Monday, January 31, 2011

ბოსტანი

ასოცი მეტრი ოთხმოცზე _ ამ ზომისა გახლდათ ბოსტანი, რომელიც ნოდარს უკანა ეზოში გაეშენებინა. თავად ნოდარი ორმოცდაათს გადაშორებული, უცოლო კაცი იყო. ამ ამბავში არაფრად გამოგვადგება, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გეტყვით _ ნოდარს ჯიჯგვი ტანი და ჯირკვივით თავი ჰქონდა.

სანამ უმუშევარი გახდებოდა, ყოველგვარი ორი დიპლომისა და სამი უმაღლესის გარეშე, ტაქსისტად მუშაობდა. კარგი ტაქსისტი იყო, ქალაქის ყველა ქუჩა და კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა. ეგ კი არა, ყველა ტაქსის ნომერი და მძღოლი იცოდა _ ეტყოდი ნომერს და მძღოლის სახელს და გვარს გეტყოდა, კითხავდი სახელს და გვარს და ნომერსაც სხაპასხუპით ჩაგიკაკლავდა. მოკლედ, თავისი საქმე კარგად იცოდა. საქმე იცოდა და ფულსაც კარგად შოულობდა, მაგრამ რასაც შოულობდა, მთლიანად ქალებში ხარჯავდა.

ფულის უაზროდ ფლანგვა რომ უყვარდა, ნოდარის სახლსაც ეტყობოდა. ბლოკით ნაშენი, ორსართულიანი სახლი დაუმთავრებელი იყო. სამსახურის დაკარგვამდე ვერმოსწრებულ ფანჯრებზე მინების ნაცვლად ქარისგან დაფლეთილი და დაჭუჭყიანებული ცელოფნები იყო გაკრული, ხოლო გაულესავი კედლებიდან, "არმატურები" ისე იყო გადმოყრილი, როგორც ახლადგაფატრული საქონლიდან ნაწლავები. რაც შეეხება ქალების სიყვარულს, ამ ისტორიულ ფაქტს ნოდარის "კუხნის" კედლებზე გაკრული ნახევრადშიშველი ქალების კარგახნის გახუნებული ფოტოები მოწმობდა.

ასეთი "კუხნები" სოფელში ბევრ ოჯახში იყო შემორჩენილი. ერთოთახიანი მიწურები თავის დროზე, სანამ დიდი სახლების მასიური მშენებლობები დაიწყო, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ფართად გამოიყენებოდა; შემდეგ კი დიდი სახლის უკან მოქცეული შენობის დანგრევა ყველას ენანებოდა და მას მარნად ან სათავსოდ იყენებდნენ.

ნოდარს კი განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუხნა. იმის ნაცვლად, დიდ სახლში ერთი ოთახი მაინც რომ გაერემონტებინა, ნოდარმა მამაპაპისდროინდელი ბუხარი შეაკეთა, მეტლახი დააგო და საცხოვრებლად იქ გადავიდა.

კუხნის კედლები უცნაური ნესტის სუნით იყო გაჟღენთილი. უცნაური-მეთქი ვამბობ, რადგან ერთმანეთში გაზავებული ნესტისა და კვამლისგან შებოლილი კედლების სურნელს კიდევ ერთვოდა რაღაც, რაც განსაკუთრებულ და უნიკალურ არომატს აძლევდა იქაურობას _ ეს მარტოობის სურნელი გახლდათ. და თუ კი უფრო ზუსტად ვიტყვით, მარტო მცხოვრები კაცის სურნელი.

კუხნის წინ, კარგი ნანადირევივით, "ტუშონკის კონსერვის" ცარიელი ქილები ჰქონდა ჩამწკრივებული. "ტუშონკა" ძალიან უყვარდა, თუმცა კი ძირითადად საკუთარ ბოსტანში მოყვანილი კიტრით, პამიდვრით, ბადრიჯნითა და სხვა ბოსტნეულით იკვებებოდა.

ბოსტანი იყო ნოდარის ძირითადი საქმეც და საზრუნავიც. მუშაობას უთენია იწყებდა და გვიან საღამოს ამთავრებდა. დახეთქილი და ძლიერი ტორებით ისე სათუთაოდ გადაჰქონდა ნერგები მიწაში, როგორც დედები აწვენენ ხელზე მიძინებულ ჩვილებს საწოლში. სანერგედ კი ძველ "ვანას" იყენებდა, რომელიც შუა ბოსტანში ედგა ამაყად წამომართული "დუშის ტრუბიანად". ძველ ვანაზე შემორჩენილი საშხაპე პამიდვრისა და ბადრიჯნის ახლადამოწვერილ ნერგებს ისე დაჰყურებდა დღედაღამ , კაცი იფიქრებდა, ყარაულობს, რამე არ მოუვიდეთო. ვინ მოთვლის, რამდენი ნერგი წამოზრდილა საშხაპის თვალწინ ნოდარის ვანაში.

მართალია, მეზობლები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ ვანაში სანერგის გამართვას, მაგრამ ახლა, როცა ხედავდნენ ზოლებად ჩამწკრივებულ ჩითილებს, სახეზე ღიმილი ეფინებოდათ და ცოტათი შურდათ კიდეც _ რატომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთო. უნიტაზს როდის მიუდგამ გვერდითო - იმდენი იქირქილეს პირველად მეზობლებმა, რომ ვეღარავინ ბედავდა საკუთარ ბოსტანში იგივე გაემეორებინა. თუმცა სტუმრები საგანგებოდ მიჰყავდათ ხოლმე ნოდარის ბოსტანში ამ უცნაური გამოგონების სანახავად.

ასე მოხვდა ნოდარის ბოსტანში ტურისტი ამერიკიდან. სტუმარმა ემოციები ვერ დამალა. აღფრთოვანებული უვლიდა ნოდარის საჯიშე ვანას და შიგადაშიგ რაღაცეებს ხმამაღლა იძახდა. ნოდარიც იქვე ზრდილობიანად იდგა ბარით ხელში და ერთი სული ჰქონდა, როდის გააგრძელებდა მუშაობას. სტუმარმა ჩანთიდან უაზარმაზარი ფოტოკამერა ამოიღო და გადაღება დაიწყო. მართლაც ლამაზი იყო, აბიბინებული კიტრის მწკრივების ფონზე ემალის თეთრი აბაზანა, რომელსაც ზემოდან შავი, ნოყიერი მიწა და პამიდვრის ხასხასა მწვანე, ნორჩი ნერგები ფარავდა.

ნოდარმა ძლივს მოასწრო დასვრილი ხელის შარვალზე გაწმენდა, როდესაც გაღიმებული ამერიკელი მისკენ დაეშვა. ტურისტმა აპარატი ჩანთაში შეინახა, ქათქათა ხელი ნოდარის ჭუჭიან ტორს მაგრად ჩაავლო და გაუგებარ ენაზე ხმამაღლა რაღაც უთხრა. მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ არაფრისო _ თავისთვის კი ჩაიბურტყუნა, სტუმარს თვალი გააყოლა და ბარვა განაგრძო.


სამი თვის შემდეგ მეზობელმა ნოდარს სქელტანიანი წიგნი მიუტანა. პრიალა ყდას კარგად ნაცნობი ბოსტანი და ვანა ამშვენებდა მისთვის სრულიად გაუგებარი წარწერით _ "Modern Art".

თოვლი

** ***** ******* ****** ******
************ ******* ****:
******* ******* **** ********
** ********** *** *******.
********! **** ******* ******:
****** ***** ** ** ********!
**** ********** ** ****** ******
****** ****** ***********.
**! ****** **** ********:
******* ****** ** *********,
****** ** ***** ************
**** ******** ******* ******.
********! ******... ****** **** ******,
****** ******* ****** *******.
*******, ***** ** ***** *******
**** ******* ** ********...
****** ******* ****** ******
***** ******** ******* ****,
******* ******* *******, ********
** ********** ****** *******.
****! ***** **** ******* *****
** ******** ******* *******.
******* ******* ** *********,
******* ***** ** ********!
**** ***, **** **** ******...
** *** ******* *****, *** *****!
** ***** *******, ****** **** *****
*** **** ****** ***** ********!
******** *****, ******** *****
****** ******* ***** *******,
******** ******* **** ****** *****
** ****** ***** ***********.
********* ****, *** *********,
*** ******* - ***** ******...
***** ******* ******** *****
** ***** ***** *** ** **** ******.
****! ****** **** ******* *****
** ******** ****** *******.
******* ******* ** *********!
******* ***** ** ********!

Sunday, January 30, 2011

უბრალო არითმეტიკა

ქართველებს, რომ კრეატივთან კარგად ვეღარ გვაქვს საქმე მას შემდეგ მივხვდი, რაც ფეისბუქზე სხვადასხვა კონკურსების გამოცხადება და პრიზების გათამაშება დაიწყეს.

ხო, კარგი, კარგი - "ალუდას" რეკლამა რომ ვნახე, მაშინვე ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ ის მაინც ხომ მოვიფიქრეთ მაგრად: ვითომ მეზარბაზნები რომ გვყავდა?

ალუდა და მეზარბაზნეები იქეთ იყოს და წუხელ ერთი რეკლამა ვნახე, რომელმაც დამარწმუნა რომ საქმე მხოლოდ კრეატივში კი არა, არითმეტიკაშიც ძალიან ცუდად გვაქვს.

საქმე იმაშია, რომ "იდეალური ქართველი კაცები <" და სხვა ნებისმიერ უტოლობაში შესაბამისი მეტობანაკლებობის ნიშნის დასასმელად, გამოსახულების მეორე მხარეც უნდა იანგარიშო.

მეც გადავწყვიტე ქართველი "კრეატივშიკების" ეს არითმეტიკული უზუსტობა გამოვასწორო და განტოლების თუ უტოლობის მეორე მხარე "იდეალური ქართველი ქალების" კალკულაცია წარმოგიდგინოთ:

საქართველოს მაცხოვრებელთა რიცხვი თითქმის - 4.5 მილიონია
აქედან თბილისის მაცხოვრებელი - 2.3 მილიონი
ქალაქის ცენტრიდან - 800 000
ვაკელი - 500 000
აქედან ჟარგონულად რომ ვთქვათ ე.წ. "კარენოი ვაკელი" - 499 000
ტუჩები და მკერდი სილიკონით აქვს გადიდებული - 500 000
უყვარს ჯაზი - 501 000
ცხოვრებაში არ გაუკეთებია საჭმელი - 200 000
ცხოვრებაში არ გაუკეთებია მინეტი - 4.5 მილიონი
არ არის ბლოგერი - 100
აქედან ქლიშვილია - 100
უყურებს ბრაზილიურ სერიალებს - 97
საყვარელი გადაცემა "პროფილი" - 54
არ სვამს, არ ეწევა, არ ბოზობს - 2
მეგობარს ვერ აპატიებდა ღალატს - 1
...

