ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი გასართობი მოვუფიქრე ჩემს თავს (ვითომ საქმე საერთოდ არ მქონდეს).
ფეისბუქის ვარიაციებზე სხვადასხვა სიუჟეტებს ვაწყობ და ჩემი ბლოგის გვერდზე ვანთავსებ (რაღაც ისე გამომივიდა _ კომბლებს რომ თლის და ჭერში ინახავს).
ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც "გრეჩიხა" მიშას, ამჯერად უკვე სოციალური ქსელის კედლიდან ემუქრება რომ "მოდის", დიდი სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში.
ეს რა თქმა უნდა კარგია, რომ არა ერთი გარემოება - ბევრმა მომხარებელმა, ფოტოს ქვემოთ განთავსებული ჩემი ხელმოწერა, ანუ ბლოგის მისამართი (მე ხომ სახელი და გვარი დიდი ხანია აღარ მაქვს _ მაქვს დომენი) წაშალა.
მინდა მოგმართოთ ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის ჩემი ბლოგი - მეგობრებო, მოდით ვიცხოვროთ მეგობრეულად, ნუ დავარღვევთ საავტორო უფლებებს, ნუ ვიქნებით უნიჭო იმიტატორები და გაცვეთილი Copy&Past-ერები, მომპარავები და კაიბიჭები, დონალდ დაკები და "უწიონოკ გიზმო"-ები. მოდით ვცეთ ერთმანეთის ნამუშევრებს პატივი და ნუ დავჭრით, მოვჭრით, გადავაკეთებთ და დავასახიჩრებთ მათ.
ახლა კი როდესაც ცოტა დავიცალე, გთავაზობთ ყველაზე ფოტოებიან და ფერად პოსტს, რომელიც ოდესმე ჩემს ბლოგზე განთავსებულა:
[nggallery id=10]
დასასრულს ვიტყვი, რომ საოცრად არ მიყვარს ვოთერმარკებით აჭრელებული ფოტოები _ ეს იგივე არის, მუზეუმი ცალი თვალით რომ დაგათვალიერებინონ. ამავდროულად მე მაინც მჯერა რომ ფეისბუქის ქართული ნაწილი ზღაპრულია, აქ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. მჯერა რომ ამჯერადაც, სიკეთე გაიმარჯვებს და დღეიდან აღარავინ აღარ ჩამოშორებს ფოტოს ბლოგის დასახელებას. წინ ხომ უამრავი საინტერესო ფეისბუქ ჩანახატი გველის.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატოც აქა და ფქვილიც აქა _ ისედაც კრიზისია კვების პროდუქტებზე!
P.S.
[youtube http://www.youtube.com/watch?v=j-y9A5fMr3Y&w=480&h=390]
Friday, March 4, 2011
Thursday, March 3, 2011
მარადიული ქრონიკები
უცნაურია, მაგრამ ყველაზე დიდი და დიადი საქმეები, შესაძლოა სრულიად უბრალო ამბით დაიწყოს.
გაზაფხულის მშვიდი და გრილი საღამო იყო. იტალიური ეზო, რომელშიც ეს ამბავი დაიწყო, ცნობილი იმით გახდა, რომ სამშობლოს არაერთი ცნობილი ჯოკერის მოთამაშე აღუზარდა და მოგვიანებით აჩუქა. გარდა იმისა რომ ეზოს ოდითგანვე არაჩვეულებრივი ჯოკერის სკოლა გააჩნდა, არც ნიჭიერი თაობის ნაკლებობა განუცდია ოდესმე. თითქოს ბანქოს თამაშის, და კერძოდ ჯოკერის ნიჭი თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. თავად ბუნებას დაეჯილდოვებინა ეზოს უკლებლივ ყველა წევრი კარტის სიყვარულითა და თამაშის ნიჭით.
კოჭო, როგორც მას უბანში უწოდებდნენ _ კოჭოია, ამ ეზოს ერთ-ერთი საამაყო და წარმოსაჩენი წარმომადგენელი იყო. კარტის თამაში ორი წლის ასაკიდან დაიწყო. სიარულიც კი არ შეეძლო, მაგრამ "მანეჟში" უყურადღებოდ დატოვებული იჯდა და კარტით ერთობოდა. კოჭო განსაკუთრებულად გრძნობდა და აფასებდა კარტს. ალბათ კარტიც გრძნობდა ასეთ სიყვარულს და ისიც აფასებდა კოჭოს. რომ არა ეს მისტიური კავშირი, სხვამხრივ რთულია ახსნა, რატომ მოსდიოდა კოჭოს ყოველ თამაშში საჭირო კარტები.
როგორც უკვე მოგახსენეთ, საღამო მშვიდი, საამო და თანაც საგაზაფხულო იდგა. განსაკუთრებული თითქოს რა უნდა მომხდარიყო _ დასხდებოდნენ ბიჭები ჭადრის ძირს მოწყობილ სატურნირო მაგიდასთან, ითამაშებდნენ, წაგებული იკისრებდა, გამარჯვებული კიდევ ერთ ნაკაწრს დატოვებდა ეზოსთან მდგარ ისტორიულ ჭადარზე, თუმცა ამჯრად რაღაც შეიცვალა _ მოგეხსენებათ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო.
მოულოდნელად მაგიდასთან ახალი მეზობელი _ ტარიელი, როგორც მას მეზობლებმა შეარქვეს _ ტარო, გამოჩნდა. ის სულ ახლახან გამხდარიყო სახელგანთქმული ეზოს საპატიო მკვიდრი. ტარო არ იყო თბილისში გაზრდილი. დედა ადრე გარდაცვლოდა და მამასთან ერთად სოფელში იზრდებოდა. მამამისს სიმინდის ყანები ჰქონდა, დღე და ღამ მათ ამუშავებდა და უვლიდა. წლების განმავლობაში კაპიკს კაპიკზე აგროვებდა, რომ თავისი ერთადერთი შვილის მომავალი უზრუნველეყო. ტარო განსაკუთრებულად ჭკვიანი ბავშვი იყო. მამას მისთვის არ ეცალა და სხვაც არავინ ყავდა, ის კი თავისით ახერხებდა სწავლა-განათლების მიღებას. ყველა მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავდა ტაროს გახსნილ გონებას და ზედმეტ ნიჭიერებას, რომელიც რამდენიმე წლით უსწრებდა თანატოლებს. ამიტომაც მამამისს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ტარიელს თბილისში მიეღო უმაღლესი განათლება. აი ასე აღმოჩნდა ტარო და მამამისი იტალიური ეზოს ერთოთახიანში.
