თავისუფლება რომ მისით არ მოდის და თავისუფლება რომ ლომთა ხვედრია, ეგ ადგილი გავიარეთ.
ამ ბოლო დროს (განსაკუთრებით სანამ ფეისტყავოსანი ვიყავი) იცით რა მჭირს? თითქოს ახალი გაღვიძებული ვარ და სიზმრის ძირითადი თემატიკა, თუ თემატიკები წვრილი ქინლებივით მახვევია გარს. ეს მხატვრული ეიფორია რა იყო და აი როგორ იცით? ბევრი სისულელე რომ ნახე სიზმარში, რომლებსაც ერთი ძირითადი ხაზი გააჩნიათ.
მეც ასეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს სიზმარი (არეული _ ბოდიალა სიზმარი რო ეთქმის) ვნახე: არასრულფასოვნების კომპლექსი, ლიბერალიზმი, ქართველი ღიპერობა, სექსუალური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის და ა.შ. უმცირესობის დაცვა, უკითხობა, ნაკითხობა, კაი ტიპობა, გოიმობა, სნობობა და ფსევდო-რაღაცნაირობა.
საერთო კი მოცემულ სიმრავლეს ის ჰქონდა, რომ ყველაფერი ფსიქოლოგიით, კომპლექსებით და ქვეცნობიერით აიხსნებოდა.
ამავე სიზმარში, ვითომ სამუშაოთი დაღლილს, მაინც ბევრი სამუშაო დამრჩენოდა და ღამის სადღაც სამ საათზე ("იქნებ სამის იყო მაშინ მესამედი") ერთმა მეგობარმა მომწერა.
დიალოგის დასაწყისში საუბარი შეეხო იმას რომ, მას საზღვარგარათიდან (მგონი პოლონეთიდან) სტუმრები ეწვივნენ, მაგარი მთვარლი იყო, ხოლო მანამდე კი ცოლთან და სტუმრებთან ერთად გოგირდის აბაზანაში იცურავა. ამ ამბავზე რუსების პასუხი გამახსენდა: შეშფოთებული ინგლისელები, თურმე გაკვირვებულები აღნიშნავდნენ რუსულ აბანოში _ "ქალები და კაცები ერთად (in team) ბანაობენო?!" ("ოდეს ყოფილა..." არა?!), ხოლო რუსებს ინგლისელების შეშფოთებაზე არანაკლები აღშფოთება გამოუხატავთ _ "ვისთვის ინ-ტიმი და ვისთვის კიდე ბანაობაო".
მოკლედ მე კი რუსული მეგონა ეგ ამბავი, მაგრამ ჩემმა ნასვამმა მეგობარმა, თვის უცხოელი სტუმრების სამშობლოს მიაკუთვნა და "ძირძველი" გოგირდის აბანო, დედიშობილად გოგონებთან ერთად ცურვის წყალობით, პოლონურად (მგონი-მეთქი) გამოაცხადა.
შემდეგ საუბარი კი იმით გაგრძელდა, ვიცურავებდი თუ არა მეც ანალოგიურად. მე სრულიად გულახდილად ვთქვი რომ ნამდვილად არ მანიჭებს სიშიშვლე სიამოვნებას, განსაკუთრებით სხვა ხალხთან ერთად და უფრო განსაკუთრებით კი თუ სხვა ადამიანები, ჩემს შიშველ ცოლს (რომელიც არ მყავს) აკვირდებიან-მეთქი.
- აუ, შენ ხარო გოიმიო. ღიპიანი გრუზინიო. კომპლექსებიანიო. მოიხსენი ეგ კომპლექსებიო- სიმართლე გითხრათ, არც კომპლექსის ჩემი მეგობრისეულ დეფინიციას ვასაჩივრებ და არც ვეწინააღმდეგები. როგორც უნდა ისე მომიხსენიოს და რაც უნდა ის თქვას. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი, მე ვაკეთებ იმას რაც მომწონს ან მინდა რომ გავაკეთო.
საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ამეხსნა მეგობრისთვის, რომ მე ასე ვხედავ თავისუფლებას _ ვაკეტო ის რაც მისწორდება, როცა მისწორდება და სადაც მისწორდება.
თუ მე შემიპყრობს დაუოკებელი სურვილი ვიარო რუსთაველზე შიშველმა (ცოტა ალბათ გამიჭირდება "კომპლექსების" გამო) მაგრამ ასეც მოვიქცევი.
კიდევ ერთხელ, არ ვიცი ნამდვილად, რა დეფინიციას აძლევს ჩემი მეგობარი სიტყვა კომპლექსს, მაგრამ გარკვეული ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები, აკრძალვები (ყველა სიტყვა ბრჭყალებში) ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის ნამდვილად და უპირობოდ საჭიროა (და ეს ყველაფერი "გიჟი თავისუფალია" იდიომური ფრაზის გამო არ ნამდვილად დამიწერია).
მე პირადად უფრო დიდ კომპლექსად მიმაჩნია გავიხვრიტო წარბი და გავიკეთო პირსინგი, იმის დასამტკიცებლად რომ მე უკომპლექსო ან თანამედროვე ან "რაღაცნაირი" ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს პირსინგის გაკეთების _ მორჩა! მარტივად არის საქმე.
ანალოგიურად საკითხავია ვინ უფრო თავისუფალია _ ადამიანი რომელიც იმის გამო რომ მეგობრებთან და ცოლთან (რომელიც არ გყავს) ერთად არ იხეხები გოგირდიანი წყლით ჩაგთვლის გოიმად ან/და კომპლექსიანად, თუ ადამიანი რომელსაც მაგრად კიდია სხვებთან შიშველი ბანაობა და ისიც, ვინმე (ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი) მიიჩნევს თუ არა ამის გამო გოიმად, ან კომპლექსიანად ან ა.შ.
სწორედ ამიტომაც, ამ მრავალგვერდიანი ტრიბუნიდან მინდა მოგიწოდოთ: დაიკიდეთ რას იფიქრებენ თქვენზე, დაიკიდეთ წინასწარ გამოჭრილ რომელ კლიშეს მოგარგებენ, დაიკიდეთ ვინ როგორ იფროიდებს თუ იბანდურებს. ისიც მაგრად დაიკიდეთ, რომ თქვენს ამ დაკიდებასაც კომპლექსად, არარეალიზებულობად, თქვენს სექსუალური დაუკმაყოფილებლობით გამოწვეულ პრობლემად ჩათვლიან. უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც გინდათ და რისი გაკეთებაც მაგრად "გი" ან "არ" - გისწორდებათ.
სანამ რუსტაველზე შიშველი ივლიდეთ, კარგად დაფიქრდით _ რაიმეს გაკეთებით ან არგაკეთებით, გახდებით თუ არა, თუნდაც ერთი ნაბიჯით თავისუფალი.
P.S. ახლა დავფიქრდი: რატომ უნდა არსებოდეს ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები და აკრძალვები? _ თუნდაც იმიტომ რომ ყველა ადმიანი ერთნაირად თავისუფალი და ერფეროვანი არ იყოს. ეს "თუნდაც", ისე კი სხვა არგუმენტებიც მაქვს.
Wednesday, June 15, 2011
Sunday, June 12, 2011
შაირი
წინასიტყვაობის ნაცვლად:
შაირი შარა კუტელი...
