წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ატყდა სოციალურ ქსელებში სინქრონული ფუსფუსი. წუხელ ჩემ ქვეყანაში ადამიანებმა ძალადობა გამოავლინეს. ერთერთ ადამიანს, რომლის მიმართ სიმპატიები ნამდვილად არ მამოძრავებს ხელი მოხვდა და სისხლი წასკდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში მე წავიკითხე უამრავი ნეგატიური გამოხმაურება - ხალხი ერთმანეთს ასწრებდა პირველი ქვის სროლას.
***
საკმაოდ პატარა ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ ყველაფერი შედარებითია. ცოტა უფრო დიდი როდესაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ გავიგე. როდესაც ინდუქციისა და დედუქციის და სამყაროსა და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების თანაკვეთებზე დავიწყე ფიქრი დასაწყისს დავუბრუნდი და მივხვდი: ანდაზა "მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" - სრული ჭეშმარიტებაა.
როგორც ბოლო დროს დამჩემდა თქმა "გაწიე-გამოწიე" სამყარო ინფორმაციაა - სხვადასხვა წესების, პარამეტრებისა და კანონზომიერებების რთულად თანადამოკიდებული სისტემა. რეალურად ყველაფერი აღწერადი და შესაბამისად გაზომვადია, ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ და მივუსადაგოთ სიტყვა "მეტ-ნაკლებად".
საკმარისია ნებისმიერ მოვლენას ახლოდან ან შორიდან (zoom in, zoom out) შეხედო, რომ არსი აბსოლუტურად განსხვავებული ხდება.
წარმოიდგინეთ, თქვენი ძირითადი მიზანია ჩახვიდეთ თბილისიდან მცხეთაში. ჯდებით სამარშუტო ტაქსში რომელიც გზაში ფუჭდება - ეს კატასტროფაა. თქვენ ბრაზდებით და გეშლებათ ნერვები - "რაღა მაინც და მაინც ეს და რაღა მაინც და მაინც ახლა".
კარგი, ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ. თბილისამდე მოსულები ჯდებით ერთერთ სამარშუტო ტაქსში რომელმაც მომდევნო ქალაქამდე უნდა მიგიყვანოთ და ის გაფუჭდა. დიდი არაფერი - ასე ბევრჯერ მომხდარა და გაცილებით უარესიც შეიძლება მოხდეს _ მთლიან მოგზაურობასთან მიმართებაში მცირე ინციდენტია.
ჩემი კორპუსის წინ, "მარშუტკის" მძღოლები იკრიბებიან და ყოველ ცისმარე დღეს იმით იწყებენ რომ ერთმანეთს ეკინკლავებიან. დაუსრულებლად ჩხუბობენ. მე ვუყურებ მათ და ვფიქრობ - რა გაჩხუბებთ, რა სულელები ხართ.
შემდეგ წარმოვიდგენ რომ გალაქტიკაში არსებობს ჩვენზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა აზროვნებისა და შემეცნების მაშტაბი კარგახანია გასცდა ჩვენ - ადამიანთა კალიბრს და ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად ისე გვიყურებენ როგორც მე აივნიდან მძღოლებს, უბრალოდ მათივე განვითარებულობიდან გამომდინარე სულაც არ უკვირთ ჩვენი ასეთი ქმედება, რადგან მათ კარგად იციან მიზეზები, რითი არის ეს გამოწვეული და ცინიკურად სულაც არ გვიყურებენ - ეს მათთვის სამყაროს კანონზომიერი ნაწილია.
ამდენს იმიტომ ვბოდიალობ, რომ მარტივი რაიმე მინდა ვთქვა - გამომდინარე იქედან თუ რა არის თქვენი აზროვნების თვალსაწიერი, გარკვეული მოვლენები უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს.
ალეგორიურად რომ ვთქვათ, გამომდინარე იქედან თუ რამდენადაც განვითარებული ხარ და საფეხურით მაღლა ხარ ასული, უფრო ვრცელია (დაზუმაუტებული) შენი ხედვის არეალი და შესაბამისად უმნიშვნელო გარკვეული დეტალები რომლებიც აღარც კი ჩანს.
პირიქითაც შეიძლება - დააკვირდი რა არის შენთვის მნიშნელოვანი, რას ხედავ შენს წინ და მიხვდები როგორია შენი აზროვნებისა და განვითარების მასშტაბი.
***
წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა.
