Thursday, September 30, 2010

ოჰ, ბექჰემ, შენი დედა...

ნაწერში მოყვანილი ფაქტები
გამოგონილია და რეალობას
არ შეესაბამება (ვითომ)


ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ჩვენ რომ მაშასადამე ვართ, იქედან, უფრო კონკრეტულად კი ჩეხეთიდან, გვყავდა სტუმრები.

სტუმრები ადრეც იყვნენ საქართველოში და ქართული ღვინოც დაგემოვნებული ქონდათ, მაგრამ რაც გასულ საღამოს მოხდა, ჩემთვისაც კი ზომიერების საზღვრებს სცდებოდა.

არ ვიცი გადაჭარბებული თეთრი ღვინისა და თიხის მოზრდილი ფიალების გამო იყო, თუ „ბილობილი“ რომ არ დამილევია ცხოვრებაში, გასული საღამოს ნადიმობიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მახსოვდა.

პირველ სცენაში ყველაფერი რიგზე იყო. სტუმრები მსუბუქად წრუპავდნენ ღვინოს ბაკლებიდან, როცა რესტორანში შუქები ჩაქრა და სცენაზე მუცელმოშიშვლებული და თავზეანთებულიშანდლებიანი დაპუტკუნებული გოგონები შემონარნარდნენ. მართლა, კარგი ნაციონალური ცეკვები გქონიათო - აღნიშნეს სტუმრებმა. მე ის-ის იყო უნდა ამეხსნა - ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთქო, თამადამ _ ჩვენს შეკრებას გაუმარჯოსო _ რიხიანად გამოაცხადა და სავსე თიხის ფიალა შესვა.

მეორე ფრაგმენტი, ქართულ სადღეგრძელოებსა და თამადის ტრადიციულობაზე დაყრდნობით, ლოგიკურად განვათავსე მესამე ეპიზოდამდე, თორე ისე ზუსტად არმახსოვს. უმეგობრო კაცი გალოკილი თითივით არისო _ თქვა თამადამ და პირშიგამოვლებული საჩვენებელი თითი ჰაერში დაატრიალა. მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ სტუმრების გვერდით მჯდომ ჩემს მეგობარს გავხედე დაძაბულმა, რომელმაც ქართული სუფრის თარგმნა იტვირთა - Man without friend is like single finger - ო, მომესმა ყრუდ და სტუმრების მომღიმარ ბაგეზე მიყუდებული სავსე ფიალა რომ დავინახე, დავმშვიდდი.

მესამე ეპიზოდში სიტუაცია ნამდვილად დაიძაბა _ თამადამ წინაპრები მოიგონა. ტანინზედაყენებული, არცთუისე ნატურალური ღვინით შეზარხოშებულმა თამადამ ტრაგიკული სახე მიიღო და მისტიური ხმით თქვა _ მართალია, ისინი ჩვენს გულს დააკლდნენ, მაგრამ მათი სულები ეხლაც აქ არიან და თავს დაგვტრიალებენო. თამადამ ისე ბუნებრივად გადახედა რესტორნის ჩაბნელებულდარბაზს, თითქოს დანაღვლიანებული თვალებით მიეალერსა წინაპრების ჰაერშიმოლივლივე სულებსო. არვიცი თამადის ეპიკური სახე თუ გაგუდულ სიმთვრალეში ნათარგმნი ინგლისური იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ სტუმრებმა ძლივს ამოალუღლუღეს _ ჩვენ გავალთ, თან ხვალ უნდა ვიმუშავოთო.

მერე ჩვენთან არ უნდა იმუშავოთ, თქვე დალოცვილებოო _ უთხრა ჩვეული იმერული კილოთი თამადამ და იქვე ისიცმიაყოლა, მიცვალებულებზე გაჩერება არ შეიძლებაო. ისედაც მთლად გადარეული სტუმრები ძლივს მოვაბრუნეთ სუფრისკენ. შემდეგ ნამდვილად არაფერი მახსოვს, მაგრამ დაშლა-არმოშლის ჩათვლით ყველაფერი ბოლომდე დავლიეთ თურმე.