***
დღეს დავუბრუნდი დედაქალაქს, მშობლიური ანუ შესაბამისად მამა-სამტრედიიდან.
ქორწილზე ნათესავები, უბანში მეზობლები, სუპერმარკეტ "ლელაში" ნიკორას ძეხვი, ჩასვლისთანავე მოვინახულე. ყანწიდან პერანგზე ჩამოღვრას გადარჩენილი ღვინის წყალობით მომსპარმა და ნაბახუსევმა, ჩემი საყვარელი გურული ბებიისთვისაც (დედის მხრიდან) მოვიცალე.
სიბერე, ათას ჭირვარამნანახ, შეუდრეკელ ბებიაჩემსაც კი მისწვდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყანაში სამუშაოდ გასვლის თუ ტალავერის გასხვლის წინ, ყოველ ცისმარე დილას, ნახევარ ჭიქა (საკუთარ გამოხდილ) არაყს ხუხავდა ხოლმე _ ბებია, ესაა რო მაცოცხლებსო.
სხვათა შორის და მეცნიერებმაც დაადგინეს (ან უბრლაოდ ბებიაჩემს დაუდასტურეს), რომ უზმოზე სუფთა არყი, ნამეტანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ბებიაჩემის სიმხნევე ვფიქრობ უფრო მისი ხასიათის დამსახურება არის. ახლაც კი, როდესაც უამრავმა, სიბერითგამოწვეულმა ჯანმრთელობის პრობლემამ ერთდროულად შეუტია, ბებია მაინც მხრიარულია და ჩვეულ გურულ იუმორს და სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს.
გარდა იუმორისა, ბებიჩემი იმითაც არის გამორჩეული სხვა (სულ ცოტა იმერელ) ბებიებისაგან, რომ მან უამრავი შაირი იცის. იცის და არც სხვებისთვის იშურებს ზეპირსიტყვიერი ხალხური "საგანძურის" გაზიარებას.
სტუმრებით სავსე ოთახში, როცა ამაყად შემომაყენეს სკამზე და იმ იმედით, რომ ბაბუაჩემის ნასწავლ:
летят самолеты
летят как птицы
они зашишют
наши границы-ს ვიტყოდი, ბებიის ნასწავლი:
ბიჭი ვიყავ ბიჭანჭური
ღვინო მქონდა ცხრაი ჭური
გადავხადე ორგოები და
მივსტყან-მოვსტყან გოგოები-ო, დამიმღერებია ბოლო ხმაზე.
ვთვლი, რომ ლექსი რომელიც ბავშობაში მასწავლა ბებომ და დღემდე მახსოვს (ისე, საკმაოდ პრაქტიკული ლექსი კი არის თუ კარგად დააკვირდებით), ყველაზე ნაკლებად უცენზუროა (თქვი რა "პახაბნი", არ გაატრაკეს ამ ბარბარიზმებით და ქართული ენის სიწმინდით საქმე?!) პოეზიის სხვა "შედევრებთან" შედარებით.
ბებიას შაირი არც ამ ნახვაზე დავიწყებია (უფრო სწორად კი, მე ვახდენ ყოველთვის პროვოცირებას, რადგან ყოველ ჯერზე ახალ-ახალ შაირებს ვისმენ). რამდენიმე სხვისი ცოლის სამაგალითოდ "დასჯისა", ულვაშებში არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურების შესრულებისა და ბათუმში ნაყიდი კარტოფილის (რომელსაც ნამდვილი გერმანული პორნოგრაფია ერითმებოდა) შემდეგ, ბებომ ღრმად ამოისუნთქა და მითხრა: "ეჰ, იცი რა იყო? ადრე არც შუქი იყო, არც სხვა რამ გასართობი, ხალხიც ასე იკრიბებოდა საღამოობით და ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებოდაო".
ერთი კი ვიფიქრე გულში, რაღა ერთმანეთის გინებაში და გაკვრა-გამოკვრაში, სატრფიალო ლექსებში გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ჯერ ჯერთი, მსგავსი პოეზია, ტკბილეულობის არ იყოს ძალიან მალე გიმყაჭებს გულს და აუტანელი ხდება. მეორეც _ ეტყობა ქართველები ყოველდღიურობაში (თუნდაც სუფრაზე) იმდენნაირად და იმენს გამოხატავენ ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულს და ჩახუტებას, რომ საღამოს გასართობ "ფართიზე" შეკრებილებს, რაიმე რადიკალურად განსხვავებული სჭირდებოდათ.
ასეც რომ არ იყოს, მსგავსი "კბენა" უფრო "დაზამასკებულს" გტოვებს კაცს. წარმოიდგინე, ვინმემ მასაჟი რომ გაგიკეთოს (სხვა რამე ვიფიქრე, მაგრამ დედაჩემი გულგახეთქილი დამხვდა სამტრედიაში _ სულ ნუ გადარიე ხალხი, რას წერ ბლოგზეო), მარტივად შესაძლებელია და სავარაუდოც, რომ შენც იგივეს სურვილი კი არ გაგიჩნდეს, არამედ გადაბრუნდე და ტკბილად მიგეძინოს. აი, პანჩურს (და არანაირი "პანღურს") თუ ამოგარტყამს (არანაირი "გითავაზებს") ვინმე, ან კეფაში კარგად თუ წამოგითაქგუნბს, სამაგიეროს გადახდის სურვილი არ მოგასვენებს.
ალბათ შაირობაც, ამ მარტივ პრინციპზე არის აგებული _ შენ მას მწარეს ეტყვი, გაუტყდება და ეცდება დაგიბრუნოს, შემდეგ შენ გაგიტყდება და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.
***
როდესაც მოსაღამოვდა და ისედაც ნოტიო ცხელი ჰაერი, ბაყაყების ყიყინით გაიჟღენთა, შაირის წარმომომავლობაზე ბებიაჩემის მოყოლილი ამბავი გმახსენდა.
შუქი ნამდვილად იყო, მაგრამ უინტერნეტ-ფეისბუქ-ბლოგო ოთახი, ისევე მოსწყენი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ყანიდან და ჩაის პლანტაციებიდან დაბრუნებული გრულებისთვის უშუქობა და უტელევიზორობა.
ცუდი ის იყო, რომ მოშაირეც კი არ მყავდა გვერდით, მეც სხვა რა დამრჩენოდა: პასტა (არავითარი "კალამი") და ფურცელი ავიღე და შაირი დავიწყე (იკითხება, საშაირო აკომპანიმენტის თანხლებით) :
მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
თვალებს ქაჩავს და ღლოფინებს
მივცემ ნახევარ სამეფოს
ახლა ვინც შემაყოფინებს
მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
მე შადრევნები მომწონს
მივცემ ათას აკრ მიწა-წყალს
ახლა ვინც მაგრად მომწოვს
მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
რა ხდება, what's up, ვონცეს
ვაჩუქებ ოქროს უთვალავს
ახლა თუ ვინმე მომცემს
მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
თუ ვინმე პატივს ვერ მცემს
ერთი-ორი დრე მაცადოს
ოღონდ ახლა ნუ შემცემს
როგორც ხედავთ, არც ისე მაგარია. ყოველ შემთხვევაში ბებიაჩემისგან მოსმენილი ხალხური შაირები ნამდვილად მირჩევნია. სანამ შაირით "დაზამასკებული" ადრესატი საკადრის პასუხს "გამირითმავდეს", კიდევ ერთ ლექს მოგიყვებით სკამზე შემდგარი _ როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი თურმე:
რიკი, რიკი ყლეო
ფიჩხი მოხიკეო
სადაც კარგი გოგო ნახო
ყველა მოჩიჩლეო
...ოღონდ ძალიან გთხოვთ, როგორც ბავშვობაში იცოდნენ, არ მთხოვოთ ახლა: "აბა, პასპორტი გვაჩვენეო".