- თამაში იცი? - ტუჩისბოლოებში ძლივსშესამჩნევი ცინიზმით კითხეს უბნელებმა
- გააჩნია რისი
- ჯოკერი?
- ჯოკერი კი - მოკლედ მოუჭრა ტარომ
- დავცხეთ?
- დავცხეთ
რვა პარტია ითამაშეს ზედიზედ. აქედან ტარო რვავეჯერ პირველ ადგილზე გავიდა. თან უბრალოდ კი არ გაიმარჯვა, მან შეძლო პრემიებით გაეღწია 4 დარიგებაზე და სამჯერ გაეხიშტა მაგიდის საუკეთესო მოთამაშე ჯაბა.
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჯაბამ საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა ჭადარზე ასო "ტ" და მის ქვემოთ რვა ნაკაწრი დაუტოვა სახსოვრად ნატანჯ ხეს.
იქ მყოფთათვის სრულიად ნათელი იყო, რომ საფრთხე არა მხოლოდ იქ მყოფთა რეპუტაციას ემუქრებოდა, არამედ მთელი ეზოს პრესტიჟი იყო გადასარჩენი.
- ნეტა კოჭო თუ არის სახლში, გავძახებ ერთი _ კარგად დამალული სირცხვილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ჯაბამ.
რამდენიმე წუთში მაგიდას, ბრძოლის ველზე საგანგებოდ მოწვეული აქილევსივით კოჭო მიუჯდა.
თამაში იმთავითვე დაძაბულად დაიწყო. ატუზვა ისე მოუწია რომ კოჭო "ვინუჟდენი ერთიანი" იყო და გაიხიშტა კიდეც. და ეს ისეთი გამოცდილი მოთამაშისთვისაც კი, როგორიც კოჭო გახლდათ, საკმაოდ მძიმე და რთულად გამოსასწორებელი დარტყმა იყო.
კოჭომ თითქოს პირველივე დარიგებაზე იგრძნო, რომ მისი და კარტის უნაკლო ურთიერთობაში შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც ბზარი გაჩენილიყო. ვინ, ვინ და კოჭო ნამდვილად არ იყო მშიშარა ადამიანი. პირიქით - ოცდათექვსმეტივე კარტს ერთდროულად რომ შეექცია მისთვის ზურგი, ის მაინც ბოლომდე და მედგრად იბრძოლებდა საკუთარი და უბნის ღირსების გადასარჩენად.
თამაშმა ნელნელა აკრიფა ტემპი. ტემპი-მეთქი ვამბობ, მაგრამ არ ვგულისხმობ, რომ თამაში სწრაფად მიმდინარეობდა _ პირიქით! მოთამაშეები აუჩქარებლად თამაშობდნენ. მათი ყოველი მოძრაობა იყო დინჯი და დაღვინებული. თითეული მოძრაობა თითქოს გააზრებული იყო და სიამოვნებას ანიჭებდა არა მხოლოდ მოთამაშეებს, არამედ ხალხსაც, რომელიც ამასობაში მაგიდის ირგვლივ შექუჩებულიყო.
მესამე "პულკის" შემდეგ მწვანე ყდიან და თორმეტ ფურცლიან რვეულში ოღროჩოღრო ჩამოსმული ხაზების ქვემოთ დაჯამებული ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ჯაბა - 9,5
ვატატო - 8,4
ტარო - 10,3
კოჭო - 9,8
წინ კი მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი გველოდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. იტალიურ ეზოსთან ჭადრის ძირას მოწყობილ უმაღლესი ლიგის ტურნირს ოთხი პროფესიონალი მისჯდომოდა. მოთამაშეების ირგვლივ კი ხალხის უზარმაზარი მასა შეგროვებულიყო.
ხალხი ორ ნაწილად გაყოფილიყო : ერთნი _ იტალიური ეზოს სკოლის ტრფიალნი და თაყვანისმცემელნი, რომლებიც კოჭოს ქომაგობდნენ და მეორენი _ რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ სოფლიდან ჩამოსული ბიჭის ნიჭიერებითა და თამაშის ოსტატობით. ისე კაცმა რომ თქვას, მთლად ტაროს ნიჭიერებაც არ იყო მათი აღელვების მიზეზი _ უბრალოდ მათ უმეტესობას არაერთხელ წაუგია სამარცხვინოდ, ყველასათვის და ჩვენთვისაც კარგად ნაცნობ ეზოს მაცხოვრებლებთან და ახლა გულს იფხანდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ უგებდა სოფლიდან ჩამოსული უბრალო ბიჭი თბილისში, ჯოკერის ტრადიციებით მდიდად ეზოში აღზრდილ, გამოცდილ მოთამაშეს _ კოჭოს.
ყველაფერი კი ბოლო დარიგებაზე გადაწყდა. ტაროსა და კოჭოს შორის სხვაობა არც მეტი და არც ნაკლები 10 ქულა იყო. თამაში იმდენად დაიძაბა რომ ქულებს ტურის ბოლოს კი აღარ ითვლიდნენ, როგორც ზოგადად მიღებულია, არამედ ყოველი ჩამორიგების შემდეგ, ჭადარზე ამძვრალი ტულიკა საზეიმო ხმით ამცნობდა იქ შეკრებილთ. ხალხიც იმდენი მოგროვილიყო მაგიდას ვერ ხედავდნენ. ხალხი ღელავდა. ვისაც გაუმართლა და წინა რიგებში აღმოჩნდნენ, ყოველი დარიგების შემდეგ ოპერატიულად აწვდიდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე უკანა რიგებში მყოფთ. ისინიც, შესაბამისად, _ თავიანთ უკანა რიგებში მყოფთ. ასე ოპერატიულად და ხელიდან ხელში ვრცელდებოდა ინფორმაცია თამაშზე, რომლის მნიშვნელობა და დატვირთვაც უკვე გასცდენოდა ჩვეულებრივი ჯოკერის თამაშის ფარგლებს და სულ სხვა, ბევრად უფრო და მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობაც კი მიეღო თავისი არსისა და მასშტაბებიდან გამომდინარე.