Friday, February 8, 2013
Tuesday, February 5, 2013
დუბლი პირველი, სამოსელი პირველი - მატორ
ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!
მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა.
და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.
პატარა უფლისწული
დე სენტ-ეკზიუპერი
და იქმნა მესამესა წელსა... ეს ისე - უბრალოდ ყოველთვის მინდოდა თხრობა "და" კავშირით დამეწყო.
ისე კი ერთი ჩვენი პრეზიდენტი თუ მომიყვანდა წერის ხასიათზე თორე ახალ მთავრობას პირველი ასი დღე წესისამებრ ვადროვე, პარლამენტში დეტალურად განხილული ტყავის მათრახი და ბუსუსებიანი პრეზერვატივიც უხმოდ ჩავყლაპე და აი - ასმეერთე დღემაც არ დააყოვნა - დასაწყისი ნამდვილად ეფექტური გამოდგა.
აღმოჩნდა რომ ახალი კანონპროექტის თანახმა "პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს".
დააკვირდით, საქმიანი "ან" ეროვნული. ისე კაცმა რომ თქვას, ჩოხას რომ ჩაიცვამს ქართველი კაცი და ხანჯალს შეისწორებს წელზე, რა ეკანონპროექტება მერე - ან ყანწი უნა მოიმარჯვოს და ხმლები ააჟღარუნოს ჰაერში, ან ულვაშაპრეხილმა მინიმუმ მრავალჟამიერი მაინც უნდა შემოსძახოს.
ალალად ვაღიაროთ და აკუსტიკური თვალსაზრისით ქუთაისის პარლამენტი ამ ხრივ გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა კანონპროექტის თანახმა ქართულ ოცნებას თეთრი ჩოხებით უნდა იყოს დამშვენებული ხოლო ნაციონალები შავ ჩოხებში უნდა შეიმოსონ. პარლამენტის თეთრი ინტერიერი კი, თვალსაჩინოდ ვერ წარმოაჩენდა თეთრჩოხოსანთა მრავალრიცხოვნებას. შესაბამისად გადაწყდა, რომ ახალი ტანისამოსით დეპუტატები თბილისის პარლამენტში წარდგებიან.
სიახლეები იქნება ინტერიერშიც. "საქმიანი" ტანისამოსის დღეს, პარლამენტში განთავსდება ტრიბუნა, მიკროფონები, დეპუტატის პულტები ხოლო "ეროვნული" შესამოსელისას სხდომათა დარბაზის შესასვლელი მოირთვება ურემზე დადებული დეკორატიული ჭურით. პარლამენტის თავმჯდომარის წინ აეწყობა საწნახელი (გიგი ყოფილა დაპირებული - თბილისობებიდან შემომრჩაო). დეპუტატების მაგიდაზე ჩამონტაჟებული მექანიზმები, ავტომატურად ამობრუნდება და რამდენიმე წამში პულტი შეიცვლება სტანდარტული კომპლექტაციით - მჟავის ასორტი, კეცის მჭადი, ჭყინტი ყველი და ქოთნის ლობიო.
რაღა თქმა უნდა რეგლამენტი იქნება მკაცრად გაწერილი _ თითეულ დეპუტატს მიკროფონშივე ექნება ინტეგრირებული ყანწი, რომლითაც შეძლებს შეავსოს და შესვას სასურველი სადღეგრძელო.
ერთი შეხედვით ზოგადი კონცეფცია დიდი არაფერი - მაგრამ საკმარისია თვალი დახუჭოთ და მიხვდებით - საქართველოს გაბრწყინება ოდესმე თუ უწერია, პირველმა სხივებმა სწორედ ასე უნდა გააპონ, საუკუნოობით ნაგროვები უბედურების შავი ჯავშანი.
წარმოიდგინეთ: სისხამ დილით პარლამენტთან მიემართება შავ ჩოხაში შემოსილი და შავ ცხენზე ამხედრებული გოგა ხაჩიძე. ის ანაზდად გადმოდის ცხენიდან, "ჩექინდება" პარლამენტის საჯინიბოსთან და წელშიგამართული მიემართება სხდომათა დარბაზისაკენ.
იქვე, პარლამენტის ეზოში თავის ახლადდნაყიდ რვაცხენიან ეტლს უყურებს ძალითსვანურკილოსმოჭიდებული დეპუტატი - სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ჩოხის კალთას იორთქლავს და ეტლს აზიზად აპრიალებს.
სხდომათა დარბაზში კი უკვე ფუსფუსია და ჰაერი მოსალოდნელი ნადიმის ეიფორიით არის გაჟღენთილი.
