არ მინდა ცოლი
არ მინდა შვილი
არ მინდა კვერცხის ცილა
არ მინდა წიფლის ხმელი ფიცარი
ან მოწყენილი დილა.
არ მინდა გაზზე ლობიო ქვაბში
ლობიო მინდა ქოთნის
არ მინდა მჭადი ემალის ტაფით _
კეცზე, ნეკრჩხლის ფოთლით.
არ მინდა სექსი. მართლა არ მინდა,
არა, უბრალოდ ახლა...
გასვლაც არ მინდა შენი კარმიდან
არც მუშაობით დაღლა
არ მინდა დავთვრე არყით და ლუდით
არც შოპენით და ვერდით
და ერთადერთი ახლა რაც მინდა
ჩუმად მოგიწვე გვერდით
Thursday, June 30, 2011
8xx to 5xx
...არ მახსოვს სად და როგორ, შევნიშნე რომ წვიმის ქვეშ ცეკვავდა გოგო
© სახე
არ ვიცი ვის, სად, როდის და რანაირად, მაგრამ, საინტერესოა, ეს ბრწყინვალე გაელვება რომელიმე კონკრეტული ადამიანის გონებაში მოხდა თუ ცალკეული დეპარტამენტისა თუ სამინისტროს რამდენიმეკვირიანი ბრეინშტორმინგის ნაყოფია.
მე ვფიქრობ, რომ აქ ინდივიდუალური ოსტატობის კვალი შეინიშნება. ჩემს წარმოსახვაში ეს ადამიანი საზღვარგარეთ არაერთგზის ნასწავლი, ჰალსტუხიანი, პიჯაკზე საქართველოს დროშიანი და მობილურის და კომპიუტერის დესკტოპზე საქართველოს გერბიანი ტიპია, რომელიც თავის თავს კრეატიულ პერსონად ასაღებს სახელისუფლებო წრეებში და ვინაიდან ზემოხსენებულ წრეებს (თუ წრეწირებს) არც ისე ბევრი გაეგებათ რა კრეატიულობისა, აღფრთოვანებულები შეეგებნენ მოცმულ ინიციატივას და ჩათვალეს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროატლანტიკურ ალიანსს.
როოგრც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მობილურზე დასარეკად ინდექსი "8" ჩაანაცვლა ინდექსმა 5-მა.
ალბათ ყველას შეგექმნათ პრობლემა და დისკომფორტი დარეკვასთან დაკავშირებით. პრაქტიკული გზები (თუ ქეისები) შემდეგია:
- კარგი ნერვებისა და ცოტა კონტაქტის პატრონებმა, ხელით ჩამოუარეთ ყოველ კონტაქტს და შეცვალეთ თითეული ნომერი
- ზარმაცებმა შეცვალეთ ყოველი ნომერი მაშინ როდესაც დარეკვა მოგესურვებათ
- ბევრი ფულის ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების შემთხვევაში, იხილეთ ბმული (ფასი 5 ლარი) რის შედეგადაც მიიღებთ ბმულს პროგრამაზე, რომელიც ზემოხსენებულ პუნქტს შეასრულებს (ოღონდ აიფონზე და კიდევ სადღაც არ მუშაობსო :) )
- თუ შეგიძლიათ მობილში ჩამოწეროთ ჯავა პროგრამები იხილეთ ბმულები:
- სინგულარი
- უცნობი პროგრამისტის პოსტი - თუ თქვენ არ გაქვთ ფანრიანი ნოკია (ან ნებისმიერი უძველესთაგანი ტელეფონი) იხელმძღვანელეთ შემდეგი (ჩემეული) ინსტრუქციით:
- დააყენეთ კომპიუტერში მობილურის სამართავი პროგრამა
- გააკეთეთ სინქრონიზაცია მობილურის კომპიუტერთან (ანუ მობილურიდან ყველა კონტაქტს გადაიტანს კომპიუტერში, მოცემულ პროგრამაში)
- კონტაქტების სამართავ მოდულში ნახეთ file>export და დააექსპორტეთ კონტაქტები CSV ფორმატში (თუ არ გააჩნია მოცემული გაფართოების ექსპორტი, ეცადეთ იყოს რაიმე სხვა, ოღონდ ტექსტური ფაილი)
- გახსენით მოცემული ფაილი რომელიმე ტექსტური ედიტორით, რომელსაც გააჩნია Finde & Replace ფუნქციები (მე გამოვიყენე Emeditor-ი)
- ურბალოდ 8-ანი რომ ჩაანაცვლოთ 5-იანით ეს საქმეს ნამდვილად ვერ უშველის, რადგან გარდა ინდექსისა, ციფრი რვიანი ხომ თავად ნომრებშიც არის. ამიტომაც პირველი რვიანის გამოსაყოფად, დაძებნეთ ბრჭყალი და რვიანი ("8) (მოკლედ ნომრის წინ იქნება ან დაშორება, ან ტაბი და შესაბამისად მონიშნეთ რვიანთან ერთად) და ჩაანაცვლეთ Find/Replace ფუნქციით.
- შეაიმპორტეთ ისევ პროგრამაში
- სასურველია ქალაქის ნომრები (რომლებიც სავარაუდოდ ბერვი არ იქნება) პროგრამაშივე ჩაასწოროთ და 8322 ჩაუმატოთ წინ ექსვნიშნა ძველ ნომრებს.
- და ახლა უკვე პროგრამიდან გადაწერეთ ნომრები კვლავ მობილისკენ
აი, ასე მეგობრებო. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მაღთალია არ იცვლება, მაგრამ ინდექსის შეცვლით კი მატულობს გემოგლობინის დონე, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და მრავალი სხვა.