შექმნილი ვითარება, რომელმაც არა მხოლოდ ამ მატჩისა და ჩვენი სამშობლოს _ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი განსაზღვრა, შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
კოჭოს, რომელსაც ხელში ჯოკერი ეჭირა, უნდა მიეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხოვრებაში, მე ვიტყოდი საბედისწეროც კი _ მოეჯოკრა თუ გაეკეთებინა "ნიჟე", ტარიელის ჩამოგდებული აგურის ტუზიანზე. გადაწყვეტილების მიღებას, რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარებაც ართულებდა _ უზარმაზარი მასა ხალხისა, რომლიც, როგორც ერთი მთლიანი, ისე სუნთქავდა, ახამხამებდა თვალებს და გაუაზრებლად იჭეჭკავდა სარძევე კბილებს შორის მოქცეულ ქვედა ტუჩს.
- ნიჟე _ თითქმის უხმოდ. ჩურჩულზე უფრო ხმადაბლა. თითქოს და გულში, არავის რომ არ უნდა გაეგო ისე ჩაილაპარაკა ხეზე მაიმუნივით ახოხებულმა ტულიკამ (რომელიც სხვათაშორის, მხოლოდ კოჭოს კარტებს ხედავდა და არჩევდა, ისიც იმიტომ რომ თვალი ქონდა კარტზე შეჩვეული). წვრილი, სრულიად უმნიშვნელო წაჩურჩულება, ფარფატა პეპელასავით აიტაცა ნიავმა, ხალხის თავზე გადაატარა და სადღაც შორს წაიღო.
- ნიჟე, გაიმეორა მეორე ხმამ. ოდნავ უფრო ხმამაღლა. ოდნავ უფრო თავისუფლად, სულ მცირედით, მაგრამ ოდნავ უფრო გარკვევით.
- ნიჟე - ახლა უკვე სხვა ხმამ გაბედა იგივე.
ხმები ელვის სისწრაფიდ მრავლდებოდა. ჩნდებოდა ახალი ხმები. განსხვავებული _ ზოგი წვრილი, ზოგიც მსხვილი, ბოხი, ხმადაბალი, უხმო, ძლიერი, ელეგანტური, ემოციური, ქალური, შეპარული, ირონიული, ლატენტურად სექსუალურად უმცირესობაში მყოფი, გაბერილი, გაგრძელებული, მოშიებული, მწყურვალე, გამოხუნებული, კაშკაშა, გაფრთიანებული, გონებამახვილი, მორცხვი, არაფრისმთქმელი, მკაფიო, სევდიანი, იდუმალი, მელანქოლიური, ულტრაიისფერი, მსუქანი, გამხდარი, ზეციდან ჩამოშვებული და მიწიდან ამოხეთქილი.
ხმები ჰაერში ერწყომდა ერთმანეთს. ეჯახებოდა, ფეთქებოდა, იშლებოდა აკორდებად, ნოტებად, სტროფებად, რითმებად, მარცვლებად, ასოებად, რთულ ქვეწყობილ წინადადებებად, გარდამავალ და გარდაუვალ ზმნებად, ბედისწერად, ქვიშის საათში მომწყვდეულ ნამცეცებად, მეტროს სალაროში დაშლილ ქაღალდის ფულად, გრძნობებად და ემოციებად, საუკუნეების მანძილზე ნაგროვებ გენეტიკურ ჯაჭვად, იმედად და სასოწარკვეთილებად.
ერთი მთლიანი ორგანიზმი, როგორც ერთი ცოცხალი. ხმები გუგუნებდნენ რითმულად და წრფივად უმატებდნენ ტემპს. ხმები ნელ-ნელა მოედო ჰაერს, ელექტრო გაყვანილობის მავთულებს, დაჟანგულ სახურავებს, ყველასაგან მივიწყებულ სატელევიზიო ანტენებს, ქუჩის კუთხეში ვიღაცის დაგდებულ სიგარეტის ნამწვავს, ფანჯრებს, კედლებს, ტროტუარებს და მათ თანმდევ ბორდიურებს.
- ნიჟე, ნიჟე, ნიჟე, - თავდავიწყებით სკანდირებდა ხალხი, თითქოს რამდენიმე საათის ნაგროვები დაძაბულობა ერთიანად მოსწყდათ გულიდან და ახლა ცდილობდნენ ძლიერად ეყვირათ, რადგან დაცლილიყვნენ ამ სიმძიმისგან. რადგან ცხელ ჰაერს, გულზე მომწყდარი და ყელში გაჩხერილი დაძაბულობა ამოჰყოლოდა.
მასამ იტალიური ეზოს ქუჩაში ვეღარ ეტეოდა. ის ნელ-ნელა დაიძრა. ვიწრო, ბევრისთვის უცნობი ქუჩიდან შეუერთდა, შედარებით დიდ ქუჩას. თითქოს გამდნარ ლავასავით ბლანტად, მაგრამ მაინც გაუყვა ქუჩის ბუნებრივ კალაპოტს. ახლა მასამ კიდევ უფრო დიდ ქუჩაზე გადაინაცვლა. ის ნელ-ნელა იზრდებოდა, მძიმდებოდ და ქუჩაში მიცურავდა, სანამ საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ სივრცეში არ დაიწყო დაგროვება.
- ნიჟე, ნიჟე... - სკანდირებდა თავდავიწყებას მიცემული და ექსტაზში შესული მასა.