ასე რომ ქართველო მანდილოსნებო _ იდეალური ქალები გაცილებით ცოტაა, ვიდრე იდეალური და საჯიშე ქართველი მამაკაცები. შეგიძლიათ მშვიდად ჩართოთ საყვარელი სერიალ, ოღონდ ხმადაბლად _ ხმაურში ცხენის ჭიხვინი რომ გაიგონოთ, ვაკეა მაინც.

Friday, January 28, 2011

გაზაფხულს

მიყვარს როცა დათბება და
გაზაფხული მოდის
კვირტებს ყოფნა არ ანაღვლებთ
ჯერ არ გამდნარ თოვლის

მიყვარს როცა მავთულები
იხსნის ლოლოს მძივებს
და ღურბლების სართულები
მზეს არ ალოდინებს

როგორ მიყვარს ბალახები
ცვრის კოცნას რომ ელის
და ჩიტებს რომ არ ელევათ
მთხოვნელები ხელის

როგორ მიყვარს აფეთქება
მწვანე თხილის ფოთლის
და ასფალტზე დახეთქება
ახლად დაცლილ ბოთლის

მიყვარს ისე ძლიერ, ძლიერ
სუნი ნედლი მიწის
მაგრამ იცი, უშენობა
გაზაფხულზეც მიჭირს

მიყვარს როცა დათბება და
გაზაფხული მოდის
კვირტებს ყოფნა არ ანაღვლებთ
ჯერ არ გამდნარ თოვლის

ბოთლი ღვინო

ვარ ცოტა მორცხვი,
ცოტა ურჩი,
ცოტა ნარცისი...

მაქვს ბოთლი ღვინო
მარილი და
ცოტაც ტარხუნა.

მაქვს სიხარული
რომ ვცოცხლობ და
მგონი არც ისე

ცხოვრებამ და მარტოობამ
გამოახუნა.

ვარ ცოტა მთვრალი,
მომღიმარი,
ცოტაც დაღლილი.

მაქვს იმედი...
და უჯრაც მაქვს
რომ შევინახო.

მყავს შენი თავი...
შენი კაბის ელვა და ღილი

ჩემს ბინაში შენთან ერთდ ინახება
ჩემი ბინა ხომ

აკლდამაა,
არ ეცემა კედელს არილი.

მაქვს ბოთლი ღვინო
ტარხუნა და
ცოტაც მარილი

Thursday, January 27, 2011

გიორგი არაბული 2.0

ძალიან კარგი ლექსი (მადლობა მკითხველს ნიკით "მეგრელა")

[youtube http://www.youtube.com/watch?v=rSSC_GkQV_Q&w=480&h=390]

გიორგი არაბული, 1.0, 2.0 თუ როგორც არის :)
.

Tuesday, January 25, 2011

დილა

უსასრულობას დავაყრი მარილს
და მონატრებას დავლევ დოქიდან
რითმებს ლექსებში უაზროდ ავრევ
და ყავასთან ერთად საწოლში მოგიტან

მერე დავასწრებ მზის სხივებს კოცნას
მოშიშვლებული ნახევრად მუცლის
მე არ ვაპირებ არცერთ წამს მოცდას
მზე კი თავის რიგს, ფანჯრიდან უცდის

აგირევ მინდორს - ქათქათა ზეწარს
მთებს გამოგაცლი თავიდან - ბალიშს
საბანი ცად რომ გახურავს - მე მწამს
ცაში კი ბამბის ღრუბლები არის

უსასრულობას დავაყრი მარილს
და მონატრებას დავლევ დოქიდან
რითმებს ლექსებში უაზროდ ავრევ
და ყავასთან ერთად საწოლში მოგიტან

Friday, January 21, 2011

იყოარაბეთსროსტევან.com

წყარო: netgazeti.ge

გაიხსენეთ ტელემარკეტის რომელიმე შემოთავაზება და საოცარი გახმოვანების კვალდაკვალ ეს ტექსტი წაიკითხეთ:

● გაქვთ წარმატებული ბიზნესი და თავს ბიზნესმენად თვლით?
● გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი კარგად იყოს წარმოჩენილი ინტერნეტში?
● გაინტერესებთ, ვის და როგორ შეუკვეთოთ საიტი?
● საქართველოს სადღეგრძელოს ყოველთვის ფეხზე დამდგარი და ყანწით ამბობთ?

მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის! თუ თქვენ წაიკითხავთ სტატიას ახლავე, საჩუქრად მიიღებთ წაკითხული სტატიების შესანახ კონტეინერს. მაშ ასე:

ნაბიჯი 1 - მოთხოვნის ჩამოყალიბება
- შენობა მინდა, რა დამიჯდება?
ასეთნაირად თუ დაუსვამთ შეკითხვას მშენებელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ჯერ გკითხავთ, რისთვის გსურთ შენობა, შემდეგ გაითვალისწინებს თქვენი საქმიანობის გარკვეულ ნიუანსებს, გამოგკითხავთ, რამდენი და რა ფართობის ოთახები გესაჭიროებათ, ხომ არ გაქვთ აუცილებელი მოთხოვნები ჭერის სიმაღლესთან დაკვშირებით და ა.შ.

ზუსტად ასევე ჟღერს შეკითხვა, საიტის საფასურთან და გაკეთებასთან დაკავშირებით. “შენობა” (საიტიც) ძალაინ აბსტრაქტული ცნებაა. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი და შუშის და შესაძლოა იყოს ძალიან პატარა, კომპაქტური და ხის. გააჩნია თქვენ რა გსურთ და რისთვის. საფასურიც, ვადებიც და ხშირ შემთხვევაში მშენებელიც კი (განა ყველა მშენებელს შეუძლია შუშის მაღალი შენობების აგება) თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ჩამოწერეთ მოთხოვნები:

● რისთვის გსურთ საიტი
● რა ამოცანები უნდა დააკმაყოფილოს მან
● თქვენი აზრით, რა გვერდები გესაჭიროებათ საიტზე
● რამდენენოვანი საიტი გსურთ
● და ა.შ.

თქვენ მიერ შედგენილი რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი საშუალებას მოგცემთ, თქვენი მოთხოვნა ერთდროულად გააცნოთ რამდენიმე ვებ-დიზანერს , რათა შემდგომში მათგან სასურველი შემოთავაზებები მიიღოთ.



ნაბიჯი 2 - მოთხოვნების ფორმირება

იმას ნამდვილად არ შეგახსენებთ, რომ “იაფი” ყოველთვის არ ნიშნავს “ცუდს”, მაგრამ საიტის შემსრულებლის სწორად შერჩევა, კერძო პირი იქნება ის თუ სტუდია, უმნიშვნელოვანესია (სამწუხაროდ, აქ რჩევებს ვერ მოგცემთ, რადგან თავად წარმოვადგენ ერთ-ერთ მათგანს და არაკორექტული იქნება).

თუ საქმეს პროფესიონალებთან დაიჭერთ, შემდგომი ნაბიჯი საიტის გაკეთების გზაზე იქნება მოთხოვნების ფორმირება. უნდა გაკეთდეს დეტალური ანალიზი, რას ითხოვთ, რისთვის, გესაჭიროებათ ეს მართლაც თუ არა.

მოცემულ ეტაპზე დამკვეთი ძალაინ ხშირად უშვებს რამდენიმე შეცდომას;

1. იყოს, ოჯახი ხრამია - მას სურს თავისი საიტი იყოს უნივერსალური. გასცემდეს ინფორმაციას “გალვანიზირებულ პროფნასტილზეც” და ყავასაც ადუღებდეს. მსგავსი მიდგომა სრულიად არასაჭირო ნივთებით ავსებს “ოჯახს”, ამძიმებს და ძალიან არაპრაქტიკულს ხდის მომხარებლისთვის. საიტზე უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც უკიდურესაც აუცილებელია (მერსედესიც ხომ ამიტომ გვიყვარს?).

2. თუ მიიჩნევთ, რომ საიტი რამდენიმეენოვანი უნდა იყოს, კარგად დაფიქრდით, რომელ ენებზე გსურთ საიტი. მრავალენოვნი საიტი, როგორც წესი, რთული სამართავია. ყოველი სიახლე თუ საიტზე განსათავსებელი სხვა ტექსტი უნდა ითარგმნოს სხვა ენებზე, რაც დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვს. ასე რომ, საიტზე ძველი სანსკრიტის გამოყენებას მთლად არ გირჩევთ.

3. სტომატოლოგმა უკეთ იცის კბილზე როგორ გიმკურნალოთ, ვიდრე თქვენ! ამიტომაც თუ თვლით რომ ვებ-დიზაინ სტუდია სწორად შეარჩიეთ და ისინი პროფესიონალები არიან, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით, როგორ გააკეთონ საიტი! ნუ ეტყვით სტომატოლოგს, რომ “ფესვის მწვერვალის რეზექციის შემდეგ კისტის რეციდივის გამო, კბილი 3.2 ის ექსტრაქცია აქვს გაკეთებული, თან გენერალიზებული პაროდონტიტის ფონზე და უმჯობესია პაროდონტალური შინირება ფრონტალური კბილების მიდამოში” - ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება!

4. “ბეეეევრი ფლეშები” - არ ვიცი სინამდვილეში როგორ, მაგრამ ვებსაიტის შეკვეთისას ქართველები ნამდვილად ფეტიშისტები ვართ. გვინდა, რომ საიტზე ყველაფერი ტრიალებდეს, ბზრიალებდეს, წკრიალებდეს, ბრჭყვიალებდეს - მოკლედ როგორც ჩანს შადრევნები, ღამის ფერადი განათებები და ატრაქციონები, მხოლოდ პრეზიდენტს არ უყვარს.
არადა, ძალიან ხშირად საიტის შინაარსიდან გამომდინარე მისი ფლეშში შესრულება წამგებიანია. მოდით, აქაც თქვენ მიერ ნაპოვნ “პროფესიონალს” მიენდეთ (ნახევრად ორსული ხომ არ არსებობს _ თუ ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო).


ნაბიჯი 3 - დოკუმენტირება

რაღაი დავიჩემე ეს მშენებლები, მოდით ბოლომდე მივყვები. ისევე როგორც სახლის მშენებლობას სჭირდება დეტალური ნახაზები, საიტის დამზადებასაც ესაჭიროება დეტალურად შედგენილი დოკუმენტაცია.