ახლადწამოდუღებულ ჩაქაფულის ქვაბს დასტრიალებს, სპეცშეკვეთით შეკერილ ჩოხაში გამოწკეპილი კობა დავითაშვილი და ნერვიულად იკვნეტს ტუჩებს.
- ვანო, მწვანილით? - ძმური სიყვარულით ეკითხება ძიძიგური
- ა... მე?.. ბეზ, ბეზ... - ერკვევა ფიქრებში წასული მერაბიშვილი
პარლამენტის სარიტუალო კარიდან შემოდის აბრეშუმის ძაფებით მორთული, თეთრ ჩოხა მორგებული, მარგალიტის მძივებდაშვებული, ოქროს გვირგვინით თავდამშვენებული დავით უსუფაშვილი. კარის უკან დამონტაჟებული ულტრათეთრი ნათებიდან ნელნელა იკვეთება ქალთა ფიგურები - ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი. ისინი, თითქოს მიწას არ ეხებიანო, ისე მოარწევენ ლამაზად დაშვებულ თეთრ ახალუხებს.
- ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობა - დინჯად აცხადებს მიკროფონში უსუფაშვილი.
სხდომა გახსნილად ცხადდება.
Saturday, January 12, 2013
***
ნუ შეგეშინდებათ ყველაზე აბსურდული ვარაუდების - ეს ჩაკეტილი წრეების გარღვევის და პასუხების პოვნის საუკეთესო საშუალებაა
***
კრიტიკა თუ სამართლიანია - სასარგებლოა, თუ უსამართლო - უვნებელი
Friday, January 11, 2013
ქალაქი VS სოფელი
მეტალოპლასტმასი, ასფალტი, ტროტუარები
ბეტონის კედლები...
ფიქრები, მორეული ყავაში.
სახლთან მდინარე, ბუხარი,
ეზოში მოფანტული დედლები
ჭყინტი ყველი და ლავაში
ბეტონის კედლები...
ფიქრები, მორეული ყავაში.
სახლთან მდინარე, ბუხარი,
ეზოში მოფანტული დედლები
ჭყინტი ყველი და ლავაში
Monday, January 7, 2013
მე < 3 იმერეთი
მე ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტი და რა გასაკვირია მშობლიური - იმერული დიალექტიც მიყვარდეს.
დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
რატომღაც ბოლო დროს თავშ მიტრიალებს სხვადასხვა სიტყვები, ფრაზები თუ იდიომები, რომლებიც ბავშვობიდან გესმის და შეუმჩნევლად ილექება გონებაში.
ასე რომ გადავწყვიტე ერთად მოვუყარო თავი:
დაგრიმვა - იგივე "დაგლეჯვა"
"ცუდი ფეხბურთელია თორე რასამბობ - დანარჩენები ხომ გრიმავენ ყველაფერს"
გაქიქინებული - თხლად ჩაცმული.
"გაცივდებოდი ბებია, აბა რა იქნება ასე გაქიქინებული რო გავარდი სახლიდან".
გუქა და მამუსტალა - მისტიური პერსონაჟები (რომელთა წარმომავლობაც პირადად მე ვერ დავადგინე) რომელთაგანაც პირველი ყოველთვის გააკეთებს რაიმეს შენს ნაცვლად, ხოლო მეორე კი შეაკეთებს, გაამთლებს ნებისმიერ ნივთს რომელიც გააფუჭე.
"- პური გინდა? მოგიტანს გუქა"
"ველოსიპედი გატეხე? - გაგიკეთებს მამუსტალა"
ზმუკი - უბრუნებენ პასუხად, გაურკვეველ "ზმუკუნზე" (სლუკუნზე) ბავშვს ან შესაძლოა ცხოველსაც.
ბებია: ჭამე საჭმელი
ბავშვი: მმმ (პროტესტის ნიშნად - გულისხმობს რომ არ შეჭამს)
ბებია: მმმ და ზმუკი შენ
ტრაშანი - "გულავი", დროის ტარება, დროის ფუჭად ფლანგვა
"რას დატრაშანობ ბებია მთელი დღეა?"
"რაც მაგი ახალგაზრდობაშია ნატრაშანები"
ხანხალი, გახანხალებული - იდეალურად სუფთა, ელვარე, დაბანილი, დასუფთავებული.