სხვა რა გზა იყო, გაბიგვინებული თავით და გამშრალი პირით დავერჭე მეორე დღეს სამსახურში. თურმე, მე კიდევ არამიშავსრა - აი სტუმრებს ნამდვილად ჭირდებოდათ რეანიმაცია. უცებ შევკერე ერთსაათიან შესვენებაზე, დილიდან და სახინკლეში გავაქანე.

ხინკალმა და მწვადმა ლუდთან ერთად, როგორც ჩვენში მსმელი ხალხი იტყვის, "ნამდვილად გახსნა". მიუხედავად გაბრუებული, ნეტარი სახეებისა და ძილის უდიდესი სურვილისა მე როგორც "მაშასადამე"_ და სტუმრები_როგორც ჭეშმარიტი ევროპელები_ მაინც ვნერვიულობდით პროექტზე, რომელიც მათი ვიზიტის ფარგლებში უნდა დაგევსრულებინა. ძლივსწამოშლილები სახინკლესთან მდგომ ტაქსთან მივბობღდით და ოფისისკენ დავიძარით.


ვიწრო ქუჩებში ორივე მხარეს გაჩერებულ მანქანებს პეფსის სატვირთო დაემატა, უკანა კარზე ბექჰემის დიდი ფოტოთი. სანამ მე სტუმრებს დამტვრეული ინგლისურით ვართობდი და სხვადასხვა სიტყვას ვასწავლიდი ქართულად, ტაქსის მძღოლს მოთმინების ფიალა აევსო და გაბრაზებულმა, ოღონდ საოცრად თბილად და გულიდან ამოიოხრა _ოჰ, ბექჰემ, შენი დედა მოვ@ყან, რაღა ამ ვიწრო ქუჩებში მოგინდა სეირნობაო. სტუმრებმაც არ დააყოვნეს და რას ამბობს ბექჰემზე , რას ნიშნავს "შენიდედამოვ@ყან" _ ისეთი მკვეთრი ყ-თი გამიმეორა ერთ-ერთმა, რომ მეც შემშურდა.

ქართველ ტაქსის მძღოლებს, GPS ნავიგაციით აღჭურვილი ჩეხი მძღოლების ფონზე ნამდვილად ვერ დავაკნინებდი და უცებ განვუმარტე _ "შენი დედა" და თამადა რომ ამბობდა წუხელ "შენიჭირიმეს" ერთიდაიგივე არის-თქო.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში სტუმრების გამოსამშვიდობებელი სუფრა გაიშალა. ჩემ "მაშასადამეევროპელობას" ვინ ჩივის, მაგრამ ჭეშმარიტმა ევროპელებმა რამდენიმე დღის წინ სუფრასთან მომხდარი საოცრებიდან ჭკუა რით ვერ ისწავლეს, ვერაფრით მივხვდი. ყველაფერი თითქმის იმავე სცენარით განვითარდა _ კახური ღვინო, თიხის ფიალები...უბრლოდ ის იყო, რომ წასულების სადღეგრძელოზე სტუმრებს ფეხიც არ მოუცვლიათ.

ის დღეც კადრებად შემორჩა ალკოჰოლითგაჟღენთილ გონებას. ბოლო სცენაში მახსოვს, სასმისსმომარჯვებული სტუმარი, როგორ ომახიანად "მიესიყვარულა" ერთ-ერთ თანამეინახეს - "შენი დედა მოვტყანო".

შემდეგ აღარაფერი მახსოვს.

Wednesday, September 29, 2010

ჩვენ ვართ, они имеют

მთელი დღე იღრუბლებოდა და ბოლოს როგორ იქნა გაწვიმდა. გაწვიმდა, ოღონდ ძალიან გვიან - ღამის სამ საათზე.

უძილობა საუკეთესო საშუალებაა საწოლში საწრიალოდ და გონების თავის ნებაზე მისაშვებად. ათას სისულელესთან ერთად, ბოლო კოკისპირული წვიმა გამახსენდა, როდესაც ერთერთ სანაქებოდ დაგებულ გზაზე, თვალსა და ხელს შუა, უკვე ტრადიციად ქცეული მდინარე აღმოცენდა.

