Sunday, May 27, 2007

დილა მუხიანში

გათენდა... უფროსწორად ჯერ გათენებული არ იყო. თვალები დავჭყიტე... სადვარ?
ფანჯარა არ მეცნო...წუხელ არ დავთმრალვარ... ოთახი ცარიელია... ნელნელა გამოფხიზლება დავიწყე... მუხიანი – ისე ვთქვი ვითომ მაგარ პახმელიაზე გამღვიძებოდა...
უხასიათოდ შევედი აბაზანაში, წვერი გავიპარსე რომელსაც დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი გლოვის ნიშნად რომ არა ბანკი და ხეტიალი დავიწყე...

სახლი თითქოსდა ჩემია მაგრამ საერთოდ არ ვიცი სად რა დევს...ძლივს მივაგენი თეფშებში საროჩკას რომელიც დალიმ მაჩუქა და წიგნებში ჰალსტუხს...გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ შარვალი და ფეხსაცმლის პოვნა იყო დარჩენილი...

როგორც იქნა, ნაწილ ნაწილ ავისხი აბჯარი და შეკაზმული რაინდივით ჩავედი ქუჩაში. ალბათ ჰალსტუხიანი "კაცი" დიდი ხანია არ ენახათ, ეზოში დილაადრიან გამოფენილი ქალები ისე მომაჩერდნენ. ატყდა ფუსფუსი... დარწმუნებულივარ რა დიდი ინტერესი გამოიწვია ახალმა მეზობელმა – ჰალსტუხიანმა არსებამ...

ქუჩაშ მიმოვიხედე... ნევადის უდაბნოები გამახსენდა... ტაქსიზე არც მიოცნებია ისე მარშუტკას დავუწყე ლოდინი...

დილაა, სიჩუმეა, კაცი შვილი ქუჩაში არაა... უცებ სიჩუმე მარშუტკის ხმამ დაარღვია... გახარებულმა თვალები ფართოთ გავახილე... სიხარულისგან ხელს ისე ვიქნევდი მინი ქარბორბალა სანამ არ გავაკეთე...

მომიახლოვდა...ვხედავ მარშუტკის მძღოლი მიღიმის... მეგონაგაუხარდა თავისი პირველი მგზავრითქო... მძღოლმა უცებ მხრები აიჩეჩა – რა გიყო ძმაო ადგილი არ მაქვსო...

ასე ველოდე მომდევნო 5 მარშუტკას... ბოლოს იქვე გაჩერებული ტაქსი შევნიშნე...
მეტროსთან რამდენად ჩავალთ უფროსო? დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მძღოლმა გადაწყვიტა რომ ნევადის უდაბნოდან 2 ლარად გავეყვანე...ზუსტად 1 წუთში მანქანა გააჩერა – მივედით? სად მივედით? ჩახვალ მიწისქვეშაში და მეტროშიხარ... გამიხარდა...

დანარჩენი რაც არ უნდა შევეცადო სასაცილო სულაც არ იყო და ვერ დავწერ... ვიღაც დიდი ძუძუებიან ბიცოლას და დიდ ღიპიან კაცს შორის ძლივს ჩაკვეხებული ვიმგზავრე თავისუფლების მოედნამდე ... თვალები დახუჭული მქონდა და ჩუმად ვიმეორებდი... მანქანა... მანქანა... მანქანა...

6 comments:

  1. au mec kovel dilas mag dgeshi var.

    ReplyDelete
  2. ყოველთვის მაინტერესებდა შენი პირველი პოსტი.. :) :*

    მე ნერვები მაწყდება ხოლმე, სანამ დილით სამსახურში მივალ..
    და ყველაზე ცუდი ისაა, მარშუტკა რომ გამოჩნდება და მძღოლი არ აჩერებს.. :(
    ბოლოს, როცა იქნება მოდის მე-4 მარშუტკა, ჩადის სამსახურამდე და 2-3 წუთი რომ დარჩა სამსახურში მისვლამდე, მაშინ აჩერებს ბენზინის ჩასასხმელად და შემდეგ სხვა (მეორე გზით) მიდის, რომელზეც წესით არ უნდა წასულიყო.. ამის მერე მინდა, რომ ყველა მძღოლს ჩამოვართვა "პრავა" და დავაცალო ფრჩხილები.. :))) ჩემი ნერვების დაწყვეტისათვის.. :))

    ReplyDelete
  3. ჰეჰ, რა მაგარია - სულ 2 კომენტარია პირველ პოსტზე :)

    კარგახანი ამ ბლოგს ასე 9 ადამიანი თუ კითხულობდა :)

    ReplyDelete
  4. http://www.spyarsenal.com/download.html

    ReplyDelete