დოკუმენტაციაში წინასწარ და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი საიტის სტრუქტურა, ფუნქციონალი და ა.შ. ერთის მხრივ, მსგავსი დოკუმენტაცია თქვენ საშუალებას გაძლევთ უკეთ წარმოიდგინოთ საიტი და წინასწარვე განაცხადოთ, რომ უნიტაზი საძინებელში არ გსურთ. მეორეს მხრივ საიტზე (წესით) მუშაობს არაერთი ადამიანი: დიზაინერი, “ლეიაუთერი”, პროგრამისტი, ბაზების არქიტექტორი, ფლეშის სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი - ვინც მოცემულ ორკესტრს დირიჟორობს და ა.შ. მოცემული ჯგუფის კოორდინირება თითქმის წარმოუდგენელია მსგავსი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე.

საქართველოში, როგორც წესი, ყველანი “ოლ ინ ვანები” ვართ და ტირამისუს და “სტიაჟკის” კეთება ერთნაირად კარგად ვიცით, მაგრამ დოკუმენტი მაინც უნდა არსებობდეს, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ შემდეგ თქვათ: “აქ ხომ გეწერათ, რომ უნიტაზი ტუალეტში იქნებოდა დამონტაჟებულიო”.


ნაბიჯი 4 - Pushing

ეს უცხოური სიტყვა, რომელიც ქართულ ვერსიაში “გატისკვას” ნიშნავს, უცხოეთში ნასწავლი ჩემი ერთ-ერთი უფროსისგან ვისწავლე. მეოთხე ნაბიჯზე აუცილებლად დაურეკეთ შემსრულებელს დღეში ასჯერ - ასე უფრო ნაკლები დრო დარჩება საიტზე სამუშაოდ.

ნაბიჯი 5 - ფრომოუშენი
სულ რო ფერარი გყავდეს, რა ჯანდაბად გინდა, “გარაჟში” თუ გეყოლება გამოკეტილი და მზის შუქს ვერასოდეს ნახავს?

საიტი არ არის კარგი და წარმატებული, თუ ის თავის პირდაპირ ფუნქციებს არ/ვერ ასრულებს. აქ ძალიან ბევრი ჭკვიანური სიტყვაა - როგორიც არის SEO, ნიუ მედია, ონლაინ მარკეტინგი და ა.შ.

მაგრამ დაივიწყეთ თითეული მათგანი. მე ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით - პატარა ქაღალდებზე შავთეთრად დაბეჭდეთ თქვენი საიტის მისამართი და მეტროში გამჭვირვალე ხელის მოსაკიდებლები რომ არის ჩამოკიდებული, იქ შეაცურეთ.


ნაბიჯი 6 - განახლება
საიტოფილობას ნუ დამწამებთ, მაგრამ საიტი ცოცხალი ორგანიზმია. მას გამუდმებით სჭირდება განახლება. ერთის მხრივ, შინაარსობრივი განახლება (ჩემი უცხოეთში ნასწავლი უფროსი იტყოდა “კონტენტი ყოველთვის აფ თუ დეით უნდა იყოსო”) ტექსტებსა და მასალებს, ხოლო მეორეს მხრივ - საჭიროა მცირე ფუნქციონალური ცვლილება და დახვეწა. პროფესიონალი კომპანია კი თქვენს მიერ თავში დასმულ შეკითხვაზე “რა დამიჯდება შენობის აშენებაო” მოგვიანებით გიპასუხებდათ “აშენება ამდენი და შენახვა კიდევ ამდენიო”.

“შენახვა” ანუ მხარდაჭერა ძალაინ მნიშვნელოვანია საიტისთვის. პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც არ მუშაობს, ან “ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა” სრულიად შესაძლებელია “უკეთ იმუშაოს”. ასე რომ გირჩევთ, მხარდაჭერის პირობები თავიდანვე გაარკვიეთ და დააფიქსირეთ შემსრულებელთან.

ნაბიჯი 7 - არც კი ვიცი რა დავარქვა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როდესაც რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდეგ, შემსრულებელი საიტს დიდი წვალებით მაგრამ მაინც ჩაგაბარებთ, გახსოვდეთ - აუცილებლად, აუცილებლად და აუცილებლად გახსოვდეთ - “ეს უნდა დაასველოთ”!!!

P.S. რაც შეეხება სათაურს, თქვენი ძლივს აშენებული ოფისი რაგინდ მაგარი არ უნდა იყოს, მისი მისამართი თუ არის მუხიანის მეცხრე ბ მიკრორაიონი, კორპუსი ოცდაცხრა ა ბინა სამოცდაშვიდი - მისი ნახვა ცოტათი ყველას გაუჭირდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

Thursday, January 20, 2011

მე :მიყვარს: 7 ნოემბერი

არა, არასოდეს მითქვამს _ ასფალტი ვჭამო ახლა-მეთქი და არც ნავთის სუნით გაჟღენთილი ოთახი დამვიწყებია.

პრინციპში, არც მილიარდ დოლარად შეფასებული პრეზიდენტის სასახლის წინ 80 მილიონიანი ხიდით, მილიონდოლარიანი ყვავილნარიანი კოსმოსაათით და სხვა დეკორაციებით გაფორმებული ხედი არ გამიპროტესტებია დიდად _ უამრავი ადამიანი სტუმრობს და ისე მაინც იფიქრონ, რომ "ყვავის" ჩვენი სამშობლო-მეთქი _ ვფიქრობდი გულში.

თუმცა რევოლუციურ ვარდებს მოყოლილ ეკლებს შორის, იყო ერთი ეკალი, რომელიც ყველაზე მეტად მესობოდა. არც ვიცი ვის და რას ვეპრანჭები და რა წერის მანერაა, მაგრამ ამ ხელისუფლების აღვირახსნილი უტიფრობა ყოველთვის მაბრაზებდა და მაცოფებდა.

ყველაფერი კი უმნიშვნელო ფრაზით დაიწყო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი რეგიონის სტუმრობისას ნაციონალური პარტიის ლიდერმა თქვა _ ხმა მოგვეცით მხოლოდ ჩვენ, ასი პროცენტით უნდა გავიმარჯვოთ, ხელის შემშლელები არ გვჭირდება ახლა ჩვენ იქო.

ფრაზა კი ცუდად მომხვდა, მაგრამ ეიფორიულ ფონზე ყურადღება არ მივაქციე, ვის რაში უნდა შეეშალა ხელი. შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო _ ქართული ტაილანდის, კავკასიური იაპონიის, შავიზღვისპირა ნიცის, ოკეანისგადმოღმა ამერიკის, უყინულო ანტარქტიდის...მოკლედ საქართველოს შენება, სხვადასხვა ვარიაციით, იმპროვიზაციითა და ალეგორიით.

ვარდების რევოლუციის ბურჯებს კი კარგად ქონდათ გათავისებული ორი რამ: ის რომ ვარდი უეკლოდ ჯერ არავის მოუკრეფია და ქვეყანას შადრევნების გარეშე ვერ ააშენებ!

შადრევნების შენების კვალდაკვალ კი ეკლები მრავლად ხვდებოდათ _ იქნებოდა ეს რომელიმე კორპუსიდან ღამის ოთხსაათზე გამოსახლებული მაცხოვრებლები, ერთსაათში ალაგმული გარე მოვაჭრეები, ქალაქის იერსახის დასაბრუნებლად დანგრეული შენობები თუ სხვა.

სტილი კი ყოველთვის ერთი იყო _ "ასეა საჭირო და მაგრადაც გვკიდია, თუ ვინმეს გეწყინათ, გეტკინათ ან გაგაჟრიალათ". მოკლედ იყვნენ "ისინი", "ხელისშემშლელების" გარეშე, მაგრამ ეკლებიანი ვარდების კრეფით დაგლეჯილ-დასისხლიანებული ხელებით.

ხალხი კი დაბალ ცეცხლზე შემოდგმული ქვაბს გავდა. ქვაბში კი კარგი არაფერი იხარშებოდა _ ერთი თავი ბოღმა, წვრილად დაჭრილი ღვარძლი, ორი თავი უმუშევრობა. ვარდების სურნელით გაჟღენთილ ოთახში, კი ძლიერნი ამა ქვეყნისანი ვერც კი გრძნობდნენ, როგორ ყროლდებოდა სამზარეულო ქვაბიდან ამოსული ორთქლით. უფრო მეტიც _ საერთოდ არ გვაინტერესებს, მანდ რა ხდებაო,სატელევიზიო დებატებზე უარის თქმით მჭიდროდ გამოიხურეს სამზარეულოს კარი.

ქვაბი კი ადუღდა, აზრიალდა. ორთქმლმა ქვაბს თავსახური გადახადა და გადმოიღვარა, გადმოინთხა და პარლამენტის წინ დაგუბდა.

შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცით. თუმცა ამ ყველაფერმა შეახსენა ხელისუფლებას, რომ ამ პატარა ბინას, ორი ოთახი რომ წაურთმევია გვერდითა მეზობელს, პატარა სამზარეულოც აქვს. მართალია, არც ისეთი გერემონტებული და ლამაზი, როგორც პრეზიდენტის სასახლეში ვარდებით მორთული სტუმრების მისაღებია მაგრამ მაინც ამ ბინის ნაწილი. შეახსენა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდი ხნით ვერა!

2011 წელი, ვეტერანების დაშლით დაიწყო, რომლებიც ვერაფრის გზით ვერ ჯდებოდნენ გირლიანდებით გალამაზებული "ოცნების ქალაქის" ჯადოსნურ ხედში. დღეს კი კიდევ ერთი ეკალი მოხვდა ხელისუფლების ფასადებისღებვით დამსკდარ და დაკოჟრილ ხელს _ დევნილები!

როგორც ჩანს, ქვაბმა კიდევ ერთხელ დაიწყო დუღილი და ადრე თუ მხოლოდ სამზარეულოს კარი გაიხურა ხელისუფლებამ, ამჯერად სატელევიზიო მონოპოლიით ჰერმეტულად დაახურა თავად ქვაბს, რომელსაც ორთქლი მხოლოდ "კომპიუტერი 2 ლარად" ფარგლებში გაჩენილი წვრილი ინტერნეტ ნასვრეტებიდან ეპარება.

ვშიშობ, რომ ამჯერად ქვაბი უბრალოდ გასკდება და ვინ იცის _ ჩვენი პატარა ბინა აფეთქებას მაინც თუ გადაურჩა, სანამ მთავრობა კედლებზე შემხმარი ქვაბის შიგთავსის ჩამოწმენდით იქნება დაკავებული, იქნება, მეზობელმა ერთი პატა ოთახი კიდევ წაგვართვას.

Saturday, January 15, 2011

გპირდები (?)