მომდევნო რგოლი ასოციაციურ ჯაჭვში ის ფაქტი იყო, რომ "წყალდიდობაში" მოყოლილს სხვა გზა არ მქონდა და ტაქსში ჩავჯექი.

შემდეგ ტაქსის მძღოლი გამახსენდა, რომელმაც მართალია ვერ მოასწრო ეთქვა რომ ორი (ან მეტი) დიპლომი აქვს ან რომელიღაც ტრესტის უფრო იყო თავის დროზე და არც ის დაუწუწუნია "ეს რა ქვეყანა დავშალეთო", მაგრამ რამდენიმე კილომენტრიან მონაკვეთში, დეტალურად და საფუძვლიანად მოასწრო საქართველოს ისტორიაზე მცირე ლექცია ჩაეტარებინა - თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს იყო შედარებითი ანალიზი სახელწოდებით "დავით აღმაშენებლის ორმოციათასი ყივჩაღი და მიხეილ სააკაშვილის ათიათასი ინგლისურენოვანი ინგლისურის მასწავლებელი".

უძილობას რა ვუთხარი და გამახსენდა, რომ დღევანდელობაში ინგლისური და კომპიუტერი თუ არ იცი, არაფერი გამოგივა (თუმცა ამასწინად მომიყვა ახლობელმა გამაოგნებელი ამბავი - როგორ აიწყო კარიერა ერთერთმა პირმა ოსურის ცოდნით). შემდეგ, მე რომ არ ვიცი რომელმა, მაგრამ ასოციაციებზე პასუხისმგებელმა ტვინის რომელიღაც ნაწილმა, ერთერთი ათიათასთაგანის პირველ გაკვეთილს დამასწრო.

მასწავლებელი ბავშვებს მიესალმა და გაუღიმა.მსუბუქი მოთელვის შემდეგ დაფაზე დიდი ასოებით დაწერა: "Be, Have" და სახელდახელოდ, ლექსიკონიდან ამოწერილი და დაზეპირებული იეროგლიფებით მიაწერა - "ქონა, ყოლა".


ის იყო ვიფიქრე, ინგლისურს ფასიან კურსებზე თუ ვერა, უფასო წარმოსახვებში მაინც ვისწავლითქო, რუსი პაროდისტი - მიხეილ ზადორნოვი გამახსენდა; მას აქვს ერთი პაროდია , სადაც რუსებსა და ამერიკელებს შორის პარალელებს ავლებს. პრინციპში სხვა პაროდიებშიც იგივეს აკეთებს, უბრალოდ ის რაც მე გამახსენდა, ენის სიღმეებში დამალულ "მისტიურ" აღმოჩენებზე არის აგებული. კერძოდ: თურმე ამერიკელები (თუმცა რატომ ამერიკელები და არა ინგლისელები, დღემდე ვერ ვხვდები) ამბობენ "nobody", ხოლო რუსებ "не души", შესაბამისად სიტყვებში ჩაბუდებული სხეულითა და სულით ასკვნის თუ როგორი ხორციელნი და მიწიერნი არიან ამერიკელები, ხოლო რაოდენ სულიერნი და ზეაღმატებულნი რუსები (სხვათაშორის, ზემოთხსენებულ ასპექტში "არავინ" და "კაციშვილი"-ც საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციების საშუალებას გვაძლევს).

უკაცრავად მკითხველო, ბოლო აბზაცში ცოტათი გავერთე. მოკლედ რომ ვთქვად (არადა ეს გამოთქმა სამი სიტყვით აგრძელებს წინადადებას), ინგლისუენოვანი მასწავლებლიდან რუს პაროდისტამდე, შემდეგმა აზრმა მიმიყვანა:

ინგლისურად (და რაღათქმაუნდა ქართულად) ჩვენ შეგვიძლია ვაუღლოთ - მე ვარ, შენ ხარ, ის არის, ჩვენ ვართ და ა.შ. აი რუსულად კი აწმყოზე ბოდიში მომითხოვია მაგრამ, არყით სავსე ალუმინის ჭიქას თუ დაიჭერ ხელში, ომახიანად იტყვი - будем.

