შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ - ოღონდ არა მხოლოდ...
მიყვარხარ და თავზეც დაგესხმები
მე მინდა რომ შენთან ერთად მოვკვდე
ბანალური სტროფი ართობს "იმ სხვებს",
მე შენთან ვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
შენთან ვარ და თავზე ფიქრებს ვიმსხვრევ
რა ვქნა ახლა, ეს სიტყვები წრფელი
ვინმეს გულში თუ წარმოშობს ღიმილს
მომენატრა, ნაცნობი სოფელი
მომენატრა გაზმორება დილის
მომენატრა შენთან ერთად ყოფნა
შენთან ერთად გაღვიძება... თბილა...
მომენატრე, როგორც ცივი ლუდი,
ჭერზე ბათქაშ ჩამოყრილი ბინა
შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
და იცოდე _ მალე დავიმსხვრევი...
Friday, May 20, 2011
Like-Like, ბახ-ბახ ანუ ამბავი ფეისბუქ-ომებისა
საფეხბურთო მატჩი წაგიყვანიათ? ჰო, კარგი კარგი - ვიცით რომ დიმა შეუცვლელია. ხო მოგისმენიათ მაინც? ჰო, კარგი კარგი - დიმას წაყვანილი არა _ ნამდვილი?
ხო, მეც მასე ვარ. ძველი ჩანაწერები. ეროსის ან კოტეს რომ მიყავს. მაგარია. ვუსმენ ამ ძველ რეპორტაჟებს და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფეხბურთის მოსმენა უფრო ასწორებს ვიდრე ნახვა.
ბოლო დროს ფეისბუქს შორიდან ვაკვირდები. მოგეხსენებათ აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია და ამავდროულად ერთმანეთის მტერი _ უბრალოდ თემას გააჩნია.
"შორიდან-თქო" ეს ისე _ სიტყვის მასალად, თორე კომეტის დამცავი ფენის არ იყოს, იქ არ ვარ 24/7-ზე? უბრალოდ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის ნაცვლად, ევროკავშირის მონიტორივით _ მხოლოდ ვაკვირდები. ისე, ჩუმად _ მოხეტიალე სულივით, დადიხარ გვედიდან-გვერდზე, პროფილიდან-პროფილზე და აკვირდები.
გარემო კი მოსაწყენი ნამდვილად არ არის:
აი ეს ტიპი ლიბერალია _ დიდი პროგრესული ვინმე გახლავთ _ ლიბერალის ყველა სტატია აქვს დაშეარებული (შიგადაშიგ ტაბულასაც გაურევს ხოლმე). ვინმე გეებზე და სომხებზეა რამეს (სულერთია რას) თუ იტყვის, მზად არის თვალები "Like" ღილაკით ამოჩიჩქნოს. ხოლო სადმე "ებრაელიო" თუ წამოგცდა "ისრაელელიო" აუცილებლად შეგისწორებს.
ეს კი ერთი გონება-გაყინული, ფსევდო-პატრიოტია _ თუ სადმე, ვინმე ამ მთავრობას შეაგინებს, ისე უხარია როგორც პატარა ბავშვს ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული ვანილის ნაყინი. აქუბარდია უყვარს ძალიან _ სულ იმის წუხილშია, რატომ ფეისბუქზე არ რეგისტრირდებაო.
ეს გოგო, თავსაფარით თავზე და კოჭებამდე კაბით, ტუჩებს რომ არც ისე მკრთალი ულვაში უმშვენებს _ ქალიშვილია. ნახე როგორი კდემამოსილია _ ერთადერთი საკუთარი ფოტო უდევს პროფილზე. "დათუნიას ჩახუტებული გული", "დაორქლილ მინაზე გული წარწერით Love", "ორი გედი ჩანჩქერთან"... კარგი, ეს გალერეა მერე დავათვალიეროთ. ისე, ძირითადად ნოუთებს აქვეყნებს, საკუთარი ლექსებით _ წვიმაზე.
მოდი ბომონდს გამოვტოვებ _ ეგენი ჩემნაირ უბრალო ბლოგერებთან, მითუმეტე სამტრედიიდან ჩამოსულებთან არ მეგობრობენ. ახლა ვაგროვებ ფულს "ლუი ვუიტონის" ჩანთისთვის და იმედი მაქვს მალე დამიფრენდებენ _ შემდეგ რაიმეს მაგათზეც მოგიყვებით.
ეს თითქოს და ყველასაგან გამორჩეული ხალხი ვინ არის? ესენი ძველი რასაა _ "პროგრესულები". არა, არც ლიბერალები არიან, არც გონება-გაყინულები, არც პატრიოტები _ მაგათ ყველაფერი სირზე კიდიათ. კრეატიულები ვართო იძახიან. ძირითადად არაფერი მოსწონთ. უფრო სწორად მათი შეფასებათა სისტემის შკალას, მხოლოდ ორი დანაყოფი გააჩნია: "ძააან სირობაა" და "ძააან თესლია". ძირითადად "ძაან სირობაა"-ს აწვებიან. "ძაან თესლია"-ს ცოტა ერიდებიან _თუ გაგისხა(ანუ ერთ-ერთ "შენიანს" არ მოეწონა), მართალია სირზე კი გკიდია მარგამ მაინც მაგრად მოგესხმება. აი "ძააან სირობაა" შეფასებაში კი დაზღვეული ხარ _ არავინ გკითხავს ამიხსენი ერთი რას გულისხმობო. ან თუ გკითხავს პრიმიტიულად უპასუხებ "იმას რო სირობაათქო" _ მარტივია.