გპირდები, რომ არასოდეს გაკოცებ ტუჩებში
გპირდები, რომ სიზმრებში იშვიათად გნახავ
გპირდები, რომ ხვალ ამინდს განაპირობებს სამხრეთიდან შემოჭრილი ჰაერის ცივი მასები
გპირდები, რომ ხელებს ყოველთვის დავიბან (საპნით, ორჯერ)
გპირდები, რომ გეტყვი მხოლოდ, ტყუილს, ტყუილს, და არაფერს ტყუილის გარდა
გპირდები, არასოდეს გეტყვი რომ შავად შეღებილი თმები ძალიან გიხდება
გპირდები, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს მაპს
გპირდები, რომ ყოველთვის გემრიელად შევჭამ შენს შემწვარ კარტოფილს
გპირდები, რომ სექსის შემდეგ არასოდეს მოვწევ სიგარეტს
გპირდები, რომ არასოდეს მოგიძღვნი კარგ ლექსებს
და მხოლოდ ზოგჯერ, რომ მენდომება შენგან შვილი ამასაც მხოლოდ გპირდები

Wednesday, January 12, 2011

Le blogger a la peau de panthère

eMuse: სრულიად ქართული ბლოგსფერო

ბლოგერობა პირველადვე, სიბრძინსაა ერთი დარგი
ინტერნეტში წასაკითხი, მკითხველთათვის დიდი ბარგი
კვლა აქაცა ალაიკებს, ვინც კითხულობს კაცი ვარგი
რასაც გინდა იმას დაწერ, ბლოგი არის ამად კარგი

ვით იუზერს ვოლი გრძელი, სტატუსების უხვად ბნევა
სხვის ლინკებზე კომენტარი, ლაიკების მარჯვედ ქნევა
მათ აგრეთვე მებლოგეთა - კრიტიკის და სიბრძნის ფრქვევა
რა მოაკლდეს ვიზიტორი, აუვარდეს თავში წნევა

მაშინღა ნახეთ ბლოგერი და მისი მეპოსტეობა
ოღონდ ბლოგს ყავდეს მნახველი, დაწეროს თუნდაც @ლეობა
მთავარი არის იმიჯი, კაიკაცობა, მეობა
ახალ პოსტს მაინც დადრაფტავს, თუნდ იყოს მისი დღეობა

მას ბლოგერი არა ჰქვია, ვინც დაწეროს ერთი ორი
თავი ყველას ნუ ჰქონია ბლოგოსფეროს თანასწორი
რა დაწეროს ერთი, ორი, უმსგავსო და მონაგონი
დასაღეჭად იყოს რბილი, ტკბილი როგორც ჟელიბონი

მეორე სახის პოსტებში, ნაწილთა მებლოგეთათა
არ ძალუთ სრულ-ქმნა სიტყვების, მსგავსად ბლოგერთა მძლეთათა
ამიტომ ნახავთ მათ ბლოგზე, ზღვას ფოტოთა და ფერთათა
ბლოგებსაც ასე არქმევენ, „მე ნანიკო“ და „მე თათა“

მესამე სახის პოსტები, არის ლიდერი ჯინეტის
ქალწულნი წერენ სექსზე და უყვართ შექება მინეტის
მათ პოსტთა ჰყვარობს ყოველი, აქვს თოხი თუ კაბინეტი
მათ გოიმებსაც კი მოსწონთ, აცვიათ ვისაც ჟილეტი

ჩემიც აწ ცანით ყოველმან, მას ვთაგავ ვინც მითაგია
ქალაქეთათვის „ის“ არის, ჩემთვის კი დღემდე „მაგია“
ერთმა სოფლელმა ბლოგერმა, შევიცან ნეტის მაგია
კომენტს თუ ვერ წერ ნუ იმჩნევ, ეს ჩემი ბლოგის ბაგია

Tuesday, January 11, 2011

Reply All ანუ ღია წერილი თბს ბანკს

მოგეხსენებათ, რამენიმე თვის წინ, თბს ბანკმა ბლოგერების კონკურსი გამოაცხადა. მოგვიანებით მოხდა საკონკურსო პოსტების დამატებითი გადარჩევა, ბაკურ სულაკაურის გამოცემლობის მიერ მათი შემდგომში წიგნის სახით დაბეჭდვის მიზნით.

ახალ წელს თოვლი არ მოდიოდა, მაგრამ რამდენიმე ბლოგერი თავს ბედნიერად გრძნობდა, საკუთარი ნაწერის წიგნად ხილვის მოლოდინში (ისე, დილით რომ გაიღვიძე და "რაღაცნაირად მოწყენილი დღე იყო" წიგნიდან სულ სხვანაირად იკითხება).

ხო და აქააო და ამ საქმეს ძველით ახალ წლამდე ხომ არ გადავდებთო, თბს ბანკიდან წერილი მოვიდა. მეილს კონტრაქტი თან ახლავსო (იხ. მიმაგრებული ფაილიო) და რამენაირად 14-მდე ხელმოწერილი მოგვიტანეო.

მომკალით და აქამდე, პირადად მე (შემდგომში "უფლებათა მფლობელს") არ მქონდა ნანახი კონტრაქტი, რომელიც ჯარიმას იმ შემთხვევაშიც კი გაკისრებს, თუ მას ხელს არ მოაწერ. თუმცა თბს ბანკს (შემდეგომში "უფლებათა მიმღებს") თუ მათ იურისტებს, ეყოთ იუმორი და იურიდიული ცოდნა შეედგინათ, საუკუნის თუ არა ბოლო ათწლეულის ყველაზე კაბალური კონტრაქტი.

თბს ბანკიდან მოსულ წერილს, რომელსაც თან ახლდა მსუბუქი იუმორით გაჯერებული კონტრაქტი, შემდეგნაირად ვუპასუხე:




გამარჯობა,
უპირველეს ყოვლისა მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჩემი პოსტი შეირჩა საკონკურსო პოსტებს შორის.

რაც შეეხება კონტრაქტს: ჩემთვის აღნიშნული კონტრაქტი არასაკმარისად კაბალურია. შესაბამისად მსურს გთხოვოთ რომ მხარეთა ვალდებულებათა პუნქტში (2.1), ჩაამატოთ შემდეგი მუხლები:

2.1.1. უფლებათა მფლობელი ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს და შემდეგ თვეში ერთხელ (ან რამდენჯერმე), უფლებათა მიმღების მიერ შერჩეულ პირს გაუკეთოს ტაილანდური მასაჟი.
2.1.2. უფლებათა მფლობელი აგრეთვე იღებს ვალდებულებას, რომ უფლებათა მიმღების ნებისმიერ წარმომადგენელთან ჯოკერის თამაშის დროს, გააკეთოს "ნიჟე".
2.1.3. ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, ბლოგზე სამომავლოდ განსათავსებელი პოსტები აკრიფოს უფლებათა მიმღების მიერ, ელქტრონულ შეტყობინებაში მითითებული თითების მეშვეობით.
2.1.4. უფლებათა მფლობელი ვალდებულია, 2.1.3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ აკრძალული თითით აკრეფილ ასოზე გადაიხადოს ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ამასთან არათითისა და ცერა თითების გამოყენების შემდთხვევაში გადაიხადოს ამავე მოცულობის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.1.5. უფლებათა მფობელი ვალდებულია, უფლებათა მიმღების მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს კონკურსში "წლის @ლე 2011".
2.1.6. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ზემოთჩამოთვლილი მუხლები არ წარმოადგენს ხუმრობას და ისინი მისაღებია ორივე მხარისთვის.

აგრეთვე დიდი მადლობა

ღრმად მწამს და ვიმედოვნებ რომ აღნიშნული პასუხის გამო ჩემი პოსტი მოხსნილი იქნება კონკურსიდან, რის შედეგადაც არ დამეკისრება 10 ლარიანი ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კონტრაქტზე ხელის არმოწერის გამო.

თქვენი არ ვიცი და მე პირადად მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კონრაქტის შემდგენელს და არ მოვითხოვო მისგან ბოდიში მორალური შეურაცხყოფისათვის, რადგან ასეთი მაღალი დონის @ლედ ჯერ არ წარმოვუდგენივარ არავის, რამაც რათქმაუნდა რამდენჯერმე გაზარდა ჩემი თვითშეფასება.

კონტრაქტს კი ხელს აუცილებლად მოვაწერ _ ბლოგერების თუ არა, იქნება და "წლის @ლე 2011"-ში მაინც გავიმარჯვო.


P.S. ტრაკისა და შინაგანი უკულტურობის არ ქონის გამო 2.1.5 პუნქტში ნახსენები კონკურსის დასახელება შევცვალე "წლის იდიოტი 2011"-ით.

Sunday, January 9, 2011

მკერდი

არაფრით შეღებილ შენ თვალებს ვემთხვევი
თითქოს და შემთხვევით შეხსნილი საკინძე
მე მთელი ღამე სიტყვებს ვაგროვებდი
და გამთენიისას ლექსებად ავკინძე

შენს სხეულს შორ გზაზე თითებით გავყვები
ტუჩებით ჩავყვები ყელიდან მუცლამდე
ხომ იცი ლექსებში, შენს განცდებს არ ვყვები
მოუცლელობიდან კანის გამოცვლამდე

არაფრით დაფარულ, ვარდისფრად შეფერილ
ნაზ მკერდზე შემთხვევით შეხსნილი საკინძე
მე მთელი ღამე სიტყვებს ვაგროვებდი
და გამთენიისას ლექსებად ავკინძე

Saturday, January 8, 2011

Annual report 2010 - ანუ წლის ყველაზე გრძელი პოსტი

ქორწინებიდან მეორე დღეს:

ცოლი: საყვარელო, რაღაც უნდა გაგიმხილო _ საჭმელებს საერთოდ ვერ ვაკეთებ, მხოლოდ თევზის შეწვა და ტორტის გამოცხობა ვიცი.
ქმარი: არაუშავს ძვირფასო, უბრალოდ მითხარი, ახლა თეფშზე რომ მიდევს თევზია თუ ტორტი?


ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას როგორ გაწვდიან. მერე რა თუ ტორტს, შემწვარი თევზისგან ვერ განასხვავებ _ მთავარია, როდესაც თეთრი ფაიფურის თეფშს, სარკესავით მონიკელებულ თავსახურს ახდის, ოფიციანტმა ულვაშები აპრიხოს და ტუჩებში გამოსცრას: "ადრეულ გაზაფხულზე შეგროვებულ წალამზე შემწვარი ზუთხი, მაშარაფითა და რეჰანის ფოთლებით, გემრიელად მიირთვით მუსიე" - ო.


რატო ვბოდიალობ ამდენს და სახელს და ნიკს არ დავასახელებ, ერთმა ბლოგერმა, მწერალმა და ლიდერმა თქვა:

- და დღიდან ამასა, ვიდრე მომავალ წლამდე, დავიწყოთ იგი თამაში თაგთა, რამეთუ გამოვავლინოთ ბოგერი იგი საუკეთესოი. და სთქუით და ნუ დამალავთ ბლოგერსა მას, ვიდრე სამამდე. რამეთუ უწყოდეს და იცოდეს მან, რაოდენ დიდია სამყაროი და ბლოგი მისი.