დიდი ამბავი ეხლა, აწმყო დროში "ვარ" ზმნა თუ არ იუღლება რუსულ ენაში - დამამშვიდა ტვინის ემოციონალურ და ალოგიკურ ნაწილზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ. სამაგიეროდ "ქონა" ზმნა შეგიძლია აუღლო. ოჰო, თან როგორ: я имею, ты имеешь, мы имеем...

ინგლისურად - Have, ქართულად - ქონა, რუსულად - иметь, обладать...

თქვენი არვიცი და ვინაიდან "Каждый понимает в меру своей испорченности", სიტყვებს "иметь и обладать" ჩემს ვირტუალურ ლექსიკონში პირველად განმარტებად, "ქონა" ნამდვილად არააქვს მიწერილი.

აქ უკვე, ცხენზე ამხედრებული და ხმალაღმართული, გონების ლოგიკურად მოაზროვნე ნაწილი ჩაერთო - "რა შუაშია ეხლა ეგ? რუსოფობია დაგემართა? ზემფირას კი კარგად უსმენ?" - ცეცხლოვანი შეკითხვების ქარტეხილი დაატეხა, ნახევრად ჩაძინებულ ჩემს თავს.

"რა შუაშიააა?!" - გაისმა სადღაც, გულის ბნელ ჯურღმულში გამოკეტილი უცნობის ღრიალი - ეს არის ერი, რომელიც ვერასოდეს ვერ გეტყვის - "თქვენ ხართ", სამაგიეროდ გულიდან გადმოგძახებს - "мы имели, имеем, и ещё много раз поимеем".

ცუდია უძილობა - ათასს სისულელეზე ფიქრობ კაცი.

ContrMenu

ნაცნობი კაფე, ვაშლის ღვეზელი
და შეუცვლელი ჭიქა ესპრესო
ის უცებ მიხვდა რომ შეუყვარდა
ბიჭი არაფრით საინტერესო

მობეზრდა ჯაზი, სუნი დიორის
და მარტოობის არცერთი წელი
უცებ მოუნდა ჭამა ნიორის
ლავაში პური და ყურძნის წვენი

ნაცნობი კაფე, ვაშლის ღვეზელი...

Monday, September 27, 2010

Груз-In

წარმოიდგინეთ დანაყოფებიანი, უსასრულო, გამჭვირვალე მილი, რომელიც ფენებად განთავსებული სხვადასხვა ნივთიერებებით არის გამოტენილი და სითხე (პირობითად წყალი) რომელიც ამ მილში მოძრაობს. ბუნებრივია რომ სხვადასხვა ფენის გავლის შემდეგ წყალი გამდიდრდება ან გაიფილტრება რაიმე ნივთიერებისგან.

მოკლედ, ჩემს გენიალურ მეტაფორას თავი რომ მოვუყარო უსასრულო და გამჭვირვალე მილი - ეს დრო არის, მასში ფენებად ჩაპრესილი ნივთიერებები - გარემოება, ხოლო წყალი ჩვენ.

იმის მიხედვით მილს რამდენად ახლოდან ან შორიდან დავაკვირდებით, ბუნებრივად შეიცვლება მასზე დატანილი დანაყოფის ფასი ანუ - თუ ძალიან ახლოდან შევხედავთ, შეიძლება მილზე დატანილი თითო დანაყოფი ნიშნავდეს "დღეს" ან "კვირას" (თუნდაც წამს), თუ ძალიან შორიდან შევხედავთ, შესაძლოა დანაყოფი იყოს "საუკუნე" ან "ათასწლეული".

მასშტაბის შესაბამისად, ძალიან ახლო ზუმით "ჩვენ" შესაძლოა ნიშნავდეს, "შენს თავს" ან მაგალითად "შენ და შენს მეუღლეს", ხოლო "ზუმაუტზე" - რომელიმე ერს ან მთლიანად კაცობრიობას.

მოკლედ რომ ვთქვათ, დროის დინებასთან ერთად ჩვენ გარკვეულ ფენებს გავდივართ და ვიცვლებით ანუ კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ "ჩვენ ვიცვლებით".