"მიდი ახლა, გახანხალდი ბებია და ჭამე მერე"
პელენწუკა - ბინძური, ფეთხუმი
"მაგისთანა პელენწუკა ქალი მეორე არ დადის"
ბრიშტი - "ბუს კვერცხები", "ჩემი ფეხები"
"რა მიცა და ბრიშტი"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
შეაგჯა, გაგჯა - (საწყისი ფორმა ალბათ "გჯომა"?:) - შეასკდა, გასკდა
"ლევანიე მანქანით ხეს შეაგჯა"
"გაგჯა ნაცინები"
ფაჩიკოს გარმონი - მისტიური არტიფაქტი, რომელიც არ ვიცი სად მოდის, მაგრამ მწყობრიდან გამოსულს, მორყეულს, დაშლილს ნიშნავს.
"მთლად ახალი ნაყიდი მანქანა, დეიშალა ფაჩიკოს გარმონივით"
ფინაჩი - უხარისხო, უვარგისი ნაწარმი
"არ ვარგა მაგი პლეტები, მთლა ფინაჩია, ორ ჩართვაში იწვება"
მოფლაშული - ფორმა დაკარგული, გაწელილი
"რავა დეიფლაშა ა ჯემპრი ორ გარეცხვაში?!"
ჯერჯერობით სულ ეს არის რაც გამახსენდა, თუმცა გუმანი მკარნახობს რომ კიდევ უამრავი სიტყვა-თქმა ინახება ჩემი ტვინის ნეირონებში, ასე რომ ნელნელა შევავსებ არქივს, ახლა კი ისევ ვიტყვი, რომ მე უფრო "მცხავს" ვიდრე "მცხელა".
Thursday, January 3, 2013
დედებზე, შვილებზე, ჩამოსულებზე და სხვა
ვისაც არ უნდა ეძებს მიზეზს
ვისაც უნდა - გამოსავალს
სოკრატე
რა საჭიროა გზა რომელიც ტაძართან არ მიგიყვანს? რა საჭიროა პოსტი, რომელიც რაიმეს არ მოგცემს?
არც სამასის წლის ვარ და არც ბრძენი კინალოკო, მაგრამ მინდა ჩემი მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც ჯერ დამოუკიდებლად ცხოვრება არ დაუწყია.
დარწმუნებული ვარ, ჩემ თითეულ გამოთქმულ მოსაზრებაზე თქვენ გაგიჩნდებათ უამრავი არგუმენტი თუ კონტრ-არგუმენტი, გაგახსენდებათ უამრავი "აუ, ეგრე არ არის" და "აუ, შენ არ იცი" სტილში მოსაზრება, მაგრამ ყოველ ჯერზე პოსტის დასაწყისში მოყვანილ (ვიღაც ლაშარელას კი არა - სოკრატეს!) სიტყვებით გიპასუხებთ.
დღეს მე პასუხისმგებლობაზე მინდა გესაუბროთ. პასუხისმგებლობაზე, რომელსაც დამოუკიდებლობა გვაკისრებს.
ის, რომ მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ როგორ გაიზარდა მისი შვილი - არახალია.
ის, რომ ეს ძალაინ დამღუპველია შვილისთვის, არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. მაგრამ მე არ მსურს მშობლებზე ვისაუბრო. მე მტკიცეთ მწამს რომ "რაც მოგივა დავითაო" ანდაზის შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა და პრობლემის მიზეზის სხვაზე გადაბრალება, უბრალოდ სისუსტეა და საბაბი - კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პოსტის ეპიგრაფად წამძღვარებული ათენელი ფილოსოფისის ბრძნული სიტყვები.
მოემზადე დამოუკიდებლობისთვის
როგორც უახლოესი მეგობარი, თოკა ჩემზე ამბობს "შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, აღდგომას დედაქალაქში ადგილს რომ ანთავისუფლებენო". თოკასეული მიმართვა - "ჩამოთრეული" ცოტათი რომ დავარბილო, სტუდენტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
ჩამოსულებად - რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სტუდენტურ ცხოვრებას და
ადგილობრივებად - რომლებიც სტუდენტობას მშობლებთან ერთად აგრძელებენ.
სტუდენტობის ეს პერიოდი, ერთგვარი პრელუდიაა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინ.
დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობაა - უფროსწორად ბევრი მცირე პასუხისმგებლობები. დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობებიც მატულობს და მძიმდება. დამოუკიდებლობას კი სწავლა სჭირდება - სწავლა კი ხშირად მარტივიდან ჯობია დაიწყო.
ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ "ჩამოსულები" გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და დამოუკიდებლობას ნელნელა ეჩვევიან: სწავლობენ როგორ გაანაწილონ და ეკონომიურად ხარჯონ მშობლების "გამოგზავნილი" ფული, დროულად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე (არ დარჩნენ გვიან ღამით სხვაგან, მოერიდონ არასასურველ გარემოს და ა.შ.)
მე ბედნიერი ვარ რომ "ჩამოსულთა" რიგებს მივეკუთვნები. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც პირველივე კურსიდან მომიწია ზრუნვა შეთავსებით მემუშავა, რათა მშობლებისთვის ჩემი წილი ხარჯი ჩამომეშორებინა.
ადგილობრივებს, კი შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ თოკას მსგავსად საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად - მართალია ინგლისურად "ჩამოთრეულს" ვერავინ დაგიძახებთ და ვერც სააღდგომოდ გაათავისუფლებთ უცხო მხარეს, მაგრამ დამოუკიდებლობის შესავალ კურს ნამდვილად მიიღებთ, კარგ განათლებასთან ერთად.
იმუშავე
დამოუკიდებლობა თუ ვინმეს ღამის 3 საათამდე კლუბში ყოფნა და მეგობართან დარჩენის უფლება გონია, ძალიან ცდება.
დამოუკიდებელი ადამიანი თვითმყოფადი სისტემაა. მას გარე წყაროსგან დამატებითი რესურსების (იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, საჭმელი თუ პირდაპირ ფინანსები) მიღების გარეშე შეუძლია ფუნქციონირება.
ხო, ვიცი, ვიცი - "თუ გამოცდილება არ გაქვს", "იცი რა რთულია მუშაობის დაწყება პატრონის გარეშე" და სხვა "ბლა ბლა ბლა".
არც ჩემთვის იყო მარტი, თვეში 30 ლარად, სარდაფში მდებარე ინტერნეტ კლუბში ღამისთევით პროგრამების დაყენება.
არც ბანკში იყო მარტივი 150 ლარად, პიჯაკით და ჰალსტუხით სტამბიდან ბუკლეტებით სავსე მტვერდადებული ყუთების თრევა და საწყობში დაბინავება.
არც მაღლივის კიბეებზე, ლექციებს შორის თოკას ახსნილი ვებდიზაინის პრინციპების გაგება და შემდეგ სახლში (ხშირად ღამის გათევის ხარჯზე) მეცადინეობა იყო ბამბის ნაყინი.
ასე რომ ვერც აქ მოვისმენ წუწუნს და სხვა სისულეებს. ხომ გახსოვთ - ვისაც უნდა... დიახ დიახ...
ისწავლე
როგორც დავადგინეთ, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თქვენ უნდა იმუშავოთ. იმისათვის რომ თქვენ იმუშავოთ, რაიმე უნდა შეგეძლოთ ისეთი, რასაც თქვენგან იყიდიან. ხოლო იმისათვის რომ ძვირად იყიდონ, ეს "რაღაც", ძალიან კარგად უნდა შეგეძლოთ.
შესაბამისად უნდა ისწავლოთ რაიმე კონკრეტული, რომ დედამიწაზე დაუზარებლად მღოღავ 6 მილიარდ ადამიანს შორის, რაიმეთი გამორჩეული გახდე, პროფესიონალი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხით, ყოველლთვის გამორჩეული იქნება. რომელშიც ყოველთვის კარგად გადაიხდიან.
სწავლისგან გამოწვეული ტანჯვა დროებითია, უცოდინრობით -სამუდამომოკლედ, იმუშავეთ, მოიპოვეთ სრული დამოუკიდებლობა და ყოველ ჯერზე როდესაც მშობლების გამო დაიწუწუნებთ ერთ შეკითხვას გაეცით პასუხი - თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ დამოუკიდებელი იყოთ?
(c) ჰარვარდის სტუდენტების ერთერთი მოტივატორი
Thursday, December 20, 2012
ღია წერილი Geocell-ს
ასეც ხდება და ისეც ხდება - ვინ იცის და ვინმე მადლიანმა ეს პოსტი, რომელიმე ადამიანს მიუთაგოს, ვისთანაც ერთ დროს ნამყოფიც კი ვარ, როგორც ჩემი კომპანიის წარმომადგენელი ან კიდევ უფრო ადრე - როგორც მათი კოლეგა - პროდუქტების განვითარების მენეჯერი, ერთერთი ბანკიდან.