აი, ასე სთქვა ბლოგერმა, მწერალმა და ლიდერმა ბლოგსა თვისსა. ხოდა ბლოგერებიც იმეორებენ მის სიტყვებს და ასახელებენ სამ (სამით იწყებენ და 20-მდე აგრძელებენ, რო "გული არავის დაწყდეს") ბლოგერს, რათა გამოავლინონ გამარჯვებული.

თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა კრიტერიუმით უნდა დავასახელო სამი ბოგერი, როდემდე გრძელდება ეს თამაში, წლის ბლოგერს "კომპეტენტური ჟიური" (წლის ფრაზაა) გამოავლენს და ბოლოსდაბოლოს ხიშტი ისევ მინუს ორასია?

ხოდა, ვინაიდან არავის უთქვამს თეფშზე რა მიდევს, გადავწყვიტე თავად გადავწყვიტო ეს შემწვარი თევზია თუ კრემ-ბრიულე.

მაშ ასე, ჩემი რჩეული სამი ბლოგერი:

3. Leliani - ეს ადამიანი მართლაც რომ ძალიან ნიჭიერია. ჩემი აზრით ძალიან კარგი ფილოლოგია (ფილოლოგიაში ბევრი არა გამეგება რა, მაგრამ ვეყრდნობი რა მის ნიჭიერებას და ავტორიტეტულ ფილოლოგთა დახასიათებებს...). ის ლამაზ რაღაცეებსაც წერს. არ ვიცი რატომ მაგრამ ლამაზ რაღაცეებს ბლოგზე არ დებს.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან, არის ჩემი ბლოგის კორექტორი და გერმანიიდან საჩუქრად ჩამომიტანა ძალიან ლამაზი ნაძვისხის სათამაშო და უგემრიელესი შოკოლადი (შოკოლადის ფოტოს ვერ ვდებ, ობიექტური მიზეზების გამო).

2. Gatevanda's blog - ეს ადამიანი არის უძალიანესად მაგარი ფრანგულის სპეციალისტი. ასევე თეატრის და განსაკუთრებით ქართული თეატრის დიდი ტრფიალი და მცოდნე. ძალიან კარგი PR-ის სპეციალისტი.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან მისი წყალობით, ჩემს მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა სამით გაიზარდა და გახდა ჩვიდმეტი. რომ არა მისი თარგმანები, რომლებსაც ჯერ თავად მიკითხავდა _ ყურში რაიმე ცუდად ხომ არ გხვდებაო, შემდეგ მკარნახობდა _ რათა ამეკრიფა კლავიატურაზე, შემდეგ კი მე მაკითხებდა - რათა შეცდომები მეპოვნა და გამესწორებინა, დღეისათვის ზეპირად არ მეცოდინებოდა ტარწიუფი, გაკვეთილი და მელოტი მომღერალი ქალი (ა, ჰო, "სკამებიც" _ "ბრინჯი, ჰა ჰა ჰა, ბრინჯი").

1. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - აი ეს ადამიანი კი არ ვიცი რისი სპეციალისტია. ვიცი რომ სულ რაღაცას სწავლობს. ვიცი რომ ძაღლები უყვარს. ვიცი რომ ფანჯრის რაფაზე ჩიტი რომ დაუფრინდება, ფოტოს უღებს და ჩიტის გაფრენამდე ასწრებს ბლოგზე გვერდნახევრიანი პოსტის დაწერას "რაფაზე ჩამომჯდარ ჩიტის" ფოტოთითურთ.

კიდევ ვიცი რომ ძალიან გემრიელ რაღაცეებს აკეთებს (ნუ მინიმუმ, ვიზუალურად გემრიელს _ ისე სამწუხაროდ არასოდეს დამიგემოვნებია). მის შემთხვევაში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ განასხვაოთ შემწვარი ტორტი და ვაშლის პეროგი.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან (აქ კადრები იცრიცება, შავთეთრდება და წარსულში გადადის) ოდესღაც 2007 წელს (მადლობა ბლოგზე არქივის ფუნქციას), როდესაც ძლივს დამტკიცებული იპოთეკური სესხით ბინა ვიყიდე და 7 წელი ვაკეში, სხვის ხარჯზე ცხოვრებით განებივრებულმა მუხიანში ამოვყავი თავი...

თუმცა რას გიყვებით _ ეს ყველაფერი უკვე მიწერია და წაიკითხოს ვისაც უნდა. აქ კი მოკლედ ვიტყვი: როდესაც ბლოგი გავხსენი ვწერდი ისე, ჩემთვის. რაც, მომესურვებოდა, როცა მომესურვებოდა. არც გუგლის ანალიტიკსი მეყენა და ძილის წინ, ხელში ათრთოლებული მაუსით ვამოწმებდი უნიკალურ ვიზიტორებს და არც ფეისბუქზე ჩემი ბლოგის ჯგუფის წევრების რაოდენობას საათში ერთხელ. ჩემს გარდა სხვას თუ ქონდა ბლოგი ნამდვილად არ მეგონა.

არადა თურმე, ქონდა რომელია? ქონდა კი არა სულ ლიწინ-ლიწინი გაჰქონდა ქართულ ბლოგსფეროს. ერთი ბლოგერი კი არა, მთელი სამეფო იყო თავისი მეფე-დედოფლით, ნაზირ-ვეზირებითა და ძივებით. მაგრამ მე მარტო ვიყავი, ჩემს კუნძულზე რობინზონ კრუზოსავით. სიმართლე გითხრათ სწორედ ამიტომ გავხსენი ბლოგი, რომ ოფისის აუტანელ და დახუთულ გარემოს სადმე და როგორმე გავქეოდი.

ერთხელაც "იქ სადაც მთავრდებოდა რეალობა და იწყებოდა ოცნება", ზღვაზე გადაწოლილ პალმაზე ვირწეოდი და კამკამა წყალს ტერფით ველამუნებოდი, ვიღაც შევნიშნე. მარტოობა ვიღაცამ დაარღვია. თურმე მარტოობა ოცნებაშიც მოსაწყენია. მეც ძალიან გამიხარდა ჩემი პარასკევა. უკვე ვიცოდი რომ ჩემს პოსტებს, თუნდაც ერთი ადამიანი კითხულობდა და პალმის რტოებისგან უფრო ხალისიანად ვკინძავდი ნაწერებს.

სწორედ ამიტომაც თომუშკას ვასახელებ ჩემს რჩეულ ბლოგერად და მადლობასაც ვეუბნები რომ წყნარი ოკეანის ტროპიკებიდან, ქოქოსის პალმებითა და კამკამა ზღვით თავდავიწყებულს, ჩემი ნამდვილი სამშობლო შემახსენა და მაპოვნინა _ თავისი მეფე-დედოფლით, ნაზირ-ვეზირებითა და ძივებით.

***
ეს რაც შეეხებოდა პირველ სამს. ახლა დანარჩენ 20-ს მივხედოთ უცებ. ოღონდ იმიტომ სულაც არა რომ ვინმეს გული დაწყდეს. უბრალოდ მოგიყვებით ვის ვკითხულობ და რატომ. რა მომწონს და რა არ.

- http://linguistuss.com/ - ზოგადად სამი ტიპის ბოგები მომწონს: 1) შემეცნებითი ბ) სახალისო გ)ორივე ერთად. ვახოს ბლოგი ყოველთვის მიეკუთვნება 1 და არც თუ ისე იშვიათად 3 კატეგორიას. ზოგადად უცნაური ადამიანია _ არის ბროლის ბუც და ბლოგერიც, ებაზრება "ქუჩის ბიჭებსაც" და ბატონ წამყვანსაც, იცის პროგრამირებაც და უცხო ენებიც, შეუძლია ოცი ათასი (ამ რიცხვზე კარგად დაფიქრდით კიდევ ერთხელ, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ) კითხვა მოიგონოს, მისივე შექმნილი საიტისათვის და შემდეგ შეკითხვაზე "კი მაგრამ შენ ამით რა?" სრულიად გულახდილად გიპასუხოს _ "არაფერი".

- http://www.hexsus.com/ - ცხრა რჩევა ჟურნალისტებს, ოცდამეერთე მიმართვა თიკო სადუნიშვილს, მეოთხე ბიჭოლას. მე ასე ვიტყოდი _ ჰექსე ქართული ბომონდის უღრან ტყეში, ნამდვილი კოდალაა. ხმაურობს, საყვარელია და სასარგებლო (კოდალა ხომ ჭიებისგან ანთავისუფლებს ხის ქერქს). ძალიან მსუბუქად ჩაიკითხავ, რამდენიმე საინტერესო ციტატასაც გაიგებ და გულსაც გემრიელად მოიფხან. შემდეგ უცებ გამოერკვევი და იტყვი "სამუშაო მაქვს ბლინ" და ასე გაღიმებული განაგრძობ შრომას.

- http://www.vasassi.com/ - გიყვარდეთ ჩემნაირებიო. მე კიდევ ვფიქრობ რომ ვასასისნაირები არ არსებობენ. ამიტომაც მხოლოდ ვასასი მიყვარს. სასტიკია, ცივსისხლიანი და დაუნდობელი. მისი კომპლექტაციით კარგი ქილერი ან ბლოგერი თუ გამოვიდოდა. მიხარია რომ ბუნებამ და ეპიგენეტიკურმა ფაქტორებმა არჩევანი ბლოგერობაზე შეაჩერეს.

- http://katiee.ge/ - ვიცოდი რომ მას ერქვა ეკა (თანაც ფრანგულად) და კიდევ ვიცოდი რომ იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. არასოდეს არ ვკითხულობდი _უფრო ვათვალიერებდი.

მაგრამ ახლა, წლის ბოლოს რომ გამოვიდეს და ვიკიპედიას არ იყოს, ბლოგის საარსებოდ ფული მოითხოვოს, არც კი დავფიქრდები ისე გადავურიცხავ. რატომ? - იმიტომ რომ მას აქვს უნარი დიდი ქაოსიდან, რომელსაც ინტერნეტი ქვია, ამოკრიბოს, ყველაზე საჭირო, ყველაზე აქტუალური, ყველაზე საინტერესო თემები და ეს ძალიან მარტივად და სრულყოფილად წარმოგიდგინოს. ამ ყევლაფერში კი მე უამრავი დრო და ენერგია დამეხარჯებოდა. ასე, რომ ფულსაც დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი ასეთ ხარისხიან ინფორმაციაში.