მოცემული პოსტის გასაგრძელებლად მოდით ისეთი დაშორებით შევხედოთ ჩვენს გამჭვირვალე მილს, რომ დანაყოფის ფასი ათი წელი იყოს, კამკამა წყალში ანუ "ჩვენში" - ქართველები მოვისაზროთ და დავაკვირდეთ მილის მონაკვეთს, საქართველოს გასაბჭოებიდან დღევანდელ დღემდე.


დეტალურად ნუ განვიხილავთ რა შრეები განვლო საქართველომ მოცემულ პერიოდში, რომელი თვისებები გაიფილტრა და რომლით გამდიდრა და გაჯერდა ჩვენი პირველყოფილად კამკამა ერი, მაგრამ ფაქტია - წარმოიქმნა უნიკალური ქიმიური შემადგენლობის მიკროსკოპული ელემენტი, არამეცნიურული და არაოფიციალური სახელწოდებით - "გრუზინი".

ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენც ხშირად გამოგიყენებიათ ჭეშმარიტად ქართული, ფრთიანი ფრაზა - "სუფთა გრუზინული პონტი" ან ვინმე შეგიმკიათ ეპითეტით "გრუზინი".


და მაინც - რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი "გრუზინი"? ამ შეკითხვაზე, პასუხის გაცემა რომ გაიოლდეს, გადავწყვიტე ყვითელ პრესაში, ბოლო ფურცლებზე ნაბეჭდი ტესტების მსგავსი რამ შემედგინა - "ხარ თუ არა გრუზინი?".

წესები მარტივია - ათპუნქტიან დებულებაში (სინამდვილეში განვრცობა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მეზარება) თითეულჯერ ამოცნობილი საკუთარი თავი (ან სხვა) ათი პროცენტით ფასდება.

მაშ ასე,

ხარ თუ არა გრუზინი?

1. ნამდვილი გრუზინი მომხრეა ქორწინებამდე სექსის, მაგრამ უნდა რომ ცოლი ქალიშვილი ჩაბარდეს.

2. ნამდვილი გრუზინი, რომელიმე სალოცავზე ასვლის შემდეგ, დამქანცველი აღმართით ახლოშინებული, ტკბება სამშობლო მთების სილამაზით და სიგარეტს ეწევა.

3. ნამდვილი გრუზინი ძალიან განიცდის, რომ არავინ არ მიდის მასთან სახლში, სანამ ის ტელევიზორს უყურებს, მარჯვენა ხელში პულტით ხოლო მარცხენაში მარჯვენა ყვერით და არ თავაზობს მინისტრობას.

4. ნამდვილი გრუზინი განსხვავებულით, ვახტანგურად სვამს, მეგობრობის, სამშობლოს, წინაპრების, ქართველი მანდილოსნების და დედების სადღეგრძელოს რის შემდეგაც ვიღაცის მკლავში გაყრილ მკლავს იყენებს მოგვერდის გასაკეთებლად, ურტყამს და აგინებს - დედას, ცოლ-შვილს, მკვდარს და ცოცხალს (ანუ წინაპრებს), გამზრდელს (აქ უკვე სამშობლო მოისაზრება) და კეთილებს!

5. ნამდვილი გრუზინი დედის ძარვებს აგინებს მტერს და ომის დაწყების შემთხვევაში, მაღალი სიჩქარით გარბის სამშობლოდან ბოლო მოდელის ჯიპით, რომელშიც გასართობად - იგორ კრუტოის და წიმოწის უსმენს... ა, ჰო და მტერს მაინც აგინებს დედის ძარღვებს.

6. ნამდვილი გრუზინი, ურეკავს ახლობელს, რომელიც ბანკში მუშაობს (თუნდაც მძღოლად) და ეუბნება:"ბიჯო მერაბია, შენებმა არ მომცენ სიმონ - რაცხა შავს სიაში ხარო... არადა ბაღნებს გეფიცები ერთხელ იყო, ახალწლებზე რო გადავაბი და სამი დღე დამიგვიანდა გადახდა - ასი ლარი მქონდა მთლად დარჩენილი. შენ ვერ გამიკეთებ?" (მერაბია ვერ გაგიკეთებს!!!)