იტალიური ეზოს წინ მდგომ ჭადართან, საჭადრაკო მაგიდასთან ხუთი კაცი დარჩა:
ტულიკა - რომელსაც ჭადრის ტოტმა ვერ გაუძლო და პირდაპირ მაგიდაზე ხეთქა მწიფე კარალიოკივით.
ტარო - რომელიც უკვე გამარჯვებული და ამაყი იყო, როგორც არ უნდა დასრულებულიყო ეს ისტორიული შეკრინება.
ჯაბა, ვატატო და რაღა თქმა უნდა კოჭო - რომელსაც ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, მოეჯოკრა თუ არა ტარიელის "შემოგდებული" აგურის ტუზი.
გაგრძელება იქნება...

Tuesday, March 1, 2011
მეჯიხურეს სიმღერა
ქალაქში ალაგმეს ჯიხურები
და მეც ცოტა ადრე ვიხურები
არაფერი ისეთი, რომ შევშინდე
მერიის ბიჭები მიხურებენ
არა და აქამდე რომ მარჩენდა
ეს ჩემი პატარა ჯიხურია
ისე, კაცმა რომ თქვას, არსად ვარ ნამყოფი
მაგრამ
ქუდი საერთოდ არ დამიხურია
- მაინც რას გვიშვება ეს მთავრობა
- ტანკი ხო არაა, ჯიხურია
- რას იზამ ჩემო შვილო _ ასე არის
რას იზამ ეს ცხოვრება, ჯახირია...
ქალაქში ალაგმეს ჯიხურები
და მეც ცოტა ადრე ვიხურები
და მეც ცოტა ადრე ვიხურები
არაფერი ისეთი, რომ შევშინდე
მერიის ბიჭები მიხურებენ
არა და აქამდე რომ მარჩენდა
ეს ჩემი პატარა ჯიხურია
ისე, კაცმა რომ თქვას, არსად ვარ ნამყოფი
მაგრამ
ქუდი საერთოდ არ დამიხურია
- მაინც რას გვიშვება ეს მთავრობა
- ტანკი ხო არაა, ჯიხურია
- რას იზამ ჩემო შვილო _ ასე არის
რას იზამ ეს ცხოვრება, ჯახირია...
ქალაქში ალაგმეს ჯიხურები
და მეც ცოტა ადრე ვიხურები
Saturday, February 26, 2011
გგრძნობ
შენს ფეხებს წარმოვიდგენ ღამით
ავყვები, თავიდან ბოლომდე
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე
შენს სხეულს, დავკოცნი კანდაკან
შენც იცი, ეს კაბა გიხდება
მინდა მიღალატო... ხანდახან
ვერავინ ვერაფერს მიხვდება
შენს სხეულს თავიდან ტერფამდე
ძარღვიდან ძარღვამდე _ ბოლომდე...
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე
ავყვები, თავიდან ბოლომდე
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე
შენს სხეულს, დავკოცნი კანდაკან
შენც იცი, ეს კაბა გიხდება
მინდა მიღალატო... ხანდახან
ვერავინ ვერაფერს მიხვდება
შენს სხეულს თავიდან ტერფამდე
ძარღვიდან ძარღვამდე _ ბოლომდე...
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე
Wednesday, February 23, 2011
გაიღეთ მოწყალება
ეს ისტორია ასე დაიწყო: ბანკში ვმუშაობდი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. ქოლცენტრიდან მორიგი გზააბნეული გადმოამისამართეს, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობა გზააბნეული საზოგადოების წარმომადგენლებსაც გულისხმობდა.
ყურმილი ჩემმა თანამშრომელმა გოგონამ აიღო. ცოტა ხანში თანამშრომელს სახე მოეღუშა _ "კარგით ქალბატონო, დაწყნარდით ქალბატონო, კარგით ქალბატონო, მე მოგცემთ მაგ ფულს, ოღონდ ასე ნუ ტირით, ქალბატონო, გთხოვთ" - დაახლოებით ეს სიტყვები ისმოდა ცრელმებნარევ ხმაში.
ყურმილი დადო თუ არა, თავი ვერ შეიკავა (არა და არ იყო გულჩვილი გოგო) და ტირილი დაიწყო. რა თქმა უნდა, შევშფოთდით, შევწუხდით, გამოვკითხეთ რა ხდება-მეთქი.
აღმოჩნდა, რომ ქალმა, რომელმაც ტელეფონზე დარეკა, ყოფილ თანაშრომლად გააცნო თავი (დამლაგებლად მუშაობდა). სჭირდა ფეხის განგრენა თუ ტვინის კიბო, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ უზომო ტკივილებით იტანჯებოდა და სხვა არაფერი არ უნდოდა, ოღონდ ბანკს ძლიერი გამაყუჩებლების ფული მაინც მიეცა როგორმე , თუნდაც ძალიან მცირედი, გაუსაძლისი ტკივილი სიკვდილამდე როგორმე რომ ჩაეკლა.
- იქნებ იტყუება? - ვკითხე მე.
- არ არსებობს. ასე ვერ ითამაშებდა. იცი როგორ ტიროდა ტელეფონში?
- და მაინც იქნებ იტყუება. მოდი, როცა გადმორეკავს, სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი კითხე.
- კარგი, მაგრამ არ არსებობს. წარმოუდგენელია. შენ იმ ხმისთვის უნდა მოგესმინა. იცი როგორ ტიროდა?
- კარგი, აი ჩემი 20 ლარი (ხელფასები ახალი აღებული გვქონდა და ეს ყურადსაღები ფაქტია).
ფული არავის დანანებია. რამდენიმე თანამშრომელს (და არც მე პრინციპში) თავზე საყრელი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ზოგმა 20 ლარი, ზოგმა მეტიც დადო. სოლიდური თანხა შეგროვდა.
ამასობაში ქალბატონმა გადმორეკა, რომელმაც კვლავ იტირა და ატირა ეს ჩემი თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი მეზობელი მოვიდოდა და თანხა მისთვის მიგვეცა. თანამშრომელმა გოგონამ, მართალია აცრემლებული ხმით, მაგრამ ტელეფონი მაინც ჰკითხა.