- http://litterator.wordpress.com/ - მე თვითონ, მე თვითოოონ _ ასე ვყვიროდი, როცა ძალიან მშიერსაც კი, ცუდ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დედაჩემი საჭმელს კოვზით მატენიდა პირში (სმაილი საჭირო გამოგონებაა). ისედაც ვკითხულობ და დიდი სიამოვნებითაც მაგრამ თვიტონაც მაკითხებს (დედის მზრუნველობა მაინც...).

ასეც, რომ არ იყოს დაწერილი არ მაქვს პოსტი, უკვე დაშეარებული აქვს და მეზობლის ქალებს ამაყად უყვება _ ლაშიკომ დღეს ლექსი ისწავლაო. მე კიდე საკმარისია ფეისბუქზე გავიფაჩუნო 1 ლაიკი ყოველთვის ამაყად ანთია, რომელიც ზუსტად ვიცი ვისაც ეკუთვნის.

ძალიან კარგად წერს. კიდევ უფრო კარგად კითხულობს (ლიტერატორია მაინც და არა მწერალი). ასე რომ მისი შესაფასება ყურადსაღებია და მნიშვნელოვანი (მეც ყოველთვის ვითვალისწინებ პოსტებს, რომლებსაც მიზიარებს და მირჩევს წასაკითხად).


- http://aninaland.wordpress.com/ - все побежали и я побежал! - ყველა კითხულობს და მე რატომ არ უნდა წავიკითხო? არის ძალიან ნაკითხი, ფლობის ნეკა თითის, ბასრი სეგოისა და შავი თვალის დარტყმების ტექნიკას. კიდევ ფლობს წერის ტექნიკას.

რასაც არ უნდა იძახდნენ ანინაზე, ყველა აღიარებს რომ კარგად წერს. სხვების არ ვიცი და მე იმედის თვალით ვუყურებ მას და ვთვლი რომ მისი სახით, ქართულ მწერლობას მარადონა თუ არა რონალდინიო ნამდვიალდ ეზრდება.

ვფიქრობ რომ ერთ მშვენიერ დღეს გვერდით გადადებს, ქალიშვილობის დროინდელ სექსუალურ ფანტაზიებს, დაივიწყებს დროშიჩარჩენილ და დრომოჭმულ "კრეატივშიკებს", "ალტერნატივშიკებს" და რაიმეს ნამდვილად ღირებულს შექმნის. ახლა კი თვითონ, მეც და სხვებიც თავს იმით ვიმშვიდებთ რომ "ჯერ პატარაა" (და ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც მე ვპასუხობ "პატარა ვიცი, სილაში რო თამაშობსმეთქი").

- http://doin.ge/ - ჰექსემ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები _ "ნიჭიერი" _ აი ეს არის ერთადერთი ასოციაცია რომელიც ამ ადამიანის მიმართ მიჩნდება. მიხარია რომ მას პირადად ვიცნობ. მის ციფრულ და შემოქმედებით ღირსებებს ნამდვილად ემატება პიროვნული ღირსებები. ის არის ბლოგერი რომელიც ჩემს მიერ ნახსენებ 1, 2, და 3 კატეგორიებში თანაბრად ხვდება.

- http://letitbe-kalo.blogspot.com/ - "ეს ბლოგერი რაღა ჯანდაბაა" _ ზარატუსტრა არა მარა ნინიკო ასე იტყოდა. მეხამუშება კიდეც "ბლოგერად" მოხსენიება, რადგან ნინიკო ჩემი (და არამხოლოდ) აზრით, მწერალია. წერს ძალიან კარგ მოთხრობებს, აქვს არაჩვეულებრივი იუმორი (ოღონდ მხოლოდ "ლაივში", სკაიპში და ფეისბუქზე) და ყოველთვის უხარია როდესაც მიშაზე ვწერ. კიდე აქვს ძალიან ლამაზი ხვეული თმა, რის გამოც მაგონებს ჩემს დეიდაშვილს, მისსავე სეხნიას _ მგონი საკმარისი მიზეზია რომ მისი ერთგული მკითხველი ვიყო.

- http://irunaaway.com/ - საერთოდ არ ვიცოდი რომ წერდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ცხოვრებაში და ადამიანი ბლოგზე აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ, არ შეგახარბებთ რამდენად საინტერესო ადამიანია ირინა ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებლად შეგახარბებთ მის ნაწერებს. დახვეწილი სტილი, წერის გამორჩეული მანერა და ძალიან საინტერესო სამყარო.


- http://n-irgendwann.blogspot.com/ ადამიანი იუმორი, ადამიანი ციტატა. ადამიანი რომელიც თავის ნიჭს, წერის სურვილსა და კრეატივს, უანგაროდ და უხვად მიმოფანტავს მეგობრების კედლებზე, კომენტარებად.

რომ არ იყოს ფეისბუქი, მის ბლოგზე ვფიქრობ უამრავი სახალისო, სასაცილო, საინტერესო ნაწერი იქნებოდა. ახლა კი ამ სიამოვნებას, ეგოისტურად, მხოლოდ მისი ფეისბუქმეგობრები ვიღებთ. "ფეისბუქზე გაფანტული შემოქმედება" - აი ასე დავარქმევდი წიგნს, რომელშიც მისი The best of... - ციტატები შევიდოდა. წიგნის უკანა ყდაზე მიწერილ რეცენზიას კი ასე დავასრულებდი _ დიახ, ეს ც-ა _ ბლოგსფეროს ციტატნიცა.

- http://zur.ge/ მასზე ამბობენ ნულზე გაყოფა შეუძლიაო. კიდე ამბობენ რომ ქვედა ყბის მარცხენა მეოთხე და ზედა ყბის მარჯვენა მესამე კბილებს ისე გაუცვლის ადგილებს ვრაფერს გაიგებო. იმასაც ამბობენ "ჰელიო" მისი მოგონილიაო. რავიცი, ბერვ რამეს ამბობენ მაგრამ მე ვიცი რომ ის არაჩვეულებრივად კარგად წერს. აი, გემრიელადო რო იტყვიან. არც თავისი წერის ოსტატობით გაწონებს თავს და არც უცხოსიტყვათა ლექსიკონის განსწავლულობით გძაბავს. მსუბუქად, მარტივად, ადამიანურად.


- http://sweet.ge/ - სიმართლე გითხრათ, ამ ბლოგის დახასიათების წინ დავფიქრდი. საქმე იმაშია რომ ის ჩემი ახალი წამოწყების ელ-მუზა იყო რამდენიმე დღის წინ. მეც დიდი სიხარულით გავუზიარე ფეისბუქზე პოსტი _ მეგონა რომ სახალისო იყო და თვითონაც ბევრს იხალისებდა, მაგრამ პასუხად "Fuck off" მივიღე.

ეწყინა. მე უფრო მეწყინა იუმორის ასეთი აღქმა, მაგრამ საშობაო განწყობა არ მტოვებს და მინდა მასზეც დავწერო.

ვაღიაროთ რომ ცნობადობით ის პირველია. უნიკალური ვიზიტორების ერთგვარი საზომი ერთეულია. მე პირადად შემოვიღებდი, ბლოგის პოპულარულობის კოეფიციენტს S. ჩემი ბლოგის რეიტინგი სადღაც 0.07 სვითი თუ იქნებოდა.

მაია ასათიანის გადაცემის არ იყოს, სვითისაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ _ ჟიზნენი ისტორიებით გაჯერებულმა, ფბ-ზე რაიმე ხომ უნდა გავასტატუსო?


- გოგი გვახარიას ბლოგი - როგროც ჩემი ძმაკაცი იტყოდა, "აი, გადასვლა იყო პიზდეცო", მაგრამ ანინას დაკვირვებას ამოვეფარები და ისე "გავაპრავებ" _ სვითიც და გოგიც ორივე მემარცხენე ლიბერალები არიან, ასე რომ...

რა უნდა დავამატო ახლა გოგის. ჩემი აღწერა ნამდვილად არ ჭირდება. მადლობას კი დიდი სიამოვნებით ვეტყვი:

- პირველ რიგში იმისათვის, რომ ერთერთი გადაცემა ჩემი "ლექსით" დაასრულა
- მეორე მადლობა იმისთვის, რომ ერთერთი პოსტის გაშეარებით, თავის მეგობრებთან წარმადგინა ფეისბუქზე
- მესამე იმისათვის, რომ რამდენჯერმე ბლოგის სტუმარი იყო, გადაიკითხა და სამახსოვრო ავტოგრაფიც (კომენტარი) დამიტოვა.


- http://bigcrow.ge/ ამ ბლოგერს ძირითადად გოგო ბლოგერებიდან ვიცნობდი ფრაზით _"ისეთი არ ყოფილა მე რომ მეგონა". არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა გოგოს, ყვავა მოსიარულე ფრედი კრუგერი ეგონა, რომელსაც თითებზე ალესილი დანების ნაცვლად, ელექტრო ფალოიმიტატორები აქვს დამაგრებული.

მე პირადად სექსუალურ მანიაკად ეს ადამიანი არასოდეს წარმომიდგენია (ჰმ, იქნებ იმიტომ რომ ძუძუები არ მაქვს?). პირიქით, საკმაოდ "დასტოინი" პოსტების ფონზე მისი "ნიდასტოინი" იმიჯი (ან ვისთვის როგორ), უფრო მაკვირვებდა. ვიდეო კი, რომელიც ბლოგზეც მიდევს, თამამად შემიძლია წლის ყველაზე სახალისო ქართულ ვიდეოდ გამოვაცხადო.

- http://sabunia.wordpress.com/ - ახლა ვნახე და ბლოგი დაუკეტავს, იმედიმაქვს შსს არ დასდევს და მალევე გახსნის. რო ვთქვა უშუალოდ მისი ბლოგის თავგადამკვდარი მკითხველი ვარ-მეთქი, სულო ცოდვილო _ უნდა მოგატყუოთ. მაგრამ თვითონ ტიპაჟი ძალიან კარგია _ სახეზე შავი ზოლებით, ცინიზმითა და იუმორით კბილებამდე შეიარაღებული ქართული ნეტის ნამდვილი რემბო (ხელსაც მისით იკერავს _ ვნახე!). რომ არა ნიორი, თავად არ ვიცი წლევანდელ ზამთარს გაციების გარეშე როგორ გადავაგორებდი. ასე რომ მადლობა მას ძალისხმევისთვის.

- http://www.dgiuri.com/ -აი, მართლა ბლოგი რა. არც არაფერი ზედმეტი. გემოვნებიანად წერს და გემოვნებიანს კითხულობს. ასე რომ მისი კომენტარი ჩემს ბლოგზე ყოველთვის მხარებს და მაინტერესებს.


