Wednesday, February 16, 2011

კონკურსის კონკურსის კონკურსი

ყველას არა მაგრამ ორ კომპანიას ნამდვილად შეეყარა ლაიკომანია. ერთს ცოტა უფრო ადრე, მეორეს ცოტა უფრო გვიან და იმ ერთს ცოტა უფრო მეტი მომხარებელი ყავს ვოდრე მეორეს და მეორემაც იშიშვლა ხმალი და სლოგანი "დავეწიოთ და გავასწროთ პირველსო".

გასწრებით ჯერ ვერა, მაგრამ ჰა და ჰა დაეწია და მალე ალბათ გადაასწრებს კიდეც. ამასთან ეფლმა საგანგებო წერილიც გამოუგზავნა ორივე კომპანიას "თქვენი წყალობით 2010 წლის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაგვეზარდაო".


მოკლედ კონკურსი კონკურსზე ტარდება. ოქროს ციებ-ცხელების რა გითხრათ მაგრამ ფეისბუქზე დაპოსტვის, დასწრები და დალაიკების ციებ-ცხელებით ნამდვილად ბევრი დაავადდა iPhone-ის, iPad-ის თუ iPod-ის მოგების მოლოდინში.

კონკურსებიც მრავაფლეროვანი იყო - თუ იყო ვმღეროდით, თუ იყო ჯადოსნურ ყუთებს ვხსნიდით, სიყვარულს ვუხსნიდით ერთმანეთს, ვკოცნიდით და ვულოცავდით დედებს (ისე მამებმა რა დააშავეს?).

კონკურსები რომ გამოილია, ჩატარდა კონკურსი ახალი კონკურსის გამოსავლენად. შემდეგ ჩატარდა კონკურსი, კონკურსის გამოსავლენად, რომელიც კონკურსს გამოავლენს და ასე უსასრულოდ.

მეც არ მინდა ჩამოვრჩე ფერხულს და ზემოთხსენებულ ორივე კომპანიას მინდა შევთავაზო რამდენიმე აპლიკაციისა და კონკურსის იდეა. იმედი მაქვს აიპადს თუ არა, ერთ გაქუცულ აიპოდს მაინც მაჩუქებს რომელიმე.

მაშ ასე:

კონკურსი "გოგო მიდის მოხვეულში" - გადაუღეთ ფოტო გოგონას, რომელიც "მიდის მოხვეულში" და გამოგვიგზავნეთ. სპეციალური ჟიური დაადგენს ფოტოს, რომელზეც გოგონა ყველაზე კარგად მიდის მოხვეულში.

კონკურსი "ტრულაილას ფული რად უნდა" - მოგვწერეთ 1 მიზეზი, რატომ უნდა ჰქონდეს ტრულალას ფული და განათავსოს ის საბანკო ანაბარზე.

კონკურსი "მაია მულატკა" - გადაუღეთ ფოტო საყვარელ ადამიანს გარუჯულ მდგომარეობაში. გაიმარჯვებს ის მონაწილე, ვისი რუჯიც იქნება ყველაზე მაღალპროცენტიანი დაბურვით. (შენიშვნა: ფოტოშოპით და სოლარიუმით მიღებული რუჯი არ მიიღება).

კონკურსი "სამი დალიე" - გამოგვიგზავნეთ თქვენი საყვარელი სადღეგრძელო. კონკურსის გამარჯვებულს დაადგენს კომპეტენტური თამადა.


კონკურსი "ტაშ ტაშ ტაშ მრავალ მრავალ მრავალ ჟამიერ" - გადაიღეთ ვიდეოზე როგორ ქეიფობთ ძმაბიჭებთან ერთად რესტორანში. კონკურსის ნომინაციებია "საუკეთესო ჩახუტება", "საუკეთესო სიყვარულის ახსნა ძმობაში" და "საუკეთესო ვახტანგური".


აპლიკაცია "შემოულაწუნე მამაო" - გაულაწუნე მეგობარს!  დააგროვე ყველაზე მეტი შემოლაწუნება და გაიმარჯვე!

აპლიკაცია "მიცვალებული ადგა" - აიძულეთ მეგობარს, გააცოცხლოს დიდი ხნის წინ მიტოვებული ფეისბუქ პროფილი. ვინც ყველაზე მეტ პროფილს გააცოცხლებს, საჩუქრად გადაეცემა iბიჭუნა - ცოცხალი!

აპლიკაცია "გაიტანეთ გრენლანდია" - დაიკიდეთ გრენლანდია საკუთარ კედელზე! დაიკიდეთ ყველაზე მეტჯერ და მოიგეთ უამრავი პრიზი.

აპლიკაცია "თქვენ მოკალით ძერა?" - მოკალით ძერა და ჩამოაგდეთ იგი მეგობრის ვოლზე რაც შეიძლება შორს.

აპლიკაცია "მამალი" - რა სარგებლობა მოაქვს ფეისბუქ კონკურსს?

- გვართობს?
- არაააა
- გვაშინებს
- არაააა
- რძეს გვაძლევს?
- არაააააა

მაშ, რა სარგებლობა მოაქვს ფეისბუქ კონკურსებს?

- ფეისბუქ კონკურსები გვჩინჩლავს!


P.S. ისე, ფეისბუქზე ოთხასიათასამდე ქართველი მომხმარებელია სულ რეგისტრირებული. ოთხასიათასივეს რომ დაიფრენდ-ლაიკებს ორივე კომპანია, მერე ან იმათ რა უნდა აკეთონ, ან ჩვენ რა გვეშველება?

12 comments:

  1. ორივე კომპანიის სახელი რომ გეთქვა არაა?:) თუ კოლმეურეობის თავჯდომარე... :):):)

    ReplyDelete
  2. რატომ არ იკითხება? :( ჩემი ბროუზერის ბრალია თუ რა ხდება? :(

    ReplyDelete
  3. kubikebs ra vushvelo? :(

    ReplyDelete
  4. მაგარია!!! რაც ფბ სუიციდი ჩაატარე ეს პირველი პოსტია რაც ყველაზე ძალიან მომეწონა :))))))

    ხოდა პროფილს რომ აღვადგენ ესე იგი iბიჭუნას მომცემენ? :DDDD

    ReplyDelete
  5. თუ აღმადგენინებ აიბიჭუნა არ აგცდება :)))

    ReplyDelete
  6. გვჩინჩლავენ...

    ReplyDelete
  7. ყველა წუწუნებს და ყველა მონაწილეობს...

    ReplyDelete
  8. დაგვკოცნეს და თანაც როგორ :)))))))

    ReplyDelete
  9. sheni fani var vigaca xar ! :))))

    ReplyDelete
  10. გვჩინჩლავენ...

    ReplyDelete
  11. eva
    მფრინავმა კოცნებმა შეგვჭამეს კი არა და დაგვკოცნეს :)

    David
    კი არ ვწუწუნებ, მომწონს რომ კრეატივი ასე ზეიმობს და მეც ჩავერთო მინდა როგორღაც :))
    რა ცუდი კონკურსები მოვიფიქრე? :))

    ისე აიპოდი მომეცი და ჯგუფურ სექსშიც ჩავერთვები. თან "აქტიურად"... :)))

    ReplyDelete
  12. დაგვკოცნეს და თანაც როგორ :)))))))

    ReplyDelete