(მოგვიანებით აღნიშნულ ნომერზე გადავრეკე, სადაც არავინ მიპასუხა და კადრებში მეილი გადავაგზავნე, ბაზა რომ გადაემოწმებინათ.)
40 წლამდე მამაკაცი სატელეფონო საუბრიდან ზუსტად 2 წუთში გაჩნდა ჩვენს ოთახში (ახსნაც არ დასჭირვებია დიადად, იოლად მოგვაგნო). სანამ ფულით გავსებულ ქათქათა კონვერტს გადავცემდი, კიდევ ერთხელ გავხედე ეჭვის თვალით.
- თქვენ ვინ ბრძანდებთ მისი?
- მეზობელი.
- და აქ როდის მუშაობდა ხომ არ იცით?
- მე არაფერი არ ვიცი. აქ რატომ ვარ, ისიც არ ვიცი. მითხრა, რომ რაღაცას გამომატანდით.
- მარტო ცხოვრობს?
- მე არაფერი არ ვიცი-მეთქი, ხომ გითხარი.
- მეზობელი ხართ და არ იცით მარტო ცხოვრობს თუ არა?
- ა, მარტო ცხოვრობს კი.
- კარგით, ინებეთ.
კაცი გაუჩინარდა.
ცოტა ხანში "ავადმყოფის" დატოვებულ ნომერზე ისევ გადავრეკე. ყურმილი აგრესიულმა ქალბატონმა აიღო და კაგად მომაწყევლა, რომ იქ აღარ დამერეკა.
კადრებიდან პასუხი მოვიდა - "ადამიანს ასეთი სახელით და გვარით, ცხოვრებაში არ უმუშავია ჩვენთან. ფაილებიც შევამოწმეთ და ციფრული ბაზაც".
შემდეგ გაირკვა, რომ ხელფასების გაცემის დღეს არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომ "ბერისთვის" აუგროვებიათ ფული, რომელსაც რატომღაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა მოაკითხა "მამა ვიღაცის" ნაცვლად.
უამრავი გაჭირვებულისთვის, მომაკვდავისთვის და ა.შ. იკრიბებოდა თურმე ფული. სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა ოფისში და სხვადასხვა ფილიალში. ამასთან, ჩვენი ბანკი ალბათ ერთადერთი არ იქნებოდა. ანუ ეს იყო თაღლითთა კარგად ორგანიზებული ჯგუფები.
მახსოვს, მასობრივად დავაგზავნეთ წერილები, რომ ყველა მსგავსი მოთხოვნა და ზარი ჩვენს განყოფილებაში გადმოერთოთ.
ისიც მახსოვს, დამირეკა პიროვნებამ, ბოხი ხმით. რომელიღაც სოფელში, რომელიღაც სამონასტრო კომპლექსი შენდებაო და ფული გვჭირდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ გვაქვს ფონდი და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. საჭირო იყო, მხოლოდ ამ ყველაფრის ოფიციალურად გაკეთება. საბუთები მშენებარე ტაძარზე, ანგარიშის ნომერი ბანკში და ა.შ.
პასუხად საკმაოდ ორაზროვანი და ბევრისთვის ალბათ შემაშფოთებელი "ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო" იყო.
ბევრს არაფერს ვიტყვი მეტროებში მოსიარულე მათხოვრებზე, რომლებსაც წლებია ვუყურებ, როგორ უკვდებათ ერთადერთი შვილი, რომელსაც 2 თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, იღლიაში გაჩრილი "ზოლებიანი ვაჭრების ჩანთით", რომელიც შეგროვებული ხურდების საკმაოდ მსუყე მასით არის ხოლმე დამძიმებული, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი რომელიც კარდაკარ დადის, ნამდვილად პრობლემად მესახება.
ერთხელ ბეჭდიანი ფურცელიც კი დამიტოვეს. ეს ამბავი მეგობარს მოვუყევი და მითხრა, რომ თაღლითები არიან - აღნიშნულ მისამართზე მართლაც არ შენდება არავითარი კათარზისი.
ერთი შეხედვით რთულია დაადგინო, ვის მართლა ჭირდება ეს ფული და ვინ თაღლითობს. თან პოზიცია "მე ხომ გულით გავიღე", მთლად მისაღები არ არის ჩემთვის, რადგან ფაქტი, რომ შესაძლოა მომატყუეს, მაინც მიღრღნის ხოლმე გულს (ეს კი სხვა დროს ნამდვილად არ განმაწყობს ქველმოქმედებისაკენ).
სინამდვილეში კი არც ისე რთულია სიმართლის დადგენა. საკმარისია მარტივი შეკითხვები:
- სად მკურნალობს ახლა?
- ვინ არის მკურნალი ექიმი?
- რამდენი წელია ავად არის?
- მშობლების სახელი და გვარი, მგონი ვიცნობ.
- რომელ საავადმყოფოში აპირებენ ოპერაცია რომ გაუკეთონ?
- სად შენდება?
- ალბათ ანგარიშიც ექნება და ხომ ვერ ჩამაწერინებთ, მირჩევნია გადავრიცხო ფული.
- მშენებლობა როდის დამთავრდება?
და მრავალი სხვა...
მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: ჩვენ რომ არ ვიშერლოკჰოლმსოთ და ვიდოქტორვუოტსონოთ, არ შეიძლება ჩვენმა ძლევამოსილმა სამართალდამცავებმა გამოავლინონ მსგავსი თაღლითების თუნდაც ერთი ჯგუფი? დარწმუნებული ვარ, სხვებს მომენტალურად დაეკარგებათ კარდაკარ სიარულისა და "მოწყალების შეგროვების" სურვილი.
ვფიქრობ, სახელმწიფო ოდნავ თუ მოინდომებს, რამე ოფიციალური ცნობების გაცემაც შეიძლება. ან გარკვეული რეგულაციის შემუშავება, რათა როგორღაც ვებრძოლოთ თაღლითობის ამ ამაზრზენ ფორმას _ რა, რა და გაჭირვებულები ამ ქვეყანას ნამდვილად არ აკლია.