- http://dodka.ge/ - ჯერ დაიხოცნენ და შემდეგ იქორწინეს კი არადა, ჯერ გავიცანი და შემდეგ წავიკითხე. გავიცანი და გამაცნო ჯინეტის გენერლები: როკო, საბა, ელერდაშვილი და თვით დიდი კიბორგაც კი. მასწავლა თამაშები: უნო და დიპლომატი. ხოდა, მეც ვიფიქრე: ამან, უნო და დიპლომატი მასწავლა და ზრდილობის გულისთვის მისი ბლოგი, ერთხელ მაინც როგორ არ წავიკითხომეთქი. წავიკითხე და არც ვინანე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო კარგად წერს ვიდრე თამაშობს. საინტერესო კი ის არის, როდესაც წერს მხოლოდ მაშინ არ თამაშობს _ თუმცა ამ აზრის ჭეშმარიტებაში ვიცი ვერავის დავარწმუნებ, ასე რომ გავჩუმდები.

- http://feelgoodvibes.blogspot.com/ და რატო ხელი არ მომტყდება, რომ არ ვახსენო "ბლოგი ესე"? ნამდვილად ვერ გეტყვით _ იქნებ იმიტომ რომ ვიცნობ, იქნებ იმიტომ რომ ფეისბუქზე გვახალისებს, იქნებ იმიტომ რომ "შენი ლექსები ძააააალიან მომწონსო" მითხრა, ან იქნებ სულაც იმიტომ რომ მისი შვილების უცნაურად დასათაურებულ ნახატებზე ვიცინე უამრავი. მოკლედ მომწონს, ვკითხულობ და გირჩევთ თვალი გადაავლოთ.

კიდევ იყო უამრავი ბლოგი, რომელსაც წლის განმავლობაში ვესტუმრე. ბერვი პოსტი ძალიან მომეწონა. ბევრი არც ისე. იმედი მაქვს რომ ბლოგერების მიმოხილვა იქნება თუ ფეისბუქზე "ბლოგერულ კონტექსტში" დამატებული "ფრენდი", კიდევ არაერთ კარგ ბლოგსა და ავტორს აღმოვაჩენ მომავალი წლისთვის.

აი ასე, ვასრულებ წერას და გულს ჭია მიღრნის _ ვინმე ხომ არ გამომრჩამეთქი? თავშივე ვიცოდი რომ ეს ჭია, პოსტის ბოლოს გამიჩნდებოდა და მანამდე დამიღრნის გულს და გონებას, სანამ ვინმე კომენტარში არ მომკბეჩს ჭიიან ადგილს და თავის ბლოგს შემახსენებს _ მე კი ტრადიციულად ვიმართლებ თავს:

მაპატიე თუ გამომრჩი _ ერთი უბრალოდ და დაღლილი პეოქტების მენეჯერი ვარ.

Thursday, January 6, 2011

11 არარსებული ბლოგი

ათვალიერებ ბლოგებს და რას არ გადააწყდები. უსაზღვროა და დაუშრეტელი ადამიანის ფანტაზია. ვისი, რისი როგორი ბლოგიღა არ შეგხვდება თვალუწვდენელ ოკეანეში სახელად www.

მეც გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ 11 არარსებული ბოგი, რომელიც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა:





და მაინც _ ნეტში კარგ ბლოგებს ვერვინ გამოლევს, ვერვინ გამოლევს გულში სიყვარულს!

უკან მომავალში

საერთოდ, დროში მოგზაურობაზე ფილმები ჩემთვის ყოველთვის პარადოქსებით იყო სავსე. თითქოს სცენარისტები თვითონვე იხლართებოდნენ თავიანთვე სცენარში. შემდეგ თითქოს კი ხსნიდნენ რატომ შეხვდა ადამიანი საკუთარ თავს წარსულში, რომელიც უკვე მოკვდა და იწყებდა ნერვიულობას იმაზე, აწი რომ მომავალი დადგება, იქედან ვინღა გადმოვა წასრულში როგროც ახლა თვითონ იყო, მაგრამ ეს "ახსნები" უფრო აბდაუბდა არის ხოლმე ვიდრე ჩემი რთული თანწყობილი და ყოვლად გაუგებარი წინადადება.

თქვენი არ ვიცი და დროში მოგზაურობაზე ჩახლართულ ისტორიათა რიგში, მე აუცილებლად გამოვარჩევდი რობერტ ზემეკესის ტრილოგიას "უკან მომავალში". თითქოს ავტორი სათაურშივე დასცინის მოცემულ თემატიკაზე ყველა გადაღებულ, გადაღების პროცესში მყოფ თუ სამომავლოდ გადასაღებ ფილმს.

რა სისულელეა არა? - ბრუნდები უკან მაგრამ მომავალში. მაგარია ზემეკესი! უფროსწორად მაგარი იყო.

მაგარი იყო სანამ მისი ფილმის სათაური უტოპიის სურნელით იყო შეზავებული-შეკმაზული. სანამ მხოლოდ სათაურიც გაფიქრებინებდა რომ ეს ფანტასტიკაა, ამასთან უბრალო კი არ _ კომედიური ფანტასტიკა. მაგარი იყო რამდენიმე დღის წინაც კი.

რამდენიმე დღის წინ კი ფართო ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი (ვწუხვარ რომ 3D არ არის) რომელმაც აჩვენა:

რომ დროში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია!
რომ ერთდროულად შეიძლება განიცდიდე პროგრეს და რეგრესს!
რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ არის!
რომ 2012 არ არის , ყველაზე დიდი კატასტროფის თარიღი!
რომ "ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რადგან სულში გვაფურთხებენ ხალხოო (მიტინგის ინტონაციით)!
რომ "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"!
რომ სასტიკად იქნა მოკლული "ეს საწყალი კურდღელი, რომელიც ძლიერ ავად გაგვიხდა"!


შემდეგ კი ერთდროულად გადავყლაპე სიმწრისაგან გამშრალ ყელში ნერწყვი, საჩვენებელი თითით მოვიწმინდე ცხვირიდან შეუმჩნევლად ჩამოპარული წკვლინტი და ჩავამთავრე ბოლომდე, ზესიჩქარიან ოპტიკურბოჭკავნი ინტერნეტიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოდმოწველილი ვიდეო რგოლი.

შავმა ეკრანმა, რამდენიმე მსგავსი ვიდეოს გარდა, მოცემულის სათაურიც გამანდო - "პოლიციის სიმღერა#3".

გაოცებული ვუყურებდი, შავ ეკრანს და ვფიქრობდი _ რომ არა ზემეკისი, მოაფიქრდებოდა თუ არა უცნობ რეჟისორს, პოლიციაზე მიძღვნილი გენიალური ტრილოგიისთვის დამაგვირგვინებელი შტრიხი _ "უკან მომავალში".

Monday, January 3, 2011

მჟავე კიტრი და Paypal-ი საქართველოში

წყარო: netgazeti.ge

რამდენიმე წლის წინ, მეგორებთან ერთად "ბათუმს ქათქათას" ვსტუმრობდით.

"სასტავში" გრაფიკული დიზაინერი, მხატვარი, ხატმწერი და მე _ მაშინ ჯერ კიდევ დისტანციური საბანკო ტექნოლოგიების მამა, ვირიცხებოდით.

არ ვიცი ასაკის და მოწიფულობის გამო, თუ არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინ მეც კი არ ვიყავი "ბლოგერი", მთელი ორი კვირის განმავლობაში ძუძუებზე და ქალის ეროგენულ წერტილებზე არ გვისაუბრია.

ერთ მშვიდ და საამო საღამოსაც კაფეში ჩამოვსხედით. ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მაშინ საბერძნეთში საქმიანობდა ხატმწერად, საუბარი წამოიწყო.

- აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენნაირი ფრესკები და ფერწერა არავის არააქვს, იცით, ხალხო, ისეთი შედევრებია მსოფლიოს სხვადასხვა ტაძარში, ჩვენი ვერც შეედრება.

მართალია, არც ღიპი მქონდა და არც ყანწით ვამბობდი სამშობლოს სადღეგრძელოს, როცა ეს მოვისმინე, მაგრამ მარცხენა მხარზე ჩამომჯდარმა "ეპატაჟნიკმა ეშმაკმა" არ მომასვენა და პოლემიკაში შევედი.

მთელი ძალით ვცდილობდი ქართველების თუნდაც გარდასული დიდების დემონსტრირებას, ჩვენი უნიკალურობისა და განუმეორებლობის დამკტიცებას, უდიდესი, უძვირფასესი და უძველესი წარსულის შრეებად გაშლას, მაგრამ ამაოდ.

საკმაოდ მშვიდ, თუმცა მაინც სწრაფ ტემპში მიმდინარე დიალოგს, დაახლოებით შემდეგი სახე ჰქონდა:

- და ქართული ფოლკლორი?
- კარგი და ირლანდიური რითი არ მოგწონს?

- ქართული კერძები?
- სუშის კი შეჭამდა კაციო, რომ შეგვჭამა დღეს, შენ არ იყავი?

- და ღვინო?
- მე კი ვიცი, ყველა ფრანგულს და იტალიურს ბებიაშენის ტალავერზე დაკრეფილი ადესის ღვინო რო გირჩევნია, მაგრამ...

მოკლედ, სამწუხარო იყო, მაგრამ ჩემი ნებისმიერი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს გეო-ისტორიული მნიშვნელობაც კი ვერ გამოვკვეთე ჩემი მეგობრების ცნობიერებაში ოქროს კონტურებით.

ჰოდა, ოქროზე გამახსენდა _ ქართველები ხომ უძველესი დროიდან ვიყავით ტექნოლოგიურ ავანგარდში? - ამენთო უცებ თვალები. თუნდაც ოქროს მოპოვებისა და დამუშავების უძველესი და უნიკალური ტექნოლოგიები რად ღირს....

... აქ ერთ-ერთმა მეგობარმა საუბარი შემაწყვეტინა და ისეთი რამ მითხრა, ენა მოვიკვნიტე და გადავყლაპე, ჩემ წინ რკინის კედლად აღმართული არგუმენტიც სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში:

- გეყოფა რა, ლაშა... ზღვისპირა ქვეყანაში ერთი გემიც კი არ აუშენებიათ, რათა ენახათ, ერთი ზღვის მეორე მხარეს რა ხდებაო. ისხდნენ და ქეიფობდნენო.

ახლა ჩემი მხატვარი მეგობრის მოცემულ პოსტულატს, ძალიან გთხოვთ, ისტორიკოსები ნუ განსჯით. შესაძლოა, იმ დროს, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო და აიეტი მეფობდა, რამდენიმე მცირე ზომის გემი გვყავდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი მეგობრის გამოთქმულ აზრს შინაგანად აბსოლუტურად დავეთანხმე.


