Tuesday, January 12, 2010

FAQ ანუ პირდაპირ და მარჯვნივ

-...?
- არამიშავს, ძველებურად
-...?
- არაფერი ახალი
-...?
- ისევ იქ ვარ სადაც მაშინ
-...?
- იცნობს ჩემი მზახალიიი?!

-...?
- ჩემებს, რავი არაუშავთ
-...?
- ერთი ეგ ვერ ვნახე
-...?
- გავყიდე ის პარაშუტი
-...?
- დაიჭიმა სახე

-...?
- მოყვანას ჯერ არ ვაპირებ
-...?
- არავინ მყავს ისეც
-...?
- სესხი თოთხმეთ პროცენტში მაქვს
-...?
- მაგას ვიზა მისცეს

-...?
- არა, არა, მე ვერ დავლევ
-...?
- იქვე არის გზასთან
-...?
- კათეტის შეფარდებაა
ჰიპოტენუზასთან

-...?
არამიშავს, ძველებურად
-...?
არაფერი ახალი
-...?
- ჩემი მულის ღვიძლი ცოლის
ქვისლის შვილის მზახალი

3 comments:

  1. wow! სიხარულით ვიღებ :))) და დიდ პატივად ვთვლი ;)

    ReplyDelete
  2. wow! სიხარულით ვიღებ :))) და დიდ პატივად ვთვლი ;)

    ReplyDelete