P.S. პოსტი რომ დავამთავრე, გამახსენდა, ერთერთმა ბლოგერმა მომიყვა თავისი მეზობელი ბავშვის გასაჭირი, რომელსაც ანგარიში ჰქონდა გახსნილი. უზომოდ გამიხარდა, როდესაც იმავე ბლოგერმა მითხრა, რომ ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა და აღარაფერი ემუქრებოდა.

Tuesday, February 22, 2011
ხალხურ მოტივებზე
ქალავ გიხდება ლაიკი
ზღვის ფოტოები ვოლზედა
იქნებ აქ მაინც გაგცვალო
ამ ჩემ ურჯულო ცოლზედა
დაგიფრენდ-დაგილაიკებ
დაგიკომენტებ ფოტოებს
ვიცი რომ ვერას გაიგებ
ფეისბუქ ჩართულ რომ ვტოვებ
ქალავ ამ რიჟრაჟს რომ ხედავ
მზე შენთვინ ავაყენეო
შენი ლამაზი სახელი
სტატუსად დავაყენეო
მე შენი კედლის შემჰყურე
ვერ ვისვენებ და ვბოგინებ
ნეტაი იმ დღე მომასწრო
ჩემთან რომ დაგაLoginებ
ზღვის ფოტოები ვოლზედა
იქნებ აქ მაინც გაგცვალო
ამ ჩემ ურჯულო ცოლზედა
დაგიფრენდ-დაგილაიკებ
დაგიკომენტებ ფოტოებს
ვიცი რომ ვერას გაიგებ
ფეისბუქ ჩართულ რომ ვტოვებ
ქალავ ამ რიჟრაჟს რომ ხედავ
მზე შენთვინ ავაყენეო
შენი ლამაზი სახელი
სტატუსად დავაყენეო
მე შენი კედლის შემჰყურე
ვერ ვისვენებ და ვბოგინებ
ნეტაი იმ დღე მომასწრო
ჩემთან რომ დაგაLoginებ
პრეზიდენტი by ლაშარელა
დღეს კიდევ ერთი გენიალური ვიდეო ვნახე, პრეზიდენტის შესრულებით - სათაფლიაში დინოზავრებს ათვალიერებდა.
გამეღიმა, რაღაცის თქმა მინდოდა, უფროსწორად დაწერა და მერე მივხვდი რომ ყველაფერი უკვე ვთქვი და დავწერე. გონებაში თვალი გადავავლე იმ ნაწერებს, რომლებშიც პრეზიდენტი ფიგურირებს და იცით რა? ამ წერა-წერაში პრეზიდენტი შემიყვარდა :)
ასე რომ მინდა წარმოგიდგინოთ ნაკრები _ The best of პრეზიდენტი:
პოსტს კი ერთი ლექსით დავასრულებ, რომელიც არც მახსოვდა:
გაბუტული პატრიBotი
მეც მინდა რამე რაციონალური
ანუ რაციონში რაც იყო მაშინ
მეც მინდა დროშა ნაციონალური
ანუ სენდვიჩი და ქაში
მეც მინდა სექსი მქონდეს ბუჩქებში
ტყვიებიც მაქვს და ლულაც
მეც მინდა პრეზიდენტის ვიყო მეკარე
და მან მომიგოს ქულა
მეც ვიცი ჩვენი ჰიმნი ზეპირად
სხვა სიმღერები კითხვით
მეც მაქვს წითელი ვარდებით მაიკა
ოცდამესამე რიცხვით

- ჩემი პრეზიდენტი შენსას ჯობია, არა შენი ჯობს ჩემს
- არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო
- ჩემი პრეზიდენტი e-ტუალეტში ფსამს | (ჩარჩო)
- ბროლის ბუ და შუშის ბრეზიდენტი
- e-სტერია ანუ მე ♥ ...
- პრეზიდენტი ღადაობს
- ლამაზი დღე, ლამაზი მზე და სიმპატიური პრეზიდენტი
- მე-ც საქართველოს პრეზიდენტი ვარ (?)
- რა იმალება პრეზიდენტის ტრიბუნის უკან და რა აქვს პრეზიდენტს ტრიბუნაზე დიდი
- უცნობი ველვეტის ქურთუკით
პოსტს კი ერთი ლექსით დავასრულებ, რომელიც არც მახსოვდა:
გაბუტული პატრიBotი
მეც მინდა რამე რაციონალური
ანუ რაციონში რაც იყო მაშინ
მეც მინდა დროშა ნაციონალური
ანუ სენდვიჩი და ქაში
მეც მინდა სექსი მქონდეს ბუჩქებში
ტყვიებიც მაქვს და ლულაც
მეც მინდა პრეზიდენტის ვიყო მეკარე
და მან მომიგოს ქულა
მეც ვიცი ჩვენი ჰიმნი ზეპირად
სხვა სიმღერები კითხვით
მეც მაქვს წითელი ვარდებით მაიკა
ოცდამესამე რიცხვით
Sunday, February 20, 2011
ჰოლივუდი, ბოლივუდი და...
წუხელ სანამ მიმეძინებოდა, კიდევ ერთხელ ჩამოვუარე ტელეარხებს. არჩევანი ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმზე შევაჩერე, სადაც წამებით გამოასწრეს ამოყირავებულ მანქანას, რომელსაც ცეცხლი მოედო და აფეთქდა. აფეთქების მაშტაბი ისეთი იყო მივხვდი, რომ ქართული კინომატოგრაფია ვერასოდეს შექმნის ჰოლივუდის მსგავს ფილმებს ან თუ შექმნის საშინლად ყალბი გამოუვა.
ჩემი მოსაზრების გასამყარებლად, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
1. ქართულ ფილმში მანქანა ვერასოდეს აფეთქდება ისე ეფექტურად, როგორც ჰოლივუდის ფილმში, რადგან თითქმის დაცლილი ბაკით ეს შეუძლებელია.
2. ქართულ ფილმში გამნაღმველი, ვერასოდეს გააჩერებს ნაღმს 1 წამით ადრე, რადგან ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მივა.
3. ვერასოდეს შთანთქავს აზვირთებული ოკეანე ქართლის დედას.