ეს კი მე ვარ. ოცდამეერთე საუკუნის საოცრება _ კონფორმიზმის პიკი, ციფრული მეტამორფოზა. საკმარისია ერთი "კლიკი", ლინკიდან ლინკზე, პროფილიდან პროფილზე გადასვლა და მე მაქვს უნარი წამის მეასედებში აბსოლუტური ტნრასფორმაცია განვიცადო _ ლიბერალიდან ჰომოფობამდე, კოსმოპოლიტიდან ქსენოფობამდე, ხელისუფლებიდან "რადიკალურ ოპოზიციამდე", ღიპერი ბიძიდან ქალიშვილობის დაუძინებელ მტრამდე. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ასე მარტივია. რისთვის ინადგურებთ ნერვულ უჯრედებს, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება?
ოჰო, ერთერთი ათეისტი ისევ "ღმერთზე კაიფობს". ნუ გაბრაზდები _ ღმერთი რელიგიურ უმცირესობაში არ არის, რომ მისი უფლებები ვინმემ დაიცვას.
არ გინდა ამ სისულელით, დიდხანს დატკბე? ნახო როგორ ევოლუციონირებს ონლაინში, არარსებული ტაბუებისგან განთავისუფლებული კაცობრიობა? შენიც მესმის, ხელები მაინც გეფხანება. კი ბატონო, აგერ მაუსი და აგერ კლავიატურა _ მიდი, მიუკომენტარე, რომ ამ სტატუსისთვის მას ღმერთი დასჯის!
როგორ მინდა ზოგერ ვიჯდე, და ისე რომ არც არავის ესმოდეს ჩემი, სადღაც კოტესა და ეროსის ხმებს შორის გამოყვანილი ტემბრით მიმყავდეს რეპორტაჟი პირდაპირ ფეისბუქიდან:
კლავიატურაზე თითების მოქნილი მოძრაობით სტატუსი გამოაქვეყნა მაჭავარიანმა: "წავიკითხე ვინმე ლაშა ბუღაძის პოსტი და ისეთივე სირობაა, როგორიც სტურუას სპექტაკლები ... :დ". მაჭავარიანის სტატუსზე, "???" შეკითხვა ჩააწოდა პირველმა ფრენმა. მას ფლანგიდან წამოეშველა მეორე ფრენდი და ლინკი შორეულ მარჯევნა კუთხეში გაგზავნა.
თემა აუტიდან ბუღაძემ შემოიტანა. ბუღაძემ ბურთი სტატიის დასაწყისშივე საჯარიმო მოედანში მყოფ ბექაშვილს ჩააწოდა. ბექაშვილმა ბურთი ძლიერი დარტყმით ინტერნეტის მეორე ნახევარში მოიგერია. ბურთს ეუფლება სტურუა. სტურუამ კონტრიერიშის წამოწყება სცადა, მაგრამ შეტევას გაგრძელება ვერ უპოვა. მას კომენტარებში წამოეწია მაჭავარიანი: "ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია ქართველი დრამატურგებიდან, ყველაზე მეტად მომწონს ლაშა ბუღაძე".
და ა.შ.
ნამდვილად აზარტული სანახაობაა. მე კი ვზივარ ჩემთვის, უზარმაზარ სტადიონის VIP ლოჟაში, კოქტეილს ვწრუპავ და მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში, მოედნის არცერთ მხარეს კარი არ არსებობს, მაინც გულმოდგინედ ველოდები როდის წამოვხტები ფეხზე და გახარებული ვიყვირებ:
გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

Wednesday, May 18, 2011
ნუ იქნები პლაგიატი
გამარჯობა,
ვისაც ჩემი გვერდი დალაიკებული აქვს, იცის, რომ პერიოდულად სხვადასხვა სახის ვიზუალს ვანთავსებ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის იდეა სხვა დროს და ადგილას დამოუკიდებლადაც დაიბადა, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ის რასაც ვაკეთებ, არსად მინახავს და მითუმეტეს, სხვის ნამუშევარს არ ვიღებ და საკუთარ ნამუშევრად არ ვასაღებ, ქვედა კუთხეში lasharela.com-ის მიწერით.
ორიოდ სიტყვით მინდა ვთქვა: ნემსის და აქლემის ქურდის არ იყოს, იდეის მოპარვაც ჩვეულებრივი დანაშაულია, ქურდობაა და კანონითაც კი ისჯება. კანონით შეშინებას ნამდვილად არავისას არ ვაპირებ, რადგან სასამართლოს გზით საავტორო უფლებების დაცვა უფრო რთულია, ვიდრე შატლის აგება და მთვარეზე დაჯდომა. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მოპარვა ზოგადად არ არის კარგი ტონი - მომპარავები და კაი ბიჭები გასული საუკუნის საკუთრებაა (ვისაც ასე არ მიაჩნია, ჩავიცუცქოთ).
მეორეს მხრივ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საიტის მინაწერი ნამუშევრებზე შემთხვევითი არ არის _ ის ხელს უწყობს ბლოგის პოპულარიზაციას. ეს არის თვითრეკლამირებისათვის ჩემ მიერ გაწეული შრომა და დახარჯული დრო. მკითხველს პატივს ვცემ და ბლოგს არ ვაჭრელებ ფასიანი რეკლამებით, თორემ მსგავსი შემოთავაზებები იყო და თავისუფლად შემიძლია ბლოგი მომგებიან ბიზნესად ვაქციო. ანუ რეალურად როდესაც ნამუშევარს წარწერას აცილებთ, ამით მე პოტენციურ მნახველებს (რომელიც თავისუფლად შემიძლია ვაქციო რეალურად ფულად) მაკარგვინებთ.
ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ბევრს არ ესმის, რა არის იმაში ცუდი, ნამუშევარს საავტორო მინაწერს თუ ჩამოაშორებ. რამდენიმე ფეისბუქმომხმარებელს რომ მივწერე, სიცილით მოვკვდიო მიპასუხა (ალბათ ფიქრობს _ მინაწერი თორე შენც არ მყავდე პიკასოო).
პიკასოს ზუსტად რომ მაგრად ეკიდებოდა მინაწერი, რადგან ის ბრენდია, ის ცნობადია ხელმოწერის გარეშეც _ მიუხედავად ამისა ნახატებზე მაინც ხომ ტოვებდა საკუთარ ავტოგრაფს? რადგან პიკასოც, ისევე როგორც ნებისმიერი ავტორი, ცდილობს, გარკვეული იმიჯი, ბრენდი შექმნას.
მოკლედ, ძალიან თხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის შრომას, დახარჯულ დროს, მოფიქრებულ იდეას. ფოტოშოპში მინაწერის ჩამოჭრაზე მარტივი არაფერი არ არის _ ეს ყველას შეუძლია.
სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება ვიზუალები, რომლებიც დავამზადე. მათში ნაჩვენებია, თუ რა მარტივად შეგიძლია ნამუშევარს ავტორის ვინაობა ჩამოაშორო .
აქვე მინდა გთხოვოთ: თუ სადმე იპოვით ჩემს რომელიმე ნამუშევარს გამოქვეყნებულს მინაწერის გარეშე, გთხოვთ ან გვერდზე დამიკომენტარეთ რომელიმე ბოლო პოსტის ქვეშ, ან მომწერეთ მეილზე: blogger@lasharela.com.
ამასთან, თუ იზიარებთ ჩემს გულისტკივილს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სანამ საკანომდებლო ბაზა ან ქართველბის თვითშეგნება დაიხვეწება, გთხოვთ, ეს პოსტი მიუთითეთ და გადაუგზავნეთ ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც ავტორის მითითების გარეშე იპოვით რომელიმე ნამუშევარს.
პატივისცემით
ლაშა კვანტალიანი

Tuesday, May 17, 2011
***
განშორება გულის არევასავით არის - რამდენჯერაც არ უნდა გამოცადო, მაინც უსიამოვნოა.
ბრძოლა იწყება, მახვილი მოიმარჯვეთ ბატონებო
არ მიყვარს ერთფეროვნება _ მრავალფეროვნება ბუნებრივად და ნატურალურად მისაღებია ჩემთვის. დღეს კი ყველა ჩემი ფეისბუქ მეგობარი, ინკუბატორში გამოყვანილ ფეისბუქ-იუზერს დაემსგავსა, ავატარზე გამოტანილი პოსტერით: "17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე". ხო და მეტი რა უნდა "ქართული ფეისბუქის" პროგრესული ექსკურსის მქონე იუზერებს _ აიტაცეს იდეა.
რისიც არ უნდა იყოს ბრძოლის დღეა მაინც (თან თურმე საერთაშორისო) და როგორღაც ხომ უნდა შევიარაღდეთ? - ხო და ცეცხლით და მახვილით არა მაგრამ, ავატარებით კბილებამდე შეარაღბულები გამწკრივდნენ ჰომოსექსუალთა კედლების (ვოლს ვგულისხმობ) მისადგომებთან.
სტატუსი რომელიც ჩემს პეიჯზე გავაჟღერე შემდეგნაირი იყო:
- არ გრცხვენია ლაშა, რას აკეთებო? მისაყვედურეს მეგობრების ნაწილმა. ეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რა იყო და... ჰომოფობიის და ტრანსოფობიის გამო დაღუპულთა დღეაო.
თვალს და ხელს შუა გაირკვა, რომ ბრძოლის კი არა, ხსნოვნის დღე ყოფილა და ცოტა კი შევიშმუშნე. ამიტომაც სანამ ჩემი მეგობრები გამანადგურებელი კომენტარებითა და მომაკვდინებელი ლაიკებით, დაუნდობელ ბრძოლას განაგრძობდნენ გადავწყვიტე ცოტა უფრო მეტი გამეგო ამ დღის შესახებ.
ნუ დღე როგორც დღე _ უმრავი ცნობილი ადამიანის დაბადების დღით, ცნობილი ფაქტით და მათ შორის არანაკლები ოდენობის საერთაშორისო "დღესასწაულით" თუ "ბრძოლის დღით". ერთ-ერთი კი ნამდვილად აღმოჩნდა IDAHO ანუ "International Day Against Homophobia and Transphobia". რა ხდება თურმე ახლა: 1990 წლის 17 მაისს, ჰომოსექსუალობა ოფიციალურად ამოუღიათ ფსიქოლოგიური დაავადებათა რიცხვიდან.
ისე ამ ხალხის კი გამკვირვებია, "ავადმყოფობაა" ეგო რო თქვა _ შეიძლება "უფლებათა დამცველებმა" (მებრძოლებმა) კომენტარებით ჩაგქოლონ. ხოლო როდესაც თქვეს, რომ ეს ავადმყოფობა სულაც არ არისო, მიჩნეულ იქნა რომ ამ დღეს მოხდა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია? რაღა დაგიმალოთ და აქ ცოტა დავიბენი.
ბრძოლა იქეთ იყოს და ისე დღეც არ არის მთლად საერთაშორისო: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, ბელგია, ბრაზილია, კოსტარიკა და ლუქსემბურგი _ ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2009 წლისთვის ოფიციალურად სცნო მოცემული დღე.
ინფორმაციულ-შემეცნებით ნაწილს ამით მოვრჩები _ მათვის, რომლებმაც ყოველთვის იციან რა და არასოდეს იციან რატომ.