ანუ, შესავალი "მე ლონდონში ვსწავლობდის" სტილში, რადგან "ვინმე მესხი მელექსე" კი არა, დისტანციური საბანკო პროდუქტების სპეციალისტი, დეველოპერული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და User friendly ინტერფეისების (ქართული რეალობისთვის) არც თუ ისე ცუდი მცოდნე გეხმიანებათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს დავპორტირდი მაგთიდან (ბანიდან), ქსელში რომელიც სტუდენტობისას მქონდა. რატომ? - მრავალი მიზეზის გამო: ნეგატიური განწყობა იყო მაგთის მიმართ, რომელიც სტუდენტობიდანვე აღქმული იყო ჩემთვის როგორც "ძვირი" ოპერატორი, რომელსაც ქონდა ხარისხი და ამ ხარისხის სანაცვლოდ უდიერად და უხეშად (ხისტად) ეპყრობოდა თავის მომხმარებლებს. ამასთან 1000 სმს პაკეტის შეძენამ მომხიბლა, რადგან სმს კომუნიკაციას ხშირად მივმართავ.
მოდით, სხვა გულისწყენებზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებ, მანამდე შევეცდები ჩემი პროფესიონალური მოსაზრება გაგიზიაროთ, უცხო თვალით დანახულ ჯეოსელს:
1. ყველაზე დიდი კატასტროფა - ათას ნომრად დაშლილი USSD მენიუ. ინტერნეტ პაკეტის შეძენა აქტივაცია ცალკე ნომერზეა. სმს პაკეტები ცალკე, დავალიანების გაგება სულ სხვაგან და ა.შ. თუ თქვენი მომხმარებლები იდეალური მეხსიერებისანი არიან, ღმერთმა გიმრავლოთ - მაგრამ მე ერთი გონებაგადაღლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც რამდენიმე რემაინდერს იშველიებს რომ დილით ჭამა, შუადღისას შეხვედრა და საღამოს დედის დაბადების დღე არ დაავიწყდეს.
მართალია ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე *180# გამიზიარა და ის იყო თვალები ამენთო, აღმოჩნდა რომ აქ უბრალოდ "შევახსენებ" ჩემ თავს, ამა თუ იმ კოდს.
კარგი იქნება ერთიანი, ცენტრალიზებული მენიუ იყოს, საიდანაც პირდაპირ აქტიურ ოპერაციებს შევასრულებ, ამასთან ვგონებ საჭირო არ არის, ამდენი დამოწმება (ანუ დამატებით კითხვა უნდა თუ არა შეძენა) გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად. მომხმარებელმა თუ 4 დონე გაიარა, რომელიღაც სერვისამდე ჩასასვლელად, მას ნამდვილად უნდა ე.ი. პაკეტის შეძენა.
2. sms.ge - მომიტევეთ მაგრამ აქ კონკურენტი ნამდვილად გჯაბნით.
ანუ, შესავალი "მე ლონდონში ვსწავლობდის" სტილში, რადგან "ვინმე მესხი მელექსე" კი არა, დისტანციური საბანკო პროდუქტების სპეციალისტი, დეველოპერული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და User friendly ინტერფეისების (ქართული რეალობისთვის) არც თუ ისე ცუდი მცოდნე გეხმიანებათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს დავპორტირდი მაგთიდან (ბანიდან), ქსელში რომელიც სტუდენტობისას მქონდა. რატომ? - მრავალი მიზეზის გამო: ნეგატიური განწყობა იყო მაგთის მიმართ, რომელიც სტუდენტობიდანვე აღქმული იყო ჩემთვის როგორც "ძვირი" ოპერატორი, რომელსაც ქონდა ხარისხი და ამ ხარისხის სანაცვლოდ უდიერად და უხეშად (ხისტად) ეპყრობოდა თავის მომხმარებლებს. ამასთან 1000 სმს პაკეტის შეძენამ მომხიბლა, რადგან სმს კომუნიკაციას ხშირად მივმართავ.