ასეც რომ არ იყოს, ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ, ჩემდა უნებურად უცნაური დალოცვა აღმომხდა _ მახათი არ მოგკლებოდეს!
P.S. კარგი იქნებოდა მსგავსი პროგრამა ცვლილების ინიციატორებს შეექმნათ და არა კერძო პირებს თუ კომპანიებს, ენთუზიაზმის და კომერციული მოგების ხარჯზე.
P.S. კარგი იქნებოდა მსგავსი პროგრამა ცვლილების ინიციატორებს შეექმნათ და არა კერძო პირებს თუ კომპანიებს, ენთუზიაზმის და კომერციული მოგების ხარჯზე.
Sunday, June 26, 2011
***
თუ თვლი რომ არაფერი გამოგდის, შეეცადე იყო უბედური
Saturday, June 25, 2011
პისუარი
წყარო: http://kalmasoba.com
დასაწყისში, მცირე აღსარება უნდა ჩაგაბაროთ (ისე რა მოსახერხებელია ბლოგი _"აღსარება - ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად...").
აღმოვაჩინე, რომ საკმარისია რომელიმე საიტისთვის, კონკურსისთვის ან სულაც საიტისთვის რომელზეც კონკურსი იმართება დავაპირო რაიმეს დაწერა, რომ მაშინვე ვიბოჭები.
დაკვირვებიხართ, იდიომური გამოთმქებისა და შეკითხვების აბსოლუტური უმრავლესობა, რომ უტოპიურია (განგებ არ გამოვიყენე სიტყვა "იდიოტური", რადგან ის ერითმებოდა "იდიომურს" - ავტორის შენიშვნა)?
ასე მაგალითად:
- უი, მოხვედი? (არა, ეს ჩემი ჰოლოგრამაა საყვარელო)
- გძინავს? (კი და შესაბამისად გიპასუხებ კიდეც)
- არ წასულხარ? (ჰოლოგრამაა-მეთქი) და ა.შ.
ნუ ეს შეკითხვები მაგრამ გამოთქმებშიც ვერ ვიტყვი რომ წინაპრების სიბრძნეა დაგროვილი. მაგალითად: "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში". თითქოს მეუბნები, გაშინაურდი, "გაიჩუსტეო", მაგრამ სინამდვილეში კი მახსენებ, რომ შენთან ვარ სტუმრად.
მოკლედ აღსარების პირობაზე, რაღაც ზედმეტად მხატვრული გამომდის და ამიტომ მარტივად ვიტყვი: ჩემს ბლოგზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ... ბლოგზე (შეგიძლიათ დაამკვიდროთ, როგორც იდიომა).
მართალია სტუმრიანობა აქაც ცვლის ყველაფერს. სიტყვაზე ადრე შემეძლო დამეწერა: "დეე, მე ორიდ დღით ქალაქიდან გავდივარ. ზეგ ჩამოვალ და გეხვეწები, შენ რომ იცი ისე _ მოხარშული და მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო დამახვედრე. არ მოიწყინო :) ". შედეგად კი ორდღიანი ვუაიაჟიდან დაბრუნებულს, სახლში უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტო მხვდებოდა. ახლა კი იგივე რო დავწერო, ბლოგის რომელიმე ვიზიტორი, კომენტარებში თამამად მეტვყსი, რომ "ეს პოსტი სრული სირობაა!!!" (ვიზიტორო _ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტოა გემრიელი!)
რა კარგია, რომ პოსტებს სათაური აქვს. ახლა რომ არ მენახა ვერაფრით გავიხსენებდი რისი თქმა მსურდა.
დღეს ორჯერ მომიწია საჯარო ტუალეტით სარგებლობა (შესდექ! გთხოვ ნუ გახვალ ბლოგიდან _ დეტალებს არ მოვყვები). ბიჭებმა ხო ვყელაფერი იცით და აი გოგოებს მინდა ცალი თვალით შევახედო იქ.
გოგოებო იცით როგორია კაცების ტუალეტი? ხო, თითქმის ისეთი როგორც თქვენთან. კი, უნიტაზებით. არა, ხო, ეგეც არის _ ბიჭები წყვილ-წყვილად არ შევდივართ და ერთმანეთის ჩანთებს არ ვიჭერთ. უბრალოდ ჩვენთან_ბიჭებთან პისუარებიც არის, თქვენთან კი არა (ისე, გიფიქრიათ იმაზე, რომ მშენებლები ტუალეტებს გენდერული პრინციპით აპროექტებენ?).
კიდევ, განსხვავება ის არის, რომ თქვენთან პლასტმასები სუფთად არის უნიტაზზე დაფენილი. აი, ჩვენთან კი შეგრძნება გრჩება, რომ ტუალეტში რემბო იბრძოდა _ უბრალოდ მსხვილკალიბრიანი ტყვიების ნაცვლად, ყველაფერი შარდის წვეთებით არის დაცხრილული.
დღევანდელმა "სველი" წერტილების მრავალფეროვნებამ ერთი ისტორია მომაგონა:
გერმიანიაში (კერძოდ ჰანოვერში) გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომიწია სტუმრობა. პატარა, წყნარი და დასუფთავებული ქალაქი, სადაც ქვეითები შუქნიშნებთან ერთმანეთის უკან, მწყობრად დგომით იცავდნენ რიგს, რამდენიმე დღეში სრულ საგიჟეთად იქცა.
საქმე იმში გახლდათ, რომ ქალაქში იტალიის ეროვნულ ნაკრები მართავდა შეხვედრას (ოღონდ არ მკითხოთ ახლა ვის ხვდებოდაო _ მაინც არ მახსოვს).
