გამო–ზაფხულდა
გოგოებმა გამოაჩინეს მკერდი
რემბოს მოუნდა წერა და გამოცოცხლდა ვერდი
გამო–ანათა
და გოგოებმა დაიმოკლეს კაბა
კვრიტმა წამოყო თავი, გრძნობით ამღერდა ABBA
გამო–იდარა
მახარებს მოკლე ღამე, მომატებული დღე მას
ნეტა რა უხარია უკან ეზოში ტყემალს?
გამო–ზაფხულდა
და გოგოებმა გამოამზეურეს მკერდი
რემბომ დაიწყო წერა და გამოცოცხლდა ვერდი...
Sunday, February 28, 2010
Saturday, February 27, 2010
სამართლიანი საქართველოსთვის
თუ ძაან გინდა молоко
რუსეთს უნდა მოლოკო?!
რუსეთს უნდა მოლოკო?!
Wednesday, February 24, 2010
პარfიუმ
ამდენი დრო უჩემოდ
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი
შენი შავი თავშალი და
შერჩენილი შანელი
შენი კოცნა
თან სველი და
თან მშრალი და
თან ნელი...
მაგრამ შენი სურნელი...
შენი კანის სურნელი
შენი თმების, თვალების
შენზე ფიქრის, ოცნების
როგორ მელამუნება
ეს სურნელი ბალიშის
ღამით თავს რომ დადებ და
დალალებს რომ დაგიშლის...
ამდენი დრო უჩემოდ
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი
შენი შავი თავშალი და
შერჩენილი შანელი
შენი კოცნა
თან სველი და
თან მშრალი და
თან ნელი...
მაგრამ შენი სურნელი...
შენი კანის სურნელი
შენი თმების, თვალების
შენზე ფიქრის, ოცნების
როგორ მელამუნება
ეს სურნელი ბალიშის
ღამით თავს რომ დადებ და
დალალებს რომ დაგიშლის...
ამდენი დრო უჩემოდ
ნეტა როგორ გაძელი
გინდა მარტოობა და
კოკო მადუმაზელი
სიყვარული გარდაუვალი
თეორემა: სიყვარული გარდაუვალია
დამტკიცება:
რას შვება? - უყვარს მას ის.
რა ქნა? - შეუყვარდა მას ის.
შეწყობილმა პირებმა ბრუნვა არ შეიცვალა ანუ სიყვარული გარდაუვალია. რისი დამტკიცებაც გვინდოდა.
დამტკიცება:
რას შვება? - უყვარს მას ის.
რა ქნა? - შეუყვარდა მას ის.
შეწყობილმა პირებმა ბრუნვა არ შეიცვალა ანუ სიყვარული გარდაუვალია. რისი დამტკიცებაც გვინდოდა.
***
ზოგჯერ ჰაერის ჩასუნთქვასავით, მინდა ამოვისუნთქო "მიყვარხარ"...
ცც ხხ
ცხოვრება მრავალ ფეროვანია
ზოგჯერ უბრალო ფენოვანია
ზოგჯერ ცირკია, ზოგჯერ პიესა
მგონი ჯობდა რომ სულ არ მიეცა
ზოგჯერ ცრემლია, ზოგჯერ ღიმილი
სხვადასხვაგვარი აღქმაა ფილმის
მისი კანი და ვაშლის ჩილიმი
აღარ ჩანს კადრში აკოცა ვინ ვის
ცხოვრება მრავალ ფეროვანია
ზოგჯერ კი ცივი ფენოვანია
ზოგჯერ უბრალო ფენოვანია
ზოგჯერ ცირკია, ზოგჯერ პიესა
მგონი ჯობდა რომ სულ არ მიეცა
ზოგჯერ ცრემლია, ზოგჯერ ღიმილი
სხვადასხვაგვარი აღქმაა ფილმის
მისი კანი და ვაშლის ჩილიმი
აღარ ჩანს კადრში აკოცა ვინ ვის
ცხოვრება მრავალ ფეროვანია
ზოგჯერ კი ცივი ფენოვანია
Friday, February 19, 2010
***
ქალი ლამაზია, რაღაც სხვანაირად
თითქოს მოელვარი სხივია ზღვაზე
ნეტა აირჩიო უნდა რანაირად
თუ ყველა ქალი, კარგია სხვაზე
ქალი შეიძლება იყოს წარმოსახვა
მკრთალი გაღიმება, ჭრელი გაზაფხული,
ქალი შეიძლება იყოს - ერთი ნახვა
ანდა სევდიანი ფილმი... დასასრული...
ქალი ესკიზია უცებ დახატული
ზოგჯერ ამოსვლაა მზის
ქალი შეიძლება იყოს აბსტრაქტული
შეიძლება იყოს - ის
თითქოს მოელვარი სხივია ზღვაზე
ნეტა აირჩიო უნდა რანაირად
თუ ყველა ქალი, კარგია სხვაზე
ქალი შეიძლება იყოს წარმოსახვა
მკრთალი გაღიმება, ჭრელი გაზაფხული,
ქალი შეიძლება იყოს - ერთი ნახვა
ანდა სევდიანი ფილმი... დასასრული...
ქალი ესკიზია უცებ დახატული
ზოგჯერ ამოსვლაა მზის
ქალი შეიძლება იყოს აბსტრაქტული
შეიძლება იყოს - ის
Friday, February 12, 2010
ვივა ლა ორგაზმე
ოხ ეს ორგაზმი რა იყო და...ოხ ეს სტატისტიკა რა არის :)
საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე...ამასწინათ რომელიღაც ლექს (თუ არ ვცდები) სახელად ორგაზმი დავარქვი.
თქვენი აზრით დღეისათვის ყველაზე რეიტინგული სიტყვა, რომლის დასერჩვის შედეგადაც ხვდებიან ჩემს ბლოგზე რომელია? დიახ, სწორად გამოიცანით...და ლათინურად... ასე მგონია თითქოს, СССР ახალი დაშლილია და "პორნო კარტზე" და სამგვერდიან პორნო გაზეთებზე უზომო მოთხოვნაა.
საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე...ამასწინათ რომელიღაც ლექს (თუ არ ვცდები) სახელად ორგაზმი დავარქვი.
თქვენი აზრით დღეისათვის ყველაზე რეიტინგული სიტყვა, რომლის დასერჩვის შედეგადაც ხვდებიან ჩემს ბლოგზე რომელია? დიახ, სწორად გამოიცანით...და ლათინურად... ასე მგონია თითქოს, СССР ახალი დაშლილია და "პორნო კარტზე" და სამგვერდიან პორნო გაზეთებზე უზომო მოთხოვნაა.
Thursday, February 11, 2010
მხოლოდ...
ალბათ შეამჩნიე... ლექსებს ვეღარ ვწერ... მეშინია... მეშინია, რომ ლექსებით ვერ ვიტყვი იმას რასაც ვგრძნობ...
გიყურებ და ვიცი... ასე ზუსტად... ასე ბოლომდე...ასე დარწმუნებით...არასოდეს არაფერი არ მცოდნია...
გიყურებ და ვიცი...შენ ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის... მე შენ მიყვარხარ...
გიყურებ და ვიცი... ასე ზუსტად... ასე ბოლომდე...ასე დარწმუნებით...არასოდეს არაფერი არ მცოდნია...
გიყურებ და ვიცი...შენ ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის... მე შენ მიყვარხარ...
Subscribe to:
Posts (Atom)