერი ხარ საოცრება...
ამიტომ მიმძიმს
რომ დაგივიწყო....
ვახტანგ ჯავახაძეს აქვს ასეთი ლექსი:
ReplyDeleteდიდი ნიკარაგუელი იტყვის რუბენ დარიო
ლექსმა უნდა მოგანატროს,
ლექსმა უნდა მოგაწონოს და
მეორედ თვითონ
უნდა წაგაკითხოს თავიო....
შენ ზუსტად ასეთი ლექსები გაქვს, ლაშა:)
კითხულობ მეორედ, მესამედ....:)
მიყვარხარ
ReplyDelete