ორ-სამ დღეში, საკუთარ სახლშითქო ვერა მაგრამ, როგორც საკუთარ ქვეყანაში ნამდვილად ვგრძნობდი თავს: შუქნიშნები ყველას მაგრად ეკიდა, კილომეტრიდან ხმამაღალი შეძახილები და მთვრალი ტიპების ხიპიში ქუჩებშიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა (გული უნდა დაგწყვიტოთ და დისკოტეკაზე მოცეკვავე 2 გოგო, რომელსაც 7 შავებში ჩაცმული და წვერებიანი "კაი ტიპი" ყარაულობდა, მაინც არ მინახავს).
ამ ყველაფერმა უფრო გამახარა ვიდრე გამაოცა, მაგრამ კულტურული შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ტუალეტში შესულს მშობლიური სურნელი შემომეგება. არ ვიცი ჩემს პატივსაცემად მოაწყვეს გერმანელებმა ეს არაჩვეულებრივი პერფომანსი, თუ იქ ჩამოსული იტალიელების წყალობით მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია _ იქაურობა "ქართულ" ტუალეტს ერთი-ერთზე დაემსგავსა.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არც ხელოვნება, არც სამზარეულო, არც ენა ისე ზუსტად არ ასახავს ერის შინაგან კულტურას როგორც ტუალეტი. დიახ, სწორედ ტუალეტი არის ის ინტიმური ადგილი სადაც ნებისმიერი ერი თავის კულტურულ ანაბეჭდს ტოვებს. ეგ არის რომ, ზოგიერთი კართოთეკაში შესანახად, არც თუ ისა სასიამოვნოდ ყარს.
მოწესრიგებულმა გერმანელებმა კი, ჩემი აზრით, გენიალური გამოსავალი იპოვეს და ტუალეტში ნამდვილი კრეატივის ზეიმი მოაწყვეტს _ პისუარებში ჩადგმული იყო პლასტმასის საფეხბურთო კარი, რომელზეც პლასტმასისვე ბურთი იყო ჩამოკიდებული. საჭირო იყო ზუსტად დაგემიზნებია რომ კარებში შეგეგდო.
- ფუ შენი, ვერ შევაგდე - ჩავილაპარაკე ნასვამა და "ზმეიკა" შევიკარი _ აბა, რა ჩემი ბრალი არის რომ ფეხბურთი ბავშვობიდან არ მიყვარს?
აგურის შვიდიანი
წყარო: http://kalmasoba.com
[ეს მოთხრობა (ნებას თუ დამრთავთ, ასე რომ ვუწოდო) ალბათ ჟანრს მკითხველის ასაკიდან გამომდინარე შეიცვლის. უფროსი თაობისთვის რაღაც ტრაგედიის მაგვარი უნდა იყოს. მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის, ალბათ ისეთივე ფანტასტიკა იქნება, როგორც ჩემთვის ერთ დროს მფრინავმანქანებიანი ფილმები იყო ტიტრით _ "2010 წელი". ჩემი თაობის სახელით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგარამ პირადად ჩემთვის კი ერთი ჩვეულებრივი "ჟიზნენი" ისტორიაა, რომელიც სახეზე ტკბილი მოგონებებისთვის ჩვეულ ღიმილს მგვრის ხოლმე.]
***
სამტრედიის ნომერი პირველი საშუალო სკოლა ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერ რაიონის საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა უნდა ყოფილიყო _ დამკსდარი კედლებით, ბალახამოხეთქილი ასფალტით დაფარული ეზოთი, რამდენიმე მიტოვებული, ოდესღაც მშენებარე შენობითურთ.
არეულობისა და "მხედრიონის" დროს კი არდადეგებზე ბავშვების მიერ საგულდაგულოდ და სათითაოდ ჩამსხვრეული ფანჯრის მინებიც ემატებოდა.
სამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მეექვსე ბ კლასიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ომების, უშუქობის, პურის რიგების და მილიონკუპონიანი პურის მნახველი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი უნდა ყოფილიყო.
სკოლის უკანა ეზოში, მგონი, სკოლაზე უფრო ძველი შენობა, უფრო სწორად კი შენობის ნანგრევები, როგორც ბავშვები ვეძახდით, "კაჩიგარია" იყო განთავსებული.
"კაჩიგარია" ბეტონის ნანგრევებისგან აშენებული ნამდვილი სამოთხე იყო. უზარმაზარი თუჯის ღუმელი, რომლითაც ერთ დროს სკოლის შენობა თბებოდა, საუკეთესო ადგილი იყო მასწავლებლებისგან დასამალად, ქალაქში ახლადგამოჩენილი მენთოლიანი სიგარეტის ხველებ-ხველებით გასასინჯად და წესით "ბულკების" საყიდლად მშობლების მოცემული ფულით სკოლის წინ "ბუტკაში" ნაყიდი, მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური არაყით დასათრობად.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის კედლებმა, სასწავლო ნაწილის შვილი (რომელიც, სხვათა შორის, სხვა, წესით უფრო "პრესტიჟული" სკოლიდან გამოაგდეს) შეიკედლა.
სკოლის დირექცია ისედაც სისხლს გვიშრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით აუტანელი გახდა. კაჩიგარიამ მოსვენება დაკარგა _ თურმე ერთი ცოდვილიც კი საკმარისია, სამოთხე რომ ჯოჯოხეთად იქცეს. ეს ჩვენი სასწავლო ნაწილის შვილიც ჩვენდა ბედად "მაგარი" გამოდგა - ოღონდ გაკვეთილს არ დასწრებოდა და მზად იყო მთელი სკოლა უკანმოუხედავად გადაეწვა (ისე, კაცმა რო თქვას, მშობლისგან გამოყოლილი შიზოფრენიული ფსიქიკაც უწყობდა ხელს საამისოდ) . კლასი უმკაცრეს კონტროლზე აგვიყვანეს!