4. საქართველოს დიდი ქალაქების თავზე, ვერასოდეს ჩამოეკიდება მფრინავი თეფშები, რომლებიც მტრულად იქნებიან განწყობილნი ჩვენს მიმართ. ხაჭაპურით, ქართული ფოლკლორით და სადღეგრძელოებით აღფთოვანებულები ვერასოდეს გაგვიმეტებენ გასანადგურებლად.
5. საქართველოში ვერ იფრენდა ბეტმენი და სპაიდერმენი - სატელეფონო და ელექტრო სადენების მიწისზედა გაყვანილობის გამო.
6. ქართულ ფილმებში ვამპირები ვერასოდეს დალევენ ვერავის სისხლს, რადგან ამ ფაქტს მკაცრად დაგმობდნენ ლეიბორისტები.
7. ფილმში საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწევდა ექსტრემალურ ვითარებაში თვითმფრინავის მართვა, რადგან ამას ისედაც აკეთებს _ "ლაივში".
8. ქართულ ფილმში მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით თუ აჩვენებდნენ ლეზბოსურ სექსს, რადგან ორივე როლის თამაში შორენა ბეგაშვილს მოუწევდა.
9. საქართველოში ვრასოდეს გადაიღებენ ფილმს ზომბებზე, რადგან ეს ფილმი ყველას თემო საჯაიას კლიპის გაგრძელება ეგონება.
10. საქართველოში ვერასოდეს იარსებებს "ადამიანი X" - რადგან აქ ყველა ყველას იცნობს.
ვერ გადავიღებთ და ნუ გადავიღებთ _ ყველა ჰოლივუდისა და ბოლივუდის თავზეც გავიარე.
(ახლა წარმოიდგინეთ თვალებდაქაჩული ლევან გაჩეჩილაძე, პარლამენტის წინ მიტინგზე)
- ქალთველებოოოოოოო.... ღვინო, დუდუკი, ქალები _ ეს დოლი-ვუდია!

Saturday, February 19, 2011
ტუსოვკა
ეს არის უბრალოდ მოთხრობა და არა კრიტიკული პოსტი. ამას თავის გასამართლებლად არ ვწერ. უბრალოდ კრიტიკისთვის ზედმეტად მხატვრულია, მეტაფორული და უხარისხო (და ვიცი ვინმე მეტყვის - არც მოთხრობის პირობაზე არის შედევრიო). ამიტომაც გთხოვთ _ ნუ დაიწყებთ მოცემულ ტექსტში ქვეტექსტების ძიებას.
ის დღე ზოგადად იყო უცნაური: სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა. - წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარმა კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ ჟირაფს, ორცხობილას დადებული ზასოსის გამო მარწყვი დაშორდა.
***
ოჰ, ყველაზე ბანალური ფინალიც კი როგორი გაუგებარი ხდება ექსპოზიციის, ძირითადი ამბისა და კვანძის გარეშე. ასე, რომ მოდით, თავიდან დავიწყოთ.
ორშაბთია, თვრამეტი სექტემბერი. მოთხრობის მთავარი გმირი იღვიძებს და ნანახი სიზმრით ნასიამოვნები იფშვნიტავს თვალებს. ის ტანზე იცვამს, იხეხავს კბილებს და დღის დაწყებასთან დაკავშირებულ სხვა რიტუალებს ასრულებს, რომელთა დეტალური აღწერითაც თავს არ შეგაწყენთ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხრობის მთავარი გმირი ერთობ უცნაურად იხეხდა კბილებს, რომლის მხატვრული აღწერა მართლაც რომ შესძენდა მოთხრობას დამატებით პეწს.
დღეს ბლოგერების ტუსოვკაა - წარმოთქვა მთავარმა გმირმა _ ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, რომლის ბოლო ორი სიტყვა ბევრისთვის ალბათ გაუგებარია.
"ბლოგერი" სინამდვილეში ადამიანია. ადამიანი რომელიც, იმით განსხვავდება სხვა მოქალაქეებისაგან, რომ სახელის და გვარის ნაცვლად, საქართველოს სახელმწიფოს სამეწარმეო რეესტრში, დომეინით (ანუ ინტერნეტ მისამართით) არის რეგისტრირებული.
რაც შეეხება "ტუსოვკას", ეს უბრალოდ რუსული სლენგია და მეტწილად შეკრებას, თავყრილობას ნიშნავს. თუმცა თავად მოთხრობის მთავარ გმირსაც გაუკვირდა, რატომ არ გამოიყენა მისი რჩეული სიტყვა "ფართი".
დილიდან საღამომდე, მოთხრობისთვის გამოსადეგი არაფერი მომხდარა, ამიტომაც შეგვიძლია განვაგრძოთ ასე:
საღამოს, მთავარმა გმირმა ბაზრობაზე ნაყიდი, იაფფასიანი რეზინის კედები ჩაიცვა, რომლებსაც წარმატებულად ასაღებდა ძვირადღერიბულ ბრენდად. ამავე პრინციპითა შეძენილი ღია ფერის, გაქექილი ჯინსი, ხოლო მაისურზე წარწერით "Who's the Daddy?", თბილი, ნაქსოვი პულოვერი გადაიცვა. ალაგ-ალაგ ჩამტვრეული კიბეები, სწრაფად ჩაირბინა და ჩაბნელებული სადარბაზოდან გარეთ გავარდა.
სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა.
- წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარი კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი.
საქმე იმაში გახლდათ რომ სპაიდერმენიც და კლოუნიც, მთავარი გმირის მეზობელს _ ქალბატონ მზიას, გამოეძახებინა საგენგებოდ, ბავშვთა გასართობ ცენტრ "ენკი-ბენკიდან", თავისი უმცროსი შვილისთვის _ ანიკოსათვის, დაბადების დღის მისალოცად.
