- აუ, ამ სოფლელს რაღაც კომპლექსები აქვს და ცდილობს თავისი სოფლელობა გააპრავოს
- არამგონია ადამიანთა სევდა აწუხებდეს. ალბათ უნდა რომ ყველას თუ არა, იმ ადამიანებს მაინც შესთავაზოს მცირე ანალიზი, რომლებსაც შანსი აქვთ გაიაზრონ, რატომ არის "სოფლელების გარეშე დარჩენილი თბილისით" ტკბობა პროვინციალიზმი.
მე თუ მკითხავენ, რეალურ და გამოგონილ ადამიანებს შორის, ყველაზე პროგრესული, ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე მყოფი ადამიანი ვინ არისო, დაუფიქრებლად ვეტყვი - ალუდა ქეთელაურითქო.
არა, ქრისტე, ალაჰი და ბუდა - დიდი ადამიანები იყვნენ, უდაოდ. მათ თქვეს რო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რომ ვიცხოვროთ ჰარმონიაში და რომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი. მაგრამ როგორც ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა და მე მას სრულიად ვეთანხმები - ალუდა უფრო შორს წავიდა - მან თქვა რომ "მტერი არ არსებობს". მაგრამ რად გინდა - ისიც ისეთივე სოფლელი იყო, როგორც მისი შემოქმედი. ცოტაც და სატაქსაოდ თბილისში ჩამოსული ალუდაც ისევე დატოვებდა თბილისს როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
როგორც მიხვდით ჩვენი დღევანდლი პოსტის თმა, აღდგომა, საადღგომოდ ნატურალ-ქალაქელებს დარჩენილი მშობლიური კერა და გახიკული სოფლელებია. გაგიკვირდებათ და ეს თემა არანაკლებ მაღელვებს ვიდრე ჰომოფობია, ქსენოფობია და რასიზმი.
რამდენიმე თვის წინ, ფრანგი რეჟისორის, იან ართუს ბერტრანის დოკუმენტალური ფილმი "სახლი" ვნახე. ფილმში მოთხრობილი იყო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფები - გაჩეხილი ხეები, დამშრალი მდინარეები, გაბინძურებული ატმოსფერო, გადაშენებული ცხოველთა ჯიშები. მაშინ დავფიქრდი პირველად რა არის "სახლი".
ვიღაცისთვის სახლი კედლებით ამოშენებული რამდენიმე კვადრატული მეტრია. ის იქ არ დაყრის (ან იცის მაინც რომ არ უნდა დაყაროს) ნაგავს, არ დალეწავს და გაანადგურებს ნივთებს და არ მოფსამს ოთახის ბნელ კუთხეში თუ იქ უნიტაზი არ დგას. ის მას უვლის.
ვიღაცისთვის კიდე სახლი ეზოა.მას ის უყვარს. გაუბრაზდება სხვას იქ რომ რაიმე დააგდოს ან გააფუჭოს, მაგრამ ეზოს იქეთ ქუჩაა. იქ თამამად შეგიძლია გადმოაგდო მანქანის ფანჯრიდან, რომელიღაც სიგარეტის დაკუჭული ქაღალდის კოლოფი და ასე შემდეგ.
ვიღაცისთვის ქალაქი, ვიღაცისთვის ქვეყანა, ვიღაცისთვის კი ჩვენი ფრანგი რეჟისორის არ იყოს მთელი დედამიწა.მას ის ტკივა, ის მას ანაღვლებს, ის მას განიცდის. მაშინ მივხვდი - რაც უფრო ვითარდება და იზრდება ადამიანი შინაგანად, მით უფრო დიდია არეალი რომსაც "სახლი" ქვია, რომელსაც უვლის და რომლის ნაწილად თავის თავს აღიქვამს.
ჩემთვის იმდენად ნათელი, იმდენად აბსურდულია ადამიანთა ნებისმიერი ნიშნით (გვარი, სქესი, ორიენტაცია, რელიგია, მრწამსი, მსოფლმხედველობა, ჰოროსკოპი, გეოგრაფიული მდებარეობა, კანის ფერი, ცხოვრების და გართობის წესი და ა.შ.) დაყოფა, რომ ძალიან მიჭირს ახსნა იმისა თუ რატომ არ უნდა ხდებოდეს ასე. რატომ არის ეს ევოლუციის ერთით ქვედა საფეხური, რატომ არ უნდა იყოს ასე. დაახლოებით იმის ახსნას გავს, რატომ უნდა ვეცადოთ ადამიანები გავხდეთ უკეთსები (ისე იცით ვინმემ რატომ?).
ამიტომაც, ვეცდები ფაქტების დონეზე მოვყვე:
- ტეხავს როდესაც ცერნის ლაბორატორიის ლინკს აზიარებ და შემდეგ სტატუს "აუ, ამოისუნთქა ქალაქმა როგორც იქნა"
- ტეხავს როდესაც ლამისაა მინდვრად გაიჭრა საცხოვრებლად, მსოფლიო მშვიდობის ნიშანი დაიხატო ტატუდ და მარიხუანას დეკრემინალიზაციისთვის ლამის ცხოვრება დათმო და მიგაჩნდეს რომ სოფლელები სოფლად უნდა დარჩნენ
- ტეხავს როდესაც თბილისის სადგღეგრძელოს იტყვი, ნამდვილ თბილისელებს ახსენებ და სადღეგრძელოს გალაქტიონის ლექსით დაასრულებ
- ტეხავს როდესაც მიგაჩნია, რომ ქვეყნებს შორის ვიზები არ უნდა არსებოდეს, რომ სისულელეა მსგავსი დაყოფა, მაგრამ "რიკოთს იქედან" მოსულები რო მიდიან მაგრად ასწორებს
- ტეხავს როდესაც ვინმეს "მცხავს" უდონობაა და შენი "მცხელა" დონე, რადგან დიალექტთა სიმრავლე ნამდვილი ფეერვერკია ნებისმიერი ენისთვის და თუ ამ სილამაზეს ვერ აღიქვამ ეს მართლა ტეხავს
- ტეხავს ყოველ წელს გააზიარო სტატუსი რომ "თბილისში ნამდვილი თბილისელები დარჩნენ" - ტეხავს ერთადერთი მიზეზით - სამწუხაროდ კრეატივი არ გივარგა, თუნდაც იმისთვის რომ ორიგინალური ფორმა მოიფიქრო მსგავსი სისულელის გამოსახატად
- ტეხავს რომ არსებობს გამოთქმა - ქალაქის ელიტა. ზოგადად სიტყვა ელიტა-ც მაგრად ტეხავს
- ტეხავს როცა ლევან ვასაძე ქალაქელია და დავით აღმაშენებელი სოფლელი (ქუთაისელი)
- სიმართლე გითხრათ გოგირდის წყალში მოხარშული ხოხობიც ტეხავს, რადგან მეცოდება მიმინოს კვალდაკვალ
თქვენ კი გააგრძელეთ საკუთარი თავის უპირატეს რასასთა მიკუთვნება რადგან თქვენმა ბაბუამ თუ არა მამამ შეძლო და არ დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, თქვენ კი სანუკვარი თბილისელობა მოგენიჭათ. მთავარა გახსოვდეთ და არ დაგავიწყდეთ - სოფელი, ქალაქი, ერთი @ლეა.