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კაჩიგარიის უშველებელი რკინის კარი საშვილთაშვილოდ მიადუღეს კედელს. შესვენებაზე გამოსულები ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ გვართმევდნენ გატურტყნულ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები სკოლაში_ აუტანელი მერხების ჯუნგლებში _ ნაპოვნ ერთადერთ ოაზისს _ "კაჩიგარიას".
ჩვენი თაობისთვის გათხრილი სანგრები, პრეზიდენტების დროებითი (თუ არც ისე) თავშესაფარი ბუნკერები, სახელდახელოდ მოწყობილი შტაბები უცხო არ იყო. ეს სიტყვაც _ "შტაბი" _ ჩვენს ცნობიერებაში, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო _ სივრცე სადაც მტრისგან დაცული ვიქნებოდით. ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაშიც კი თავს შევაფარებდით და საბრძოლო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მივიღებდით. ასეთი თამაშიც კი გვქონდა _ "შტაბობანა". უბანი რა უბანი იქნებოდა და ბავშვი რა ბავშვი იყო, საკუთარი შტაბი ერთხელ მაინც რომ არ ქონოდა მოწყობილი: საიდუმლო სამალავით, ჩამოსაჯდომებით და კარტის სათამაშო მაგიდით.
გარდატეხის ასაკში მყოფი, ყველაფერის მიმართ აჯანღებული, აკაესის ტყვიებითა და "ტურბოს" ნაკლეიკებით ჯიბეებგამოტენილი "მებრძოლები" შტაბის გარეშე დავრჩით. სასწრაფოდ ახალი თავშესაფარი იყო საჭირო. სწორედ ამ დროს ბიჭებს მხსნელად პეტრე (როგორც ჩვენ ვეძახდით _ პეტრუშკა) მოევლინა.
ქერა თმები, კურდღელივით წინგამოწეული კბილები, თითქმის შეუმჩნეველი სიელმე და ნათლად შესამჩნევი სულელური მზერა, პეტრუშკას ყველასგან განსხვავებულს ხდიდა.
პეტრუშკას ბებია სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ასე ჩავარდა ჩვენს ხელთ გასაღები, რომელმაც ყველა ოცნების კარი გაგვიღო. უფროსწორად კი აგვიღო. მიგდებული "კაჩიგარია" სკოლის სხვენმა ჩაანაცვლა, სადაც ერთ-ერთი ჩაბნელებული დერეფნის ბოლოს, რკინის მორყეული კიბით ვძვრებოდით.
პეტრე სხვენზე სამ შემთხვევაში ადიოდა: კლასელებთან ერთად _ სიგარეტის მოსაწევად და დასალევად; ირაკლისთან და რამაზისთან ერთად _ ფულზე სეკის სათამაშოდ და მარტო.
***
პეტრუშკა ერთ-ერთი იყო ვინც ჩვენს სკლასში, პორნო კარტი გააძრო. მთლიან კოლოდაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ეგ კი არა, ყვავის ტუზზე (რომელზეც ზანგის, თავზე უზარმაზარვარცხნილობიან და ძუძუებიან ქალს, ორი თეთრკანიანი ვერძილა ჟიმავდა) და გულის ვალეტზეც (სადაც ორი გოგო ერთმანეთს პირში ენას უტრიალებდა და ფეხებშუა ეფერებოდა) კი ნამდვილი ტაციაობა იყო. პირადად მე, ორი კვირა მომიწია ლოდინი, რათა ერთი დღე მენათხოვრა და ტანზემიკრულ, სველმაისურიან ორ უცხოელ გოგონასთან განვმარტოებულიყავი საკუთარ აბაზანაში.
თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. პეტრუშკას კიდე ჰქონდა ერთი "ვიზუალი" _ კარტი რომელსაც, არასოდეს არავის თხოვნიდა. ეს იყო შავი იატაკიდან ოდნავ აცდენილ ხასხასა წითელი სპორტული მანქანის კაპოტზე ფეხებგადაშლილი, ოქროსფერკანიანი საოცრება, რომლის სხეულზეც მორგებული ერთადერთი აქსესუარი _ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი _ სწორედ ის ათვლის წერტილი იყო, რომლიდანაც შენი სისხლის ამღვრევა იწყებოდა. საოცრად დახვეწილი სხეულის ნარუჯი კანის ფერი ისე ჰარმონიულად და მადისაღმძვრელად ერწყმოდა ქაღალდის კუთხეებში დატანილ წითელი რომბის ფიგურებს, სურვლი გიჩნდებოდა, ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული შოკოლადისა და ვანილის შერეული ნაყინის მსგავსად ხელში აგეღო და ერთიანად აგელოკა.