ახლა კი მცირეოდ ჩემს ხედვას გაგიზიარებთ აღნიშნული საკითხის მიმართ. ის რომ ქართველები ექსტრემალები ვართ და უკიდურესად გვიყვარს უკიდურესობები არახალია. მე პირადად ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა (ისე ტრადიციებზე "კინტოები" გამახსენდა), სადაც ცეცხლის-მფრქვეველი და ყანწებით შეიარაღებული "ღიპერები" ცხოვრობენ, არასოდეს მინახავს, რომ ვინმე "მოეკლათ" ან სასიკვდილოთ ეცემოთ სექსუალური ორიენტაციის გამო. ამასთან გეები ისევე არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, როგორც ნატურალები. ყოველ შემთხვევაში მე მყავს გეი მეგორბები და ვერც ერთზე ვიტყვი, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურს ვერ შოულობს-მეთქი _ უფრო პირიქით ("ჩემი გეი მეგობრები" ვახსენე, რათა ხაზი გამესვა, რომ მე არ ვარ ჰომოფობი და მყავს გეი მეგობრები _ იმედია მებრძოლთა რამდენიმე მრისხანე კომენტარს ამარიდებს :) ).
აგრესია რომ აგრესიას წარმოშობს ეგეც ხომ არავის გიკვირთ? რას ნიშნავს "ჰომოფობებთან ბრძოლის..."? ანუ ჰომოსექსუალობა არის ავადმყოფობა და სულ ტყუილად ამოიღეს ფსიქოლოგიურ დაავადებათა სიიდან და "ჰომოფობობა" არა? ეს დღე თავისი კონცეფციით, ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. რა დააშავეს საწყალმა "ჰომო და ტრანსფობებმა" _ რა მნიშვნელობა აქვს ჰომოფობია, კლაუსტროფობი თუ ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობი? მათ არ უნდათ დაცვა? თქვენ ასეთ კეთილებს, ასეთ პროგრესულებს განა ისინი არ გეცოებათ როგორც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე პირები, ბრძოლის დღეს რომ უწესებთ?
როდესაც ვამბობთ რომ რაიმეს ვებრძვით, იმწამსვე ვიყოფით "კარგებად" და "ცუდებად", "უმცირესობად" და "უმრავლესობად", "ღიპერებად" და "ჰიპებად", ეს კი ჩემო ლიბერალებო ყველაზე დიდი საფრთხეა ომი გაჩაღდეს. ომის გაჩაღება კი ყოველთვის ვიღაცას აძლევს ხელს. ომი იყო, არის და ყოველთვის იქნება, ძალზედ მომგებიანი ბიზნესი.
დაბოლოს: ეს ერთფეროვანი ავატარი და "ავატარიზაცია", პირდაპირ ეწინააღმდეგება მრავალფეროვნების იმ ზეიმს, რომელიც LGBT pride-ზე სუფევს.
ნუ ვიქნებით ერთფეროვანები, არ გვინდა დათქმული ბრძოლის დღეები, ნუ დავიყოფით უმცირესობად და უმრავლესობად, ნუ ავყვებით სხვების დადგენილ თამაშის წესებს, რომელთაც თავიანთი მოტივები ამოძრავებთ _ უბრალოდ პატივი ვცეთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ იმათაც, ვინც ამას ვერ ახერხებს.

ჰომოფობიასთნ და ტრანსფობიასთან (ეს უკანასკნელი ახლა უნდა დავგუგლო) ბრძოლის საერთაშორისო დღე? - კლაუსტროფობიამ და აგორაფობიამ რა დააშავა? გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ!!! :)
(მესმის სექსუალური უმცირესობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის დღე იყოს - ფობიებთან ბრძოლა რა უბედურებაა ხალხო? :) )

Sunday, May 15, 2011
8 ლარი და 99 ფრანკი
არა, ეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი სულაც არ არის, ფრანგულ ვალუტასთან მიმართებაში. ეს საფასურია, რომელიც გადავიხადე, რათა ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკამდე", "წისქვილმა კი ფქვასო" გადამეკითხა.
მინდა გითხრათ, რომ წიგნებზე ე.წ. რეცენზიების წერას უკიდურესად ვერიდები, რადგან ვთვლი, რომ ფრიად უწიგნური ვინმე გახლავართ. მაგრამ ამჯერად საქმე ისე იყო, რომ "99 ფრანკი" არც მეტი და არც ნაკლები ჩემი საყვარელი ფილმია, შესაბამისად საბანში თბილად გახვეული, წიგნსაც დიდი სიამოვნებით "ვეუფლებოდი" იმ იმედით, რომ შემეცნებითი ორიენტაცია, წიგნების სასარგებლოდ შემეცვლებოდა.
მადლობის მეტი რა მეთქმის პროექტისთვის "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" _ მაგრამ სიმართლე გითხრათ "ენა" "პირში" "გულით" არ მიბრუნდება. რატომ?