Tuesday, June 7, 2011
აბსოლუტური შემთხვევითობა
რა მოხდება ნბისმიერი მომენტიდან, სამყარო რომ ავიღოთ და დავაკოპიროთ?
განვითარდება სამყაროს ორივე კოპია ზუსტად ერთნაირად თუ არა? თუ კი, მაშინ გამოდის რომ ყველაფერი მართლაც წინასწარ არის განსაზღვრული. თუ არა, მშინ რა არის ის, რაც აბსოლუტურად ერთნაირ სამყაროს სხვადასხვა განვითარებას მისცემს?
წარმოიდგინეთ კვადრატი (კუბიც კი არაა საჭირო _ 2D მოდელი საკმარისია). ამ კვადრატში წარმოიდგინეთ წერტილი, რომელზეც არანაირი ძალა არ მოქმედებს გარდა უკუგებისა. მას თუ გარკვეულ სიჩქარეს მივანიჭებთ ის კვადრატის კედლებზე დაიწყებს ასხლეტვას, წინასწარ განსაზღვრული წესებით, სადაც დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლი იქნება და ა.შ.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ კვადრატში უამრავი წერტილია. ყოველი მათგანი მოძრაობს: ერთმანეთს ეჯახებიან, ისხლიტავენ, ეჯახებიან კედლებს და ა.შ. თეორიულად შესაძლებელია, მოცემულმა წერტილებმა, უსასრულოდ შეასრულონ უნიკალური მოძრაობები (თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ გარვეული ციკლი შეიკვრება და განმეორდება), მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩემი გონებრივი ექსპერიმენტისთვის წარმოიდგინეთ, რომ ეს კვადრატი ზუსტად დავაკოპირეთ დროის გარკვეულ მომენტიდან.
ბუნებრივია და ფაქტია, რომ მკაცრად განსაზღვრული წესების თანახმა მოძრავი წერტილები, აბსოლუტურად ერთნაირად გააგრძელებენ ორივე კვადრატში მოძრაობას. არცერთ მათგანში არაფერი არ შეიცვლება. რაგან წინასწარ მკაცრად (მათემატიკურად) განსაზღვრულია წერტილის სიჩქარე, არეკვლის წესი და ა.შ.
იდეაში სამყაროს რომ შეხედოთ, ისიც უამრავი წერტილის ურთიერთქმედებაა. მატერიალური და არამატერიალური ერთეულების განუწყვეტელი ურთიერთქმედება, სამყაროში განსაზღვრული წესების თანახმა. უბრალოდ წერტილებისგან განსვავებით აქ იმდენად ბევრი ობიექტი ურთიერთქედებს, რომ რაიმეს დაანგარიშება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა თეორიულად თუ სამყაროს ნებისმიერ მომენტში დააკოპირებ, წესით ორი ატომი ზუსტად ერთნაირად უნდა დაეჯახოს ერთმანეთს, ზუსტად ერთნაირად უნდა დაეცეს ორი კამათელი. მოკლედ ყველაფერი ზუსტად ერთნაირად უნდა მოხდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არსებობს გარკვეული ალგორითმი, გარკვეული მათემატიკური მოდელი, რომელიც ზუსტად ერთი და იგივე საწყისი პარამეტრებით ორ სხვადასხვა შედეგს იძლევა. ანუ წარმოიდგინთ ერთი და იგივე განტოლება, ბევრჯერ რომ ამოხსნათ, აბსოლუტურად ერთნაირად, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი შედეგი მიიღოთ. ანუ გარკვეულ მომენტში კვადრატში მოქცეული წერტილი თავად წყვეტს მარჯვნივ აისხლიტოს თუ მარცხნივ.
ამ თემებით და ფილოსოფიური მსჯელობით ვიყავი ჩაფიქრებული, როდესაც ლინგვისტუსმა მათემატიკოსის (და თურმე არამარტო) ჯონ ფონ ნოიმანის მიერ შემუშავებული ფსევდოშემთხვევითი რიცხვების გენერაციის მათემატიკური მოდელი მაჩვენა, რომელიც კომპიუტერულ სისტემებში გამოიყენება. სხვათა შორის აღმოვჩინე, რომ რიცხვები, რომლებიც მათემატიკური მოდელებით გენერირდება, ფსევდოშემთხვევით რიცხვებად მოიხსენიება. "ფსევდო" რადგან, საწყის რიცხვს მაინც ადამიანი (ან რაიმე მოწყობილობა) ანიჭებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რიცხვბები შეგიძლია გამოიყვანო, მაგრამ პირველი რირცხვი თუ განმეორდა არაფერი შეიცვლება.
სწორედ ამიტომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში საწყის რიცხვს იღებენ, ან კურსორის პოზიციიდან, ან "ვიდეო-კარტაში" გამავალი სიგნალებისგან (ეკრანზე ხომ ყველაფერი იცვლება უმეტესწილად), ყველაზე ხშირად პროცესორის რხევებისგან. აგრეთვე თურმე ყოფილა მოწყობილობები, რომლებიც გარკვეულ კოსმიურ რხევებს ზომავენ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებელი წყაროდან მიიღონდ შემთხვევითი რიცხვი. თუმცა აბსოლუტური შემთხვევითობა (ეს დასახელება მე დავარქვი და თუ არაა მორგებული მომიტევეთ) ჯერ-ჯერობით ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია.
მათ შორის თავად ნეიმანს უთქვამს: "ადამიანი რომელიც ცდილობს მიაკვლიოს შემთხვევითი რიცხვების მიღების მათემატიკურ მოდელს, უდავოა რომ ცოდვილი გახლავთო".
მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი მათემატიკური მოდელი სამყაროში არსებობს. ალბთ სწორედ ის არის გასაღები ხელოვნური ინტელექტის მისაღებად, სადაც მათემატიკური ალგორითმი განსაზღვრავს "მარჯვნივ" თუ "მარცხნივ". მსგავს ალგორითმზე დაყრდნობილი პროგრამა იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი. ის არ იქნება დამოკიდებული არც გარე სამყაროზე, არც ადამიანის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სწორხაზოვან ალგორითმს გაყვება. ის თავად გადაწყვეტს რა ქნას - არჩევანის თავისუფლება, ვფიქრობ დიდწილად უკავშირდება აბსოლუტურ შემთხვევითობას.
ამ თემებზე რომ ვფიქრობ, შინაგანად ვხვდები რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვეხები, რაღაც მნიშვნელოვანში ვაფათურებ ხელს და სიმართლე გითხრათ არასასიამოვნო შეგრძნება მიპყრობს.
როგორც არ უნდა იყოს, მირჩევნია, რომ ადამიანმა ვერასოდეს მიაგნოს აბსოლუტური შემთხვევითობის მათემატიკურ მოდელს _ E = mc² - ამ მარტივმა ფორმულამ რაც უბედურება დააწია კაცობრიობას ისიც საკმარისია, ახალი რომ არ დაგვემატოს.