გაკვეთილების შემდეგ პეტრე ფრთხილად გახსნიდა ჭერზე ასასვლელ ბოქლომს, მტვერის ფაფუკი ხალიჩით დაფენილ ფიცრებს ფეხაკრებით გაივლიდა და სწორედ იმ ადგილას, სადაც შიფერებს შორის გაჩენილი ნაპრალიდან ჩამავალი მზის სხივი ლაზერივით კვეთდა ტვრის ნაცმეცებით აელვარებულ ჰაერს, ჩამოჯდებოდა.მშიერ კუჭზე ჭიქა არაყს გადაკრავდა და ცხვირსახოცში საგულდაგულოდ შენახულ სიგარეტს გააბოლებდა. რიტუალის გასაგრძელებლად მარცხენა ხელში თავის ოცნებას _ აგურის შვიდიანს დაიჭერდა, მარჯვენაში კი _ მოვარდნილი სისხლის ნაკადით გაგიჟებულ იმედს მოიმარჯვებდა და თვალდახუჭული, რაც შეიძლება ნაზად, დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალთან, რომელსაც ოდესმე შეხებოდა, სიყვარულის ზღვაში იძირებოდა.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღს ყველაფერი ერთად არ მოინდომა _ დასპირტული არყით გაჟღენთილმა, მზის სხივებს მიფენილი შვიდიანი აგურით ხელში ისე გაათავა, რომ ვერც კი გაიგო, როგორ დაუვარდა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მტვრითა და გამხმარი ფოთლებით დაფარულ იატაკზე.
სკოლის ერთი ნახევარი მთლიანად დაიწვა. შენობის მეორე ფრთა მეხანძრეემა ძლივს გადაარჩინეს. სხვათა შორის, თვითონ, კარტისაგან განსხვავებით, ალალბედზე გადაურჩა დაწვას.
ამ ამბის მერე პეტრე კლასელებს აღარ გვინახავს. ამბობდნენ, რომ ოჯახმა სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლადო.
***
საშინელი ამინდი იყო. თოვლ-ჭყაპში გაყინულს ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი. გათბობა ჩავრთე, ცხელი ჩაი დავისხი. თავი რომ მარტო არ მეგრძნო, ტელევიზორი ჩავრთე, საწოლზე მივეგდე და მთლიანად მოვეშვი. ნახევრად მიძინებულმა უცებ თვალები დავქაჩე , სიუჟეტის ავტორი რაღაცისა და რაღაცის მინისტრის მოადგილისგან იღებდა ინტერვიუს. ქუთოთოები კარგად მოვიფშვნიტე და უზარმაზარი თანამდებობის თავზე ნაცნობი სახელი _ პეტრე ამოვიკითხე.
ფართო კაბინეტს ძვირფასი ხისგან დამზადებული სამუშაო მაგიდა ამშვენებდა. ტყავის სავარძლიდან მოშორებით, კედელთან ატუზული ევროკავშირისა და საქართველოს დროშები იდგნენ. სამუშაო მაგიდასთან ძვირფას პიჯაკში გამოწყობილი ოფიციალური პირი რომელიღაც რეფორმის არნახულ წარმატებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ აზრს გამოთქვამდა.
თითქმის ცარიელ მაგიდას, რამდენიმე ფურცელი, ძვირფასი კალამი და თხუთმეტდიუმიანი ულტრათანამედროვე ნოუთბუქი აფორმებდა.
კადრი გაშეშდა. ოპერატორისგან დაუკითხავად ზუმი ნოუთბუქზე გავაკეთე და კამერა ნელი მოძრაობით მაგიდას მეორე მხრიდან შემოვატარე. ფოლდერებითა და სხვადასხვა ფაილებით აჭრელებულ ეკრანს, ლამაზი ვოლფეიფერი _ აგურის შვიდიანი ამშვენებდა.
Friday, June 24, 2011
უმადურები
ნაგავი იზომება ვატებში
© ნანა ზარდიაშვილი
- ნახე როგორ ადრე გვიან
- უფრო სწორად გვიან გვიან
© ტარიელ ჭანტურია
© ნანა ზარდიაშვილი
- ნახე როგორ ადრე გვიან
- უფრო სწორად გვიან გვიან
© ტარიელ ჭანტურია
კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ ქართველები ვართ უმადურები. მგონია, ჩვენი სიხარბე ამ დალოცვილი, კურთხეული, მადლიანი (კიდევ რა ეპითეტებით ვამკობთ?) მიწის ბრალია.
ყველაფერი ოხრად და თავზე საყრელად მოგვცა დედაბუნებამ. მოგვცა და ქართველ კაცსაც მეტი რა დარჩენოდა, ცალ ხელში ხმალი ეჭირა და მეორეში _ ყანწი (უკაცრავად, ეგ ქართლის დედას _ მამას ორივეში ყანწი!).
ერთი ბრძენი კაცის ნათქვამის არ იყოს _ ყურძენი 50 თეთრი, მანდარინი 40 და წყალი უფასოდ. მაგრამ მოიცა _ რა წყალი უფასოდ? წყალი კი არა ნაგავიც კი ფასიანია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი და თავის სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება (256მბ) აუცილებლად შემოუნახავს შთამომავლობას იდიომურ გამოთქმას _ ამ დალოცვილ ქვეყანაში, ნაგავიც კი ფასიანიაო.
ისე, რაღა დაგიმალოთ და, მეც მიმაჩნია, რომ დასუფთავების გადასახდელის ერთ სულზე დაწესება არ იყო მთლად სწორი _ მოგეხსენებათ და სულები გარემოს არ აბინძურებენ!
მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რატომ ძვირდება ნაგავის გატანა. არავის არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს ფული ისევ ჩვენ მოგვხმარდება? თანაც სუფთად, კოპწიად და კოხტად ვიქნებით მიწიკწიკებულები. ზოგიერთ პელენწუკა მეზობელს ხომ არ დავემსგავსებით მართლაც და მართლაც. მე იმაშიც კი ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ნაგავი ყველაზე ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და კარბონეიტრალურია მთელს ევროპაში და ნუ ახლა, ბუნებრივია, ამიერკავკასიაში მითუმეტეს. როგორც ერთი ბრძენი ხელმწიფე იტყოდა _ ნაგავი ჩვენი გამარჯვებაა!