7. ნამდვილი გრუზინი ბოზებში დადის! (თუნდაც ცოლიანი... არა, ცოლიანი უფრო!)

8. ნამდვილი გრუზინისთვის, ბიჭს თუ საყურე უკეთია "პიდარასტია".

9. ნამდვილი გრუზინი, ცოლს არასოდეს გაუკეთებს ლანეტს (ნუ მინეტს რო არ გააკეთებინებს ეგ ხომ ყველამ ვიცით ისედაც) რადგან შემდეგ უნდა აკოცოს მას ტუჩებში, რომლითაც მეუღლე კოცნის ბავშვებს შუბლზე, ძილის წინ.

10. დაბოლოს, ნამდვილი გრუზინი ვერასოდეს ამოიცნობს თავს, ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ პუნქტში.


ეს ტესტი, ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენე, ერთერთმა მითხრა - "ყოჩაღ ლაშა! შენ ნამდვილი ქართველი ხარო"! მესიამოვნა...

Saturday, September 25, 2010

ღღღღღღღღღღღღღ

წყაროვ კამკამავ, ქარო მფრიავო,
ტყევ უღრანო და მუდამ მზიანო
გადაჭიმული მაღალი ძაბვის
ხაზები მინდა დავაზიანო

დილა, თვალები ნაკლული ძილით
ნაზი კოცნა და ყავა რძიანი
შენ თმა გაშლილი, უმაკიაჟო
მაგრამ ძალიან თავაზიანი

მინდა ცხრაათას ხუთას მეტრიდან
(იქნება ვინმემ ფრთები მაჩუქოთ)
ბოთლი ტეკილის მერე გადმოვხტე
გადმოვხტე ოღონდ უპარაშუტოდ

წყაროვ კამკამავ, ქარო მფრიავნო,
ტყევ უღანო და მუდამ მზიანო
გადაჭიმული მაღალი ძაბვის
ხაზები უნდა დავაზიანო

Friday, September 24, 2010

სამყარო Dislike-ის გარეშე

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

ვეცნობი ვის რას სურს, ვის რა ჭირს და რას გრძნობს
ჩემებთან ან სხვებთან ვინ რას აკომენტებს
ვეღარსად ვუყურებ ჩამავალ მზის სხივებს
და ღამის ზეცაზე მოწყვეტილ კომეტებს

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

Thursday, September 23, 2010

გოი დო, გოი რე, გოი მი

ყველაზე "სვეცკ" თბილისს
და "ნამდვილ საქართველოს" (c) მაია ასათიანი

დღეს მაია ასათიანს ვუყურებდი პროფილში და უცებ დამაინტერესა რა წარმომავლობა აქვს სიტყვა "გოიმს".

გუგლში ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ბოლოს პირდაპირ ჩავწერე - გოიმურად - "სიტყვა გოიმი საიდან მოდის?". ტოპებში არა მაგრამ სადღაც მეხუთე პოზიციაზე ნაცნობ ბლოგს მოვკარი თვალი.

გოიმი ეს სიტყვა სხვა ენებში “გოი”–ს ფორმით უფროა დამკვიდრებული, თუმცა ქართულში საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს “გოიმი” ჰქვია.

"თუმცა ქართულ საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს გოიმი ქვია"?

სერიოზული დილემის წინაშე დავდექი:

ა)ან სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა ოცდამეერთე არა მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდგომ (პოსტვარდებისრევოლუციურ!) საქართველოში

ბ) ან რაც მე კომპიუტერის გვერდით, დაგდებულ ტელევიზორში "მოვისმინე" (სულო ცოდვილო, არ დავიწყებ ეხლა პრანჭვას არ ვუყურებდიმეთქი - თვალს ვაპარებდი მუშაობის პარალელურად) ოდნავაც არ ყოფილა გოიმობა.

რა გინდა ეხლა მითხრა, ბიჭოლაა გლეხური მანერების მქონე თუ შორენაა საზოგადოებაში გამოუსვლელი? (კითხვის ნიშნამდე მძიმე მინდოდა დამესვა და გამეგრძელებია - "თუ მაიაა უგემოვნო ადამიანითქო", მაგრამ გადავიფიქრე - წინადადება ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა).

