თავიდან იწყებ ტირილს
პრინციპში მერე უფრო.
შემდეგ ამოგდის კბილი
და ამ სცენაშიც ტირი...
შემდეგ წამი და ბაღი
და ოდნავ მეტ ხანს სკოლა
ცხოვრება მშვიდი, ლაღი...
სახლში თევზების ყოლა.
შემდეგ შენ იწყებ გაზრდას
(აქ უნდა შევკრათ კვანძი)
შენ გიყვარდება გოგო
მაგრამ გოგოა ბანძი
იწყებ ლექსების წერას
და გჯერა მაგრად რომ წერ
ვერ ეგუები "ვერას"
და მალე "პლანსაც" მოწევ...
მერე იპოვი იმას
შეგიყვარდება მართლა
ლექსებს მიუძღვნი წვიმას
ოღონდაც მასთან არ თქვა
ასე გაივლის წლები
ბოლო ერთი წლის გარდა
შორს ისმის ოფენბახი
ფარდა!
...
- ეს არის შენი ცხოვრება,
ზეცაში რაც დაიწერა
- ნეტავი როგორ ვიცხოვრე,
გამომივიდა?
- ისე რა!..
:)))))))))) kargia ! "R"
ReplyDeleteბოლო ერთი წლის გარდა...
ReplyDeleteდა ბოლო ერთი წელი?
სათაური მომეწონა ძალიან :)
ბოლო ერთი წელი ვაი რომ ვერ გაივლის .... :)
ReplyDeleteვერ მივხვდი რატომ, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაივლის... :)
ReplyDeleteზოგადსაკაცობრიო სიბრძნე,მაგრამ მე მაინცდამაინც რომ არ მჯერა ეგაა...
ReplyDeleteსიტყვამ მოიტანა, სულ ეგაა :)
კარგი ჩემო ლელიაანთ ქალო :) დაე იყოს ასე...
ReplyDeletevnaxe :) shen shekvarebuli kofilxar :)
ReplyDeleteნუ, მოკლედ, საიდან ამდენი მუზაააა, სააააიიიიდაააან?! ?! ?! :)))) ყოჩაღ! :)
ReplyDeleteზოგადსაკაცობრიო სიბრძნე,მაგრამ მე მაინცდამაინც რომ არ მჯერა ეგაა...
ReplyDeleteსიტყვამ მოიტანა, სულ ეგაა :)