და ვინაიდან ასე მწირია Made in Georgia ადამიანის ისტორიული მეხსიერება (256მბ), მსურს შეგახსენოთ, რის გაკეთებას აპირებს მერია ამ ფულით:
- ჭკვიანი შუქნიშნები - სულელი ჩვენი თავიც გვეყოფა
- ტრამვაი - ოღონდ ყვითელი
- გუდაური - მერე პრეზიდენტი გახსნის და იტყვის, რომ სრიალი არის ჩვენი გამარჯვება
- დასამთავრებელი რიყის პარკი - მოფარებული, საზასაო ტოჩკებით
- რამდენიმე სეზონის აკვიატება - მეც მაინტერეზებს, ფასადების, შადრევნების და შუშის შენობების შემდეგ, რა იქნება 2011-ის აკვიატების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში
- წყალი - ახლა უკვე 24/7-ზე
ნუ ახლა, არის რა რეალურად საქმე. ასეც ხომ არ არის, არა?! თან ცოტა ბიჭებსაც ჭირდებათ გასვლა, გამოსვლა, მძღოლი, მივლინება (და აქ დავფიქრდი _ ჩავსვა თუ არა გამოთქმა "რამე-რუმე").
თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, გირჩევთ, დროულად დაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერის სანაგვე ყუთები _ ამბობენ, მომავალი წლიდან "Empty Recycle Bin" ფასიანი ( 100 მბ - 10 ლარი) იქნებაო.
ასე, რომ სულ ტყუილად წუწუნებთ და ამასთან ძალიან ცდებით _ ნაგავი იზომება მე-გა-ბა-ი-ტებ-ში!!
ეზო
დაკვირვებიხართ, რომ ადმიანებს სირთულეები გვიყვარს? უფრო სწორად, კი არ გვიყვარს, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი რთულად უნდა იყოს _ აბა, ასე მარტივად ხომ არ იქნება?
კარგად რომ დავფიქრდი, ადამიანებს ეს კომპლექსი სავარაუდოდ მას შემდეგ მოგვსდევს, რაც სამოთხიდან გამოგვაძევეს.
ხო და ჩვენც შესაბამისად, თუ რაიმე რთულია, წინასწარ მოვიწმენთ ჯერ არ წამოსულ ოფლს შუბლიდან, თუ არა და ჯერ გავართულებთ და შემდეგ შევეჭიდებით დასაძლევად და დასამარცხებლად.
ვფიქრობ, სწორედ ასეთ მოვლენას ვაკვირდები ბოლო რამდენიმე დღე, როდესაც პარკებში ზასაობასთან (კოცნაობა არა ყვავილოვანი კომბოსტო), არაშესაფერისად ჯდომასთან, დალევასთან და სხვა აკრძალვებთან დაკავშირებულ აურზაურს ვადევნებ თვალს.
შეიმუშავეს ჰიპოთეზები, ტელევიზიებში გამოვიდნენ ექსპერტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ექიმები, რომლებიც საუბრობენ კოცნის დადებით და დალევის უარყოფით თვისებებზე და სხვა.
შემუშავდა საგანგებო გეგმები, პრევენციული ზომები. მოეწყო სიმპოზიუმები _ იზღუდება თუ არა ადამიანის თავისუფლება. იურისტებმა განიხილეს ზასაობა საკანომდებლო ჭრილში _ სანქციის ინიციატორებმა მოიძიეს მუხლები, რომლებიც მოცემულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს საფუძვლიანს ხდის, ხოლო მოწინააღმდეგეებმა საერთაშორისო სამართალში დაიწყეს სხვადასხვა კაზუსის ქექვა.
ერიიი... სტოოპ....
დაწყნარდით, დამშვიდდით. ყველაფერი გაცილებით და გაცილებით მარტივადაა.
დააკვირდით, რის შემდეგ აფუსფუსდა ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა პარკებში უგულო ხვევნა კოცნისა და მტლაშა-მტლუშის აკრძალვის თაობაზე? დიახ, დიახ - მას შემდეგ რაც რიყის ლეგენდალური პარკი გაიხსნა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, თბილისის ყველაზე გრანდიოზული პარკი, თავისი გრანდიოზული ხიდით, გრანდიოზული ხედითა და განათებით, ყვავილების საათით, ბარათაშვილის ხიდზე ძეგლებითა და ხიდს გადაღმა მოოქროვილგუმბათიანი შენობით რატომ არის კონცენტრირებული მოცემულ ტერიტორიაზე?
მოსაფიქრებლად 5 წუთს გაძლევთ.... (საათზედახედვა)
დრო გავიდა. გთხოვთ პასუხები დაწეროთ ფურცლებზე და მაგიდაზე დამიტოვოთ.
ქვეყანა პატარაა, ის კი დიდი და ენერგიული. ყველაფერს წვდება, ვყელაფრისთვის და ყველასთვის იცლის. აბა როგორ? სხვა რისთვის არის კაცი ოჯახში?
სინამდვილეში ყველაფერი მართლაც მარტივად არის. გაცილებით მარტივად. არ უნდა ამ ადამიანს, გამჭვირვალე კვერცხისებური გუმბათიდან, ახალგაღვიძებულზე გადმოიხედოს, ან სულაც რომელიმე საპატიო სტუმარს სტაცოს ხელი იდაყვში და ძალით გადმოახედოს. იქ კი... ო, იქ კიიიი... მოზასავე, სკამზე ფეხებშემოლაგებული ან ტუჩზე ცივლუდმოყუდებული ხალხი დაინახოს. არ უნდა და მოკალით ახლა!
ოღონდ ახალა ზუსტად ვიცი, რომ ამას ძალიან ბევრი არ დაიჯერებს. ძალიან ბევრი ვერ ირწმუნებს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის _ ჩვენ ხომ სირთულეები გვიყვარს!