Sunday, June 5, 2011
დიდება რენი
არ მიყვარს პაპსა თემები, მაგრამ ახალ გაღვიძებულზე და წუხანდელ თბილისურ "წითელხალიჩობანაზე" რომ არ დავწერო, ისე გემრიელად ვერ დავლევ მწვანე ჩაის, რომელიც ჯერ არ მომიმზადებია.
ვინ არის რენი ჰარლენი? სიმართლე გითხრათ, ყურმოკრული კი მქონდა (ან რატო არ მექნებოდა, რაც მე ბოევიკები მინახავს) მარა ახლა ასე ზედმიწევნით ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე ნუ იტყვით და კერკეტი კაკალი 2 მაგისი გადაღებული ყოფილა. ვერაფერს იტყვი _ კლ'ასიკაა (ბრიუს, კიდევ კარგი შენი თვალებში გამოცრილი მზერა თორე მოუწევდა მაგ კაკალს, მტვრიან თაროზე ყურყუტი).
მოკლედ, გადაიღო ამ კაცმა ეს "აგვისტოს 5 დღე". გადაიღო და გაგიჟდა ხალხი (ისე, პრეზიდენტს არ მოსწონებია). გაგიჟდა ხალხი და გაგიჟდა რენი. ჩამოვიდა თბილისში. წინა ჩამოსვლაზე, გორთან ახლოს ფეხსაცმელში ჩაყრილი მიწა ამოიფერთხა, შვებით ამოისუნთქა და ქართულ ბეტონს ემთხვია.
რენის ჩამოყვა შერონ სტოუნი - რა შუაში და კიდეში იყო კაცმა არ იცის, მაგრამ პრეზიდენტის სასახლის გუმბათში, გამჭვირვალე შუშის შუაში რომ მოხვდა (მოხვდა რა, მოახვედრეს) მთელმა ერმა ნახა პირდაპირ ეთერში.
ისე არა არის შერონი მშიშარა ქალი და თუ ჭორს დავუჯერებთ, რომ "მა თახსირი ქალი თურმე უტრუსიკოდ დეიარება", გასაკვირი სულაც არ არის, რატომ არ "დანებდა" პრეზიდენტს, შუშის იატაკზე შემდგარიყო.
მოკლედ ჩამოვიდა რენი. რენი, რენი _ სკანდირებენ ჟურნალისტები. რენი, რენი სკანდირებს ოთახში ჩართული ტელევიზორიც.
- რენი ჟურნალისტებთან შეჩერდა და ესაუბრება
- რენი ჟურნალისტებთან არ შეჩერდა და არ ესაუბრება
- რენიმ ქართულ მიწას აკოცა
- რენიმ ქართულ მიწას არ აკოცა
- რენიმ ჩაისუნთქა
- რენიმ ამოისუნთქა
- რენიმ ქართველ ჟურნალისტებთან მუხლი მოიდრიკა
- რენიმ ლობიო გასინჯა
- რენიმ, ჩემი მურადა ასე ამბობდაო...
- რენიმ ივერია გაბრწყინდებაო
- რენიმ რენო რუნის აჩუქაო
- რენიმ მე პას-ო
იმასაც ამბობენ, სახელისუფლებო PR-ის მამებს, ქართულ ენაში ბრუნვის მერვე პირის _ "რენეობითის", დამატებაც სურდათო, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ თურმე წოდებითის შემდეგ ყოფილიყო თუ სახელობითამდე და თავიც დაუნებებიათ.
ამასობაში გადაიკეტა რუსთაველი, გაიშალა (არც ისე) წითელი ხალიჩა, დაიწურა საწნახელი...
ჟურნალისტი: და მაინც იქნებ გვითხრათ, როგორი კერძები იქნება წარმოდგენილი (კიდევ კარგი მოწვეულიო რომ არ თქვა) საქველმოქმედო საღამოზე
ვიღაც: იცით, იქნება სხვადასხვა კერძები
ჟურნალისტი: თევზი ქინძმარში იქნება თუ მშრალად
ვიღაც: მშრალად
ჟურნალისტი: და ბადრიჯანზე ნიგოზი ხომ არ მიგაკლდათ...
გადმოდის, გადმოდის ("აფრინდა, აფრინდა..." - გახსოვთ?) ენდია გარსია გადმოდიის. "ნახე მამიკო მოდილიანი" - ისმის კადრში. ენდი ამაყია, თამამია, რუსთაველი გადაკეტილია _ რას იფიქრებს რომ გზას ერთადერთი მანქანა არ დაუთმობს.
- მიდიო _ ეუბნება გარსია
- მაგას რავა ვიკადრებ, სტუმარი კაცი ხარო - პასუხობს ქართველი მძღოლი
- მიდი კაცო, მიდი გეჩქარება ეტყობა შენ სადმეო _ არ იშლის ენდი
- სად ჯანდაბაში უნდა მეჩქარებოდეს, ჩვევაა თორეო...
- კაცო, მიდი მე შენ გელაპარაკები-მეთქი - გაჭიმა ხელი ენდიმ
- ქართველი რო იყო ზედაც გადაგივლიდი, მარა სტუმარს მაგი რავა გაკადროო - გაჭიმა ფეხი მძღოლმა
- რენიმ მარჯვენა ფეხი გადადგა
- რენიმ მარჯვენა ფეხი არ გადადგა
- რენიმ მარცხენა ფეხი გადადგა...
აგრძელებენ ბედნიერებისაგან სახეგაბადრული ჟურნალისტები. რენიც გაგიჟდა - მგონი, ერთი ორი ფილმი და აქ ხალხს ისე ვუყვარვარ, პრეზიდენტადაც ამირჩევენო.
- ხო არ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად _ გადაჩურჩულა ცოლს რენიმ
- საცხოვრებლადს მოგცემ, ის არ გეყოფა აეროპორტში ბეტონი რო დურდღნეო
- რა ვქნა ახლა, გადამიხადეს კაცო ამ ხალხმა და სხვანაირად არ გამოდიოდაო
- გადაგიხადეს და გადაგიხადეს, რამე დაგეფინა მაინც ზედო
- გარსია იღიმის
- გარსია არ იღიმის
- გარსია მომესალმა... არ ვიცი კადრში დაინახეთ თუ არა, მაგრამ ენდი გარსიამ ჩემსკენ გამოიხედა და მომესალმა ... (ჟურნალისტს გული მისდის და წითელ ხალიჩასთან ეცემა)
- აუუ რა მანქანაა _ ისმის კადრში ბავშვის აღფრთოვანებული შეძახილი. მანქანიდან კი შერონი გადმოდის. ვხვდები, რომ ერთ წამში ლომზე და შიშველ ქალზე ანეგდოტის თანამედროვე ვერსია დაიბადა, რომელაც ყურადღებას არავინ მიაქცევს.
- რენი დარბაზიდან გამოდის
- რენი კიბეებით დაბლა ეშვება
- რენი კინოთეატრის ჰოლს კვეთს
- რენი ტუალეტისაკენ მიემართება
- რენიი....რენიიიიიიიიიიიიიი
***
არა და ხო გულით გთხოვე _ არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო-მეთქი?