არა, ისე რას ვერჩით ეხლა. უნდა ამ ხალხს და ასმენინებს - თან დავთვალე და ზუსტად ოცდასამჯერ "ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს არის მდაბიო მუსიკა, მაგრამ დღეს უბრალოდ ასე ვღადაობთ გადაცემაშიო" გაიმეორა "ტრანსლაციის გენერალური სპონსორია..."-ს ინტონაციით.

თან შემეცნებითიც იყო - სამარშუტკო ფოლკლორის სამჭედლოში შეგვახედა და არამარტო - სტუდიაში სახეგაბადრული მჭედლებიც მოიწვია და დერვიშების სიმღერებში მოგუდულად ნათქვამი "ყლეთა ჯოგის" არ იყოს, ისე ჰკითხა თითეულს: "თქვენს დაწერილ სიმღერაზე, როცა ამბობენ გოიმობააო (სიტყვა გოიმობა წარმოითქმის მოგუდულად) არ გწყინთო?".

სიმართლე გითხრათ, შემეცნებითის გარდა დღევანდელი გადაცემა პირადად ჩემთვის (და ალბათ არამარტო) გარკვეული ფსიქოლოგიური თერაპიაც იყო. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს - როდესაც რესტორან "მონოპოლში" ვთვრები, ("იმერულ ეზოში" და "კოლხეთში" მსგავსი არ მემართება) აუცილებლად "მაია მულატკაზე" ვცეკვავ ხოლმე. სამტრედიიდან გამოყოლილი, ვაკეში გამძაფრებული და მუხიანში მიძინებული, არასრულფასოვნების კომპლექსის გამო აზრი, რომ რამდენიც არ უნდა ვიკითხო მარკესი და ვუსმინო მასაკელას მაინც ტეტია პროვინციელი და გოიმი ვიქნები რომელსაც "ცხავს" და არა "ცხელა", ჭიასავით მიღრნიდა გულს.

დაილოცოს ყველა წითელი კაბიდან ძალით გამოჩენილი ძუძუები, ჩემი დანუგეშებისთვის - თურმე "მაია მულატკა" არა მაგრამ "ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამი" ქართველებს სისხლში გვაქვს, ჰერპესის არ იყოს და მხოლოდ ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად აქტიურდება".


ეხლა მთლად ნიკო ნერგაძის თანამოაზრედ, რომ არ მიმიჩნიოთ დევიზით "ნუ, შეეშვით მაია ასათიანს" ჩემს დილემას მივუბრუნდები.

ის რაც დღეს ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ, პროფილის განახლებულ სტუდიაში ვნახეთ, გოიმობის ქართული განმარტების არც ერთ კრიტერიუმში ჩაჯდა. მაშინ ისმის კითხვა: "რა არის ნამდვილი, ჭეშმარიტი,ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების, ქართული გოიმობა; სად იწყება და მთავრდება იგი?".

ამ შეკითხვაზე პასუხს ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყობთ. "მანამდე კი ალბათ ხვდებით, რომ ყველაფერი რაც ამ საღამოს მოისმინეთ მხოლოდ ხუმრობა იყო. თუმცა წინ კიდევ ბევრი საღამო და ბევრი ხუთშაბათია და ხომ გახსოვთ - ჩვენ ისევ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად"

XML

<ახლა>
   <განვიცდი>
      <სევდას>მოახლოებული ახალი წლის</სევდას>
         <სევდას>შენი არყოფნის</სევდას>
         <სევდას>გადასაყრელად, კართან დაწყობილი ძველი ჩუსტების</სევდას>
         <სევდას>რომ მთავარი გმირის სიკვდილს რეჟისორიც ვეღარ უშველის</სევდას>
      </განვიცდი>
      <ვგრძნობ>
         <შიშს>რომ ოდესმე დავრჩებით მარტო</შიშს>
         <შიშს>რომ სიბერეში დამავიწყდები</შიშს>
         <შიშს>რომ ზამთრისთვის არამაქვს პალტო</შიშს>
         <შიშს>რომ ღალატისთვის არ გამიწყრები</შიშს>
      </ვგრძნობ>
</ახლა>

Wednesday, September 22, 2010

კატა

ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა. ძველ რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მთლიანად დასკდომოდა. ოთახის კუთხეში თითქმის ჩამქარალი ნაკვერჩხალი ლივლივებდა. ბნელ ოთახში სიძველის სუნი გამეფებულიყო.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ჟღალ ზოლებიან პლედზე და თითქოს თვალებით ძალიან შორს, წარსულში იმზირებოდა.