***
ბანკში მუშაობის დაწყების დღიდან ერთი თემა მაწუხებდა _ რატომ არ შემოდის თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, გადახდის უნიკალური სისტემა Paypal-ი საქართველოში? ამის შესახებ ოფიციალურად, არაოფიციალურად, ირიბად და პირდაპირ ბევრჯერ მივწერე კომპანია PayPal-ს. პასუხი დაუყოვნებელი და ყოველთვის ერთნაირი იყო: "როდესაც გადავწყვეტთ საქართველოში შემოსვლას, ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი საიტის მეშვეობით";

დრო კი გადის და ფეიფალში ისეთი ქვეყნები გაწევრიანდნენ, მსოფლიო რეიტინგში ჩვენ რომ ეკონომიკური განვითარების დონით _ პირველ, ხოლო ისინი ბოლო ადგილზე არიან: ანდორა, ანგოლა, სომალი, ზამბია. მათ შორის არიან ჩვენი უშუალო მეზობლებიც: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩვენი ყველაზე დიდი და ოროსანი მეზობელი რუსეთიც.

სანამ ბანკს დავტოვებდი "ფეისბუქზე" ჯგუფი შევქმანი - "ფეიფალი საქართველოში".

დღეს კი ჩემს “კედელზე” დავინახე ორი შეტყობინება, რომლებმაც პასუხი გამცეს შეკითხვაზე _ "რატომ არ შემოდის PayPal-ი საქართველოში?":

"მჟავე კიტრის ფანკლუბი - გვერდი მოსწონს 4,674 ადამიანს"
"ფეიფალი საქართველოში - გვერდი მოსწონს 3,232 ადამიანს"


მართალი იყო ჩემი მეგობარი. არც ფეიფალი უნდა ცდებოდეს დიდად, ჩვენთან რომ არ შემოდის _ მოგვკალი და მჟავე კიტრი უფრო მოგვწონს და გვჭირდება ქართველებს, ვიდრე PayPal-ის გადახდის სისტემა და ტექნოლოგიური ავანგარდი.

Sunday, January 2, 2011

სტიაჟკა, სექსი და როკენროლი


დილა ჩვეულებისამებრ მობილურის ზარით დაიწყო, რომელზეც ეთერ კაკულიას ერთერთი სიმღერა მაქვს დაყენებული. კაკულიას ცოტაოდენი თუთუნი მოყვება, რომელიც ყოველთვის ტუმბოჩკაზე მიდევს. თუთუნს შევავხვევ, ქაღალდს გემრიელად გავლოკავ ჩემი დახორკლილი ენით და გავაბოლებ. რამდენიმე ნაფაზი და ჩახველება თორე სულ ათი წუთი მაქვს სამოცდამეშვიდე მარშუტკით ელიავაზე ჩავიდე, გახვრეტილ ბარდიურზე ჩემი ბოშის დრელი ჩავარჭო და პირველივე მანქანას ვეცე.

დღეს უამრავი საქმე მაქვს. სტიაჟკა მაჩაბელზე, პალიროვკა გლდანის მეოთხეში და შპაკლი იქვე გლდანში. მაგრამ მგონი დღეს გლდანს გავაცდენ _ ეშმაკობის განწყობაზე ვარ. კიდევ პარლამენტის რამდენიმე ოთახი მაქვს შესაღები. უცნაურია მაგრამ პარლამენტის და ბორდელის კედლები ერთნაირი საღებავით იკრასკება.

დღეს ბაზრობაზე ახალი დრელების პარტია ჩამოვიდა. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია მინდა ჩემი დრელის გამოცვლა. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩემი ძველი არ მიყვარს, მაგრამ ახლები გაცილებით კარგად გამოიყურება.

(ფოტო: სადაც გამყიდველი გურამი, დახლზე ალაგებს ახალთახალ დრელებს)


უამრავი კარგი დრელი არსებობს მაგრამ ბოშის დრელი სულ სხვაა.
(ფოტო: დრელის ტარი ახლო ხედით. ბოშის ლოგო და თითები)


შევამჩნიე რომ ახალ დრელებს სვერლოების ჩასამაგრებელზე ნარიჯისფერი ზოლი დაყვება.
(ფოტო: სვერლოების ჩასამაგრებელი, რომელსაც ნარინჯისფერი ზოლი დაყვება)


მაგრამ ყველაზე მეტად, ახალი დრელების წითელი შესაერთებელი მომეწონა.
(ფოტო: წითელი შესაერთებელი)


მესიჯი მომივიდა "ჩავასხით". ახალ სამსახურში დამხმარეებიც მყავს. საბურთალოზე პოლიმეტალიური სტიაჟკა ჩავასხით. ძალიან მომწონს ახალი სამსახური. ყველაფერი თანამედროვეა და ახალი. შპალერის კრახმალსაც კი დრელით აღარ ვურევთ _ სპეციალური მიქსერი გვაქვს. ყველაფერი თითქმის ავტომატურია მაგრამ სტიაჟკას მაინც ხელით ვასხამთ _ ეს ერთადერთია რასაც ბოშის დრელიც კი ვერ უშველის. ამიტომაც საქმე ყოველთვის ბლომად არის _ გალვანიზირებული პროფნასტილების სტრატეგიული მონტაჟის პრეზენტაცია, უნიტაზების ელექტროფიცირება, სტიაჟკა 2011 დღეების ორგანიზება და სხვა.

ახალ სამსახურში თავს ისე ვგრძნობ როგორც ელიავაზე. უბრალოდ დღიდან მისვლისა ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა _ ქუჩაში რომ მივდივარ ასე მგონია რომ გვერდით, რაზვადნოი კლუჩით ხელში, უზარმაზარი მისტერ მუსკული დამყვება.

უკვე 7 საათია. მალე თრეინინგზე უნდა მივიდე. ეს სვარჩიკობის მასტერკლასები არვიცი რატომღა ავიკიდე. ამ კვირაში დავალებული მქონდა ერთმანეთზე, სტუპიცის პაჩებნიკი და პადმატორნი ტულკები მიმესვარკა.

ლექცია დაიწყო. თეორიული შედუღების ნაწილში, ოსტატმა სტილიც დამიდგინა _ თურმე "ადგილზე დამდუღებელი" ვყოფილვარ. მთლად კარგად ჯერ არ მესმის ეს რას ნიშნავს მაგრამ იმედია რომ მალე გავიგებ.


სახლში მისულმა თუთუნი შევახვიე და ჩემი დახორკლილი ენით გავლოკე. ჩემს საწოლზე მისტერ მუსკულს ძინავს უდრტვინველად. საინტერესოა "ია ია ია ია ჩემი კაკულია"-ზე რატომ არცერთს არ გვეღვიძება.


თუთუნის გვერდით მობილური ინთება - "გაშრა".

Saturday, January 1, 2011

სპამი ანუ ყანწი, დოქი, თუნგი და "ყველაზე განსხვავებულები"

ის არა, პირველი ქართული "უჟასი" რომ იყო _ უარესი!

(მთელი ტექსტი იკითხება ზემო იმერული აქცენტით. თუ ვერ ფლობთ შესაბამის უნარს, გთხოვთ შეიძინოთ "იმერული კილო დამწყებთათვის").

"ჰა, მორჩა? დადგა ახალი წელი? რავალი ბათქაბუთქი იყო წუხელ? გაქონდა ზიპინ-ზიპინი? გაატანეთ ყველაფერი ცუდი წინა წელს? ახალს დაავლეთ უკვე ყველაფერი კარგი მოგიტანოთ? რავაო, მოგიტან ხვავს და ბარაქასო?

წამოწექი ახლა მაშინ და მეიფხანე ღიპი."


რაღა დაგიმალოთ და არ ვიცი, რომელი "მარშუტკის მძღოლი" ძველი წელი კი არის, ან რომელი DHL-ის ფოსტა ახალი, რომ ერთს რამე გავატანო და მეორეს ჩამოვატანინო მაგრამ, წელს დავფიქრდი რა უსამართლობაა: რამაც "გაგისხა" შეტენი ძველს და უფრო მეტად კი არ მოინდომებ, კურდღლის და მომავალი წლის იმედათ განაგრძობ ცხოვრებას.


...მაგრამ ამჯერად სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა (სათაურს დავიმოწმებ). მას შემდეგ რაც თეთრი ღვინით და უამრავი საჭმელით გახეთქვამდე გაბერილმა კუჭმა, მთელი ღამე (თუ დღე) იმუშავა და როგორც იქნა პირწმინდათ მოინელა ყველაფერი _ გამომეღვიძა!


(სხვა ნაწერებში მრავალდ აღწერილი ნაბახუსევის გამო ეს ადგილი მონტაჟს შეეწირა).





გარეთ ქარი და "ნაკონცერტალი" თბილისი, მობილურში კი სავსე ინბოქსი დამხვდა.


ერთერთ მეგობარს თავი განსაკუთრებით გამოეჩინა, ზედიზედ მოწერილი ორი მესიჯით და კითხვაც სწორედ იქედან დავიწყე:

- ზუკა, გილოცავ ახალ წელს ბლა ბლა ბლა ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ

და იქვე მეორე

- ყველას გილოცავთ ახალ წელს ბლა ბლა ბლა და ხომ იცით რომ ძალიან მიყვარხართ.



"ზუკა არ ვიცი ვინარის მაგრამ შენც გილოცავთქო და ბლა ბლა ბლა-მეთქი" - ნაბახუსევის პირობაზე საკმაოდ გამართულად მივწერე პასუხი.

- დებილო, მეორეც ხო მოგივიდა, პირველი მარტო ზუკას ეკუთვნოდაო - და უცებ მივხვდი რომ ზუკასგან განსხვავებით "მასოვკაში" მოვხვდი.


კეთილო ხალხო, ყველამ კარგად ვიცით რომ "ფუონბუქი" ნომრებს ინახავს, ისიც ვიცით რომ სამ ლარად ნაყიდი ერთი ტონა SMS-ი არავის გენანებათ და "ოტპრავიწ ვსემ" ფუნქციაც არაა მთლად უცხო, ხოდა თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ახალი წელი ყველას მიულოცოთ, "გილოცავთ"-ს იქნებ ეს "თ" ჩამოაშოროთ _ ასე ხომ თქვენი საახალწლო ბლა ბლა ბლა გაცილებით ექსკლუზიურად გამოიყურება.


P.S. სხვა საახაწლო ბლაბლაბლებს შორის იყო ერთი SMS, რომელიც მოვიდა ნომრიდან BALI. არადა სანამ თებერვლიდან ნომრების გადატანა და "ვისი ვისაშია ვერ ვარჩევ" დაწყებულა, მე ჯერ კიდევ არ ვარ ბალი _ გული მიგრძნობს მაგთის რომელიმე თანამშრომელს "კარგი" ახალი წელი გაუთენდა (ჯოხი ვახსენე და ძაღლი ხეში დავიკავო?).