Wednesday, April 28, 2010

შენ მე არ გიყვარვარ :(

მე მიყვარს შენი დარკული ტანგო
და მიყვარს შენზე დაკრული ტანგა
შენი წვნიანი ტუჩები – მანგო
ფორთოხლის კოცნით რომ დაითანგა

მე მიყვარს შენი გაკრული ხელი
მუცელთან ხალი და მშრალი ხველა
შენთან შეხვედრას ყოველთვის ველი
და "შენ" მგონიხარ რატომღაც "ყველა"

მე მიყვარს შენი სამაგრი თმების
პატარა სარკე, ძველი მაგიდა
შენი სიმღერა და გაშლა ხმების
და ჩემთან ყოფნა რომ აღარ გინდა...

მე მიყვარს შენი დარკული ტანგო
და მიყვარს შენზე დაკრული ტანგა
შენი წვნიანი ტუჩები – მანგო
ფორთოხლის კოცნით რომ დაითანგა

Friday, April 16, 2010

***

როგორ მინდა გიწილადო ჩემი კმაყოფა
მაგრამ რავქნა, არ მოსულა ნულზე გაყოფა...

უშენოდ ვხმები...

უშენოდ ვხმები
ნელნელა უხმოდ
როგორც ყვავილი
უწყოლ, უმზეოდ
მოდი ჩვენს წარსულს
ერთხელაც ვუხმოდ
ვაშლის კვირტები გაზაფხულზე რომ
აყვავილდება
როდესაც მთვარე გადაფარავს
მზის სამ მეოთხედს
გახსოვს მე რომ ხედს
(ხიდს ხეებს მიღმა)
გაჩვენებდი
წითელი მზის ჩამავალ ფონზე
და ღამის ორზე
ვარსკვლავების ჩუმი ჩურჩული...

ვხმები უშენოდ...

Tuesday, April 6, 2010

***

აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
ლოცვით სავსე ვაგონი
აქაური ცისკარი
უცნაური დარია
უცნაურად ცრის ქარი
და თითქოს გიხარია
აქ ორივეს გიღებენ
მიწისა და ცის კარებს
რწმენით თუ არ იგემებ
ახლოს არ გაგიკარებს

აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
დატვირთული ვაგონი

Thursday, March 25, 2010

მე შენში

მე შენში ვხედავ გაზაფხულს, ტოტებს
აყვავილებულს ოცნებად ატამს
არვიცი ლექსით რა უნდა ვუთხრა
ამ ტუჩებს, თვალებს, ამ თმებს ან ამ ტანს

მე შენში ვხედავ კამკამა წყაროს
და ვგრძნობ მთებიდან მონაბერ სიოს
მინდა ოცნებამ შორს წამიყვანოს
და შენზე ფიქრმა მზესავით მდიოს

ვხედავ სამყაროს, დაორთქლილ მინას
და გარინდებულს ნისლებში კლდეებს
სიმშვიდე როგორ დაეძებს ბინას
და არ ნებდება ცხოვრება დღეებს

ვხედავ ამოსულ ჭიშკართან ჭერამს
მოულოდნელად გამოსულ ამინდს
ზოგჯერ ზღვას ვხედავ, რომელც ღელავს
ზოგჯერ მზეს, ზღვაზე მშვიდად რომ ჩადის

...

მე შენში ვხედავ გაზაფხულს, ტოტებს
აყვავილებულს ოცნებად ატამს
არვიცი ლექსით რა უნდა ვუთხრა
ამ ტუჩებს, თვალებს, ამ თმებს ან ამ ტანს

Tuesday, March 23, 2010

იკოსაედრი

მორალურად გატეხილი მტერი ვარ
მაგრამ მაინც ხასიათში ვმღერი
ცხვრის ბუმბულში გახვეული მგელი ვარ
ბალახს ვძოვ და სალამურით ვტკბები

მიძალებით დადებული ლელო ვარ
მოკრძალებით ჩაქცეული მოლი
ზოგჯერ მწვანედ მობიბიინე მდელო ვარ
ზოგჯერ ზეთით მოთხუპნული მძღოლი

ზოგჯერ სიზმრებს ვყვები ისე, უბრალოდ
ზოგჯერ ლექსსაც მოვუყვები ვინმეს
ზოგჯერ ლისტის მომბეზრდება სმენა და
ჩავუჯდები ეროტიულ ფილმებს

მორალურად გატეხილი მტერი ვარ
მოკრძალებით ჩაქცეული მოლი...
მე ათასი სულელი ვარ, შტერი ვარ
შენ კი ჩემი ერთადერთი ცოლი

Wednesday, March 17, 2010

***

შენ ხარ ნარცისი
მე კი არც ისე
როგორ გეძინა წუხელ?
ეხლა სადავარ მგონი არც იცი
და ჩემს ლექსებსაც ნუ ხევ...

შენ ხარ ნაყინი
ვანილის ოღონდ
მე ვარ ალუბლის წვენი
შენ თვლი რომ არ ხარ უბრალო გოგო
მე მუზებს ლექსებს ვწველი

შენ ისეთი ხარ...გამოგონილი
ემოციებით კახპობ
მე მინდორ–მინდორ გრძნობებს ვაგროვებ
და სახურავზე ვახომბ

Wednesday, March 10, 2010

***

მე შემიძლია მოგიყვე ლექსი
შენ შეგიძლია ხაზი გაუსვა
რომ აღარ მოგწონს, კოცნა და სექსი
და გირჩევნია მცირე პაუზა

Monday, March 8, 2010

დენვერი - ბოლო დინოზავრია

არ ვიცი ნამდვილად რა ნოსტალგია შემომაწვა...მაგრამ უცებ გამახსენდა...ყოველ შაბათ კვირას სულმოუთქმელად ველოდი.... დენვერი - ბოლო დინოზავრი, ჩიპი და დეილი, კუ ნინძები :) ან თუნდაც მოჩვენებებზე მონადირეები... :)

დარწმუნებულივარ ვინც ამ მულტფილმებს უყურებდით სასიამოვნო მოგენებებს აღგიძრავთ :) ცუდია რომ რუსული ვერსია ვერ ვიპოვე ყველა მათგანისთვის... რადგან სწორედ რუსულ ვარიანტს ვისმენდით, ტელეეკრანიდან.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=X1fUqSQFdAI&hl=en_US&fs=1&]

გამომრჩა ვითომ რომელიმე? :)

Sunday, March 7, 2010

წვეთი

რაღაცა დამაკლდა ძვირფასი, საჭირო
ისევ მოვიწყინე, ერთ ბოთლსაც დავცლიდი...
მეგონა დამთავრდა ჩვენი სანაპირო
შენ კი თურმე მხოლოდ გაცივდი... გაცივდი...