P.S. ახლა მივხვდი რატომ შერონი _ როგორც ჩემი ძველი პოსტი მოწმობს, ის ერთადერთია ვინც პუტინის დაკრულზე არ იცეკვა!

ვარ თუ არა ონანისტი?
არა, ოდესღაც, იმდროისთვის მარაზმში გადასულმა უგულავასეულმა ქალაქის გულიზაციამ პროტესტის გამოსახატად რომ მაიძულა შემექმნა ფეისბუქ-გვერდი სახელად"მე მიყვარს ონანიზმი", არაფერ შუაშია. არც, ქართულ ბაზარზე დარღვეული სექსის მოთხოვნა-მიწოდების კატასტროფულად შეუსაბამო პროპორციების გამო დამისვამს ეს რიტორიკული შეკითხვა (ჩანართი ეკონომისტებისათვის: სხვათა შორის, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ "სექს" საოცრად დაბალი აქვს ელასტიურობა).
საქმე, ჩემს ბანკისშემდგომ ცხოვრებისეულ პერიოდს ეხება, როდესაც ერთ დღეში მივატოვე აუთლუქში ორმოცდაათამდე შემოსული მეილი, პარალელურ რეჟიმში მობილურზე და ოფისის ტელეფონზე საუბრის ტექნიკა და რამდენიმე ჰალსტუხ-გაკვანძული და გამარჯობასთან ერთად, ვიზიტკების გაცვლით დაწყებული შეხვედრა. მივატოვე და აღმოვჩდი მუხიანში, მეოთხე ბ მიკრორაიონში (ბოლო ორი ციფრი საიდუმლოა), ოროთახიან მომცრო ზომის ბინაში _ მარტო (მხოლოდ დღის განმავლობაში, თორემ ღამითაც რომ დეიდაშვილების მრავალსულიანობა არ აღვევდეს "ბაითის" სიმყუდროვეს, ვინ იცის იქნებ ნაშებიც ამომეყარა და ახლა ეს პოსტი საერთოდ არც დამეწერა).
ჩართული კომპიუტერი, ბიზნესი რომელიც მარტომ გსურს რომ აწარმოო, არანაირი საწყისი კაპიტალი და საკმაოდ მოზრდილი (ბინისვე) იპოთეკური სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (სხვა გადასახდელებთან ერთად) ნამდვილად არ გაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად დაიძინო.
მეც სხვა რა გზა მქონდა? დავივიწყე რომ ადამიანი ვარ, სხვათა შორის, ისიც ზედ მივაყოლე რომ კაცი გახლავართ, მოვიმარჯვე მაუსი და მარჯვე ხელებით შრომას შევუდექი. ჩემს ნაცნობებს რომ კითხოთ ლაშა რა კაციაო, გიპასუხებენ: ლაშა ის კაცია, საიტებს რომ თლის და ნეტში აწყობსო.
...ხო და როგორ გინდა ახლა, ოფისის რია-რიას და ბასტი-ბუბუს მიჩვეულს, ყოველგვარი კომუნიკაციის ფორმა უცებ შეგეწყვიტა და არავისთან არ გეკონტაქტა? მითუმეტეს რომ წინ არც მეტი და არც ნაკლები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი გიდგას?
მეც სხვა რა დამრჩენოდა, ავიღე მაუსი და ხელის ნაზი მოძრაობით წინ და უკან დავუწყე სრიალი. ფეისბუქზე ნებისმიერი ფრენდის, ნებისმიერ ლინკსა თუ სტატუსზე, რომ ვაკომენტაერბდი და შემდეგ საპასუხო კომენტარებს რომ ვალაიკებდი, აი, მანდ მივხვდი რომ დამენძრა. მე რომ დამენძრა, კი მივხვდი, მაგრამ თავადაც თუ იგივეს ჩავდიოდი, ჯერ ეჭვიც არ მქონდა.
გადავწყვიტე რომ ასე არ შეიძლებოდა _ პირადი პროფილი დავხურე, პეიჯი გავხსენი და იქ დავიწყე ჩემი ბრძნული სტატუსების გადმოფრქვევა. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - გაგონილი გექნებატ თქვენ, ხოდა უის არა მაგრამ 300 ფრენდის ნაცვლას, 1500-ზე მეტ, გვერდის მომხმარებელს ნამდვილად კი შევეყარე. შევეყარე და გულზეც შემომეყარა. შემომეყარა მაგრამ რა მერე _ შეაყარე კედელს ცერცვი, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მართლაც არაჩვეულებრივი და საინტერესო არის, როდესაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს უზუარებ ემოციებს, მუსიკას, განწყობას, ფოტოებს, იცნობ და გიცნობენ, ესაუბრები და გესაუბრებიან, ულაიკებ და გილაიკებენ.
აი აქ კი დაიწყო ნამდვილი საგიჟეთი: რა არ გცალია, ფეისბუქზე ათასხუთას კაცთან სალაპარაკოდ კი გცალია? რა ვერ მომილოცე _ ნახევარ ფეისბუქს კი კარგად ულოცავ დაბადების დღეს? რა, ვერ წამოხვალ?ფეისბუქზე კი კარგად დადიხარ...და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.
მოკლედ ნამდვილი კოშმარი დაიწყო. გარდა იმისა, რომ თვითონაც ვბრაზდებოდი ჩემს თავზე გონების გადართვის მიზნით, ბროუზერის ტაბის ფეისბუქზე რამდენიმე წუთით გარდართვის გამო, ახლა სხვებმაც დამიმატეს (ვითომ თვითონ არ დაბროდნენ კურილკაში ხუთ წუთში ერთხელ). ზოგმა ფროიდობაზე გამოდო თავი და ჩემს ქვეცნობიერში დაუკმაყოფილებელი სექსუალური ვნებების, სოციალურ ქსელებში სუბლიმაციას დაუწყო ძებნა (ძებნა კი არა, პრაქტიკულად მკურნალობა), ზოგმაც აკუპუნქტურის სპეციალისტობაზე გადადო თავი და ჩემსკენ ნემსებით გამოიქცა. "ცოტა ადექი, გადი გარეთ, ვინმეს დაელაპარაკე" - მოკლედ "გადი, ქალებში გაისეირნე" _ პათოსის რჩევები გადმოედინა თავსა ამას ზედა უბადრუკსა. არადა სასამართლოზე მოწმის სტატუსად დაბარებულმა, რომ დავიფიცე იმაზე წრფელად დავიდებ გულზე ხელს და ვიტყვი _ რა, რა და სექსი ნამდვილად არ მაკლიათქო (ნუ, გამონაკლისებიც იყო).
უბრალოდ, "ყველაფერი გენიალური _ მარტივია", ფორმულირების თანახმა, ადამიანი ეტყობა არც ისეთი გენიალური ქმნილებაა, რომ ყველაფერი ასე მარტივად _ სექსის საჭიროებით აიხსნებოდეს. "ჭამა და სექსის" გარდა, არის სხვა თემებიც, რომლებიც თურმე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ადამიანის არსებობისთვის. სხვების რა მოგახსენოთ და ერთ-ერთი კი ნამდვილად არის "კომუნიკაცია" (ჩემი თუ არ გჯერათ, გამოამწყვდიეთ პირასკოჩილი კაცი, ჩაუყარეთ ქალები და დააკვირდით 1 წლის განმავლობაში).