კარგი გაგიმხელთ. იცით რა მეგობრებო? უწიგნური ვარ მეთქი ვახსენე, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ წიგნი ბლოგი არ არის _ არ გაქვს უფლება იყო ზერელე! მოცემული რომანის თარგმანი კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული კატასტროფაა. კრიტიკა რომ ზედაპირული არ ჩანდეს, რამდენიმე ძირითად ასპექტს ავღნიშნავ:
1. ტექნიკური ლაფსუსები - არასწორად თარგმნილი სახელწოდებები (საკუთარ სახელებს რომ ეძახიან, აი ისინი). ამასთან ერთგან ბრჭყალები ისე იყო გადანაწილებული (თუ სწორად მახსოვს ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი გახლდათ) მე შემრცხვა მთარგმნელის ნაცვლად და წიგნის ყდაზე დატანილ ავტორს თვალი ავარიდე. როდესაც თარგმნი, შინაარსიც ხომ უნდა გესმოდეს? ვფიქრობ, ნახსენები პიროვნებებიც უნდა გამოარკვიო ვინ გახლდათ, რატომ ახსენა ავტორმა და სხვა _ არა თუ სიაში პირველი ადამიანის გვარი მეორის სახელთან ბრჭყალებით დააჯგუფო.
2. რაოდენ გენიალურიც არ უნდა იყოს ტექსტი, როდესაც ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე ვკითხულობ სიტყვა "ურაგანს", არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ თარგმანზე და მთარგმნელზე გული მომიბრუნდეს. მსგავსი კალკები კი წიგნში მრავლად გვხვდება (მადლობა მთარგმნელს რომ "სტაკანი", "აკოშკა" და "კრაოტი" არსად შემხვედრია), რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
3. გაუგებარია, რატომ არის შენარჩუნებული უცხოენოვანი ფრაზები, ხოლო მათი თარგმანი კი სქოლიოს სახით წარმოდგენილი (აქაო და ტექსტისთვის საკადრისად ვერ ვთარგმნე, მაგრამ სქოლიოში დაახლოებით გეტყვით რასაც ნიშნავსო?). სქოლიოზე გამახსენდა, რედაქციის საყურადღებოდ: აღნიშვნები განმარტებული იყო ბოლო გვერდზე, რაც კატასტროფულად მოუხერხებელია.
4. არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამ თქვა: " ლექსის თარგმანი იგივეა, ფოთლიდან ფოთოლზე წყლის წვეთი ისე გადაიტანო, რომ არ შეირხესო". პირადად მე კი ვფიქრობ _ სლოგანის თარგმანის შემთხვევაში არც წვეთი და არც ფოთლები არ უნდა მოიყვანო მცირედ მოძრაობაშიც კი. ანუ სლოგანის თარგმნა, ეს პრაქტიკულად ახალი სლოგანის შექმნის ტოლფასია _ ფრიად რთულია შეინარჩუნო სლოგანის "დუხი" და მთავარი "იზიუმინკა". "99 ფრანკი" კი ერთი დიდი სარეკლამო რგოლია, უამრავი სიუჟეტითა და "სლოგანით" (ოქტავის ხათრით ვიტყოდი "ტიტრით"). შესაბმისად, ვერ თარგმნო წიგნში მოყვანილი სლოგანები და ცალკეული ფრაზები ნიშნავს რომ ვერ თარგმნო თავად წიგნი. ამ კუთხით კი, თარგმანში სრული "კაშმარი" სუფევს. მე არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდების არანკლებ ცნობილი სლოგანები თარგმნო ისეთნაირად, რომ მათი ცნობა უფრო მეტად გაგიჭირდეს, ვიდრე 20 წლის უნახავი ნაცნობის, რომელსაც ბაგა-ბაღში მოწონდი.
კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ თავად თუ არ გამოგდის სლოგანის თარგმნა, იქნებ ქართულ რეალობაში უკვე (არც თუ ისე ცუდად) ნათარგმნი და ყურისთვის კარგად ნაცნობი სლოგანები გამოიყენო?
რაც შეეხება თავად მთარგმნელის "არაქართულად" აწყობილ წინადადებებს, აქ სასაყვედურო არაფერი მაქვს _ ფრანგული წესით შედგენილი წინადადებები რომ ქართულს აჯობებს, რად უნდა მაგას საუბარი.
ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ წიგნის თარგმანს. ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად წიგნზეც უნდა მოგახსენოთ.
"ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის თავს არ ვახვევ"-მეთქი გეტყოდით, მაგრამ რახან გეუბნებით ე.ი. გახვევთ და უგემური ფაფის არ იყოს, კოვზით პირშიც კი გტენით.
ამიტომაც ასე დავიწყებ:
"ჩემი სუბიექტური აზრით, რომელსაც ახლა აშკარად თავს გახვევთ", ფილმი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე წიგნი. ჯერ-ერთი სიუჟეტიც უფრო საინტერესოდ არის აწყობილი, უფრო დინამიურია და როგორც არ უნდა იყოს, ნაწარმოები რომელიც ვიზუალური კრეატივის სამყაროს_ რეკლამას ეხება, ეკრანზე გაცილებით კარგი სანახავია, ვიდრე მოსაწყენი ასოებით დახუნძლულ ფურცლებზე.
სხვათა შორის, ერთადერთი სცენა რომელმაც ფილმში ჩაიქაქა, ოქტავისა და ჩარლის ნარკოტიკებით გაჭყეპვის შემდეგ ჩადენილი დანაშაულია _ წიგნში ამ ადგილმა ნამდვილად გაასწორა.
სხვა რა გითხრათ აბა? - მაგიდაზე მომდევნო მსხვერპლს - "ედგარ ალან პოს - მოთხრობებს" ვუყურებ და გულში ვფიქრობ _ გარდაცვალებამდე დარჩენილია 49 წიგნი.

Friday, May 13, 2011
ფოტოშოპი და მარჯვე ხელები
ადრე სასიყვარულო ბარათის გაგონებისას, სატრფოს ცრემლების დანამული ქაღალდის გრაგნილი თუ გაახსენდებოდათ და ახლა კი ჰა და ჰა ფეისბუქ აპლიკაცია თუ მოაგონდება კაცს.