სოფლელები
მეგაპოლისური სნობიზმი იყო, არის და ალბათ მანამდე იქნება, სანამ კოსმოსში გაგზავნილ "პიონერ-10"-ს რომელიმე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იპოვის და "ისწავლე და ასწავლე დედამიწასთან ერთად" პროექტის ფარგლებში ათიათასამდე უცხოპლანეტელი არ გვესტუმრება.
"სოფლელი" (деревня - ზუსტად იმავე სიტყვით მოიხსენიებენ რუსები) - იდიომად დამკვიდრებული მოცემული კლიშეთი აღინიშნება ყველა ის უბედური, უბადრუკი და საწყალობელი, რომელიც გაბედავს და მკვიდრთა ამის დედაქალაქისათა საცხოვრებლად გადმობარგებას შეჰკადრებს.
რა თქმა უნდა, სხვა სივრციდან გადმოსული, გაუთლელი, გაუნათლებელი, დიალექტით გაჯერებული ტიპი არავის სიამოვნებს. დაიღალნენ ეს ქალაქელებიც _ ბოლოს და ბოლოს რამდენი უნდა აღზარდონ, გამოზარდონ, ჩააცვან-დაახურონ და გამოთალონ? ბოლოს და ბოლოს არავის არ სიამოვნებს ტიპი, რომელიც ურბანული ჟარგონის ნაცვლად სოფლურ დიალექტს, თბილისურის (უბნების მიხედვით) სანაცვლოდ, რომელიმე კუთხის კილოთი უქცევს, ხოლო ქალაქური მაგარი "ლ"-ს ნაცვლად ... (თუმცა ამ უკანასკნელზე უკვე ამომწურავად ისაუბრა ჩემმა პრეზიდეტმა და აღარ დავიხარჯები).
რეალურად რომ შევხედოთ ფაქტებს (უფროსწორად სტატისტიკას), "ჩემს შვილს დიპლომი უნდა ქონდეს და უმაღლესი განათლება მიიღოს" პრინციპით, რამდენიმე გაყიდული ძროხის ფულის სანაცვლოდ დედაქალაქს "სასწავლებლად" გამოგზავნილი ჯეელების ინტელექტი მართლაც არ არის სახარბიელო. თუმცა ასევე ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი კულტურითა და ინტელექტის მაღალი დონით ბევრი "კარენოი" თბილისელიც ვერ დაიკვეხნის.
სანამ პოსტის მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, აუცილებლად უნდა ავღნიშნო მეგაპოლისური სნობიზმის მსგავსი მოვლენა, რომელსაც მოდით პირობითად, პროვინციალური სნობიზმი ვუწოდოთ.
მსგავსად ქალაქში მოხვედრილი "არიფებისა", არც ზაფხულის არდადეგებზე სოფელში მოხვედრილ ქალაქელებს აკლდათ შეფასება "ქალაქელი პიჟონი".
როგორც ჩანს, ცოცხალი ორგანიზმის არ იყოს, ვიწრო სოციუმებიც ვერ გუობენ მათში უცხო სხეულის მოხვედრას და მსწრაფლ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.
და მაინც _ სოფლელების სნობიზმი არ გაიშვას იქით. მსგავსი მოვლენა უფრო მეგაპოლისებისთვის არის დამახასიათებელი.
სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ წუხელ (ჟარგონის ლექსიკონს როდესაც ვკითხულობდი) სურვილი გამიჩნდა არსებობდეს ქართული დიალექტის ლექსიკონი, სადაც სიტყვები თუ გამონათქვამები, სხვადასხვა კუთხის მიხედვით იქნებოდა დახარისხებული. ის რომ დიალექტი ენას ამდიდრებს, ამის მტკიცებას ნამდვილად არ შევუდგები და არც ვაჟას ციტირებას მოვყვები, ურბალოდ ვწუხვარ, რომ ამ ფაქტს სხვანაირად უყურებენ "ქალაქელები".
მე მიყვარს ქართული ენა ამ მრავალფეროვნების გამო. მე მომწონს, რომ ენაში, რომელიც მშობლიურია, რომელიც რამდენი წლისაც ხარ იმდენი ხანი გესმის, შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩინო სიტყვა, რომელიც მანამდე არ იცოდი.
დასასრულს, კიდევ უფრო რომ გავამყარო აზრი, თითქოს ეს პოსტი ჩემი პროვინციული წარმომავლობით, მრავალწლიანი მეგაპოლისური სნობიზმით და სხვა კომპლექსებით არის ინსპირირებული, მსურს რამდენიმე გამოჩენილი ჩემიანის (ანუ სოფლელის) სახელი და გვარი შევახსენო ქალაქელებს:

- ლუკა რაზიკაშვილი - ფშავი
- ედუარდ შევარდნაძე - მამათი
- გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები - ჭყვიში
- ეროსი მანჯგალაძე - ღანირი
ბოლოს და ბოლოს ზვიად ძიძიგური - გუგუნაყანევი და ნანუკა ჟორჟოლიანი - აბაშა. გავაგრძელო?
მოკლდ პოსტის მთავარი სათქმელიც ის იყო, რომ გეოგრაფია ნამდვილად არ განსაზღვრავს კულტურასა და ინტელექტს (სხვათა შორის არც გემოვნებას). ასევე უნდა ავღნიშნო, რომ მე ვამაყობ _ ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი კუთხე გვაქვს, ასეთი მრავალფეროვნება და ფოლკლორი, დიალექტი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა მხოლოდ არტგენზე და ფეისბუქზე დაყენებული პროფილების შემთხვევაში არ უნდა მოგვწონდეს, ისე კი გვაღიზიანებდეს.