მოდით, სხვა გულისწყენებზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებ, მანამდე შევეცდები ჩემი პროფესიონალური მოსაზრება გაგიზიაროთ, უცხო თვალით დანახულ ჯეოსელს:
1. ყველაზე დიდი კატასტროფა - ათას ნომრად დაშლილი USSD მენიუ. ინტერნეტ პაკეტის შეძენა აქტივაცია ცალკე ნომერზეა. სმს პაკეტები ცალკე, დავალიანების გაგება სულ სხვაგან და ა.შ. თუ თქვენი მომხმარებლები იდეალური მეხსიერებისანი არიან, ღმერთმა გიმრავლოთ - მაგრამ მე ერთი გონებაგადაღლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც რამდენიმე რემაინდერს იშველიებს რომ დილით ჭამა, შუადღისას შეხვედრა და საღამოს დედის დაბადების დღე არ დაავიწყდეს.
მართალია ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე *180# გამიზიარა და ის იყო თვალები ამენთო, აღმოჩნდა რომ აქ უბრალოდ "შევახსენებ" ჩემ თავს, ამა თუ იმ კოდს.
კარგი იქნება ერთიანი, ცენტრალიზებული მენიუ იყოს, საიდანაც პირდაპირ აქტიურ ოპერაციებს შევასრულებ, ამასთან ვგონებ საჭირო არ არის, ამდენი დამოწმება (ანუ დამატებით კითხვა უნდა თუ არა შეძენა) გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად. მომხმარებელმა თუ 4 დონე გაიარა, რომელიღაც სერვისამდე ჩასასვლელად, მას ნამდვილად უნდა ე.ი. პაკეტის შეძენა.
2. sms.ge - მომიტევეთ მაგრამ აქ კონკურენტი ნამდვილად გჯაბნით.
- sms ნებისმიერი მიმართულებით
- არანაირი ქაფჩა გაგზავნის წინ (იდენტიფიკაცია გავლილ მომხმარებელს ჯობია რომ შეზღუდული ლიმიტი ქონდეს სმს-ების და ქაფჩა მოხსნათ)
ამასთან, პაროლის შესაცვლელად ზედა პანელში ინსტიქტურად "პარამეტრებს" დავაჭირე. ოოპს 404 გვერდი. იქნებ შეამოწმოთ აღნიშნული გვერდი.
3. http://www.issa.ge - ვებ პანელი მხოლოდ 77 აბონენტებისთვის. რატომ? ლაილაი ახალგაზრდებზე გათვლილი სერვისია და მათ არააქვთ წვდომა ინტერნეტზე თუ რაიმე უფრო აფსურდული არგუმენტი არსებობს ნეტა?
4. თქვენთვის ცნობილია ისეთი ცნება როგორიც არის კონკურენტული უპირატესობა. გიფიქრიათ იმაზე რომ iPhone-ს და ანდროიდის მომხმარებლებს ცალკე ჯეოსელის აპლიკაცია შესთავაზოთ, რომლიდანაც იოლად მოახერხებს კლიენტი იდენტიფიკაციას ცენტრალიზებული (ანუ SSO) ავტორიზაციის სქემაზე დაყრდნობით და საიდანაც მარტივად შეძლებს თავისი ანგარიშების მართვას? (სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ჩვენი კომპანია მსგავს სერვის გაგიწევთ სურვილისამებრ)
რაც შეეხება სხვა - მცირე გულისწყრომებს:
[მოცემული აბზაცი დაექვემდებარა ცენზურას - არ მინდა ჩემი პოსტის გამო, კონკრეტულმა თანამშრომლებმა აგოს პასუხი]
აი, ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია რა საჭიროა ამდენი პაკეტი, ასეთი ჩახლართული. ყოველი შემთხვევისთვის ერთ ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, სადაც საუბარია იმაზე, როგორ იღლება ადამიანი არჩევანის გაკეთებისას.
დასასრულს, იმედია თქვენ (როგორც არაერთხელ მომხდარა) მაინც არ გეგონებით, კონკურენტის "დაფინანსებული ბლოგერი", რომელიც მიზნად თქვენს დისკრედიტაციას ისახავს (კრიტიკული შენიშვნები გამოსავალითურთ და ახალი იდეები, კონკურენტის ხელწერას არ უნდა გავდეს - არა?) . ავღნიშნავ, რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თქვენი სერვისით სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია!
მე კი მომდევნო ერთი თვე, პორტირების პირობებიდანვე გამომდინარე დავაკვირდები "ჩემს ქსელს" - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ პოზიტივს აღმოვაჩენ. მანამდე კი ყოველი შემთხვევისთვის, ერთ სახარებისეულ იგავს - "უძღები შვილის დაბრუნება"-ს გადავიკითხავ.