საქართველოს ბანკმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური კონკურსი, სახელწოდებით Love Card შემოგვთავაზა. კონკურსის წესების თანახმა, თქვენ უნდა შესთავაზოთ ბანკს ბარათის დიზაინი. სამი კატეგორიაა: "ფოტო", "გრაფიკული დიზაინი" და "არტი".
ამასთან ხაზგასმით არის ნათქვამი რომ არ უნდა იყოს გამოყენებული მესამე პირის მიერ შედგენილი ვიზუალი (რაღა დაგიმალოთ და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალები მოდერაციას გადის, უმეტესი ვიზუალების ინტერნეტში მაქვს მრავლად ნანახი).
მოკლედ ფოტო განყოფილება, როგორც ერთი ბლოგერი იტყვის ხოლმე "ჩემი კუტუნია ბიჭის" ფოტოებით გაივსო, მეც არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე შევაჩერე.
მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ.
1. ვინაიდან ჩემი იდეის თანახმა, მჭირდებოდა პერსონაჟი, რომელიც ბარათზე დატანილ ჩიპზე იქნებოდა ჩამომჯდარი, საჭირო იყო აპლიკაციაში განთავსებული ბარათის ზომებით შესაბამისი მაკეტი.
აქ პრობლემა მარტივად მოგვარდა. პრინტსქრინი გადავუღე აპლიკაციაში, ვიზუალის ატვირთვის გვერდზე მდებარე ბარათს. ბარათის სილუეტი, ჩიპი და რიცხვები, ცალცალკე ლეერებად ზუსტად დავამთხვიე პრინტსქრინის გამოსახულებას. ამგვარად სამუშაო პლათფორმა ვიზუალის ასაწყობად მზად იყო.
2. ნაბიჯი
საჭირო იყო მეთევზე. აქ გუგლი და ჯადოქრობა უძლურია. მოვიმარჯვე ფლეში და ვექტორში მეთევზის სილუეტი მოვხაზე. აქვე ვიტყვი რომ ფლეშშივე მოვხატე ტალღებიც.
3. ჩემს მიერ მოფიქრებულ პეიზაჟს რამდენიმე ღრუბელი და წყალში მოცურავე თევზები (გულები) ამშვენებდა. ახლა კი სიბრძნე: იმისათვის რომ ხელით დახატული ვიზუალის ეფექტი მიიღო, ამისთვის ვიზუალი მართლა ხელით უნდა იყოს ნახატი :)
საკმარისია ფურცელზე მოხაზოთ სასურველი ფორმები (დიდი ხატვის ნიჭით რომ ვერ გამოვირჩევი ქვემოთ დადებული ფოტოთიც მიხვდებით - ასე რომ ამან არ შეგაშინოთ). შემდეგ საკმარისია მობილით გადაუღო ფოტო, შეიტანოთ ფლეშში (ან სხვა ვექტორულ პროგრამაში) და ხელით მოჩხაპნილ კონტურებს, ვექტორული ზოლები გადაატაროთ.
4. პრინციპში ყველაფერი მზად გვაქვს რომ გადავიდეთ და ძირითადი სამუშაოები ფოტოშოპში, წინასწარ მომზადებულ შაბლონში განვაგრძოთ.
მეთევზეს მოდით თავიდანვე მივუჩინოთ ადგილი პლასტიკური ბარათის ჩიპზე.
ახლა რაც შეეხება ტალღებს. მე პირადად ავიღე ბარათის გამოსახულება და ტალღების "მასკად" ვაქციე. ამგვარად გრძელი ტალღების მხოლოდ ის ნაწილი ჩანდა, რომელიც ბარათის არეალს ემთხვევა.
5. შავი ტალღები რა საკადრისია. შესაბამისად ტალღებს უნდა დავადოთ გრადიენტი, შემდეგი პარამეტრებით:
რაც ფოტოზე არ ჩანს გრადიენტის საწყისი (#ff7b2d) და საბოლოო (#ffc115).
(ტალღებს დამატებით დავამატე, თეთრი გამჭვირვალე ლეერი, რომელიც დამატებით ელვარებას აძლევს გამოსახულებას)
6. ღუბლებზე ყველაფერი მარტივად არის. 2 ეფექტი საკმარისია: color overlay - ფერი #56c2cc და stroke - რომლითაც 2 პიქსელიანი თეთრი კონტური შემოვაყოლე, ღუბლების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად (აქ შემეძლო ღრუბლებისთვის გამომეყენებინა სხვადასხვა ფერები, მაგრამ დამატებითი ფერების შემოტანასაც მოვერიდე და 2D ეფექტი რომელიც მსურდა, ჩავთვალე რომ ასე უფრო ეფექტურად მიიღება).
7. მმმ... რა დაგვრჩა? ა, ჰო. გულები, რომლებიც თევზებივით ცურავენ წყალში. წყალი სიღრმისკენ მუქდება, ზემოთ ღიავდება. შესაბამისად უნდა მოიქცეს გულებიც, ამიტომაც ისინი ნარინჯისფერ და დამატებითი ბზინვარებისთვის მისაცემ, თეთრ გამჭირვალე ლეერებს შორის მოვაქციე:
8. ვიზუალი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა. საბოლოო ოტკუწურ შტრიხისთვის კი შევარჩიე ფონტი, რომელიც სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებდა, მცირედი ცვლილებით - სიტყვა Love-ში, "O" ასო, გულის გამოსახულებით ჩავანაცვლე.
9. ბარათის საიტზე განსატავსებლად, საკმარისია წინასწარ დატანილი ჩიპისა და ბარათის ნომრის გამოსახულება მოვხსნათ (ატვირთვის შემდეგ, სისტემა ხომ თავად დაადებს მოცემულ გამოსახულებებს):
სულ ეს იყო, მგონი მარტივია. იმისათვის რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება ბარათი რეალურ გარემოში შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.