მაგრმ ვინაიდან წინადადება საკმაოდ გრძელი და მძიმე გამოგვივიდა, უბრალოდ ვთქვათ:
მთავარ გმირს გაახსენდა, რომ დღეს ქალბატონი მზიას უმცროსი შვილის დაბადების დღე იყო, მაგრამ ვეღარაფერს გაეწყობოდა _ ტუსოვკა მალე უნდა დაწყებულიყო. მთავარმა გმირმა ტაქსი გააჩერა და კლუბ "ბნელი ღამისკენ" გაემართა.
აი, აქ კი ნამდვილად არის საჭირო, მცირე აღწერა:
კლუბი "ბნელი ღამე", ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა. მიწის ქვეშ განთავსებული დიდი დარბაზი, ადრე თურმე მეწაღეებს ეკუთვნოდათ. დღეს კი ქალაქის ერთერთ თანამედროვე კლუბად ქცეული, ხარისხიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკის გამო, იქ მცხოვრებთა მთავარ სასჯელად და სატანჯველად ქცეულიყო. თუმცა ამავე დროს ეს კლუბი იყო მათივე შემოსავლის ძირითადი წყარო, რადგან კლუბის მესვეურები ფულს უხდიდნენ მაცხოვრებლებს დუმილის სანაცვლოდ. მაცხოვრებლებსაც ერთდროულად უყვარდათ და ძულდათ იგი.
დაბალი განათება, აგურის კედლები, როგორც უკვე ავღნიშნეთ გემოვნებიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკა _ აი, ასეთი გახლდათ კლუბი "ბნელი ღამე".
როდესაც მთავარი გმირი ადგილზე მივიდა, სიტუაცია გვარიანად გახურებული დახვდა - ალკოჰოლით შეზარხოშებული ბლოგერები, მთელი ძალით აყოლებდნენ თავს კლუბურ მუსიკას. ვფიქრობ დადგა შესაბამისი დრო ავღნიშნოთ, რომ მთავარი გმირიც ბლოგერი იყო და ნელნელა კვანძის შეკვრისკენ გადავინაცვლოდ.
მთავარი გმირი პირველად ესწრებოდა მსგავს ღონისძიებას. ის თითმქმის არავის იცნობდა. არავის იცნობდა "ლაივში", ასე ვთქვათ ხელის ჩამორთმევით, თორემ ინტერნეტში ყველას ემეგობრებოდა და ზოგს ენათესავებოდა კიდეც.
მთავარ გმირს "ციყვი" გამოეგება, რომელმაც ხელი ჩაავლო და თავდავიწყებით მოცეკვავეთა შორის გავლით მაგიდასთან მიიყვანა, რომლთანაც გამართული, არც თუ ისე სასიამოვნო დიალოგი შემდეგი იყო:
- დამპალო, ვისში გამცვალე
- ვისშიც იყავი ღირსი რომ გამეცვალე
- დამპალი ხარ
- შენც დამპალი ხარ
- მე ვიცი რომ დამპალი ვარ მაგრამ შენც თუ დამპალი იყავი არ ვიცოდი
- ხო და აწი გეცოდინება
როგორც ნელნელა გარიკვა და გამოიკვეთა საქმე შემდგომში იყო:
"ჟირაფმა" ცეკვის დროს შემთხვევით ტუჩებში აკოცა "წიგნის ყდას". ეს დაინახა "წიგნის ყდის" შეყვარებულმა "სევილიანემ", რომელმაც შურისძიების მიზნით, ყველას დასანახად აკოცა "პატარა ტომის" შეყვარებულ "ჟანგს". საკუთარ თავზე და შეყვარებულზე გაბრაზებულმა "პატარა ტომმა" ჯგუფური კოცნა შესთავაზა, დიდი ხნის შეყვარებულებს _ "ორცხობილას" და "სევდას".სევდამ კიდე რატომღაც გადაწყვიტა რომ იმ საღამოს არავისთვის ეკოცნა. სამაგიეროდ ამ გადაწყვეტილებით გამწარებულმა "ორცხობილამ" აკოცა ყველას. ამასთან სამყაროთი და სხვების უგემური კოცნით იმედგაცრუებულმა ყველაზე ვნებიანად "ჟირაფი" ჩაზასა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ "ჟირაფს", "ორცხობილას" დადებული ზასოსის გამო დაშორდა "მარწყვი".
ძვირფასო მკითხველო. ვინაიდან და რადგანაც, ეგზომ ჩახლართული კვანძი ასე მარტივად და სხარტად გავხსენით, ერთადერთი რაც ახლა გვჭირდება ეფექტური ფინალია. ფინალი, რომლის მსგავსიც ჯერ არავის დაუწერია. რომელიც იქნება ძალიან ორიგინალური და განსხვავებული. რომლის არომატიც საბოლოო შტრიხი იქნება, ამ მსუყე და უგემრიელეს ამბავში, ყელის ჩასაკოკლოზინებლად და პირში დაუვიწყარი არომატის დასატოვებლად.
მგონი მოვიფიქრე:
მთავარმა გმირმა, ნაქსოვი პულოვერი გაისწორა, რომლის ქვეშაც მაისური წარწერით "Who's the Daddy?" ემოსა. ის მძიმე ნაბიჯებით აუყვა კლუბის ძველ, აგურის კიბეებს. დაცვამ კარი გააღო. ცივი ჰაერი, დიდი ხნის უნახავი შეყვარებულივით გამოიქცა გახარებული, ყელზე მოეხვია და კოცნა დაუწყო. კოცნიდა ყველგან - ტუჩებში, ყურებზე, თვალებზე, ლოყებზე, ყელზე... შემდეგ ისევ ტუჩებში.
თოვდა.
Friday, February 18, 2011
ჭიპი
შენი გემრიელი მკერდი კარადა შოპენი, შოპენი, ვერდი არა და შენს თეძოს ხარბად ათოვს ბარდნის შეწყვეტას არავინ არ გთხოვს ვარდნის ფიფქები გედება ტანზე ენით თან მე ვლოკავ და თან მზე გელით და თოვლი ჭიპთან ახლოს დნება მშრალ თითებს სისველე ერიდება შენი მხურვალე მუცელი ნისლი აიღე კალამი და ფურცელი - სიჩუმეს ვისვრვრი! |
Subscribe to:
Posts (Atom)