პატარა იყო, როდესაც მარტო დარჩენილი ანეტა ბიცოლამ შეიფარა. ომი იყო. გარეშემო გამანაგურებლების გამაყრუებელი ხმა და შიმშილი სუფევდა. ღამით, ზამთარში, ბიცოლას კართან ატუზულიყო და მთელი ღამე ყრუდ წკნაოდა.

ძალგამოცლილი და გამხდარი ვერაფერს ჭამდა. ბიცოლამ რძის ფხვნილი და თაფლი, დაღუპული მეუღლის ოქროს საათში და ვერცხლის ტარიანი სამართებელში გადაცვალა.

მალე მომჯობინდა. დაბომბვის განგაშის გაბმული კივილისგან შეშინებული, ბიცოლას ეფარებოდა კალთაზე მიტმასნული.

ომის დასასრულს დიდი იყო. თაგვებს უკვე მარჯვედ იჭერდა.

ბიცოლას გაჟონვა მოუვიდა. ჩაწოლილი, ჭერში იხედებოდა უმისამართოთ და რაღაც ფრაზებს იმეორებდა. ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს რაღაცას აკეთებსო. ვერავის ცნობდა. რეალობას მთლიანად მოწყვეტილი, წარსულს იმეორებდა არეულ ნაწყვეტებად.

ერთი კვირა ასე გაატარა. კატა წამით არ მოსცილებია საწოლს. იქვე ლამბაქით დადგმული რძისკენ არც გაუხედავს.

სიკვდილის წინ გონება დაუბრუნდა - წყალი მოითხოვა.წყალი რომ მიუტანეს, კატას თუ აჭამეთო იკითხა. ტუჩთან მიტანილი ჭიქა ხელით გაწია, მკლავი გულზე დაიდო, სახეზე ღიმილი დაეფინა, "ფისო, ფისო, ჩვენი ძილის დრო მოდისო" ჩაილაპარაკა და ბოლოჯერ ამოისუნთქა.

მაშინ არავის შეუმჩნევია, როგორ აებურგძლა კატას ბეწვი და სიამოვნებისგან დაიკრუტუნა. ზუსტად ისე, როდესაც ანეტა კისერში ეფერებოდა.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ზოლებიან პლედზე. ნესტოები შეუმჩნევლად გააფართოვა და მთელი ტანი ჰაერით აივსო - თითქოს ბიცოლას კალთის სურნელი შეისუნთქა, პატარაობისას რომ ეტმასნებოდა.

ძველ ფანჯარის რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მოხუცის ხელებივით დასკდომოდა. ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა.

შენს წარბებს

ამ ლექსს მე ვუძღვნი
შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ
შენს წარბებს
ასე უხეშად რომ მარბევს
ასე რომ მიდუღებს გონებას
რომ მიმღვრევს სისხლს
რომ მიმსხვრევს ოცნებებს
მახსენებს დავიწყებულ ათას მოგონებას
რომ მართმევს წლობით დაგროვილ ქონებას
რომ ასე მაწუხებს
რომ მხვდება ქუჩაში
რომ მადებს მარწუხებს
რომ მახევს სახეს და
მახევს ლაყუჩებს
რომ ვერცერთი სასმელი
ამ ტკივილს აყუჩებს
რომ მინდა სიცოცხლე
სამოთხის კართან
რომ შენი ლოყის სითბოს ვგრძნობდე
მკლავთან

ამ ლექსს მე ვუძღვნი
შენს შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ წარბებს
ასე რომ მამშვიდებს და მარბევს