ახლა ვიღაც გონებამახვილი მეტყვის _ სექსიც ხომ ერთგვარი კომუნიკაცია არისო? კი ბატონო, მაგრამ სექსი ერთადერთია სადაც "ენამახვილობა" ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, შესაძლო ტრამვების თავიდან აცილების მიზნით. არასრულფასოვანი და შეზღუდული კომუნიკაცია კი იგივეა, "ვარდს რომ უყნოსო აერწინაღით".
მოკლედ, გადაგიშალეთ გული და სული (გოგო რომ ვიყო აქ არ შევჩერდებოდი), ახლა კი ანონიმუსებო, ფეისბუქ ფრენდებო, რეალში მყოფებო, ნეოებო და მორფეუსებო, ფროიდებო და ოჩოპინტრებო თავად განსაჯეთ _ ვარ თუ არა ონანისტი?
P.S. მახსოვს რომელიღაცა კლასში საკუთარ თავს ხელცქვიტობა ავუკრძალე. რამდენიმე თვე როგორღაც გავძელი, მომდევნო ორი წელი კი, ხელი რა იყო და ენა არ გამიჩერებია!

ცხოვრე-bis-ეული სი,,,,,,
eMuse: doin.ge
გადა-იფრენს _ მტრედის, სახელად გადას, მშობლების ოპ-ты-miss-ტური განცხადება.
სულ 1-ა კაცი ხარ, არა-კაცი თუ დედა-კაცი _ ვა-e-ს თუ გაეყარე, უ-e-ს მაინც შ(2*E)ყრები. მა-გრამ მ-Glee-ს შიშით (ფ)არა არა(ვის) "გაუ"წყვეტ-ია-ო, უთ(ქვა)მს წინა-პარს. თუ(მ)ცა წინა-პრის დანთებულ პარს, დანა პირს რომ© უხს-need-yes, მაინც touch-more-RedBull-ი e-ვლид(и н)ა Ad-ამ-e-or-ი.
100-ე დამ,Bullი ცხოვრე-bis შემდ-egg, სუ-ლაწ არ mean-და მიყ(ვირო)ნ biss.
P.S. back-ა, მაპატიე _ გავა---------ლებდ-e, მაგ(რა)მ &მაწყ& не88888 :)
Saturday, June 4, 2011
მიტინგი სამი თხილი
სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად:
პლაკატი, დროშა და დროშის ტარი
წყალი მავნებელი, ყინვა და ქორშაკი ქარი
ქვეყნის მომავალი, ბრძოლა, აქ და ახლა
სიმღერა, ცეკვა და შეყვარებულის ნახვა
მიტინგი, რუპორი და ტაში
დარბევა, წყლის ჭავლი და დუბინკა ტანში
ანუშ, ჰაიკუშ ეფერანუშ _ მე კიდევ ძილის წინ ვფიქრობ, ნეტა კრიშტიანუ რონალდუმ ის თუ იცის რომ ახალი ოლვეისი 40% მეტ სითხეს იწოვს ვიდრე ადრე? ისე რაც თავი მახოვს და ოლვეისის პროცენტული გაუმჯობესებები, კაი 170% "შეწოვა" მაინც უნდა ქონდეს დღეისათვის. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თუ არის ლოსკი არ არის ლაქა, კომეტი კი ინარჩუნებს თქვენი ტელევიზორის უნაკლო სისუფთავეს და იცავს მას "სპეციალური რეპორტაჟისაგან" 24/7-ზე. გახსოვდეთ _ ხელისუფლება არასოდეს გიღალატებს. არადა დარწმუნებული ვარ კრიშტიაუნ რონალდუმ ისიც კი არ იცის, რომ ხიშტი მინუს ორასია, ხოლო არიელის აქტიური ნაწილაკები პოულობენ და ანადგურებენ მომიტინგეებს და იცავენ სახელმწიფოს დაბინძურებისაგან. მთავარი კი მაინც არის "კარგი განწყობა" და ის რომ ჩემი საფენი ახლა უფრო კარგად არის დაფიქსირებული. დაფიქსირებული. "და-ფი-ქსი-რე-ბუ-ლი"... გავიმეორო?

ჩემი კოშმარები
by vasasi
სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუ ვნახულობ ყოველთვის შავ-თეთრს, რომლებიც უფრო კოშმარებს ჰგავს.
ჩემს ორივე ჰემოსფეროგანვითარებულ ტვინს, სამი ტიპის კოშმარი აქვს შენახული:
1. სახლის ტელეფონი რეკავს და მე მკითხულობენ ან სახლში არავინაა და, იძულებული ვარ, ვუპასუხო (ბავშვობიდან მეშინია ტელეფონზე ზარის, ასეთი შეგრძნება მაქვს, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ და სანამ ვპასუხობ, მე ჩემი მემართება. მობილურზეც იგივე მჭირს და, რასაც მელაპარაკებიან/ვლაპარაკობ, იმის 5%-ს თუ ვიგებ, მოსალოცადაა საქმე);
2. პარასკევია, გადაცემა თითქმის მზადაა, საღამოს რეგიონებშია გასაგზავნი, ჩემი სიუჟეტიღა აკლია და მე სინქრონებიც კი არ მაქვს ჩაწერილი (ამ დროს მიცახცახებს ხერხემალი, ჭირის ოფლი მასხამს, ვნერვიულობ, ისე მრცხვენია თანამშრომლების, სად დავიმალო არ ვიცი და ცოტა მაკლია, არ მოვითხოვო, რომ გამაგდონ სამსახურიდან ჩემი უქნარობის გამო და ა.შ);
3. გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, გაურკვეველი, უცნაური ფორმის მქონე კაცების ამ მონუმენტს დგამენ:
მთელი ქალაქი შეკრებილია, ხმას არავინ იღებს, მე კიდევ ყვირილი მინდა, რას დგამთ ცენტრში, თქვენ ის ხომ არა-თქო, მაგრამ ხმა არ ამომდის. სიტყვები ყელში მჩრია, ვნერვიულობ, ვსხმარტალებ, მაგრამ უცნაურ კაცებს მაინც დგამენ და ოქროს ასოებით აწერენ: "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი".
გვერდით თანამოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, მაგრამ შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ და ჩურჩულებენ, მოგვჭრეს თავი საბოლოოდო. ამ დროს, ვიღაც მწვანეშარვლიანი, ფოტოაპარატიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა ერთვება საუბარში (რუკზაკი, რუკზაკი დამავიწყდა!) და ამბობს, რომ ეს მონუმენტი ქართველი მეომრების მამაცობის, ვაჟკაცობის, მეობის, ჩახუტებისა და გმირობის სიმბოლოა და, რადგან სიმბოლოა, 8 აგვისტოს სიმბოლო სწორედ ასე დაინახა პერსპექტიულმა, ესპანური წარმოშობის მქონე ქართველმა მოქანდაკემ და, რადგან ამქვეყნად, ყველაფერი სიმბოლურია, ჩვენც უნდა მივიღოთ ეს სიმბოლო, როგორც განთავისუფლების სიმბოლო და არა როგორც ის სიმბოლო, რაც ამის წინ იდგა და სიმბოლო, სიმბოლო, სიმბოლო..