Saturday, December 15, 2012
ასტროლოგიურად დადასტურებული
როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
როგორც ცაზე ღრუბელი
როგორც ჩრდილი ხის
და გადაუღებელი
თქეში - როცა წვიმს
ნაკვერჩხლებზე ჩაკმევა
ამოზილვა ღომის
მონა-ტრებებ-თან ბრძოლა
და წაგება ომის
როგორც დილის ჰაერი
შენი სოფლის ბოლოს
და წვეთი - სხვანაირი
ჯერ არ დამდნარ ლოლოს...
როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
მე არაფერს ველი და
არც არაფერს გპირდები
არაფერი...უბრალოდ
ჰაერივით მჭირდები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
როგორც ცაზე ღრუბელი
როგორც ჩრდილი ხის
და გადაუღებელი
თქეში - როცა წვიმს
ნაკვერჩხლებზე ჩაკმევა
ამოზილვა ღომის
მონა-ტრებებ-თან ბრძოლა
და წაგება ომის
როგორც დილის ჰაერი
შენი სოფლის ბოლოს
და წვეთი - სხვანაირი
ჯერ არ დამდნარ ლოლოს...
როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
მე არაფერს ველი და
არც არაფერს გპირდები
არაფერი...უბრალოდ
ჰაერივით მჭირდები
Sunday, December 9, 2012
ჩვენ ასე გვგონია
ბოლო დროს მივხვდი რომ ქართველები ცუდები სულაც არ ვართ, უბრალოდ რაღაცეები განსხვავებულად მიგვაჩნია, წარმოგვიდგენია და გვგონია ვიდრე დანარჩენ სამყაროს.
დიახ, აი ასე მარტივად არის საქმე - არანაირი დეგრადირებული ქართული გენი და კულტურა.
ასე მაგალითად:
დიახ, აი ასე მარტივად არის საქმე - არანაირი დეგრადირებული ქართული გენი და კულტურა.
ასე მაგალითად:
- ქართველებს გვგონია რომ ნოკიას ზარი ძალიან უხდება საკვირაო წირვას ან ბეთჰოვნის კლასიკურ კონცერტს - წინააღმდეგ შემთხვევაში მობილურს ხმას აუცილებლად გავუთიშავდით
- საავარიო სიტუაციების რისკი, მანქანაზე დაკრული ჯვრებისა და უფალო შეგვიწყალენის პირდაპირპროპორციულად იკლებს.
- გზებზე დატანილი თეთრი ხაზები თამაშის ნაწილია, რომლის თანახმად უნდა შეეცადო, რაც შეიძლება დიდხანს მოიქციო ზოლი ბორბლების შუაში.
- მიწისქვეშა გადასასვლელები ოდესღაც ააგეს, მარიოს თამაშის მსგავსად, ზემოდან გადასვლისას კი მძღოლს შანსი აქვს დაგეჯახოს და აიღოს ბონუსქულა (აღებული ბონუსქულები საქარე მინის ზედა მარჯევნა კუთხეში იწერება).
- მძღოლებს გონიათ რომ ტროტუარები, ეს უბრალოდ ვიწრო გზებია, რომლებიც შვიდმა ჯუჯამ ააგო ოდესღაც პატარა მანქანებისთვის (მაშინ ჯიპები არ იყო, ასე რომ ახლა შეიძლება)
- რომ შუქნიშანზე ანთებული ფერებიდან, შენთვის სასურველი უნდა აირჩიო გზის გადასაკვეთად
- რომ კიბორჩხალა მცენარეა! (როგორმე ფეისბუქზე განმიმარტეს - თურმე სისხლი არ ქონია და "შეიძლება")
- რომ ფეისბუქი ერთადერთი სოციალური ქსელია (რა თქმა უნდა "ოდნოკლასნიკის" შემდეგ)
- რომ "იმპორტული" ყველაფერი ჯობია _ მათ შორის ფონტი!
- რომ მისი სტუდენტი შვილი საოცრად ნიჭიერი და წარმატებულია ცხოვრებაში, მაგრამ "ბავშვს მაინც მარტო ვერ გაუშვებს უცხო ქალაქში" _ დრაკულას არ სძინავს!
- რომ მილიონ ხინკალს თუ შეჭამ ცხოვრება თავიდან იწყება
- რომ დიდი ღიპი ერთადერთი საშუალებაა ვერ დაინახო პატარა პენისი
- რომ სისულელეს დაწერ, ფეისბუქზე დააშეარებ და აუცილებლად დაგილაიკებენ
Subscribe to:
Posts (Atom)