იმედი მაქვს, კონკურსის სხვა მონაწილეებიც შეეცდებიან შექმნან საკუთარი ვიზუალი, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს დიზაინის შედევრი, მაგრამ აუცილებლად იქნება ერთადერთი და განუმეორებელი :)
ახლა კი ისღა დამრჩენია კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო, ხოლო სხვებს კი მოგიწოდოთ _ ჰა, ცადო იქნებ?

Wednesday, May 11, 2011
გული პლიუსი, თირმელი კვადრატში
- იცი რა კარგი გული აქვს, აი თირკლმები არ უვარგა თორე. რა შუაშია? არც არაფერ, ისევე როგორც უამრავი სცენა ფილმში რომელზეც მინდა გესაუბროთ.
რომ არ დამავიწყდეს თავიდანვე ვიტყვი: ეს ფილმი იცით რას მაგონებს? სუპერთანამედროვე ტაფით, რბილად რომ ვთქვა არც ისე ნიჭიერმა პოვარმა, საშინელი რეცეპტით ყველაზე უგემური კერძი რომ მოამზადოს. ბოლოს ძვირფასი სუნელები, ოღონდ ყოველგვარი ზომა-წონისა და შინაარსის გარეშე მოაყაროს უაზროდ და კარგად ამოურიოს. ვისთვისაც ჩემი ბრძენკაცული მეტაფორები გაუგებარია განვმარტავ: სუპერთანამედროვე ტაფა ეს კამერაა, რომელიც ისე გამოიყურებოდა ოპერატორის ხელში, როგორც გახარებული ბავშვის ხელში ანთებული მაშხალა, ეგზოტიკური და გემრიელი სანელებლებში მართლაც, რომ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება ვიგულისხმე, ხოლო საშინელი რეცეპტისა და არც ისე ნიწიერი პოვარის ამოცნობა თქვენთვის მომინდია. ისე, ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს მარა არც გამოყენებული ინგრედიენტები ბრწყინავდნენ დახლზე.
აჰ, არ შემიზლია არ შევეხო ჩემს ტკივილს _ პროდაქტ-პლეისმენტი. მგონი დრო არის ქართველი კონომატოგრაფები ჩამოყალიბდნენ: იღებენ ფილმს, რომელშიც შიგადაშიგ მკრთალად და სრულიად შეუმჩნევლად გარკვეული ბრენდები ჩანს, თუ იღებენ სრულმეტრაჟიან რეკლამას, რომელშიც შიგადაშიგ კინომატოგრაფიაც არის თითქოს გარეული. უბრალოდ თვალები უნდა დახუჭონ და დაიჯერონ - პროდაქტ ფლეისმენტი მშინ მუშაობს როდესაც ის შეიმჩნეველია.
კიდევ ერთი, მგონი მალე "ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში"-ს მსგავსად ახალი თემა _ "არაბუნებრივი დიალოგები ქართულ კინომატოგრაფიაში" დაემატება სასკოლო პროგრამას. მე, თქვენც და სხვებმაც კარგად ვიცით და იციან, რომ ძმაკაცები ერთმანეთს "მიბოძეთ გეთაყვათი" არ ესაუბრებიან. "შე ყლეო", "შე სირო", "შეჩემა" და თუ გნებავთ "შეჩემის გადანგრეულო" სრულიად მიღებული ფრაზეულობაა "შუტკა გახსნილ" საძმაკაცოში. მაგრამ ამ ფრაზების თვითმყოფადი ბუნებრიობის გამო სამეგობრო წრეში, არ უნდა ჩათვალო რომ "ნატურალური დიალოგის" გადასაღებად, სცენარში შემდეგი ჩანაწერია საჭირო:
- როგორ ხარ შე ყლეო
- კარგად შე ყლეო. და შენ თავად როგორ ხარ შე მართლა ყლეო?
- შე მართლა ყლის ყლეო. მე არამიშავს. და ის ყლე ხომ არ გამოჩენილა
- არ ვიცი სადაა ეგ ძუძუებიანი ყლე
ხო, რავიცი. იქნებ სცენარისტებისა და რეჟისორების ბოჰემური საზოგადოების გარკვეული სეგმენტისათვის ასეთი დიალოგებია ბუნებრივი, მაგრამ ვფიქრობ მაყურებელთა (ისევე როგორც მკითხველთან) 99% ყურს საშინლად ჭრის. რეჟისორი კი რომელიც მაყურბელს ვერ გრძნობს, ვფიქრობ... უკაცრავად, კულინარმა რომელიც კილონახევარი მარილის შემდეგაც ვერ ხვდება რომ "გადაამლაშა", კინოდარბაზში შემოსული გურმანების დაჭყანულ საღეებზე მაინც უნდა ამოიკითხოს უკმაყოფლება. ჰო, კიდევ - როდესაც კინოგმირები ერთმანეთს უყვიროდნენ, რაღაც მომენტში ვიფიქრე _ ფილმ "სეზონს" აშარჟებენ-მეთქი, მაგრამ მოყრილმა წიწაკამ პირი რომ გამომთუთქა და სიმწრილს ცრემლებით ამევსო თვალები, დავრწმუნდი რომ არავინ მეხუმრებოდა.
იუმორზე გამახსენდა. იუმორი იყო ამ კერძის ნამდვილი ოტკუწიურ შტრიხი იყო. იცით როგორი? _ აი, რაღაც კულინარიულიულ საოცრებას რომ შექმნი, თეფშს ჰორიზონტალურად გახედავ და ძალიან ფრთხილად შენს "ქმნილებას" ალუბლის მბზინავი კუმპალით დააგვირგვინებ - ბლესკ!