ამ დროს გამოდის ჩემი პრეზიდენტი, საზეიმოდ ჭრის ლენტს და მთელი გორი ჭყივის და უკრავს ტაშს ხელების გადაყველფასა და ხმის ჩახლეჩვამდე (მეორე დღეს, ვისაც ყველაზე მეტად ექნება ხმა ჩახლეჩილი და ხელები გადატყავებული, ის მიიღებს პრემიას).
მე კი ამ დროს ვდგავარ ბრბოში, ვუყურებ საზეიმოდ გახსნილ გმირობის სიმბოლოს, გამხდარი კაცები თანდათან ჯოხებად იქცევა და ახლა ჯოხებს აწერია "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი". ისმის ყიჟინა, ჭყივილი, კივილი, ტაში, ალაგ-ალაგ, ჭკვიანი ადამიანები ოხრავენ, მე კი ისევ ბურთი მჩრია ყელში, მინდა ვიყვირო, რას დგამთ, თქვენ ხომ არ ისა-მეთქი, მაგრამ ხმა ისევ არ მაქვს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ ამის ყვირილს აზრი არ აქვს, რადგან ბრბო იმდენად არის ეგზალტირებული რომ ისა.. :/
***
სამივე შემთხვევაში დილა კატასტროფულად იწყება: ვიღვიძებ დაღლილი, დაუსვენებელი ტვინით, თმა და ნერვებგაჩეჩილი და, მთელი დღის განმავლობაში, საშინლად არაპროდუქტიული ვარ.
მერე დავდივარ და ჩემს კარლსონს დილას და საღამოს სახლში, შუადღისას კი სკაიპში შევჩივი:
- კარლსონ, როგორ ფიქრობ, მე მიშველის ფამუქი?
პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.
P.S. სინამდვილეში, ლაშამ სულ სხვა რაღაცის დაწერა მთხოვა, მაგრამ მე იმაზე ჩემს ბლოგზე უკვე დავწერე. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ (რადგან 2008 წელს ბლოგი არ მქონდა), მაგრამ იმ საშინელ დღეებში, როცა გამოთაყვანებული, სახლიდან გამოგდებული და ყურებჩამოყრილი მივჩერებოდი ეკრანს და, რიგითი ობივატელივით, ყველანაირ ინფორმაციას ვყლაპავდი, იმდენი მაინც მოვიფიქრე, რომ მოვლენები და ემოციები ჩამეწერა. ჩამეწერა და მერე გამეერთიანებინა.
არა, დაწერით აქაც კი დავწერდი, მაგრამ, რაღაც, ვერ გადავიყვანე საკუთარი თავი იმ ნოტაზე, 1-დან 22 აგვისტომდე რომ ვდგები ხოლმე. თანაც, აგვისტოს ამბავი ჩემთვის იმდენად პირადი ტრაგედიად იქცა, რომ ამ თემაზე არავისთვის არაფრის თქმა არ მსურს. არ მსურს იმის მიუხედავად, რომ, იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს (თითქმის ჭეშმარიტი პოეტივით გამომივიდა) თვალწინ მიდგას აგვისტოს ომი. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ჯგუფელი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი რამ უნდა მეთქვა და, ერთი დედააფეთქებული ავარიის გამო, ვერ მოვასწარი...
Friday, June 3, 2011
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?
წიგნის ფესტივალზე, ამასწინათ ფასდაკლებით ნაყიდ დათო ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" დიდი სიამოვნებით ვკითხოლობ ხოლმე. ძირითადად როდესაც მეტრო "ახმეტელიდან" (არ მინდა სნობურად გამომივიდეს, მაგრამ ასეა) ქალაქის ცენტრამდე ჩავაღწევ, წიგნს მოვიმარვებ და დრო ისე სწრაფად გადის რომ ვერც კი ვიგებ.
როდესაც ლაშა ბუღაძის დაკოტელი მანდილოსანის გაცნობის შემდეგ გაჩენილი "ეთნო-ისტორიული სურვილი _ კი დაკოტავდა ამას კაციო..." ამოვიკითხე წიგნის ფურცლიდან, ისეთი ხარხარი ავტეხე, ობლობაზე სიმღერით იოგებდაჭიმული მაწანწალას ხმა მთლიანად გადავფარე და აუდიტორიას "გიჟი არ ვარ, მართლა სასაცილოა-მეთქი" მზერით ვუპასუხე.
წიგნი მართლაც რომ გულახდილი, საინტერესო და ძალიან სასაცილოა. თუმცა კითხულობ წიგნს და ნებით თუ უნებლიედ, ავტორთან ერთად, ძალიან ბევრ ამერიკულ-ქართულ პარალელს ავლებ. უფრო სწორად კი სხვისი კარგის ფონზე შენს ცუდს ხედავ და პირიქით. სწორედ ამიტომაც სიცილ-ხუმრობაში ბევრი ისეთი თემაა გახვეული, რომელზეც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებს შორის მოგზაურობისთვის საჭირო დრო ნამდვილად არ არის საკმარისი და მიწისქვეშ წამოწყებული ფიქრი, ზემოთაც გვერდიდან არ მშორდება მთელი დღე.
ერთერთი ასეთი მონაკვეთი, სწორედ იმ "ზღაპარში" ამოვიკითხე, რომელის ბოლოსაც ბუღაძის "დაკოტავდაზე" ავტეხე ისტერიკა:
სწორედ ამ აბზაცით გამოწვეულ ფიქრებში ვიყავი გართული, katee.ge-ს ბლოგზე, პატრიარქი სამძიმარის წერილის განხილვა რომ წავიკითხე, სადაც აღშფოთებული ფეისბუქ-მოსახლეობის შემაჯამებელი პერიფრაზი, "სამძიმარი გაუგზავნო მტერს" იყო გაბოლდებული, და მხოლოდ მას შემდეგ რაც იქვე მივაკომენტარე: "აფხაზეთს მანამ ვერ დავიბრუნებთ, სანამ მაგ ხალხს მტრად მივიჩნევთ-მეთქი" მივხვდი, რომ მეც ტურაშვილის პერსონაჟვით კიდევ ერთი, დამატებითი და ამჯერად განსხვავებული რჩევა-დარიგება მივეცი "ქართველებს" - როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი.
შემდეგ ისიც გამახსენდა, როგორ შემოათრია ჩემმა კურსელმა სამხედროს ლექციაზე რუკები და "ალექსანდროვის" ფურცლები, რომლებზეც აფხაზეთის, 4 საათში დაბრუნების სამხედრო სტრატეგია იყო წარმოდგენილი.
არც ჩვენი მთავრობა დამვიწყებია, რომელიც არანაკლებ უტოპიური და ბრიყვული ინციატივით გამოვიდა: "ყველა ვინც კი ფლაერს თუ ლიფლეტს დაბეჭდავს, კანონის ძალით ვალდებული იქნება მიაწეროს, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ გვეკუთვნის და ამჟამად ოკუპირებულიაო" (ერთი "მოწევა კლავს" წარწერამ შეამცირა მწეველთა რიცხვი და მეორე ლიფლეტებზე დაბეჭდილი "გახსოვდეს აფხაზეთი" დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს).
მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ალბათ ყოველი ქართველი ფიქრობს (ან უფიქრია მაინც) _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი? საგულდაგულოდ მოვიფიქროთ შეურაცმხყოფელი სიტყვები: "მარიონეტული", "კარიკატურული" და სხვა, თუ წლების განმავლობაში თავდაცვის გაძლიერებისთვის დახარჯული ფული (რომლის დასაკარგად სხვათა შორის "აგვისტოს 5 დღე"-ც კი საკმარისი აღმოჩნდა) სოფლის მეურნეობის გაძლიერებისკენ მივმართოთ და "მუტირებული" სიმინდით გავუმასპინძლდეთ ოსებს და აფხაზებს? იქნებ კლიპი გადაგვეღო აწ უკვე გარდაცვლილი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით _ აფახზეთს თუ არა შოუ-ბიზნეს მაინც ხომ დავიბრუნებთ? თუ სულაც, როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ავაშენოთ დიიდი კედელი და ვუთხრათ _ "სულ კარგადაც იყავით ხალხო თუ ჩვენთან არ გინდათ", კომფლიქტური რეგიონების თვით-ამპუტაცია გავიკეთოთ, ანთება ჩამცხრალი ორგანიზმი მოვაძლიეროთ და განვავითაროთ, რის შემდეგაც "კარგი ცხოვრება ყველას უნდა" პრინციპით, ავტომატურად მოხდება აფხაზების და ოსების ინტეგრაცია ქვეყანაში. მე კი საერტოდ ვფიქრობ რომ შეკითხვა "როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი"-ც კი არასწორია და "როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში?" ფორმულირება მიმაჩნია პრობლემის გასაღებად.
რომელი გზაა სწორი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია _ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ უფრო აქტიურად ვიდრე დღეს ვფიქრობთ. ამასთან უნდა ვიყოთ უფრო კრიტიკულები საკუთარი თავის, მთავრობის და თუნდაც "შეშფოთება გამოთმული" უცხოელი პარტნიორების მიმართ. უნდა ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ნააზრევი. რადიკალურად თუ არა, გარკვეულ წილად მაინც შევცვალოთ დამოკიდებულება მოცემული ტერიტორიებისა და ხალხის მიმართ. ჩემთვის (და ალბთ თითეული თქვენგანისათვისაც) სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს _ როდესაც ერთი და იგივე მიდგომით არაფერი გამოგდის, რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალო.
... და რას ფიქრობ შენ _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

"მადლობის ნიშნად რომ ვაკოცე, მასაც აფხაზეთის სუნი ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ აფხაზეთის ზღვას შეიძლბა ჰქონდეს. ძალიან მომინდა ამ ზღვაში შესვლა, კიდევ ერთხელ ვაკოცე და, როცა მომეჩვენა, ჩემიწილი აფხაზეთის დაბრუნება უკვე ძალიან ახლოს იყო, მან მითხრა სწორედ ის, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ:
- აფხაზეთს მანამ ვერ დაიბრუნებთ, სანამ აფხაზეთი თქვენთვის მხოლოდ კურორტიაო."
სწორედ ამ აბზაცით გამოწვეულ ფიქრებში ვიყავი გართული, katee.ge-ს ბლოგზე, პატრიარქი სამძიმარის წერილის განხილვა რომ წავიკითხე, სადაც აღშფოთებული ფეისბუქ-მოსახლეობის შემაჯამებელი პერიფრაზი, "სამძიმარი გაუგზავნო მტერს" იყო გაბოლდებული, და მხოლოდ მას შემდეგ რაც იქვე მივაკომენტარე: "აფხაზეთს მანამ ვერ დავიბრუნებთ, სანამ მაგ ხალხს მტრად მივიჩნევთ-მეთქი" მივხვდი, რომ მეც ტურაშვილის პერსონაჟვით კიდევ ერთი, დამატებითი და ამჯერად განსხვავებული რჩევა-დარიგება მივეცი "ქართველებს" - როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი.
შემდეგ ისიც გამახსენდა, როგორ შემოათრია ჩემმა კურსელმა სამხედროს ლექციაზე რუკები და "ალექსანდროვის" ფურცლები, რომლებზეც აფხაზეთის, 4 საათში დაბრუნების სამხედრო სტრატეგია იყო წარმოდგენილი.
არც ჩვენი მთავრობა დამვიწყებია, რომელიც არანაკლებ უტოპიური და ბრიყვული ინციატივით გამოვიდა: "ყველა ვინც კი ფლაერს თუ ლიფლეტს დაბეჭდავს, კანონის ძალით ვალდებული იქნება მიაწეროს, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ გვეკუთვნის და ამჟამად ოკუპირებულიაო" (ერთი "მოწევა კლავს" წარწერამ შეამცირა მწეველთა რიცხვი და მეორე ლიფლეტებზე დაბეჭდილი "გახსოვდეს აფხაზეთი" დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს).
მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ალბათ ყოველი ქართველი ფიქრობს (ან უფიქრია მაინც) _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი? საგულდაგულოდ მოვიფიქროთ შეურაცმხყოფელი სიტყვები: "მარიონეტული", "კარიკატურული" და სხვა, თუ წლების განმავლობაში თავდაცვის გაძლიერებისთვის დახარჯული ფული (რომლის დასაკარგად სხვათა შორის "აგვისტოს 5 დღე"-ც კი საკმარისი აღმოჩნდა) სოფლის მეურნეობის გაძლიერებისკენ მივმართოთ და "მუტირებული" სიმინდით გავუმასპინძლდეთ ოსებს და აფხაზებს? იქნებ კლიპი გადაგვეღო აწ უკვე გარდაცვლილი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით _ აფახზეთს თუ არა შოუ-ბიზნეს მაინც ხომ დავიბრუნებთ? თუ სულაც, როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ავაშენოთ დიიდი კედელი და ვუთხრათ _ "სულ კარგადაც იყავით ხალხო თუ ჩვენთან არ გინდათ", კომფლიქტური რეგიონების თვით-ამპუტაცია გავიკეთოთ, ანთება ჩამცხრალი ორგანიზმი მოვაძლიეროთ და განვავითაროთ, რის შემდეგაც "კარგი ცხოვრება ყველას უნდა" პრინციპით, ავტომატურად მოხდება აფხაზების და ოსების ინტეგრაცია ქვეყანაში. მე კი საერტოდ ვფიქრობ რომ შეკითხვა "როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი"-ც კი არასწორია და "როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში?" ფორმულირება მიმაჩნია პრობლემის გასაღებად.
რომელი გზაა სწორი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია _ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ უფრო აქტიურად ვიდრე დღეს ვფიქრობთ. ამასთან უნდა ვიყოთ უფრო კრიტიკულები საკუთარი თავის, მთავრობის და თუნდაც "შეშფოთება გამოთმული" უცხოელი პარტნიორების მიმართ. უნდა ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ნააზრევი. რადიკალურად თუ არა, გარკვეულ წილად მაინც შევცვალოთ დამოკიდებულება მოცემული ტერიტორიებისა და ხალხის მიმართ. ჩემთვის (და ალბთ თითეული თქვენგანისათვისაც) სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს _ როდესაც ერთი და იგივე მიდგომით არაფერი გამოგდის, რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალო.
... და რას ფიქრობ შენ _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?
Thursday, June 2, 2011
***
გაინტერესებთ როგორ გახდეთ თანამედროვე პოეტი?
დაწერეთ მაქსიმალურად შეუსაბამო სიტყვები ყოველგვარი რითმის გარეშე _ მთავარია ნაწერი იყოს ვერტიკალური!

Subscribe to:
Posts (Atom)