მე კი ისღა დამრჩენია, გავიმართო წელში და ამაყად, კიდევ ერთხელ, გულახდილად ვთქვა: უფრო "მცხავს", ვიდრე "მცხელა".
Thursday, June 23, 2011
შოკოლადის ფილა
ვარ ბედნიერი იმით
რომ უკანასკნელ თეთრებს
ვხარჯავ ბილეთში მეტროს
წამოსულ წვიმის წვეთებს
მთელი დღის მწყურვალ თვალებს
ვუშვერ ზაფხულის წვიმას
ვყნოსავ შენი თმის სურნელს
და შოკოლადის ფილას
ვაყოლებ ფინჯან ყავას
შენი მკლავების გემოს
თითქოს გრძნობებს რომ მალავს
სისხლით რომ დაიბეროს
შენი ყოველი ძარღვი
მუქი, ნარუჯი კანით
თითებით რომ ვგრძნობ ახლა
ვარ ბედნიერი ამით
რომ უკანასკნელ თეთრებს
ვხარჯავ ბილეთში მეტროს
წამოსულ წვიმის წვეთებს
მთელი დღის მწყურვალ თვალებს
ვუშვერ ზაფხულის წვიმას
ვყნოსავ შენი თმის სურნელს
და შოკოლადის ფილას
ვაყოლებ ფინჯან ყავას
შენი მკლავების გემოს
თითქოს გრძნობებს რომ მალავს
სისხლით რომ დაიბეროს
შენი ყოველი ძარღვი
მუქი, ნარუჯი კანით
თითებით რომ ვგრძნობ ახლა
ვარ ბედნიერი ამით
Wednesday, June 22, 2011
რაინდი კაპლანდიიდან
წყარო: kalamasoba.com
თქვენი არ ვიცი და მე პირადად მთელი ბავშვობა მტანჯავდა ერთი მუქარა _ "ამ თვის ბოლოს ბოზებში უნდა წაგიყვანო".
არავინ არ დაიტრაბახოს, რომ საკუთარ თავთან არა-ერთ-ხელ განვლილი გენერალური რეპეტიციის მიუხედავად, პირველ სექსს მღელვარებისა და ნერვიულობის გარეშე შეეგება. ამ მუქარის გაგონებისას, ბუნებრივი იყო მეც ვღელავდი _ თან არც მეტი და არც ნაკლები "ბოზებში" საკუთარ ბიძასთან ერთად უნდა გამომეჩინა თავი.
რაღა თქმა უნად ბიძაჩემის ეს მუქარა მხოლოდ ხუმრობა იყო. უფრო სწორად კი გართობა. რას ვიზამთ _ ცხონებულ საბჭოთა კავშირში, რას უნდა გაეხალისებინა გული თუ არა ბავშვს. მგონი მომისმენია კიდეც _ დაოჯახდი, ბავშვი გააჩინე, გაგართობს, ოჯახს გაგიმხიარულებს... კი, როგორ არა. ბავშვზე კარგი გასართობი რა არის?
წარმოიდგინეთ სტუმრებით სავსე ოთახი. დედა გამალებით სუფრას დასტრიალებს და სულგუნის ნაჭრებით გაძეძგილი ცხელი ღომის ოხშივარით ათრობს ოთახს. მამა კი მორიგი განსხვავებულით ცდილობს იგივეს.
ამ დროს ოთახში შემოპრატუნდები შენ. არც კი იცი ეს ხალხი ვინ არის და რა უნდათ. დედამიწის ასტეროიდთან აცდენას ზეიმობენ თუ დედიკოს და მამიკოს მორიგი სექსის შემდეგ ცხრა თვეში, რომ მოევლინე ქვეყანას.
ნასვამი მამიკო აუცილებლად მოგკრავს თვალს, გული სიამაყით და სიყვარულით აევსება, ხელებს ჩაგავლებს, სკამზე შეგსვამს და ყველას გასაგონად, გამოთქმით გეტყვის _ მამიკო, აბა ანახე სტუმრებს პასპორტი!
შენ კი პატარა ხარ. სულ არ იცი წინ რო პატარა რაღაც გაქვს, ფისა-ფისას გარდა დიდი ბიძიები სხვა რამისთვისაც თუ იყენებენ, დიდ დეიდებს კი ჭკუა ეკეტებათ ამ "პატარაზე". ხო და რა პრობლემაა? არც არანაირი _ იღებ და სტუმრებს, აჩვენებს "პასპორტს", რომლითაც ზოგჯერ ტუსიკებში იფისავ.
- მამიკოც კმაყოფილი გაკოცებს, ღვინისგან აწითლებულ და გაოფლილ ლოყას ლოყაზე მოგადებს და იტყვის _ ენაცვალოს მამა, მეზრდება ვაჟკაცი.
შენ კი უკვე დიდი ხარ. შენი პაწაწუკაც კარგა მოზრდილი არის. ტანი მთლიანად გაქვს ეპილირებული. სპეციალური ბალზამი, პროჟექტორების შუქს სხეულიდან უცნაურად ირეკლავს.
- სცენა მეოთხე, დუბლი პირველი: "რაინდი კაპლანდიიდან", კამერა! _ ამბობს რეჟისორის თანამშემწე
შენ ღრმად ჩაისუნთქავ, ფეხებს კარგად მოარგებ იატაკს, ღირსებას ხელში მოიმარჯვებ, ყურში კი მამაშენის სიტყვები გესმის:
- მამიკო, აჩვენე სტუმრებს პასპორტი!
Subscribe to:
Posts (Atom)