გული +
მორიგი კრახი ქართულ კინოარქივში +
გაწბილებული მაყურებელი +
რას ვერჩით ახლა ამ ფილმს _ ამდენი პლიუსის მერე, ერთი ორი მინუსი როგორმე ვერ უნდა მოვითმინოთ?

Tuesday, May 10, 2011
ალბათ კი
ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
ან მუცელს თუ აქვს ეჭვი
რომ შენი მკერდის ღეჭვა...
დამაკარგინა თავი
(სადღაც შენ ფეხებს შორის)
ათასჯერ გასინჯულმა
შენმა ნარუჯმა ბეჭმა
მკლავებზე რომ გკოცნი, ნეტავი თუ ხვდები
ბუხარში ლობიოს ქვაბივით ვდუღდები?
და როგორც მჭადი კეცებს
ისე გეკრობი გულზე
და მიღიტინებს კისერს
შენი კერტების ალი
შენი თვალის ნაკეცებს
ატყვია ჩემი კოცნა
შენი პატარა ხალი
მუცლიდან ოდნავ მარჯვნივ
(მე არ ვიცოდი ოღონდ)
მაგრამ ასეა თურმე
ოდესღაც დაშიფრული
ყოფილა ძველი ლოცვა.
მართლა არ ვიცი რატომ,
მაგრამ გავიგო მინდა...
ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
ან მუცელს თუ აქვს ეჭვი
რომ შენი მკერდის ღეჭვა...
დამაკარგინა თავი
(სადღაც შენ ფეხებს შორის)
ათასჯერ გასინჯულმა
შენმა ნარუჯმა ბეჭმა
მკლავებზე რომ გკოცნი, ნეტავი თუ ხვდები
ბუხარში ლობიოს ქვაბივით ვდუღდები?
და როგორც მჭადი კეცებს
ისე გეკრობი გულზე
და მიღიტინებს კისერს
შენი კერტების ალი
შენი თვალის ნაკეცებს
ატყვია ჩემი კოცნა
შენი პატარა ხალი
მუცლიდან ოდნავ მარჯვნივ
(მე არ ვიცოდი ოღონდ)
მაგრამ ასეა თურმე
ოდესღაც დაშიფრული
ყოფილა ძველი ლოცვა.
მართლა არ ვიცი რატომ,
მაგრამ გავიგო მინდა...
ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
Monday, May 9, 2011
როგორ გავხდე ბლოგოპატი
წყარო: netgazeti.ge
ალბათ გახსოვთ ჰოლივუდურ ფულმებში წარწერა “2000 წელი” და მფრინავი მანქანები, გამჭვირვალე ადამიანები და სხვა. თუმცა ყველაზე დიდი ფანტასტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ 2010 წელს მფრინავი მანქანა კი არა ნოუთბუქს შეზრდილი ადამიანი “ულაიკებს” სტატუსს: “ქმარი მომენატრა” გვერდით მწოლ მეუღლეს.
ჩემს სოფელში ადრე რომ ინტერნეტი ჰქონოდათ, წარმომიდგენია, როგორ გადააქნევდნენ სინანულით თავებს უბანში შეკრებილი ქალები და იტყოდნენ _ ეს რა დრო დაგვიდგა, ფეისბიანკები და ტვიტარასტები ერთმანეთს ეფლიკრავებიანო.
ლაიკომანებს, სტატუსოფილებს და თანამედროვე სამყაროს სხვა სოციოპატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ “ბლოგოპატებს”.
მოკლედ, გვეყოფა ენამახვილობა და ისედაც დაბნეული ატექნიკური მომხარებლების კიდევ უფრო დაბნევა და საქმეზე გადავიდეთ.
თანამედროვე სამყაროში არ გქონდეს ბლოგი, იგივეა, ცოტახნის წინ “მადონას სერვისი” რომ არ გქონოდა. ბლოგი, ეს არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: ტექსტი, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა, მოკლედ ყველაფერი, რაც კი მოგესურვებათ _ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამასთან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მილიონობით ინტერნეტ მომხარებლისთვის (თუ დავაკონკრეტებთ, ქართველი ინტერნეტ მომხარებელი ერთ მილიონსაც კი ვერ უახლოვდება) და რა გასაკვირია, რომ ინფორმაციის გაცვლის ასეთი თავისუფალი და მოსახერხებელი საშუალება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სამყაროში.
მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული ბლოგ სისტემაა გავრცელებული, თუმცა ქართველებმა, როგორც გვჩვევია, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შევარჩიეთ და მსწრაფლ გავიყავით “ვორდპრესისტებად” და “ბლოგსპოტისტებად”.
იმისათვის, რათა გქონდეთ საკუთარი ბლოგი ვორდპრესის სისტემაზე, საკმარისია, გაიაროთ უმარტივესი რეგისტრაციის პროცედურა: http://wordpress.com
ბლოგსპოტზე კიდევ უფრო მარტივად არის საქმე: საკმარისია, გქონდეს გუგლის მეილი და რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო: http://blogger.com (იმისათვის, რომ იხილოთ სისტემის განახლებული ვერსია, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისამართით: http://draft.blogger.com )
ზემოთხსენებული ორი სისტემის შედარებით ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი გეტყვით: აუცილებლად გახსენით ბლოგი _ ნუ დარჩებით 21-ე საუკუნეში “სტენკისა” და “მადონას სერვისის” გარეშე.
Subscribe to:
Posts (Atom)